მექსიკის სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ ქვეყანას თავს სატანა ესხმის და ამ პრობლემასთან საბრძოლველად გაცილებით მეტი ეგზორცისტია საჭირო.
მათი თქმით, მექსიკაში ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძალადობა და მკვლელობა პიკს აღწევს და ამ მანკიერებებთან ბრძოლა უნდა დაიწყოს. 2006 წლიდან კრიმინალს ქვეყანაში 70 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბავშვები სკოლაში წასვლისას გზაზე დანაწევრებულ გვამებს ხედავდნენ, ან საავტობუსო გზაზე ხიდზე დაკიდებულ ცხედრებს ნახულობდნენ.
"ვფიქრობთ, რომ ამ დიდი და სტრუქტურული ბოროტების მიღმა ბნელი მიზეზი დგას და მისი სახელია - ეშმაკი. ამიტომ გვჭირდება ეგზორცისტები, რომ მასთან ბრძოლაში დაგვეხმაროს. ეშმაკი იდგა ადოლფ ჰიტლერის უკან და მიმართულებას აძლევდა, ასევე გვჯერა, რომ ეშმაკი აქაა, ნარკოტიკების უკან", - ამბობს მღვდელი და ეგზორცისტი კარლოს ტრიანა.
ეგზორციზმის აუცილებლობის მეორე მიზეზად აბორტის თემა სახელდება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.