პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულის გაუხმაურებელი დეტალები მწვრთნელისგან
ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულის გაუხმაურებელი დეტალები მწვრთნელისგან

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი წარ­სულ­ზე პირ­ვე­ლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად მისი წარ­დგე­ნის დროს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. ახლა კი, უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და კი­კბოქ­სინ­გში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯებ­ზე, მისი ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი თა­მაზ ყა­რაგ­ვე­ზაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. ყა­რაგ­ვე­ზაშ­ვი­ლი თოქ-შო­უ­ში "დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­ა­თი", დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს პრე­მი­ე­რის მას­თან ვარ­ჯი­შის წლებს. "გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით პრე­მი­ერ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე, რო­გორც კი­კბოქ­სინ­გელ­ზე. ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­ნის­ტრი იყოს ორ­თა­ბძო­ლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნავს მწვრთნე­ლი.

"90-იანი, გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი იყო, რო­დე­საც ირაკ­ლი თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვი­და ჭა­ბუკ­თა გუნდში. თა­ვი­დან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და სპორ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, იყო ძა­ლი­ან სწრა­ფი, მოქ­ნი­ლი, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის და ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბავ­შვი. ის ვარ­ჯი­შის შემ­დე­გაც რჩე­ბო­და და და­მა­ტე­ბით ვარ­ჯი­შობ­და, ამას­თან, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვარ­ჯი­შებს, თვი­თონ ირ­თუ­ლებ­და. მა­გა­ლი­თად, სარ­ბენ ბი­ლი­კებ­ზე ჩან­თა­ში ქვებს იყ­რი­და და სიმ­ძი­მეს ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­და. ამი­ტომ მა­ლე­ვე და­ე­წია ისეთ სპორ­ტსმე­ნებს, ვი­საც ვარ­ჯი­ში დიდი ხნის და­წყე­ბუ­ლი ქონ­და. ცოტა ხან­ში­ვე და­ი­კა­ვა კარ­გი ად­გი­ლი ჭა­ბუკ­თა გუნდში და ბო­ლოს ისე კარ­გად წა­მო­ვი­და წინ, რომ ბავ­შვე­ბის­თვის საჩ­ვე­ნე­ბელ ვარ­ჯი­შებს ირაკ­ლის ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი. რთულ ილე­თებს ისე სწრა­ფად და ტექ­ნი­კუ­რად დახ­ვე­წი­ლად აკე­თებ­და, რომ ბავ­შვე­ბი კი არა, მე ვრჩე­ბო­დი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ყა­რაგ­ვე­ზაშ­ვი­ლი.

მწვრთნე­ლის თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სპორ­ტს მშობ­ლებ­მა ჩა­მო­ა­შო­რეს. "ბო­ლოს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მშობ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სპორ­ტს თავი იმ მიზ­ნით და­ა­ნე­ბა, რომ სწავ­ლა­ში ხელი არ შეშ­ლო­და. კი­დევ კარ­გი, არ და­ვი­ტო­ვე, თუმ­ცა რომ მო­მენ­დო­მე­ბი­ნა და და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, სპორ­ტშიც პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. მას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და", - აცხა­დებს ყა­რაგ­ვე­ზაშ­ვი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია qiziyi.ge-ს მი­ხედ­ვით

qiziyi.ge

ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულის გაუხმაურებელი დეტალები მწვრთნელისგან

ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულის გაუხმაურებელი დეტალები მწვრთნელისგან

ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულზე პირველად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი წარდგენის დროს, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სპორტული შესაძლებლობებსა და კიკბოქსინგში პირველი ნაბიჯებზე, მისი ყოფილი მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი საუბრობს. ყარაგვეზაშვილი თოქ-შოუში "დედოფლისწყაროს საათი", დეტალურად იხსენებს პრემიერის მასთან ვარჯიშის წლებს. "გამიხარდა, როდესაც ტელევიზიით პრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილზე, როგორც კიკბოქსინგელზე. ყველას გაუკვირდა, როგორ შეიძლება მინისტრი იყოს ორთაბძოლებით დაკავებული", - აღნიშნავს მწვრთნელი.

"90-იანი, გაჭირვების წლები იყო, როდესაც ირაკლი თავის მეგობრებთან ერთად მოვიდა ჭაბუკთა გუნდში. თავიდანვე გამოირჩეოდა სპორტული მონაცემებით, იყო ძალიან სწრაფი, მოქნილი, სპორტული აღნაგობის და ძალიან მშრომელი ბავშვი.  ის ვარჯიშის შემდეგაც რჩებოდა და დამატებით ვარჯიშობდა, ამასთან, პროგრამით გათვალისწინებულ ვარჯიშებს, თვითონ ირთულებდა. მაგალითად, სარბენ ბილიკებზე ჩანთაში ქვებს იყრიდა და სიმძიმეს ხელოვნურად ქმნიდა. ამიტომ მალევე დაეწია ისეთ სპორტსმენებს, ვისაც ვარჯიში დიდი ხნის დაწყებული ქონდა. ცოტა ხანშივე დაიკავა კარგი ადგილი ჭაბუკთა გუნდში და ბოლოს ისე კარგად წამოვიდა წინ, რომ ბავშვებისთვის საჩვენებელ ვარჯიშებს ირაკლის ვაკეთებინებდი. რთულ ილეთებს ისე სწრაფად და ტექნიკურად დახვეწილად აკეთებდა, რომ ბავშვები კი არა, მე ვრჩებოდი გაკვირვებული", - ამბობს ყარაგვეზაშვილი.

მწვრთნელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სპორტს მშობლებმა ჩამოაშორეს. "ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლების გადაწყვეტილებით სპორტს თავი იმ მიზნით დაანება, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდა. კიდევ კარგი, არ დავიტოვე, თუმცა რომ მომენდომებინა და დამეტოვებინა, სპორტშიც პირველი იქნებოდა. მას დიდი მომავალი ჰქონდა", - აცხადებს ყარაგვეზაშვილი.

მომზადებულია qiziyi.ge-ს მიხედვით

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა