მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ეს არის წმინდა წყლის სიბეცე, დეგენერატიზმი"
"ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ეს არის წმინდა წყლის სიბეცე, დეგენერატიზმი"

ცოტა ხნის წინ უკ­რა­ი­ნამ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა­ზე თავი შე­ი­კა­ვა. ნიშ­ნავს თუ არა ეს უკ­რა­ი­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის და­სას­რულს და რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში სა­ბო­ო­ლოდ დაბ­რუ­ნე­ბას, რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ პრო­ცეს­მა რე­გი­ონ­ზე და კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ექ­სპერტ დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძეს ვთხო­ვეთ.

- უკ­რა­ი­ნამ უარი გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. რო­გორ ფიქ­რობთ, რა პრო­ცე­სებ­თან გვაქვს საქ­მე?

- უკ­რა­ი­ნა არ ამ­ბობს უარს ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, პი­რი­ქით, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნეს ელი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­შირ­ზე, რათა რუ­სულ მო­ნო­პო­ლი­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან კონ­კუ­რენ­ცია ქონ­დეთ, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია, რო­დე­საც აბ­სურ­დულ მო­თხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნას. ნა­ბან წყალს ბავ­შვიც გა­და­ა­ყო­ლე­სო – ასე მო­უ­ვი­დათ და ევ­რო­პა­ში ინ­ტერ­გა­ცი­ის პრო­ცე­სი, ტი­მო­შენ­კოს გა­მოშ­ვე­ბის სა­კითხს გა­და­ა­ყო­ლეს. ეს არის წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ბე­ცე, მე­ტიც, ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი დე­გე­ნე­რა­ტიზ­მი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წმინ­და პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თუკი ვუ­ყუ­რებთ ამ დიდ საქ­მეს – უკ­რა­ი­ნის ელი­ტი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის სწრაფ­ვას ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და ამ დროს ასე­თი უზარ­მა­ზა­რი სა­კი­თხი, რო­გო­რი­ცაა უკ­რა­ი­ნის ასო­ცი­რე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქნა ტი­მო­შენ­კოს სა­კი­თხთან (დამ­ნა­შა­ვეს­თან, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნად არის იქ, სა­დაც უნდა იყოს), ეს ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან არის ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რი, რო­მელ­ზეც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა არ წა­ვი­დო­და. ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით შე­იძ­ლე­ბა ესა­უბ­რო, სუსტ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რო­გო­რა­დაც უკ­რა­ი­ნა არ მი­იჩ­ნევს თავს.

- ცოტა უც­ნა­უ­რია, რომ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად უკ­რა­ი­ნამ რუ­სულ გაზ­ზეც გა­ნა­ცხა­და უარი. რას უნდა მო­ას­წა­ვებ­დეს ეს?

- რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ გაზ­ზე უა­რის თქმას, ამით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რო­გორც ევ­რო­პას, ისე რუ­სეთს აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ისი­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და არა­ვის კარ­ნა­ხით არ აპი­რე­ბენ მოქ­მე­დე­ბას. მე კარ­გად ვიცი უკ­რა­ი­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ისი­ნი სა­კუ­თარ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ფიქ­რო­ბენ და არაფ­რის სა­ნაც­ვლოდ არ აპი­რე­ბენ მა­რი­ო­ნე­ტულ რე­ჟი­მე­ბად იქ­ცნენ.

- ტი­მო­შენ­კო ახ­სე­ნეთ და მისი სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა, ლო­ბის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა თუ ევ­რო­პას სხვა ხელ­მო­სა­ჭი­დი არა­ფე­რი აქვს უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- მო­დით ასე ვთქვათ: რა თქმა უნდა, ტი­მო­შენ­კოს ჰყავს ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ჯგუ­ფე­ბი, რო­მე­ლიც ყავ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"), მაგ­რამ ტი­მო­შენ­კოს უკ­რა­ი­ნა­ში იმ­დე­ნად აშ­კა­რა და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, რომ არა­ვინ არ სვამს კი­თხვებს, გარ­და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი­სა. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პე­ლებს, მათ მო­ი­გო­ნეს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­უ­გე­ბა­რი რამ და მი­აღ­წი­ეს იმ­დენს, რომ უკ­რა­ი­ნამ უარი თქვა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე.

- რა როლი ითა­მა­შა ყვე­ლა­ფერ ამა­ში პრე­ზი­დენ­ტმა ია­ნუ­კო­ვიჩ­მა?

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ როცა აზა­როვ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ია­ნუ­კო­ვი­ჩი ამ დროს არ იყო უკ­რა­ი­ნა­ში. ვფიქ­რობ, ია­ნუ­კო­ვიჩს აქვს მა­ნევ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან მისი ფი­გუ­რა ყო­ველ­თვის არას­წო­რად ფას­დე­ბო­და. ია­ნუ­კო­ვი­ჩი არაა ისე­თი ლი­დე­რი, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, პი­რი­ქით მის უკან უმძლავ­რე­სი ელი­ტა დგას, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი. ეს ელი­ტა შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დი­ო­და ევ­რო­პის­კენ და ია­ნუ­კო­ვი­ჩი ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როა, რომ ევ­რო­პა­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რათა ეს არ მომ­ხდა­რი­ყო.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ეს არის წმინდა წყლის სიბეცე, დეგენერატიზმი"

"ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ეს არის წმინდა წყლის სიბეცე, დეგენერატიზმი"

ცოტა ხნის წინ უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებაზე თავი შეიკავა. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესის დასასრულს და რუსეთის გავლენის სფეროში საბოოლოდ დაბრუნებას, რა გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესმა რეგიონზე და კონკრეტულად საქართველოზე, ამაზე კომენტარი ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ვთხოვეთ.

- უკრაინამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. როგორ ფიქრობთ, რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

- უკრაინა არ ამბობს უარს ევროკავშირთან ურთიერთობაზე, პირიქით, უკრაინის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია ევროკავშირზე, რათა რუსულ მონოპოლიურ კომპანიებთან კონკურენცია ქონდეთ, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია ევროკავშირის პოზიცია, როდესაც აბსურდულ მოთხოვნებს უყენებენ უკრაინას. ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლესო – ასე მოუვიდათ და ევროპაში ინტერგაციის პროცესი, ტიმოშენკოს გამოშვების საკითხს გადააყოლეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სიბეცე, მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ესაა პოლიტიკური დეგენერატიზმი. წარმოიდგინეთ, წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, თუკი ვუყურებთ ამ დიდ საქმეს – უკრაინის ელიტისა და ხელისუფლების უდიდესი ნაწილის სწრაფვას ევროკავშირისკენ და ამ დროს ასეთი უზარმაზარი საკითხი, როგორიცაა უკრაინის ასოცირება ევროკავშირში, დაკავშირებული იქნა ტიმოშენკოს საკითხთან (დამნაშავესთან, რომელიც სამართლიანად არის იქ, სადაც უნდა იყოს), ეს ევროკავშირის მხრიდან არის ხელოვნური ბარიერი, რომელზეც დამოუკიდებელი და ამბიციური პოლიტიკური ელიტა არ წავიდოდა. ულტიმატუმის ენით შეიძლება ესაუბრო, სუსტ სახელმწიფოებს, როგორადაც უკრაინა არ მიიჩნევს თავს.

- ცოტა უცნაურია, რომ ამის პარალელურად უკრაინამ რუსულ გაზზეც განაცხადა უარი. რას უნდა მოასწავებდეს ეს?

- რაც შეეხება რუსულ გაზზე უარის თქმას, ამით უკრაინელები როგორც ევროპას, ისე რუსეთს აჩვენებენ, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და არავის კარნახით არ აპირებენ მოქმედებას. მე კარგად ვიცი უკრაინული სიტუაცია, ისინი საკუთარ სახელმწიფოზე ფიქრობენ და არაფრის სანაცვლოდ არ აპირებენ მარიონეტულ რეჟიმებად იქცნენ.

- ტიმოშენკო ახსენეთ და მისი საკითხის წამოწევა, ლობისტების დამსახურებაა თუ ევროპას სხვა ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს უკრაინასთან მიმართებაში?

- მოდით ასე ვთქვათ: რა თქმა უნდა, ტიმოშენკოს ჰყავს ლობისტური ჯგუფები (დაახლოებით იგივე ჯგუფები, რომელიც ყავდა "ნაციონალურ მოძრაობას"), მაგრამ ტიმოშენკოს უკრაინაში იმდენად აშკარა დანაშაულები აქვს ჩადენილი, რომ არავინ არ სვამს კითხვებს, გარდა მისი პოლიტიკური ჯგუფისა. რაც შეეხება ევროპელებს, მათ მოიგონეს სრულიად აბსურდული, ხელოვნური და პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარი რამ და მიაღწიეს იმდენს, რომ უკრაინამ უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე.

- რა როლი ითამაშა ყველაფერ ამაში პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა?

- საინტერესოა, რომ როცა აზაროვმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იანუკოვიჩი ამ დროს არ იყო უკრაინაში. ვფიქრობ, იანუკოვიჩს აქვს მანევრირების საშუალება, რადგან მისი ფიგურა ყოველთვის არასწორად ფასდებოდა. იანუკოვიჩი არაა ისეთი ლიდერი, როგორიც სააკაშვილი იყო საქართველოში, პირიქით მის უკან უმძლავრესი ელიტა დგას, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური. ეს ელიტა შეგნებულად მიდიოდა ევროპისკენ და იანუკოვიჩი ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ევროპამაც ყველაფერი გააკეთა, რათა ეს არ მომხდარიყო.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა