პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგზაო ნიშნები თბილისში, რომლებიც არასწორად არის დამონტაჟებული
საგზაო ნიშნები თბილისში, რომლებიც არასწორად არის დამონტაჟებული

დე­და­ქა­ლაქ­ში არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის სა­კი­თხი გა­და­სა­ხე­დია. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბევ­რი საგ­ზაო ნი­შა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის.

რო­გორც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, "გუ­შინ თუ გზა იყო ისე­თი, რომ კონ­კრე­ტულ საგ­ზაო ნი­შანს შე­ე­ფე­რე­ბო­და, დღეს მას­ზე და­ა­გეს უკე­თე­სი სა­ფა­რი და უკე­თე­სად მო­ა­წეს­რი­გეს, ახლა სა­ჭი­როა სხვა ნიშ­ნე­ბი. ჩვენ ვმუ­შა­ობთ მაგ სა­კი­თხზე, ჩვენ­თან ერ­თად კი­დევ მუ­შა­ობს კონ­კრე­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და ეს არის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი პრო­ცე­სი. ჩვენ სა­მი­ნის­ტრო­ში გვაქვს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რებს, არა მარ­ტო ადევ­ნებს თვალ­ყურს, არა­მედ აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობს ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. არა მარ­ტო საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ სა­ერ­თოდ, ეს გახ­ლავთ ჯე­ბი­რე­ბი, მო­ხა­ზუ­ლო­ბა, გზე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. ეს სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­თან, იმ ორ­გა­ნო­ებ­თან, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა გზე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, სა­ფა­რის და­გე­ბას და ა.შ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ სა­მი­ნის­ტრო­ში მზად არი­ან იმ­სჯე­ლონ საგ­ზა­ნო ნიშ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ნე­ბის­მი­ე­რი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ვინც ამის სურ­ვი­ლის გა­მოთ­ქვამს.

"ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან არას­წო­რია თე­მის აჟი­ტი­რე­ბა, რომ ეს არის რა­ღაც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა. კი, ალ­ბათ, არის რა­ღაც შე­უ­სა­ბა­მო­ბა, მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ითა­ნამ­შრომ­ლონ ჩვენ­თან, ჩვენ მზად ვართ, და­სა­მა­ლი არა­ფე­რი გვაქვს, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის წე­სე­ბი და მეთ­დო­ე­ბი გამჭვირ­ვა­ლეა და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა მიკ­ვი­რის ის, რომ ხდე­ბა ამ თე­მის აჟი­ტი­რე­ბა", - აცხა­დებს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

თეა ბი­თა­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

საგზაო ნიშნები თბილისში, რომლებიც არასწორად არის დამონტაჟებული

საგზაო ნიშნები თბილისში, რომლებიც არასწორად არის დამონტაჟებული

დედაქალაქში არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხი გადასახედია. თბილისის ქუჩებში დამონტაჟებული ბევრი საგზაო ნიშანი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

როგორც საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, "გუშინ თუ გზა იყო ისეთი, რომ კონკრეტულ საგზაო ნიშანს შეეფერებოდა, დღეს მასზე დააგეს უკეთესი საფარი და უკეთესად მოაწესრიგეს, ახლა საჭიროა სხვა ნიშნები. ჩვენ ვმუშაობთ მაგ საკითხზე, ჩვენთან ერთად კიდევ მუშაობს კონკრეტული სამსახური და ეს არის პერმანენტული პროცესი. ჩვენ სამინისტროში გვაქვს სამსახური, რომელიც ემსახურება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პარამეტრებს, არა მარტო ადევნებს თვალყურს, არამედ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამ საქმიანობაში. არა მარტო საგზაო ნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ, ეს გახლავთ ჯებირები, მოხაზულობა, გზების მომსახურება. ეს სამსახური მუშაობს კომუნიკაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, იმ ორგანოებთან, რომელიც ემსახურება გზების მოწესრიგებას, საფარის დაგებას და ა.შ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროში მზად არიან იმსჯელონ საგზანო ნიშნებთან დაკავშირებულ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნებისმიერი სამსახურის წარმომადგენლებთან, ვინც ამის სურვილის გამოთქვამს.

"ჩემი გადმოსახედიდან არასწორია თემის აჟიტირება, რომ ეს არის რაღაც კანონის დარღვევა. კი, ალბათ, არის რაღაც შეუსაბამობა, მაგრამ ამ პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია. მე მოვუწოდებ ყველას, ითანამშრომლონ ჩვენთან, ჩვენ მზად ვართ, დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენი მუშაობის წესები და მეთდოები გამჭვირვალეა და სიმართლე გითხრათ, ცოტა მიკვირის ის, რომ ხდება ამ თემის აჟიტირება", - აცხადებს მაჭავარიანი.

თეა ბითაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ