პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - დღეს ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის
რიჩარდ ნორლანდი - დღეს ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის

დღეს ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის და ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბის გავ­ლე­ბის დრო არ არის, - ამის შე­სა­ხებ სა­ა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა წე­რო­ვან­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ამე­რი­კუ­ლი კუ­თხე გახ­სნა.

აშშ-ის ელ­ჩის შე­ფა­სე­ბით, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია.

"მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც არა­ერ­თხელ მით­ქვამს. დღეს არ არის ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის და ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბის გავ­ლე­ბის დრო, რაც სამ­წუ­ხა­როდ ამ დღე­ებ­ში ისევ ხდე­ბა. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჟე­ნე­ვა­ში მა­ღა­ლი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ა­მუ­შა­ონ თა­ვი­ან­თი მი­წე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლონ მე­გობ­რე­ბი, წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბი. არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ონ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვას გა­ა­მარ­თლებს", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

აშშ-ის ელჩმა მო­ბი­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კა იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

"ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დღემ­დე ეტყო­ბათ ომის კვა­ლი. ამ პრო­ექ­ტით გვსურს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ უწევთ ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, მო­ვუ­ტა­ნოთ ამე­რი­კუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რათა მათ ამის­თვის სა­კუ­თა­რი და­სახ­ლე­ბი­დან თბი­ლის­ში გამ­გზავ­რე­ბა და სა­ელ­ჩო­ში ან თბი­ლი­სის ამე­რი­კულ კუ­თხე­ში მის­ვლა არ დას­ჭირ­დეთ. მო­ბი­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­ვი­ტა­ნოთ ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც მათ სთა­ვა­ზობს ამე­რი­კულ ფილ­მებს, წიგ­ნებს, ინ­გლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია აშშ-ის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბით", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

ამე­რი­კუ­ლი კუ­თხე­ე­ბი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია. რო­გორც აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში გან­მარ­ტა­ვენ, პრო­ექ­ტი ხელს უწყობს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გზით. ამე­რი­კუ­ლი კუ­თხე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის ღიაა, ხოლო კო­ლექ­ცი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა უფა­სოა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რიჩარდ ნორლანდი - დღეს ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის

რიჩარდ ნორლანდი - დღეს ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის

დღეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო არ არის, - ამის შესახებ სააქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა წეროვანში განაცხადა, სადაც ამერიკული კუთხე გახსნა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, ამგვარი ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს. დღეს არ არის ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადამიანებს შორის საზღვრების გავლების დრო, რაც სამწუხაროდ ამ დღეებში ისევ ხდება. ამგვარი ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. მოგეხსენებათ, ჟენევაში მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამ მოლაპარაკებების მიუხედავად ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაამუშაონ თავიანთი მიწები, მოინახულონ მეგობრები, წინაპართა საფლავები. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, რომელიც ამ რეგიონში ხელოვნური ბარიერების აღმართვას გაამართლებს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩმა მობილური ბიბლიოთეკის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკა იძულებით გადაადგილებულ პირებთან მჭიდრო ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დღემდე ეტყობათ ომის კვალი. ამ პროექტით გვსურს, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ ახალ გარემოსთან შეგუება, მოვუტანოთ ამერიკული ბიბლიოთეკა, რათა მათ ამისთვის საკუთარი დასახლებიდან თბილისში გამგზავრება და საელჩოში ან თბილისის ამერიკულ კუთხეში მისვლა არ დასჭირდეთ. მობილური ბიბლიოთეკა საშუალებას გვაძლევს, ამ ადამიანებთან მივიტანოთ ამერიკული კულტურის ცენტრი, რომელიც მათ სთავაზობს ამერიკულ ფილმებს, წიგნებს, ინგლისური ენის გაკვეთილებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკული კუთხეები შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი პროექტია. როგორც აშშ-ის საელჩოში განმარტავენ, პროექტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას შეერთებული შტატების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელების გზით. ამერიკული კუთხეები საქართველოს ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის ღიაა, ხოლო კოლექციებით სარგებლობა უფასოა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა