საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლიანი ანგარიშწორების დეტალები: სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში ჩხუბით დაიწყო
სისხლიანი ანგარიშწორების დეტალები: სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში ჩხუბით დაიწყო

სა­დახ­ლო­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის მი­ზე­ზი, რომ­ლის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ვა­კე­ში, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბია.

"ამ­ბე­ბი.გე"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­კე­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე პირი და­იჭ­რა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი დღემ­დე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა.

მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იყო სა­დახ­ლოს­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, კერ­ძოდ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ექ­ვსი პირი და­ა­კა­ვეს. შსს-ს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა 25 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე სა­დახ­ლოს სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტზე "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს სამი პირი: მე­რაბ კა­ლან­და­ძე, დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნი და გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლი. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ორი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვას შე­ე­ცად­ნენ.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე და­ა­კა­ვეს. ამო­ღე­ბუ­ლია "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

დაჭ­რი­ლი პი­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მარ­ნე­ულ­ში, "ჯეო-ჰოს­პი­ტალ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, ორი მათ­გა­ნი - მე­რაბ კა­ლან­და­ძე და გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლი - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­უ­ვი­და და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან. სა­დახ­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კი, ამ ფაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა იყო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში "ამ­ბე­ბი.გე"-ს არ და­უ­დას­ტუ­რეს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დელ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე. შსს-ში არც ის და­ა­კონ­კრე­ტეს, სად მოხ­და ფი­რა­ლიშ­ვილ­სა და და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ­ლის დრო­საც ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე პირი დაჭ­რეს.

"ამ­ბე­ბი.გე"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ჩხუ­ბის დროს, შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი 6 პი­რი­დან, ერთ-ერ­თის ძმა და­იჭ­რა და სა­დახ­ლო­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტი შუ­რის­ძი­ე­ბა იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლილ ბიზ­ნეს­მენ მე­რაბ კა­ლან­და­ძეს, ის მოკ­ლუ­ლი ფი­რა­ლიშ­ვი­ლის და დაჭ­რი­ლი მუ­კბა­ნი­ა­ნის მა­მე­ბის მე­გო­ბა­რია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რაბ კა­ლან­და­ძე ცდი­ლობ­და, მუ­კბა­ნი­ა­ნი და ფი­რა­ლიშ­ვი­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის­გან და­ეც­ვა და სა­დახ­ლო­ზე სა­ზღვრამ­დე მი­ა­ცი­ლა, რათა მე­გობ­რრე­ბის შვი­ლე­ბი სომ­ხეთ­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ.

სა­დახ­ლო­ზე მი­სულ ფი­რა­ლიშ­ვილს, მუ­კბა­ნი­ანს და კა­ლან­და­ძეს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს თავ­დამ­სხმე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ორი ავ­ტო­მო­ბი­ლით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ია­რა­ღი­დან გახ­სნილ ცე­ცხლს კი, ბიზ­ნეს­მე­ნი მე­რაბ კა­ლან­და­ძე და გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­წირ­ნენ. დი­ლარ მუ­კბა­ნი­ა­ნი კი მძი­მედ არის დაჭ­რი­ლი.

სა­დახ­ლო­ში მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლის მამა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ნუგ­ზარ ფი­რა­ლიშ­ვი­ლია. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში "ამ­ბე­ბი.გე"-ს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ნუგ­ზარ ფი­რა­ლიშ­ვი­ლი გუ­ლის შე­ტე­ვით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია.

მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ფი­რა­ლიშ­ვი­ლი კი, სა­კუ­თარ სახ­ლში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­და­ას­ვე­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე გარ­დაც­ვლილს,მე­რაბ კა­ლან­და­ძეს, იგი ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კია, რო­მე­ლიც ბო­ლოს ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და.

ანი სხირტლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სისხლიანი ანგარიშწორების დეტალები: სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში ჩხუბით დაიწყო

სისხლიანი ანგარიშწორების დეტალები: სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში ჩხუბით დაიწყო

სადახლოში მომხდარი სროლის მიზეზი, რომლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ვაკეში, რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ჩხუბია.

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი ჩხუბის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა, რომელთა ნაწილი დღემდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

მომხდარი ჩხუბის გაგრძელება იყო სადახლოსთან განვითარებული მოვლენები, კერძოდ, სამართალდამცველებმა გუშინ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19:00 საათზე სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირალიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

დაჭრილი პირები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, "ჯეო-ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ორი მათგანი - მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი - საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გიორგი ფირალიშვილს რამდენიმე დღით ადრე მოუვიდა დაკავებულ პირებთან. სადახლოში განვითარებული მოვლენები კი, ამ ფაქტის გაგრძელება იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ამბები.გე"-ს არ დაუდასტურეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინანდელ დაპირისპირებაზე. შსს-ში არც ის დააკონკრეტეს, სად მოხდა ფირალიშვილსა და დაპირისპირებულ მხარეს შორის შელაპარაკება, რომლის დროსაც იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს.

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, ამ ჩხუბის დროს, შსს-ს მიერ დაკავებული 6 პირიდან, ერთ-ერთის ძმა დაიჭრა და სადახლოზე მომხდარი ფაქტი შურისძიება იყო.

რაც შეეხება გარდაცვლილ ბიზნესმენ მერაბ კალანდაძეს, ის მოკლული ფირალიშვილის და დაჭრილი მუკბანიანის მამების მეგობარია.

არსებული ინფორმაციით, მერაბ კალანდაძე ცდილობდა, მუკბანიანი და ფირალიშვილი შურისძიებისგან დაეცვა და სადახლოზე საზღვრამდე მიაცილა, რათა მეგობრრების შვილები სომხეთში გადასულიყვნენ.

სადახლოზე მისულ ფირალიშვილს, მუკბანიანს და კალანდაძეს ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელებმა, რომლებიც ორი ავტომობილით იმყოფებოდნენ.

"მაკაროვის" სისტემის იარაღიდან გახსნილ ცეცხლს კი, ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი შეეწირნენ. დილარ მუკბანიანი კი მძიმედ არის დაჭრილი.

სადახლოში მოკლული გიორგი ფირალიშვილის მამა, სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნუგზარ ფირალიშვილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში "ამბები.გე"-ს დაუდასტურეს, რომ მომხდარის შემდეგ, ნუგზარ ფირალიშვილი გულის შეტევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმძიმესია.

მოკლული გიორგი ფირალიშვილი კი, საკუთარ სახლში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს,მერაბ კალანდაძეს, იგი ყოფილი ჩინოვნიკია, რომელიც ბოლოს ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა.

ანი სხირტლაძე, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ