პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ჭელაში მინარეთი დააბრუნეს - ქართველ მუსლიმთა კავშირი ივანიშვილს მადლობას უხდის
სოფელ ჭელაში მინარეთი დააბრუნეს - ქართველ მუსლიმთა კავშირი ივანიშვილს მადლობას უხდის

ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თი აღად­გი­ნეს. მისი მონ­ტა­ჟი სო­ფელ­ში გვი­ან ღა­მით და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და. მი­ნა­რე­თის აღ­მარ­თვა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­ცესს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ფელ­ში მი­ნა­რე­თის აღ­მარ­თვას აპ­რო­ტეს­ტებ­და რამ­დე­ნი­მე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი ექ­სპან­სი­ის მო­სა­ლოდ­ნელ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

მამა და­ვით ისა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლი, სა­დაც მი­ნა­რე­თი აღ­მარ­თეს, მათი წი­ნაპ­რე­ბის სის­ხლით მორ­წყუ­ლი მი­წაა.

"ეს სწო­რედ მუს­ლი­მებ­თან ბრძო­ლა­ში სის­ხლით მორ­წყუ­ლი მი­წაა. ორ­გმა­გად უფრო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ის, რაც დღეს აქ მოხ­და. მე მგო­ნი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი არ შე­ე­გუ­ე­ბა ამას. ეს არის თურ­ქუ­ლი ექ­სპან­სია, ევ­რო­კავ­ში­რის დაკ­ვე­თა", - აცხა­დებს მამა და­ვი­თი.

რო­გორც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა მუფ­თი ჯე­მალ პაქ­სა­ძე აცხა­დებს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა კა­ნონ­მდებ­ლებ­თან ერ­თად, რათა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა მოგ­ვარ­დეს და და­ახ­ლო­ე­ბით 40-მდე მე­ჩე­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია, და­რე­გის­ტრირ­დეს.

მი­ნა­რე­თის აღ­დგე­ნის სა­კითხს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რიც.

მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბას უხ­დის.

ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სო­ფელ ჭე­ლა­ში თა­ვის ად­გილს და­უბ­რუნ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ "მო­ტა­ცე­ბუ­ლი" მი­ნა­რე­თი. ვფიქ­რობთ, რომ ეს არის მოვ­ლე­ნა, როცა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმარ­ჯვებს დე­მოკ­რა­ტია. ეს არის, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მო­ნა­პო­ვა­რი, გა­ნურ­ჩევ­ლად რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა. ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის სა­ხე­ლით გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ პრო­ცე­სის მშვი­დად და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა­ში. კერ­ძოდ, გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის იმ უწყე­ბებს და პი­რებს, რომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვნენ და მი­ი­ღეს გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ნა­რე­თის თა­ვის ად­გილ­ზე აღ­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ- მი­ნისტრს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის დიდი წვლი­ლიც არის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში; სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს, მას­თან არ­სე­ბულ რე­ლი­გი­ა­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და მის ყვე­ლა წევ­რს; სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ყვე­ლა რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით, ევან­გე­ლურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს, მთა­ვა­რე­პის­კო­პოსს მალ­ხაზ სონ­ღუ­ლაშ­ვილს; სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს; რე­გი­ო­ნა­ლურ და ცენ­ტრა­ლურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს; სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს; ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებს; უცხო­ეთ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. არ შეგ­ვიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნოთ და მად­ლო­ბა არ ვუ­თხრათ ად­გი­ლობ­რივ ქარ­თველ მუს­ლი­მებს მოთ­მი­ნე­ბი­სათ­ვის, იმ გო­ნივ­რუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და სწო­რი ქმე­დე­ბე­ბი­სათ­ვის, რა­მაც ხელი შე­უ­წყო პრო­ცე­სე­ბის მშვიდ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში წარ­მარ­თვა­სა და სა­ბო­ლოო მოგ­ვა­რე­ბას. აქვე, ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს პა­ტი­ვის­ცე­მას რე­გი­ო­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლი­სად­მი, რომ­ლე­ბიც პა­ტივს სცე­მენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მრწამ­სის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და ხელს უწყო­ბენ ად­გი­ლობ­რივ მუს­ლიმ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას".

მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს მოხ­და, მა­შინ ამის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა გახ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სოფელ ჭელაში მინარეთი დააბრუნეს - ქართველ მუსლიმთა კავშირი ივანიშვილს მადლობას უხდის

სოფელ ჭელაში მინარეთი დააბრუნეს - ქართველ მუსლიმთა კავშირი ივანიშვილს მადლობას უხდის

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთი აღადგინეს. მისი მონტაჟი სოფელში გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. მინარეთის აღმართვაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. პროცესს სამართალდამცავები აკონტროლებდნენ.

პარალელურად, სოფელში მინარეთის აღმართვას აპროტესტებდა რამდენიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ისინი საქართველოში თურქული ექსპანსიის მოსალოდნელ გაძლიერებაზე საუბრობდნენ.

მამა დავით ისაკაძის განცხადებით, ადგილი, სადაც მინარეთი აღმართეს, მათი წინაპრების სისხლით მორწყული მიწაა.

"ეს სწორედ მუსლიმებთან ბრძოლაში სისხლით მორწყული მიწაა. ორგმაგად უფრო შეურაცხმყოფელია ის, რაც დღეს აქ მოხდა. მე მგონი ქართველი ადამიანი არ შეეგუება ამას. ეს არის თურქული ექსპანსია, ევროკავშირის დაკვეთა", - აცხადებს მამა დავითი.

როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ჯემალ პაქსაძე აცხადებს, მიმდინარეობს მუშაობა კანონმდებლებთან ერთად, რათა საკანონმდებლო ბაზა მოგვარდეს და დაახლოებით 40-მდე მეჩეთი, რომელიც საქართველოშია, დარეგისტრირდეს.

მინარეთის აღდგენის საკითხს უკვე გამოეხმაურა  ქართველ მუსლიმთა კავშირიც.

მუსლიმთა კავშირი სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სოფელ ჭელაში თავის ადგილს დაუბრუნდა რამდენიმე თვის წინ "მოტაცებული" მინარეთი. ვფიქრობთ, რომ ეს არის მოვლენა, როცა შეიძლება ითქვას, საქართველოში იმარჯვებს დემოკრატია. ეს არის, საქართველოს ყველა მოქალაქის მონაპოვარი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა. ქართველი მუსლიმების სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესის მშვიდად და დემოკრატიულად მოგვარებაში. კერძოდ, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობის იმ უწყებებს და პირებს, რომლებიც ჩაერთვნენ და მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება მინარეთის თავის ადგილზე აღმართვასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის დიდი წვლილიც არის აღნიშნული საკითხის მოგვარებაში; სახალხო დამცველის აპარატს, მასთან არსებულ რელიგიათა საბჭოს ხელმძღვანელობას და მის ყველა წევრს; საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, განსაკუთრებით, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოსს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს; რეგიონალურ და ცენტრალურ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს; საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს; ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს; უცხოეთში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ და მადლობა არ ვუთხრათ ადგილობრივ ქართველ მუსლიმებს მოთმინებისათვის, იმ გონივრული, მიზანმიმართული და სწორი ქმედებებისათვის, რამაც ხელი შეუწყო პროცესების მშვიდ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარმართვასა და საბოლოო მოგვარებას. აქვე, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას რეგიონის მართლმადიდებელი მრევლისადმი, რომლებიც პატივს სცემენ განსხვავებული მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობას და ხელს უწყობენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური კავშირების განმტკიცებას".

მინარეთის დემონტაჟი აგვისტოს ბოლოს მოხდა, მაშინ ამის ოფიციალური მიზეზი უკანონო მშენებლობა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია