საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვილნიუსის დეკლარაციის პროექტში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას აღარ ახსენებენ
ვილნიუსის დეკლარაციის პროექტში  ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას აღარ ახსენებენ

ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მუხ­ლი 49, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბას ანი­ჭებს წევ­რო­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თოს ევ­რო­კავ­შირს, თუ ის პა­ტივს სცემს ევ­რო­კავ­ში­რის ფუნ­და­მენ­ტურ ფა­სე­უ­ლო­ბებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­რო ავ­რცე­ლებს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, დეკ­ლარ­ცი­ის წინა პრო­ექ­ტში ეს მუხ­ლი არ­სე­ბობ­და. ახალ ვა­რი­ან­ტში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ აღი­ა­რე­ბენ ზო­გი­ერ­თი პარტნი­ო­რის ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებ­სა და ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს ისე­ვე, რო­გორც მათ მტკი­ცე პო­ზი­ცი­ას, აა­შე­ნონ ღრმა და მდგარ­დი დე­მოკ­რა­ტია.

რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მი, მუხ­ლი 49, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იუ­რი­დი­უ­ლი და სიმ­ბო­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც.

"ტექ­სტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბის შეც­ვლა მათ იმი­თაც შეძ­ლეს, რომ პრო­ე­ექ­ტი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის ექვს სა­ხელ­მწი­ფოს მო­იხ­სე­ნი­ებს რო­გორც ქვეყ­ნე­ბად ან პარტნი­ორ ქვეყ­ნე­ბად, ნაც­ვლად სა­ხელ­მწი­ფო­სი. ეს ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვის შე­სუს­ტე­ბად", - ნათ­ქვა­მია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, დეკ­ლა­რა­ცი­ის ბოლო ვა­რი­ან­ტში აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში "სა­ხელ­მწი­ფო" მხო­ლოდ ერთხელ არის ნახ­სე­ნე­ბი და ისიც იმ პუნ­ქტში, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რაა გად­მო­ღე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ "სამ­ხრეთ სა­მე­ზობ­ლოს­თვის" შე­მუ­შა­ვე­ბე­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან, ძი­რი­თა­დად ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან მი­მარ­თე­ბით.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ცნო­ბით, ვილ­ნი­უ­სის დეკ­ლა­რა­ცი­ის პრო­ექტს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია აქამ­დე მიღ­წე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი და ის, თუ რა უნდა მოხ­დეს 2015 წლის სა­მი­ტამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ბე­ლა­რუ­სის, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 27 ნო­ემ­ბრამ­დე შე­ის­წავ­ლი­ან, ვიდ­რე მას 29 ნო­ემ­ბერს ხელი მო­ე­წე­რე­ბა. ამას­თან, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის" ქვეყ­ნე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან დო­კუ­მენ­ტში შე­ი­ტა­ნოს გარ­კვე­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ გა­ყი­ნულ კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დეკ­ლა­რა­ცი­ის პრო­ექ­ტი არ შე­ი­ცავს პუნ­ქტებს აფხა­ზე­თის, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­სა და დნესტრის­პი­რე­თის კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

"თუმ­ცა, შე­საძ­ლოა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა შე­ე­ცა­დოს დეკ­ლა­პა­რა­ცი­ის პრო­ექ­ტში ჩა­ა­მა­ტოს პუნ­ქტე­ბი ამ სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

radiotavisupleba.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვილნიუსის დეკლარაციის პროექტში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას აღარ ახსენებენ

ვილნიუსის დეკლარაციის პროექტში  ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას აღარ ახსენებენ

ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის პროექტის საბოლოო ვარიანტიდან ამოღებულია მუხლი 49, რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს უფლებას ანიჭებს წევრობის შესახებ მიმართოს ევროკავშირს, თუ ის პატივს სცემს ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დეკლარციის წინა პროექტში ეს მუხლი არსებობდა. ახალ ვარიანტში კი აღნიშნულია, რომ ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს ისევე, როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგარდი დემოკრატია.

როგორც "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამი, მუხლი 49, მნიშვნელოვანია იურიდიული და სიმბოლური თვალსაზრისითაც.

"ტექსტში გამოყენებული ფორმულირებების შეცვლა მათ იმითაც შეძლეს, რომ პროეექტი აღმოსავლეთ პარტნიორიობის ექვს სახელმწიფოს მოიხსენიებს როგორც ქვეყნებად ან პარტნიორ ქვეყნებად, ნაცვლად სახელმწიფოსი. ეს ასევე განიხილება გაფართოების პერსპექტივის შესუსტებად", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში.

ამასთან, დეკლარაციის ბოლო ვარიანტში აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებთან მიმართებაში "სახელმწიფო" მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და ისიც იმ პუნქტში, რომელიც პირდაპირაა გადმოღებული ევროკავშირის მიერ "სამხრეთ სამეზობლოსთვის" შემუშავებელი დეკლარაციიდან, ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან მიმართებით.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, ვილნიუსის დეკლარაციის პროექტს, რომელშიც აღნიშნულია აქამდე მიღწეული ასპექტები და ის, თუ რა უნდა მოხდეს 2015 წლის სამიტამდე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები 27 ნოემბრამდე შეისწავლიან, ვიდრე მას 29 ნოემბერს ხელი მოეწერება. ამასთან, "რადიო თავისუფლება" ასევე აღნიშნავს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" ქვეყნები შეეცდებიან დოკუმენტში შეიტანოს გარკვეული ფორმულირება რეგიონში არსებულ გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაციის პროექტი არ შეიცავს პუნქტებს აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების შესახებ.

"თუმცა, შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორიობის ზოგიერთი ქვეყანა შეეცადოს დეკლაპარაციის პროექტში ჩაამატოს პუნქტები ამ სადავო ტერიტორიების შესახებ", - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში.

radiotavisupleba.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა