სამარშუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი პირები 50%-იანი შეღავათებით 28 ნოემბრიდან ისარგებლებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს.
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი დავით ასანიძე სოციალურად დაუცველი პირების შეღავათიან მგზავრობასთან დაკავშირებით ბრიფინგს ხვალ კომპანიის ოფისში გამართავს.
სამარშრუტო ტაქსებში სატრანსპორტო შეღავათების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 20 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე მიიღო. ამასთან დაკავშირებით თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.
ბიუჯეტით განისაზღვრა 300 000 ლარი, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების სამარშუტო ტაქსებში სატრანსპოტო შეღავათებისათვის დაიხარჯება.