საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯარიმები შემცირდება (ექსკლუზივი)
კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯარიმები შემცირდება (ექსკლუზივი)

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი მცირ­დე­ბა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მისი შს მი­ნის­ტრო­ბის დროს, შსს-მ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს. "ამ­ბე­ბი.გე" სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ანს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ დარ­ღვე­ვებ­ზე მცირ­დე­ბა ჯა­რი­მე­ბი. სიჩ­ქა­რით გა­და­ჭა­რე­ბე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა (რა­და­რე­ბი) 100 ლარი გა­ნა­ხევ­რდე­ბა და დამ­რღვე­ვი მძღო­ლი 50 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი სა­უ­რა­ვის ოდე­ნო­ბა 500 ლა­რის ნაც­ვლად, 150 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ჯა­რი­მე­ბი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს მარ­თვის უფ­ლე­ბა 2 წლის ნაც­ვლად, 6 თვით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის შეც­ვლა 1500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ასე­ვე ჯა­რი­მა მცირ­დე­ბა დგო­მა-გა­ჩე­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დარ­ღვე­ვა 10 ლა­რი­ან ჯა­რი­მას და გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 150 ლა­რი­ან სა­უ­რავს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯა­რი­მის და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­რღვევ მძღოლს 1 წლის ნაც­ვლად, მარ­თვის უფ­ლე­ბა 6 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის შეც­ვლა 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის 100 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა ნა­ხევ­რდე­ბა და მისი ოდე­ნო­ბა 50 ლარი იქ­ნე­ბა. ჟა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღოლს 500 ლა­რის ნაც­ვლად 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ე­რი­ცხე­ბა სა­უ­რა­ვი. ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი დამ­რღვევ მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბა 2 წლის ნაც­ვლად, 1 წლის ვა­დით ჩა­მო­ეთ­მე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის შეც­ვლა 1500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 500 ლა­რი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მცირ­დე­ბა აგ­რეთ­ვე გან­მე­ო­რე­ბით ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის 200 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და მისი ოდე­ნო­ბა 100 ლარი იქ­ნე­ბა. გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 2 წლის ნაც­ვლად მარ­თვის უფ­ლე­ბა 1 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის შეც­ვლა 1500 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 1000 ლა­რი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თქმით, ის ჯა­რი­მე­ბი, რომ­ლებ­საც რეპ­რე­სი­უ­ლი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, შემ­ცირ­და და მხო­ლოდ აღ­მზრდე­ლო­ბით ეფექ­ტამ­დე და­ვი­და.

"მთე­ლი რიგი ჯა­რი­მე­ბი, რო­მელ­ზეც სახ­დე­ლი იყო გა­უ­მარ­თლებ­ლად დიდი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში გა­ვა­ნა­ხევ­რეთ. ასე­ვე და­ი­წია სა­უ­რა­ვის ზედა ზღვარ­მა. ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის საკ­მა­ოდ გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ჯა­რი­მა იყო", - აცხა­დებს ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ადა­მი­ან­მა, რომ­ლებ­საც ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის გამო, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლი­სას ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-700 ლა­რის ჯა­რი­მა მო­უ­ვი­დათ სახ­ლში.

"ჩვენ დავ­რჩით ერ­თგუ­ლე­ბი ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი­სა, რო­დე­საც დავ­ტო­ვეთ ძა­ლა­ში და უფრო გა­ვამ­კაც­რეთ ჯა­რი­მა სიმ­თვრა­ლე­ზე. ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენ არ ვუდ­გე­ბით ზე­რე­ლედ და ზე­და­პი­რუ­ლად სა­ერ­თო ჯა­რი­მე­ბის პრობ­ლე­მას. ჩვენ მთე­ლი რიგი სან­ქცი­ე­ბი, რო­მელ­თა გამ­კა­ცი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო, გა­ვამ­კაც­რეთ და ის ჯა­რი­მე­ბი, რო­მელ­თა სიმ­კაც­რე არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და არა­ნა­ირ ლო­გი­კას, შე­ვამ­სუ­ბუ­ქეთ", - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

თეა ბი­თა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯარიმები შემცირდება (ექსკლუზივი)

კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯარიმები შემცირდება (ექსკლუზივი)

საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები მცირდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მისი შს მინისტრობის დროს, შსს-მ საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. "ამბები.გე" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია კონკრეტულად, რომელ დარღვევებზე მცირდება ჯარიმები. სიჩქარით გადაჭარებებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად, 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმებისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე ჯარიმა მცირდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, აღნიშნული ადმინისტრაციული დარღვევა 10 ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში, 150 ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად, მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჟარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად, 1 წლის ვადით ჩამოეთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

მცირდება აგრეთვე განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ის ჯარიმები, რომლებსაც რეპრესიული დატვირთვა ჰქონდა, შემცირდა და მხოლოდ აღმზრდელობით ეფექტამდე დავიდა.

"მთელი რიგი ჯარიმები, რომელზეც სახდელი იყო გაუმართლებლად დიდი, უმეტეს შემთხვევაში გავანახევრეთ. ასევე დაიწია საურავის ზედა ზღვარმა. ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის საკმაოდ გაუმართლებელი ჯარიმა იყო", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მისივე თქმით, სამინისტროს მიმართა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომლებსაც ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო, სახლიდან გამოსვლისას ერთი კვირის განმავლობაში 500-700 ლარის ჯარიმა მოუვიდათ სახლში.

"ჩვენ დავრჩით ერთგულები ჩვენი პრინციპებისა, როდესაც დავტოვეთ ძალაში და უფრო გავამკაცრეთ ჯარიმა სიმთვრალეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვუდგებით ზერელედ და ზედაპირულად საერთო ჯარიმების პრობლემას. ჩვენ მთელი რიგი სანქციები, რომელთა გამკაცირება იყო საჭირო, გავამკაცრეთ და ის ჯარიმები, რომელთა სიმკაცრე არ ექვემდებარებოდა არანაირ ლოგიკას, შევამსუბუქეთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

თეა ბითაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ