პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსლიმები ღარიბაშვილს მიკაელ კადიევის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ
მუსლიმები ღარიბაშვილს მიკაელ კადიევის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს 2 სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მუს­ლი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას პრობ­ლე­მე­ბი აღმსა­რებ­ლო­ბის გამო ექ­მნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი სა­ზღვარ­ზე სა­ა­თო­ბით აჩე­რე­ბენ და სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას ხში­რად უკა­ნო­ნოდ უკ­რძა­ლა­ვენ. მუს­ლი­მე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბას სთხო­ვენ.

"კარ­გად გვეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მიმ­დე­ვა­რია, დიდ პა­ტივს ვცემთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის სარ­წმუ­ნო­ე­ბას და არა­სო­დეს გან­გვიზ­რა­ხავს მათი შე­ვიწ­რო­ვე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით. ის­ტო­რი­უ­ლად, ქარ­თვე­ლი კაცი გა­მო­ირ­ჩე­ვა ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სად­მი. ამ ფონ­ზე შე­მაშ­ფო­თებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი რგო­ლის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­თა მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა მუ­სულ­მა­ნუ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ. გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (მე­ბა­ჟე­ე­ბი, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვე­ბი) რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სულ­მან მო­ქა­ლა­ქე­ებს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ პრობ­ლე­მებს უქ­მნი­ან სა­ზღვრის გა­და­ლახ­ვი­სას და კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის ან გად­მოკ­ვე­თის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მუს­ლი­მე­ბი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მი­კა­ელ კა­დი­ე­ვი­სა და მისი ნა­თე­სა­ვის, რიზ­ვან ომა­რო­ვის საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დე­ბენ. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მათი რუ­სეთ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, ამი­ტომ მი­მარ­თა­ვენ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, არ და­უშ­ვას კა­დი­ე­ვის და ომა­რო­ვის რუ­სეთ­ში ექ­სტრა­და­ცია და შე­ის­წავ­ლოს მუს­ლი­მე­ბის მი­მართ რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დევ­ნის ფაქ­ტე­ბი.

"ბ-ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, გვინ­და მოგ­მარ­თოთ თხოვ­ნით, მი­კა­ილ კა­დი­ე­ვი­სა და რიზ­ვან ომა­რო­ვის და­კა­ვე­ბი­სა და დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტით და­ინ­ტე­რეს­დეთ. არ და­უშ­ვათ ამ ორი ახალ­გაზ­რდის უკა­ნო­ნო მსჯავ­რდე­ბა და მით უმე­ტეს, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლი მი­კა­ილ კა­დი­ე­ვის ექ­სტრა­დი­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, სა­დაც მას წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბა ელო­დე­ბა. გთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირ­თა მი­მართ უკა­ნო­ნო და უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი ან სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და­ძა­ბავს ვი­თა­რე­ბას და გა­მო­იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ეს კი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არც ერთი კე­თილ­მო­სურ­ნის ინ­ტე­რე­სებს და მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამს წყალს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მუს­ლი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მუსლიმები ღარიბაშვილს მიკაელ კადიევის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

მუსლიმები ღარიბაშვილს მიკაელ კადიევის საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმები განცხადებას ავრცელებენ და ირაკლი ღარიბაშვილს 2 საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მუსლიმების განცხადებით, მათ  საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები აღმსარებლობის გამო ექმნებათ, სახელმწიფო მოხელეები საზღვარზე საათობით აჩერებენ და საზღვრის გადაკვეთას ხშირად უკანონოდ უკრძალავენ.  მუსლიმები პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

"კარგად გვესმის, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარია, დიდ პატივს ვცემთ ჩვენი თანამემამულეების სარწმუნოებას და არასოდეს განგვიზრახავს მათი შევიწროვება რელიგიური ნიშნით. ისტორიულად, ქართველი კაცი გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით რელიგიური უმცირესობებისადმი. ამ ფონზე შემაშფოთებლად მიგვაჩნია საშუალო და დაბალი რგოლის სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა მუსულმანური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გახშირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები (მებაჟეები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სხვები) რელიგიური ნიშნით საქართველოს მუსულმან მოქალაქეებს სრულიად გაუგებარ პრობლემებს უქმნიან საზღვრის გადალახვისას და კანონიერი საფუძვლის გარეშე საზღვრის გადაკვეთის ან გადმოკვეთის ნებართვის მიცემაზე უარს ეუბნებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

მუსლიმები გავრცელებულ განცხადებაში, ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე თვის წინ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული მიკაელ კადიევისა და მისი ნათესავის, რიზვან ომაროვის საქმით დაინტერესებისკენაც მოუწოდებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას მათი რუსეთში ექსტრადირება აქვს გადაწყვეტილი, ამიტომ მიმართავენ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას კადიევის და ომაროვის რუსეთში ექსტრადაცია და შეისწავლოს მუსლიმების მიმართ რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტები.

"ბ-ნო პრემიერ-მინისტრო, გვინდა მოგმართოთ თხოვნით, მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის დაკავებისა და დღემდე პატიმრობაში ყოფნის ფაქტით დაინტერესდეთ. არ დაუშვათ ამ ორი ახალგაზრდის უკანონო მსჯავრდება და მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით დევნილი მიკაილ კადიევის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მას წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა ელოდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებულ პირთა მიმართ უკანონო და უსამართლო პოლიტიკური ან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება დაძაბავს ვითარებას და გამოიწვევს საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას მთელ მსოფლიოში, ეს კი არ შეესაბამება ქართველი ხალხის არც ერთი კეთილმოსურნის ინტერესებს და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს", - აღნიშნულია მუსლიმების განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა