ხახვის საიდუმლოებები

ხახვის საიდუმლოებები

ყველა ადამიანმა იცის რომ ხახვი უნივერსალური პროდუქტია და მის გარეშე თითქმის არცერთი კერძი არ მზადდება. მას ამატებენ სალათებში, წვნიანებში, თევზის, ხორცის, ფრინველის კერძებში. გამოცდილი კულინარები ხახვისგან დესერტებსაც კი ამზადებენ. მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცოდეს მისი გამოყენების საუკეთესო გზები. მაშ, ხახვის პატარა საიდუმლოებებს გაგიმხელთ.1. თუ გსურთ, რომ მოშუშულ ხახვს ლამაზი ოქროსფერი ჰქონდეს, შუშვის დროს სულ ცოტა შაქარი ან შაქრის პუდრი დაამატეთ.

2. ბულიონში, ლამაზი ფერის მისაღებად, უკეთესია გაუფცქვნელი მთლიანი ხახვი ჩააგდოთ (რა თქმა უნდა ფურცლების ზედა მტვრიან ფენას შემოაცლით და წყალს გადაავლებთ). წვნიანის მომზადებისას კი სჯობს წინასწარ მოშუშოთ, ასე უკეთ შეინარჩუნებს არომატს.

3. თუ სალათის რეცეპტში ხახვის უმად გამოყენებაა მითითებული, სცადეთ და წინასწარ დაამარინადეთ. ამით ხახვი სიმწარეს დაკარგავს და უფრო გემრიელი გახდება. მარინადად შეიძლება გამოიყენოთ ლიმონის, ბროწეულის, ფორთოხლის წვენი (სალათის შესაბამისად), ძმარი ბალზამიკო. ან მოამზადეთ შემდეგი მარინადი: 1 ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1/2 ჩ.კ მარილი, დაფნის ფოთოლი, 2 მარცვალი პილპილი და წამოადუღეთ. სხვა სანელებლების დამატებაც შეიძლება გემოვნებით. წამოადუღეთ და დაასხით დაჭრილ ხახვს. რამდენიმე წუთში გადაწურეთ და გააგრილეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს