სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე? - ხმაური ქუთაისის საკრებულოში
ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე? - ხმაური ქუთაისის საკრებულოში

ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე­სა და საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნალ" დე­პუ­ტა­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

"ნა­ცი­ო­ნალ­მა" და­ვით გო­გის­ვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც გო­გის­ვა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი ერ­თად იბ­რძოდ­ნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ჩა­სა­ძი­რად და და­სა­მარ­ცხებ­ლად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მღვდე­ლა­ძემ გო­გის­ვა­ნი­ძეს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა მოს­თხო­ვა. "ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ამ­ჯე­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მე­ო­რე დე­პუ­ტატ­მა გია უკ­ლე­ბამ უპა­სუ­ხა, რო­მელ­მაც ოპო­ნენტს სამ­სა­ხუ­რი­დან ძმის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტი და "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" გა­მარ­თუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შე­ახ­სე­ნა.

"2010 წელს, მა­მუ­კას ძმა რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და იმე­რე­თის მა­შინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ლაშა მა­ქა­ცა­რი­ას კა­ბი­ნეტ­ში და­სუნ­სუ­ლებ­და და მისი ძმის სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ეხ­ვე­წე­ბო­და. მე არ მახ­სოვს შენი რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და უკ­ლე­ბამ.

წყა­რო: topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე? - ხმაური ქუთაისის საკრებულოში

ვისთან "დასუნსულებდა" ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე? - ხმაური ქუთაისის საკრებულოში

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"ნაციონალმა" დავით გოგისვანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე თანამებრძოლები იყვნენ. როგორც გოგისვანიძემ აღნიშნა, ისინი ერთად იბრძოდნენ "ქართული ოცნების" ჩასაძირად და დასამარცხებლად.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ მღვდელაძემ გოგისვანიძეს კონკრეტული ფაქტების მოყვანა მოსთხოვა. "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს ამჯერად "ნაციონალების" მეორე დეპუტატმა გია უკლებამ უპასუხა, რომელმაც ოპონენტს სამსახურიდან ძმის გათავისუფლების ფაქტი და "ნაციონალებთან" გამართული კონსულტაციები შეახსენა.

"2010 წელს, მამუკას ძმა რომ გაათავისუფლეს, ის "ნაციონალების" და იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას კაბინეტში დასუნსულებდა და მისი ძმის სამსახურში დაბრუნებას ეხვეწებოდა. მე არ მახსოვს შენი რეალური ოპოზიციონერობა", - განაცხადა უკლებამ.

წყარო: topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა