ფილმისთვის "გრავიტაცია" სანდრა ბალოკი ჟურნალმა Entertainment Weekly-მა წლის პერსონად აღიარა. 49 წლის მსახიობმა დაჯილდოების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ის ისეთივე პატივმოყვარე, ეგოისტი და ახირებული ადამიანია, როგორც ყველა მსახიობი.
"ჩემს საქმეში თითოეულ დეტალს ვუკირკიტებ. დიახ, მე ვარ პატივმოყვარე და ეგოისტი ქმნილება, ისევე როგორც ყველა არტისტი. ჩემი ეგოიზმი ყველაფერში ვლინდება. ყოველდღე მიწევს საკუთარ თავზე მუშაობა, რათა დავიმორჩილო საკუთარი ახირებები.
ძალიან ვამაყობ იმ გამოცდილებით, რაც "გრავიტაციის" გადაღებისას ალფონსო კუარონისგან მივიღე. მასთან ყველაფერი ისე მარტივი იყო, არაფრის მეშინოდა. როცა ის მეუბნებოდა, რომ ჩამეყვინთა წყლით სავსე ავზში, მე ბუნებრივად ვპასუხობდი: "ok, მე ჩავალ და იქ მთელი დღე ვიქნები", - აღნიშნა მსახიობმა.მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.