პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც ავადმყოფ შვილთან ერთად მატარებლის დამპალ ვაგონში ცხოვრობს, მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა
ქალი, რომელიც ავადმყოფ შვილთან ერთად მატარებლის დამპალ ვაგონში ცხოვრობს, მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა

სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ალექ­სე­ევ­კის და­სახ­ლე­ბა­ში მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში ცხოვ­რობს, სა­ხელ­მწი­ფომ 10 ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

მა­რი­ამ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე ცხოვ­რობ­და და ნა­თე­სა­ვებ­მა მას მა­ტა­რებ­ლის დამ­პა­ლი ვა­გო­ნი აჩუ­ქეს.

"ვა­გონს ძირი სულ გა­მომ­პა­ლი ჰქონ­და, მე და ჩემ­მა 22 წლის ბიჭ­მა ხის­გან გა­ვუ­კე­თეთ ია­ტა­კი და ვცხოვ­რობთ ვა­გონ­ში, რო­მელ­საც ფან­ჯრე­ბიც კი არ აქვს. ზამ­თრის დად­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ჩვენ­თვის, რად­გან გათ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს. ჩვენ­თან ახ­ლოს მა­ღა­ზი­აა, იქ მუ­ყა­ოს ყუ­თებს გვი­ნა­ხა­ვენ, იმას ვან­თებთ და ცო­ტას ვთბე­ბით. დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თე ქა­ლაქ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს, ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს, თბი­ლი­სის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს, რომ­ლე­ბიც ვერ და­მეხ­მარ­ნენ", - აცხა­დებს ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი.

სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რი აცხა­დებს, რომ მას არ აქვს მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მის 22 წლის ვაჟს, იგი მძი­მე­დაა ავად და მუ­შა­ო­ბა არ შე­უძ­ლია.

"დი­ლას, რო­დე­საც ვიღ­ვი­ძებთ გა­ყი­ნუ­ლე­ბი, სას­მელ წყალ­ში დამ­ხრჩვა­ლი თაგ­ვე­ბი მხვდე­ბი­ან. ჩვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი ფიც­რუ­ლი ია­ტა­კი­დან დიდი ობო­ბე­ბი და ვირ­თხე­ბი ამო­დი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ვა­გონ­ში ცხოვ­რე­ბას ერთი პლუ­სი აქვს, რომ თავ­ზე არ გვაწ­ვიმს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მას­თან მი­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, უნე­ბარ­თვოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი ფიც­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი მოს­თხო­ვეს და ათი ათა­სი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს.

"მე ამ თან­ხის გა­დახ­და არ შე­მიძ­ლია, არ ვიცი რა უნდა ვქნა, თუ ჩემს თავ­შე­სა­ფარს და­ვან­გრევ, ისევ ქუ­ჩა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბი. ვთხოვ, სა­ხელ­მწი­ფოს და­მეხ­მა­როს. ერ­თა­დერ­თი ჩემი სა­არ­სე­ბო წყა­რო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის დახ­მა­რე­ბაა. ამ­ხე­ლა თან­ხის გა­დახ­დას ვერ შევ­ძლებ", - აღ­ნიშ­ნა ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ბედი ეწე­ვა ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ვა­გონს, ან რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის გა­დახ­დას. მა­რი­ამ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბას სთხოვს და იმე­დი აქვს, რომ ისევ ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩე­ბა.

თეა ბი­თა­ძე, Ambebi.ge

ქალი, რომელიც ავადმყოფ შვილთან ერთად მატარებლის დამპალ ვაგონში ცხოვრობს, მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა

ქალი, რომელიც ავადმყოფ შვილთან ერთად მატარებლის დამპალ ვაგონში ცხოვრობს, მერიამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი, რომელიც ალექსეევკის დასახლებაში მატარებლის ვაგონში ცხოვრობს, სახელმწიფომ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

მარიამ ყარმაზანაშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში თავშესაფრის გარეშე ცხოვრობდა და ნათესავებმა მას მატარებლის დამპალი ვაგონი აჩუქეს.

"ვაგონს ძირი სულ გამომპალი ჰქონდა, მე და ჩემმა 22 წლის ბიჭმა ხისგან გავუკეთეთ იატაკი და ვცხოვრობთ ვაგონში, რომელსაც ფანჯრებიც კი არ აქვს. ზამთრის დადგომა განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, რადგან გათბობის საშუალება არ გვაქვს. ჩვენთან ახლოს მაღაზიაა, იქ მუყაოს ყუთებს გვინახავენ, იმას ვანთებთ და ცოტას ვთბებით. დახმარებისთვის მივმართე ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს, რომლებიც ვერ დამეხმარნენ", - აცხადებს ყარმაზანაშვილი.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მას არ აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი. რაც შეეხება მის 22 წლის ვაჟს, იგი მძიმედაა ავად და მუშაობა არ შეუძლია.

"დილას, როდესაც ვიღვიძებთ გაყინულები, სასმელ წყალში დამხრჩვალი თაგვები მხვდებიან. ჩვენი გაკეთებული ფიცრული იატაკიდან დიდი ობობები და ვირთხები ამოდიან. ფაქტობრივად ქუჩაში ვცხოვრობ, მაგრამ ვაგონში ცხოვრებას ერთი პლუსი აქვს, რომ თავზე არ გვაწვიმს", - განაცხადა მარიამ ყარმაზანაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მასთან მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, უნებართვოდ განთავსებული ფიცრული ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვეს და ათი ათასი ლარით დააჯარიმეს.

"მე ამ თანხის გადახდა არ შემიძლია, არ ვიცი რა უნდა ვქნა, თუ ჩემს თავშესაფარს დავანგრევ, ისევ ქუჩაში აღმოვჩნდები. ვთხოვ, სახელმწიფოს დამეხმაროს. ერთადერთი ჩემი საარსებო წყარო სოციალურად დაუცველის დახმარებაა. ამხელა თანხის გადახდას ვერ შევძლებ", - აღნიშნა ყარმაზანაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ყარმაზანაშვილების საცხოვრებელ ვაგონს, ან როგორ მოახერხებენ დაკისრებული ჯარიმის გადახდას. მარიამ ყარმაზანაშვილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და იმედი აქვს, რომ ისევ ქუჩაში არ დარჩება.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია