პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აჩუქებს ანუკი არეშიძე ირინა შეიკს - ანუკის გულახდილი პასუხები პირად ცხოვრებასა და კარიერაზე
რას აჩუქებს ანუკი არეშიძე ირინა შეიკს - ანუკის გულახდილი პასუხები პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რი, ქველ­მოქ­მე­დი, მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა, ანუ­კი არე­ში­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მო­ექ­ცა. რო­გო­რია ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის პი­რა­დი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, თქვენს კი­თხვებს ანუ­კი არე­ში­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

მარი:

რა, ან ვინ არის თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის შთა­გო­ნე­ბა, ვინ გეხ­მა­რე­ბათ დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ში?

-კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ში არას­დროს მეხ­მა­რე­ბა. ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბა, შე­ნო­ბა, ქა­ლა­ქი. მომ­ხდა­რა ისეც, რომ სიზ­მარ­ში მი­ნა­ხავს რა­ღაც კაბა და იქი­დან ამი­წყვია. ის­ტო­რი­ის წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ ხში­რად და შთა­გო­ნე­ბის წყა­როც აქე­დან მო­დის.

ლანა:

ნო­ემ­ბერ­ში, კი­ევ­ში, 2014 წლის კო­ლექ­ცია წარ­მო­ად­გი­ნეთ, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი გყავ­დათ ირი­ნა შე­ი­კი, პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გარ­და, ხომ არ გა­კავ­ში­რებთ პი­რა­დი მე­გობ­რო­ბა მას­თან?

-რაც შე­ე­ხე­ბა ირი­ნას ჩვენ სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავს, ისიც ქარ­თვე­ლი გო­გოა. ირი­ნას სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით. წი­ნას­წარ იცო­და ჩვე­ნი ჩვე­ნე­ბის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მი­სად ისიც რომ ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­სუ­ლი­ყო. ეს ყვე­ლას­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იყო. ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ავა­წყვეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ირი­ნა ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მას­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, ადა­მი­ა­ნებ­თან ად­ვი­ლად შე­დის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მას არა აქვს ე.წ ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ვარ­სკვლავს ჭირს, ეს კი იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ თა­ვა­წე­უ­ლე­ბი და­დი­ან და ყვე­ლას ზე­ვი­დან უყუ­რე­ბენ. ირი­ნას შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო, მან მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თა ჩემს ჩვე­ნე­ბა­შიც. მას ჩემი კო­ლექ­ცი­ი­დან კა­ბე­ბი მო­ე­წო­ნა, რო­მელ­საც სა­ა­ხალ­წლოდ სა­ჩუქ­რად გა­ვუგ­ზავ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად. ახლა მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ გვაქვს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

2) რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც თქვე­ნი მე­უღ­ლე კახი კა­ლა­ძე მი­ნის­ტრი გახ­და. რამ­დე­ნად რთუ­ლია იყო ქვეყ­ნის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პი­რის მე­უღ­ლე?

-ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­მეა. ზო­გა­დად კა­ხის ცო­ლო­ბა არ არის ად­ვი­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ და ბევ­რი რა­მეც არ გე­პა­ტი­ე­ბა. სი­ტყვა­ზე, ის რაც სხვე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. რაც კახა წა­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, სა­ჯა­როდ ბევრ რა­მე­ზე ვერ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მერე თქვან, რომ კა­ხაც ესე ფიქ­რობს, არა­და მე და კახა ბევრ რა­ღა­ცა­ში ერ­თმა­ნეთს არ ვე­თან­ხმე­ბით, ვკა­მა­თობთ და ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტია. რთუ­ლია იმი­ტო­მაც რომ მი­წევს ძა­ლი­ან ბევრ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ხალ­ხთა­ნაც, ეს იმი­ტომ არ ხდე­ბა, რომ მე­უღ­ლე პო­ლი­ტი­კო­სია. სხვა დრო­საც ესე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეხლა უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგე­ბო­ბა მე­კის­რე­ბა. არ მინ­და ხალ­ხმა თქვას, შე­ხე­დეთ რო­გორ იქ­ცე­ვა, თავ­ში აუ­ვარ­და ეტყო­ბა და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბი. მე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე-10 პლან­ზე ვიყო, რომ ცუ­დად არ გა­ი­გონ რამე.

3) არ არის რთუ­ლი, იყოთ მზრუნ­ვე­ლი დედა, კარ­გი მე­უღ­ლე და ამა­ვე დროს აქ­ტი­უ­რად ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მით?

-ეს ნამ­დვი­ლად რთუ­ლია. ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ბავ­შვებს და ოჯახს ენი­ჭე­ბათ. მე ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე მათ ვა­ყე­ნებ. შემ­დეგ მო­დის ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­შიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყო­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­გორც კა­ხას მშობ­ლე­ბი, ასე­ვე ჩე­მე­ბიც. ისი­ნი მეხ­მა­რე­ბი­ან ასე ვთქვათ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში. არ ვე­თან­ხმე­ბი იმ ქა­ლებს, ვინც ამ­ბობს, რომ შვი­ლე­ბის გამო ვერ მუ­შა­ობს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს სი­მარ­თლეს მოკ­ლე­ბუ­ლია. მე ბავ­შვე­ბის გაზ­რდას­თან ერ­თად ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­საც ვა­ნი­ჭებ ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას. ჩემ­თვის არ არის მთა­ვა­რი და არ ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი იმით რომ ბავ­შვებს კარ­გად ვა­ჭა­მო და ჩა­ვაც­ვა, მთა­ვა­რია ის დრო, რა­საც დედა ატა­რებს შვი­ლებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს. ბავ­შვის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. სა­ღა­მო­ო­ბით ერ­თად ვართ ხოლ­მე, ხში­რად აქაც მომ­ყავს. ჩემი სად­მე გამ­გზავ­რე­ბა თუ 4 დღეს აჭარ­ბებს, ბავ­შვე­ბი სულ თან მიმ­ყავს, რად­გან კა­ხაც ხში­რად ვერ ახერ­ხებს მათ­თან ყოფ­ნას და არ მინ­და რომ მშობ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ქონ­დეთ. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ეს რთუ­ლია, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

სალო:

ცოტა რამ თქვენს შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ, თქვენს ბავ­შვო­ბა­ზე, სად გა­ი­ცა­ნით კახი, რო­გორ და სად და­ი­წყეთ კა­რი­ე­რა.

-ჩემს ბავ­შვო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან ცელ­ქი ვი­ყა­ვი. არ ვყო­ფილ­ვარ არც ჭკვი­ა­ნი და არც სწავ­ლის მოყ­ვა­რე გოგო. დედა სულ მე­ჩხუ­ბე­ბო­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გამო. მე კი უფრო ხატ­ვას, მუ­სი­კას და შე­მოქ­მე­დე­ბით მხა­რეს ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას, ვიდ­რე ფი­ზი­კას, ქი­მი­ას და ა.შ. რო­დე­საც წა­მო­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ სწავ­ლა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, და­ვი­წყე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ჩა­ვა­ბა­რე. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან შე­მიყ­ვარ­და წიგ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც, მას შემ­დეგ რაც მივ­ხვდი, რომ ამის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ბავ­შვო­ბი­დან გა­ვიხ­სე­ნებ იმა­საც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა მქონ­და. ჩა­მოვ­წერ­დი ჩემს მიზ­ნებს და იმა­საც თუ რას ვა­კე­თებ­დი მე მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. სურ­ვი­ლებ­ში და ოც­ნე­ბებ­ში ერთ-ერთი იყო მო­დე­ლო­ბაც. ამის­თვის კი ძა­ლი­ან ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ­დი და ვშრო­მობ­დი. მახ­სოვს იმ პე­რი­ო­დის თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მო­და­ში იყო შავგრე­მა­ნი გო­გო­ე­ბი, ხში­რად ვამ­ბობ და თქვენ­თა­ნაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სწო­რედ ამ მო­დის გამო არც ერთ ქას­თინგზე არ მირ­ჩევ­დნენ. ჩა­ვარ­დნის პე­რი­ოდ­მა უფრო მეტი ძალა მომ­ცა და უფრო მეტს ვმუ­შა­ობ­დი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი მი­ბიძ­გა იმის­კენ, სოფო ჭყო­ნი­ას­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი. შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ წა­ვე­დი პა­რიზ­ში. სხვა­თა შო­რის, გა­ვიხ­სე­ნებ იმა­საც, რომ როცა ვამ­ბობ­დი პა­რიზ­ში წა­ვალ-თქო, ძა­ლი­ან ბევ­რს დამ­ცი­ნოდ­ნენ. მე­უბ­ნე­ბობ­დნენ, წინ და­ჯე­ქი და მალე ჩახ­ვა­ლო. მოხ­და ისე, რომ მარ­თლა წინ დავ­ჯე­ქი და მა­ლეც ჩა­ვე­დი.

გი­ორ­გი:

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის შექ­მნა­ში რა წვლი­ლი მი­უ­ძღვის თქვენს მე­უღ­ლეს?

-წვლი­ლი ალ­ბათ ის მი­უ­ძღვის, რომ კა­ხა­საც აქვს თა­ვი­სი ფონ­დი და დიდი ხა­ნია ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის 2008 წლის ომში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­საც და ეს ჩემ­თვის რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნდა. "კალა" ფონდმა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შთა­გო­ნე­ბა მომ­ცა. მე შე­მეძ­ლო კა­ხას ფონ­დი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და იქი­დან მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ვარ­ჩიე ჩემი სა­კუ­თა­რი ფონ­დი. ჩემი ფონ­დის პრი­ო­რი­ტე­ტი ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი არი­ან. ახლა ფონ­დი ეხ­მა­რე­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს. ჩვენ მათ ფსი­ქო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სებს და­ვუ­ფი­ნან­სებთ. აქვე ვი­ტყვი, რომ რო­გორ თბილ გა­რე­მო­შიც არ უნდა იყ­ვნენ პა­ტა­რე­ბი, მათ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოა, აქე­დან მათ აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ფსი­ქო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სე­ბი და ჩვენ მათ და­ვეხ­მა­რე­ბით. ვეც­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვუდ­გეთ ბავ­შვთა სახ­ლებს გვერ­დში.

ლიკა:

თქვენ გაქვთ სა­კუთ­რი ბრენ­დი, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აპი­რებთ მა­ღა­ზი­ის გახ­სნას თბი­ლის­ში, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

-ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი დი­დია. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღა­ზი­ას, ის უკვე გახ­სნი­ლია და უკვე ვი­ღებთ შეკ­ვე­თებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მალე მივ­დი­ვარ, რად­გან ორ­სუ­ლო­ბის ბოლო პე­რი­ო­დი მაქვს, ვარ იმე­დი­ა­ნად რად­გან ძა­ლი­ან კარგ კონ­სტრუქ­ტორს ვტო­ვებ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოდ მი­ხე­დავს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აქ სა­კუ­თე­სოდ მი­ხე­და­ვენ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს. მა­ღა­ზი­ა­ში ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია მოს­ვლა, რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, მე­კი­თხე­ბი­ან და ყვე­ლას გო­ნია რომ ძა­ლი­ან ძვი­რია, მაგ­რამ ვე­ტყვი მათ, რომ ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში თბი­ლი­სის­თვის მი­სა­ღე­ბი და ნორ­მა­ლუ­რი ფა­სე­ბია. ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში ყვე­ლა სეგ­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა. აქ არის რო­გორც და­ბალ ფა­სი­ა­ნი, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს,- 16 მარტს უკ­რა­ი­ნის კვი­რე­ულ­ზე გა­მოვ­დი­ვარ. ასე­ვე გვაქვს პა­ტარ-პა­ტა­რა სი­ახ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­ი­გებთ.

2) თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი?

-ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი გვყავს. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც დროს გა­უძ­ლეს. ასე­ვე წა­მო­ვიდ­ნენ ახ­ლე­ბიც რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი და ძა­ლი­ან მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ვო­რიტს, ბევ­რი მომ­წონს, მაგ­რამ დე­ვიდ კო­მას გა­მო­ვარ­ჩევ. მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ მისი პი­როვ­ნე­ბით. გარ­და ამი­სა, რა­საც წარ­მო­ად­გენს, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია. მისი კა­ბე­ბი აც­ვია ძა­ლი­ან ბევრ ცნო­ბილ ვარ­სკვლავს და არა­სო­დეს ამი­თი არ ტრა­ბა­ხობს. ასე­თი მიღ­წე­ვე­ბით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ვინც თბი­ლის­ში მოღ­ვა­წე­ობს, ძა­ლი­ან ბევრ ის­ტო­რი­ას შე­თხზავ­და და იტ­რა­ბა­ხებ­და. უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ თვი­თონ დი­ზა­ი­ნე­რის პი­როვ­ნე­ბაც ძა­ლი­ან მომ­წონს. მე მისი სი­ლუ­ე­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაქვს მისი კა­ბე­ბი, კოს­ტი­უ­მე­ბი და ერთი სი­ტყვით მისი ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ე­ლებს მე აქაც მყავს ფა­ვო­რი­ტე­ბი, მაგ­რამ რომ გი­თხრათ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი, ვის­ზეც ძა­ლი­ან მომ­წონს და ვგიჟ­დე­ბი-თქო, მო­გა­ტყუ­ებთ. ბევ­რი მომ­წონს აქე­დან, ზო­გის შე­იძ­ლე­ბა ფეხ­საც­მე­ლი მომ­წონ­დეს, ზო­გის პალ­ტო და ა.შ.

3) თქვენ რო­მელ ბრენ­დს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სით იმო­სე­ბით?

-სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სი­თაც, რა თქმა უნდა, ვი­მო­სე­ბი, ამას­თან რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ძა­ლი­ან ბევ­რი ფა­ვო­რი­ტი მყავს. ჩემ­თან ახ­ლოს კი იტა­ლი­უ­რი მო­დაა. მარ­თა­ლია ამ­ბო­ბენ და უპი­რა­ტე­სო­ბას ფრან­გულ მო­დას ანი­ჭე­ბენ, მაგ­რამ ფრან­გულ სახ­ლებ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რი იტა­ლი­ე­ლია. ჩემს მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, რომ რამ­დენ­ჯე­რაც მო­მი­წია კრის­ტი­ან დი­ო­რის სახ­ლში მის­ვლა, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთა­ვა­რი ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ, იტა­ლი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. ასე რომ, მე მა­ინც უპი­რა­ტე­სო­ბას იტა­ლი­ურ ხაზს ვა­ნი­ჭებ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რას აჩუქებს ანუკი არეშიძე ირინა შეიკს - ანუკის გულახდილი პასუხები პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

რას აჩუქებს ანუკი არეშიძე ირინა შეიკს - ანუკის გულახდილი პასუხები პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

ახალგაზრდა დიზაინერი, ქველმოქმედი, მინისტრის მეუღლე, მრავალშვილიანი დედა, ანუკი არეშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში სამოდელო ბიზნესში გამოჩენისთანავე მოექცა. როგორია ახალგაზრდა დიზაინერის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება, თქვენს კითხვებს ანუკი არეშიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

მარი:

რა, ან ვინ არის თქვენი შემოქმედების შთაგონება, ვინ გეხმარებათ დიზაინის შექმნაში?

-კონკრეტული ადამიანი დიზაინის შექმნაში არასდროს მეხმარება. ჩემი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ისტორიული ნაგებობა, შენობა, ქალაქი. მომხდარა ისეც, რომ სიზმარში მინახავს რაღაც კაბა და იქიდან ამიწყვია. ისტორიის წიგნებს ვკითხულობ ხშირად და შთაგონების წყაროც აქედან მოდის.

ლანა:

ნოემბერში, კიევში, 2014 წლის კოლექცია წარმოადგინეთ, სადაც მოწვეული გყავდათ ირინა შეიკი, პროფესიული თანამშრომლობის გარდა, ხომ არ გაკავშირებთ პირადი მეგობრობა მასთან?

-რაც შეეხება ირინას ჩვენ საერთო მეგობარი გვყავს, ისიც ქართველი გოგოა. ირინას სწორედ მისი მეშვეობით დავუკავშირდით. წინასწარ იცოდა ჩვენი ჩვენების შესახებ და შესაბამისად ისიც რომ ჩვენებაზე გამოსულიყო. ეს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო. ჩვენების შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ავაწყვეთ ურთიერთობა და ეს დღემდე გრძელდება. ირინა ძალიან თბილი ადამიანია. მასზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომუნიკაბელურია, ადამიანებთან ადვილად შედის ურთიერთობაში. მას არა აქვს ე.წ ვარსკვლავური დაავადება, რომელიც ძალიან ბევრ ვარსკვლავს ჭირს, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ თავაწეულები დადიან და ყველას ზევიდან უყურებენ. ირინას შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო, მან მაქსიმალური გააკეთა ჩემს ჩვენებაშიც. მას ჩემი კოლექციიდან კაბები მოეწონა, რომელსაც საახალწლოდ საჩუქრად გავუგზავნი აუცილებლად. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა.

2) რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც თქვენი მეუღლე კახი კალაძე მინისტრი გახდა. რამდენად რთულია იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირის მეუღლე?

-ეს ძალიან რთული რამეა. ზოგადად კახის ცოლობა არ არის ადვილი, იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ და ბევრი რამეც არ გეპატიება. სიტყვაზე, ის რაც სხვებისთვის არის ძალიან ჩვეულებრივი, ჩემთვის მიუღებელიც შეიძლება იყოს. რაც კახა წავიდა პოლიტიკაში, საჯაროდ ბევრ რამეზე ვერ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რადგან შეიძლება მერე თქვან, რომ კახაც ესე ფიქრობს, არადა მე და კახა ბევრ რაღაცაში ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ვკამათობთ და ეს ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. რთულია იმიტომაც რომ მიწევს ძალიან ბევრ დათმობაზე წასვლა საზოგადოებაში, ხალხთანაც, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მეუღლე პოლიტიკოსია. სხვა დროსაც ესე ვიყავი, მაგრამ ეხლა უფრო დიდი პასუხისმგებობა მეკისრება. არ მინდა ხალხმა თქვას, შეხედეთ როგორ იქცევა, თავში აუვარდა ეტყობა და მსგავსი რაღაცეები. მე ყოველთვის ვცდილობ რომ საზოგადოებაში მე-10 პლანზე ვიყო, რომ ცუდად არ გაიგონ რამე.

3) არ არის რთული, იყოთ მზრუნველი დედა, კარგი მეუღლე და ამავე დროს აქტიურად ხართ დაკავებული თქვენი პროფესიული საქმით?

-ეს ნამდვილად რთულია. ჩემთვის პრიორიტეტი ბავშვებს და ოჯახს ენიჭებათ. მე ყოველთვის პირველ ადგილზე მათ ვაყენებ. შემდეგ მოდის ჩემი საქმიანობა, რაშიც ყველანაირად ხელს მიწყობენ ოჯახის წევრები, როგორც კახას მშობლები, ასევე ჩემებიც. ისინი მეხმარებიან ასე ვთქვათ გადანაწილებაში. არ ვეთანხმები იმ ქალებს, ვინც ამბობს, რომ შვილების გამო ვერ მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეს მოკლებულია. მე ბავშვების გაზრდასთან ერთად ბავშვების აღზრდასაც ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას. ჩემთვის არ არის მთავარი და არ ვკმაყოფილდები იმით რომ ბავშვებს კარგად ვაჭამო და ჩავაცვა, მთავარია ის დრო, რასაც დედა ატარებს შვილებთან მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს. ბავშვის ცნობიერების ამაღლება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. საღამოობით ერთად ვართ ხოლმე, ხშირად აქაც მომყავს. ჩემი სადმე გამგზავრება თუ 4 დღეს აჭარბებს, ბავშვები სულ თან მიმყავს, რადგან კახაც ხშირად ვერ ახერხებს მათთან ყოფნას და არ მინდა რომ მშობლების ნაკლებობა ქონდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

სალო:

ცოტა რამ თქვენს შესახებ გვიამბეთ, თქვენს ბავშვობაზე, სად გაიცანით კახი, როგორ და სად დაიწყეთ კარიერა.

-ჩემს ბავშვობას რაც შეეხება, გეტყვით, რომ ძალიან ცელქი ვიყავი. არ ვყოფილვარ არც ჭკვიანი და არც სწავლის მოყვარე გოგო. დედა სულ მეჩხუბებოდა მეცადინეობის გამო. მე კი უფრო ხატვას, მუსიკას და შემოქმედებით მხარეს ვანიჭებდი უპირატესობას, ვიდრე ფიზიკას, ქიმიას და ა.შ. როდესაც წამოვიზარდე, მივხვდი, რომ სწავლა და მეცადინეობა ძალიან აუცილებელი იყო, დავიწყე მეცადინეობა და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. სწორედ ამ პერიოდიდან შემიყვარდა წიგნებთან ურთიერთობაც, მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ ამის გარეშე შეუძლებელი იყო. ბავშვობიდან გავიხსენებ იმასაც, რომ ძალიან ბევრი სურვილი და ოცნება მქონდა. ჩამოვწერდი ჩემს მიზნებს და იმასაც თუ რას ვაკეთებდი მე მიზნის მისაღწევად. სურვილებში და ოცნებებში ერთ-ერთი იყო მოდელობაც. ამისთვის კი ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ვშრომობდი. მახსოვს იმ პერიოდის თბილისში ძალიან მოდაში იყო შავგრემანი გოგოები, ხშირად ვამბობ და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ სწორედ ამ მოდის გამო არც ერთ ქასთინგზე არ მირჩევდნენ. ჩავარდნის პერიოდმა უფრო მეტი ძალა მომცა და უფრო მეტს ვმუშაობდი, ამ ყველაფერმა კი მიბიძგა იმისკენ, სოფო ჭყონიასთან მივსულიყავი. შემდეგ მოხდა ისე, რომ წავედი პარიზში. სხვათა შორის, გავიხსენებ იმასაც, რომ როცა ვამბობდი პარიზში წავალ-თქო, ძალიან ბევრს დამცინოდნენ. მეუბნებობდნენ, წინ დაჯექი და მალე ჩახვალო. მოხდა ისე, რომ მართლა წინ დავჯექი და მალეც ჩავედი.

გიორგი:

საქველმოქმედო ფონდის შექმნაში რა წვლილი მიუძღვის თქვენს მეუღლეს?

-წვლილი ალბათ ის მიუძღვის, რომ კახასაც აქვს თავისი ფონდი და დიდი ხანია ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, მათ შორის 2008 წლის ომში დაზარალებულებსაც და ეს ჩემთვის რაღაცნაირად მოტივაცია აღმოჩნდა. "კალა" ფონდმა შეიძლება ითქვას, რომ შთაგონება მომცა. მე შემეძლო კახას ფონდი გამომეყენებინა და იქიდან მემუშავა, მაგრამ ვარჩიე ჩემი საკუთარი ფონდი. ჩემი ფონდის პრიორიტეტი ქალები და ბავშვები არიან. ახლა ფონდი ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. ჩვენ მათ ფსიქო რეაბილიტაციის კურსებს დავუფინანსებთ. აქვე ვიტყვი, რომ როგორ თბილ გარემოშიც არ უნდა იყვნენ პატარები, მათთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური გარემოა, აქედან მათ აუცილებლად სჭირდებათ ფსიქო რეაბილიტაციის კურსები და ჩვენ მათ დავეხმარებით. ვეცდებით, რომ ყველანაირად დავუდგეთ ბავშვთა სახლებს გვერდში.

ლიკა:

თქვენ გაქვთ საკუთრი ბრენდი, უახლოეს დღეებში აპირებთ მაღაზიის გახსნას თბილისში, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ჩემი სამომავლო გეგმები დიდია. რაც შეეხება მაღაზიას, ის უკვე გახსნილია და უკვე ვიღებთ შეკვეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მალე მივდივარ, რადგან ორსულობის ბოლო პერიოდი მაქვს, ვარ იმედიანად რადგან ძალიან კარგ კონსტრუქტორს ვტოვებ, რომელიც ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ აქ საკუთესოდ მიხედავენ ჩვენს მომხმარებელს. მაღაზიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა, რაც შეეხება ფასებს, მეკითხებიან და ყველას გონია რომ ძალიან ძვირია, მაგრამ ვეტყვი მათ, რომ ჩვენს მაღაზიაში თბილისისთვის მისაღები და ნორმალური ფასებია. ჩვენს მაღაზიაში ყველა სეგმენტის წარმომადგენელს შეუძლია სასურველი ნივთის შეძენა. აქ არის როგორც დაბალ ფასიანი, ასევე საშუალო და მაღალიც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,- 16 მარტს უკრაინის კვირეულზე გამოვდივარ. ასევე გვაქვს პატარ-პატარა სიახლეები, მაგრამ ამის შესახებ თანმიმდევრობით გაიგებთ.

2) თქვენი ფავორიტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი?

-ქართველ დიზაინერებზე შემიძლია იმის თქმა, რომ ძალიან ნიჭიერი დიზაინერები გვყავს. მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც დროს გაუძლეს. ასევე წამოვიდნენ ახლებიც რასაც მივესალმები და ძალიან მომწონს. რაც შეეხება ფავორიტს, ბევრი მომწონს, მაგრამ დევიდ კომას გამოვარჩევ. მე აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით. გარდა ამისა, რასაც წარმოადგენს, ძალიან წარმატებულია. მისი კაბები აცვია ძალიან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს და არასოდეს ამითი არ ტრაბახობს. ასეთი მიღწევებით, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი ვინც თბილისში მოღვაწეობს, ძალიან ბევრ ისტორიას შეთხზავდა და იტრაბახებდა. უკვე აღვნიშნე, რომ თვითონ დიზაინერის პიროვნებაც ძალიან მომწონს. მე მისი სილუეტი ძალიან მომწონს, მაქვს მისი კაბები, კოსტიუმები და ერთი სიტყვით მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ.

რაც შეეხება უცხოელებს მე აქაც მყავს ფავორიტები, მაგრამ რომ გითხრათ ერთი კონკრეტული, ვისზეც ძალიან მომწონს და ვგიჟდები-თქო,  მოგატყუებთ. ბევრი მომწონს აქედან, ზოგის შეიძლება ფეხსაცმელი მომწონდეს, ზოგის პალტო და ა.შ.

3) თქვენ რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას, თუ მხოლოდ საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსით იმოსებით?

-საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსითაც, რა თქმა უნდა, ვიმოსები, ამასთან როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრი ფავორიტი მყავს. ჩემთან ახლოს კი იტალიური მოდაა. მართალია ამბობენ და უპირატესობას ფრანგულ მოდას ანიჭებენ, მაგრამ ფრანგულ სახლებშიც ძალიან ბევრი წამყვანი დიზაინერი იტალიელია. ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ რამდენჯერაც მომიწია კრისტიან დიორის სახლში მისვლა, იქ ადამიანები, რომლებიც მთავარი ფიგურები იყვნენ და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, იტალიელები იყვნენ. ასე რომ, მე მაინც უპირატესობას იტალიურ ხაზს ვანიჭებ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას