Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩოხოსან რაინდთა დასი" ხანჯლის ტარების ამკრძალველი კანონის წინააღმდეგ
"ჩოხოსან რაინდთა დასი" ხანჯლის ტარების ამკრძალველი კანონის წინააღმდეგ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს წა­რუდ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე იკ­რძა­ლე­ბა ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა. კერ­ძოდ, ცვლი­ლე­ბე­ბი ეხე­ბა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს"და ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, პირი 200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა, თუ მას თან ექ­ნე­ბა ცივი ია­რა­ღი, ხოლო გან­მე­ო­რე­ბით მსგავ­სი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის დროს პირი და­ჯა­რიმ­დე­ბა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან მას 15 დღის ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რე­ბა.

ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბე­ბიც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც პირს ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბის დროს სან­ქცია არ და­ე­კის­რე­ბა. ერთ-ერთი ასე­თი გა­რე­მო­ე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სის ტა­რე­ბაა, რო­დე­საც ცივი ია­რა­ღი ამ სა­მო­სის ნა­წი­ლია.

თუმ­ცა, შსს-ს მიერ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტა­ტებს შე­კი­თხვე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს აინ­ტე­რე­სებს, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს, რო­გო­რიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ პუშ­კი­ნის სკვერ­თან მოხ­და, სა­დაც ტრა­დი­ცი­ულ ჩო­ხებ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ორმა მა­მა­კაც­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ხან­ჯლე­ბით ძმე­ბი დაჭ­რა.

ეს ინ­ცი­დენ­ტი 24 ნო­ემ­ბერს მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ჩო­ხოს­ნე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. ერთ ძმას ჭრი­ლო­ბა თა­ვი­სა და სა­ხის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ძმას ცხვი­რის მარ­ჯვე­ნა ნეს­ტო აქვს მოკ­ვე­თი­ლი.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ნა­წი­ლის, ხან­ჯლის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვის იდე­ის წა­მო­ყე­ნე­ბას პარ­ლა­მენ­ტში კა­მა­თი მოჰ­ყვა. ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი გიგა ბუ­კია შე­ე­კა­მა­თა. იგი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ლო­გი­კით სუფ­რა­ზე სას­მე­ლის მი­ნის ბოთ­ლე­ბით მი­ტა­ნაც უნდა აიკ­რძა­ლოს, რად­გან ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქორ­წილ­ში ადა­მი­ა­ნის­თვის თავ­ში ბოთ­ლი ჩა­ურ­ტყამთ. ბუ­კი­ამ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის დროს მი­მარ­თა და უთხრა, რომ შე­უძ­ლია აჩ­ვე­ნოს იმ ადა­მი­ან­თა საფ­ლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც თო­ხის თავ­ში ჩარ­ტყმის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რის, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ლე­ვან იზო­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა მოხ­და ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში, არის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ატ­რი­ბუ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით და ჩო­ხო­სან­თა ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ, "რე­ზო­ნან­სი" "ჩო­ხო­სან რა­ინ­დთა და­სის"თავ­მჯდო­მა­რე გოგი დო­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

იგი მი­იჩ­ნევს, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მოხ­დეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტა­ნი­სა­მო­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლის აკ­რძალ­ვა.

"არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მოხ­დეს სან­ქცი­ის და­წე­სე­ბა ხან­ჯლის ტა­რე­ბის­თვის. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია უკვე რვა წე­ლია, რაც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცერ­თი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­ცერთ წევ­რს.

"გა­მო­რი­ცხუ­ლია, ხან­ჯლის ტა­რე­ბა აგ­ვიკ­რძა­ლონ, მსგავს კა­ნონს არ მი­ი­ღე­ბენ. ქარ­თველ კაცს ჩო­ხის ჩაც­მას ვერ აუკ­რძა­ლა­ვენ", - აცხა­დებს "რე­ზო­ნანსთან"სა­უბ­რი­სას გოგი დო­ლი­ძე.

"რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში იგი პუშ­კი­ნის სკვერ­თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტსაც შე­ე­ხო. მისი თქმით, ეს არ ჩა­უ­დე­ნი­ათ "ჩო­ხო­სან რა­ინ­დთა და­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან მე­ო­თხე დღე გა­დის და მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. ჩემი ჩო­ხოს­ნე­ბი რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, აქამ­დე შე­მა­ტყო­ბი­ნებ­დნენ. პო­ლი­ცი­ე­ლი და ჯა­რის­კა­ციც სჩა­დი­ან და­ნა­შა­ულს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღით, მაგ­რამ შემ­დგომ ვინ­მე არ­თმევს მათ ამ ია­რაღს?!

"ინ­ცი­დენ­ტის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში გა­ვი­დეთ და კრა­მი­ტი დაგ­ვე­ცეს. ყვე­ლამ "თა­ვი­სი ჩო­ხო­სა­ნი" უნდა გა­აფრ­თხი­ლოს და თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, რამ­დე­ნი ვინ­მე გა­ივ­ლის ჩო­ხით, ყვე­ლა "ჩო­ხო­სა­ნი" ვერ იქ­ნე­ბა. დღემ­დე არ იძა­ხი­ან იმათ სა­ხე­ლებს, ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა - რა ვი­ცით, იქ­ნებ ჩვე­ნი სა­ხე­ლის შე­სა­ბღა­ლად გა­კეთ­და ეს...

"ასე რომ, ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხან­ჯლის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სი­სუ­ლე­ლეა და მეტი არა­ფე­რი", - აცხა­დებს გოგი დო­ლი­ძე.

ბესო კუ­ნე­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ჩოხოსან რაინდთა დასი" ხანჯლის ტარების ამკრძალველი კანონის წინააღმდეგ

"ჩოხოსან რაინდთა დასი" ხანჯლის ტარების ამკრძალველი კანონის წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იკრძალება ცივი იარაღის ტარება. კერძოდ, ცვლილებები ეხება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს"და ცვლილების თანახმად, პირი 200 ლარით დაჯარიმდება, თუ მას თან ექნება ცივი იარაღი, ხოლო განმეორებით მსგავსი ქმედების ჩადენის დროს პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ან მას 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ინიცირებულ კანონპროექტში მითითებულია ის გარემოებებიც, რომლის თანახმადაც პირს ცივი იარაღის ტარების დროს სანქცია არ დაეკისრება. ერთ-ერთი ასეთი გარემოება ნაციონალური სამოსის ტარებაა, როდესაც ცივი იარაღი ამ სამოსის ნაწილია.

თუმცა, შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს შეკითხვები გააჩნიათ. მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს აინტერესებს, რა შეიძლება ითქვას ისეთი სიტუაციების დროს, როგორიც რამდენიმე დღის წინ პუშკინის სკვერთან მოხდა, სადაც ტრადიციულ ჩოხებში გამოწყობილმა ორმა მამაკაცმა შელაპარაკებისას ხანჯლებით ძმები დაჭრა.

ეს ინციდენტი 24 ნოემბერს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩოხოსნები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ერთ ძმას ჭრილობა თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მეორე ძმას ცხვირის მარჯვენა ნესტო აქვს მოკვეთილი.

ტრადიციული ეროვნული სამოსის ნაწილის, ხანჯლის ტარების აკრძალვის იდეის წამოყენებას პარლამენტში კამათი მოჰყვა. ვახტანგ ხმალაძეს უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია შეეკამათა. იგი მიიჩნევს, რომ ამ ლოგიკით სუფრაზე სასმელის მინის ბოთლებით მიტანაც უნდა აიკრძალოს, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქორწილში ადამიანისთვის თავში ბოთლი ჩაურტყამთ. ბუკიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს მიმართა და უთხრა, რომ შეუძლია აჩვენოს იმ ადამიანთა საფლავები, რომლებიც თოხის თავში ჩარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

კანონპროექტის ინიციატორის, შს მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას განმარტებით, ერთადერთი, რის გამოც აღნიშნული გამონაკლისის დაშვება მოხდა ინიცირებულ კანონპროექტში, არის ქართული ტრადიციისა და ეროვნული სამოსის ატრიბუტიკის გათვალისწინება.

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ჩოხოსანთა ინციდენტის შესახებ სასაუბროდ, "რეზონანსი" "ჩოხოსან რაინდთა დასის"თავმჯდომარე გოგი დოლიძეს დაუკავშირდა.

იგი მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ნაციონალური ტანისამოსის შემადგენელი ნაწილის აკრძალვა.

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სანქციის დაწესება ხანჯლის ტარებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია უკვე რვა წელია, რაც იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და ამ ხნის განმავლობაში არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია ჩვენი ორგანიზაციის არცერთ წევრს.

"გამორიცხულია, ხანჯლის ტარება აგვიკრძალონ, მსგავს კანონს არ მიიღებენ. ქართველ კაცს ჩოხის ჩაცმას ვერ აუკრძალავენ", - აცხადებს "რეზონანსთან"საუბრისას გოგი დოლიძე.

"რეზონანსთან" საუბარში იგი პუშკინის სკვერთან მომხდარ ინციდენტსაც შეეხო. მისი თქმით, ეს არ ჩაუდენიათ "ჩოხოსან რაინდთა დასის" წარმომადგენლებს.

"ამ ინციდენტიდან მეოთხე დღე გადის და მე არავინ დამკავშირებია. ჩემი ჩოხოსნები რომ ყოფილიყვნენ, აქამდე შემატყობინებდნენ. პოლიციელი და ჯარისკაციც სჩადიან დანაშაულს სამსახურებრივი იარაღით, მაგრამ შემდგომ ვინმე ართმევს მათ ამ იარაღს?!

"ინციდენტისგან დაზღვეული არავინაა, შეიძლება ქუჩაში გავიდეთ და კრამიტი დაგვეცეს. ყველამ "თავისი ჩოხოსანი" უნდა გააფრთხილოს და თავიდან ავირიდოთ მსგავსი ფაქტები. გარდა ამისა, რამდენი ვინმე გაივლის ჩოხით, ყველა "ჩოხოსანი" ვერ იქნება. დღემდე არ იძახიან იმათ სახელებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა - რა ვიცით, იქნებ ჩვენი სახელის შესაბღალად გაკეთდა ეს...

"ასე რომ, ამ ინციდენტიდან გამომდინარე, ხანჯლის ტარების აკრძალვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სისულელეა და მეტი არაფერი", - აცხადებს გოგი დოლიძე.

ბესო კუნელაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია