Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება ახალი ავტობუსები, რომელსაც თბილისში ჩინური კომპანია შემოიყვანს (+ ფოტო)
როგორი იქნება ახალი ავტობუსები, რომელსაც თბილისში ჩინური კომპანია შემოიყვანს (+ ფოტო)

კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის ერ­თი­ან ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში ასა­ხუ­ლი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, 100 ავ­ტო­ბუსს მე­რი­ას ყვე­ლა­ზე ია­ფად ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია, XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO სთა­ვა­ზობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის სის­ტე­მის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტენ­დე­რი­სათ­ვის გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა გუ­შინ 16:00 სა­ათ­ზე შე­წყდა.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ 100 ახა­ლი სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სის შე­სა­ძე­ნად ტენ­დე­რი 4 ნო­ემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და. ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­სა­ძე­ნად მე­რი­ის 2013-2014 წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან მაქ­სი­მუმ 55 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­მო­ყო­ფა იგეგ­მე­ბა, თითო ავ­ტო­ბუს­ზე მაქ­სი­მუმ 550 000 ლარი.

XIAMEN GOLDEN DRAGON BUS C0-ს ბოლო სა­ტენ­დერო შე­თა­ვა­ზე­ბა 31,660,626 ლარს შე­ად­გენს და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს კომ­პა­ნია და­სა­ხელ­დე­ბა. სა­ტენ­დერო კო­მი­სას სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-ს ვებ-გვერ­დზე ნათ­ქვა­მია, რომ კომ­პა­ნია 1992 წლი­დან სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სა­მარ­შრუ­ტო ტრან­სპორ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ზე. ვებ-გვერ­დის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნია ფლობს სამ ქარ­ხა­ნას, სა­დაც 3200 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და წლი­უ­რად 40 000 ავ­ტო­ბუსს აწარ­მო­ებს. ამას­თან, GOLDEN DRAGON BUS-ი ექ­სპორ­ტს მსოფ­ლი­ოს 80-მდე ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში მე­რი­ის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ავ­ტო­ბუ­სე­ბი უნდა იყოს 12 მეტ­რი სიგ­რძის და იტევ­დეს არა­ნაკ­ლებ 85 მგზავრს. ამას­თან, ავ­ტო­ბუ­სებ­ში უნდა იყოს 25-35 და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი და სივ­რცე არა­ნაკ­ლებ ერთი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის ეტ­ლი­სათ­ვის. გარ­და ამი­სა:

- ავ­ტო­ბუ­სის ჭერი და გვერ­დი­თა კედ­ლე­ბი უნდა იყოს თბო-იზო­ლი­რე­ბუ­ლი. ჭერ­ზე უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ ერთი ელექტრო­ნუ­ლად მარ­თვა­დი ლუქი;

- ავ­ტო­ბუსს მარ­ჯვე­ნა მხრი­დან უნდა გა­აჩ­ნდეს 3 ასას­ვლე­ლი, სა­დაც არ უნდა იყოს სა­ფე­ხუ­რე­ბი. ავ­ტო­ბუ­სი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს გა­ჩე­რე­ბა­ზე ძირს დაშ­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მით, რათა მო­ხუ­ცებს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­სა და ჩვილ ბავ­შვი­ან მგზავ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, უფრო ად­ვი­ლად მოხ­ვდნენ ავ­ტო­ბუს­ში. ამას­თან, ერთ-ერთ კარს უნდა ჰქონ­დეს ინ­ვა­ლიდ­თა ეტ­ლე­ბის ასაყ­ვა­ნი კიბე;

- ავ­ტო­ბუ­სებ­ში უნდა იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გათ­ბო­ბა, კონ­დი­ცი­რე­ბა და ვენ­ტი­ლა­ცია. კონ­დი­ცი­რე­ბა და ვენ­ტი­ლა­ცია უნდა ხდე­ბო­დეს გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრე­დენ­დენ­ტი კომ­პა­ნი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა ავ­ტო­ბუ­სი უნდა იყოს ერთი მარ­კის და ერთი მო­დე­ლის. ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ უნდა იყოს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ნამ­ყო­ფი და გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 2013 წელი.

ასე­ვე, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თი­თო­ე­ულ ავ­ტო­ბუს­ში რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ოთ­ვა­ლი უნდა იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის შე­ნახ­ვა მან­ქა­ნის სის­ტე­მა­ში მი­ნი­მუმ 96 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლი 20 ავ­ტო­ბუ­სი 2014 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე უნდა მი­ა­წო­დოს შემ­სყიდ­ველს, და­ნარ­ჩე­ნი 80 ავ­ტო­ბუ­სი კი ეტა­პობ­რი­ვად - მო­მა­ვა­ლი წლის ნო­ემ­ბრამ­დე. მიმ­წო­დე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ახა­ლი მან­ქა­ნე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის კუ­თხით ტრე­ი­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტა­როს 200 მძღოლს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სის მო­დე­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძია და და­ას­კვნა, რომ ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, ტენ­დერ­ში მო­თხოვ­ნილ სპე­ცი­ფი­კა­ცი­ებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ანა­ლიზ­ში ნათ­ვა­მია, რომ "არა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი მე­ტის­მე­ტად სპე­ცი­ფი­კუ­რია ან რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მიმ­წო­დებ­ლის სა­სარ­გებ­ლო­დაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი."

ტენ­დერ­ში გარ­და GOLDEN DRAGON-ისა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ კომ­პა­ნი­ე­ბი: ჩე­ხუ­რი KAREX, a.s.; თე­გე­ტა თრაქ ენდ ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან; პო­ლო­ნუ­რი Solaris Bus & Coach S.A.; და ჩი­ნუ­რი - Zhengzhou Yutong Bus Co..LTD. ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სათ­ვის ჩე­ხურ­მა KAREX, a.s.-მა მო­ი­თხო­ვა, მისი სა­ბო­ლოო შე­თა­ვა­ზე­ბა 53,328,000 ლარს შე­ად­გენ­და.

სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­სა­ფე­რი­სი ავ­ტო­ბუ­სი XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-ს ვებ-გვერ­დზე იძებ­ნე­ბა. თუ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ეს კომ­პა­ნია და­სა­ხელ­დე­ბა თბი­ლი­სე­ლე­ბი ივ­ნი­სი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით იმ­გზავ­რე­ბენ .

წყა­რო:

BPN.GE

როგორი იქნება ახალი ავტობუსები, რომელსაც თბილისში ჩინური კომპანია შემოიყვანს (+ ფოტო)

როგორი იქნება ახალი ავტობუსები, რომელსაც თბილისში ჩინური კომპანია შემოიყვანს (+ ფოტო)

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ვაჭრობის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახული შედეგების თანახმად, 100 ავტობუსს მერიას ყველაზე იაფად ჩინური კომპანია, XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO სთავაზობს.

საქართველოს ელექტრონული შესყიდვების სისტემის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტენდერისათვის განაცხადების მიღება გუშინ 16:00 საათზე შეწყდა.

თბილისის მერიამ 100 ახალი სამგზავრო ავტობუსის შესაძენად ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა. ახალი ავტობუსების შესაძენად მერიის 2013-2014 წლის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 55 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, თითო ავტობუსზე მაქსიმუმ 550 000 ლარი.

XIAMEN GOLDEN DRAGON BUS C0-ს ბოლო სატენდერო შეთავაზება 31,660,626 ლარს შეადგენს და ყველაზე დაბალია. შესაბამისად, ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულად, სავარაუდოდ, ეს კომპანია დასახელდება. სატენდერო კომისას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-ს ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანია 1992 წლიდან სპეციალიზებულია საშუალო და დიდი ზომის ავტობუსებისა და სამარშრუტო ტრანსპორტის დამზადებაზე. ვებ-გვერდის თანახმად, კომპანია ფლობს სამ ქარხანას, სადაც 3200 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 40 000 ავტობუსს აწარმოებს. ამასთან, GOLDEN DRAGON BUS-ი ექსპორტს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მერიის მიერ წამოყენებული პირობების თანახმად, ავტობუსები უნდა იყოს 12 მეტრი სიგრძის და იტევდეს არანაკლებ 85 მგზავრს. ამასთან, ავტობუსებში უნდა იყოს 25-35 დასაჯდომი ადგილი და სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. გარდა ამისა:

- ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. ჭერზე უნდა იყოს არანაკლებ ერთი ელექტრონულად მართვადი ლუქი;

- ავტობუსს მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი, სადაც არ უნდა იყოს საფეხურები. ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს გაჩერებაზე ძირს დაშვების მექანიზმით, რათა მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ჩვილ ბავშვიან მგზავრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, უფრო ადვილად მოხვდნენ ავტობუსში. ამასთან, ერთ-ერთ კარს უნდა ჰქონდეს ინვალიდთა ეტლების ასაყვანი კიბე;

- ავტობუსებში უნდა იყოს ინტეგრირებული გათბობა, კონდიცირება და ვენტილაცია. კონდიცირება და ვენტილაცია უნდა ხდებოდეს განცალკევებულად.

აქვე აღნიშნულია, რომ პრედენდენტი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ავტობუსები არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი და გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2013 წელი.

ასევე, დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ თითოეულ ავტობუსში რამდენიმე ვიდეოთვალი უნდა იყოს დამონტაჟებული და გადაღებული კადრების შენახვა მანქანის სისტემაში მინიმუმ 96 საათის განმავლობაში იყოს შესაძლებელი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირველი 20 ავტობუსი 2014 წლის 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს შემსყიდველს, დანარჩენი 80 ავტობუსი კი ეტაპობრივად - მომავალი წლის ნოემბრამდე. მიმწოდებელი ვალდებული იქნება, ახალი მანქანების ექსპლუატაციის კუთხით ტრეინინგები ჩაუტაროს 200 მძღოლს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სხვადასხვა საწარმოში გამოშვებული ავტობუსის მოდელებზე ინფორმაცია მოიძია და დაასკვნა, რომ ისინი, ძირითადად, ტენდერში მოთხოვნილ სპეციფიკაციებს შეესაბამება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ნათვამია, რომ ”არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტები მეტისმეტად სპეციფიკურია ან რომელიმე კონკრეტული მიმწოდებლის სასარგებლოდაა შემუშავებული.”

ტენდერში გარდა GOLDEN DRAGON-ისა, მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები: ჩეხური KAREX, a.s.; თეგეტა თრაქ ენდ ბას საქართველოდან; პოლონური Solaris Bus & Coach S.A.; და ჩინური - Zhengzhou Yutong Bus Co..LTD. ყველაზე დიდი თანხა ავტობუსებისათვის ჩეხურმა KAREX, a.s.-მა მოითხოვა, მისი საბოლოო შეთავაზება 53,328,000 ლარს შეადგენდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად შესაფერისი ავტობუსი XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-ს ვებ-გვერდზე იძებნება. თუ ტენდერში გამარჯვებულად ეს კომპანია დასახელდება თბილისელები ივნისიდან, სავარაუდოდ, დაახლოებით ასეთი ახალი ავტობუსებით იმგზავრებენ .

წყარო:

BPN.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია