პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთისა და ხობის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფოთისა და ხობის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქია წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქია, ფო­თის ნავ­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ამ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2012 წლის 18 იან­ვარს, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის სამ­დივ­ნოს გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი იყო იმ საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც ემუქ­რე­ბა ფო­თის ნავ­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ას. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ IPM ტერ­მი­ნა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი აქვს ნავ­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე-12 ნავ­მი­სად­გომ­თან ახა­ლი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა. წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და მისი დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა აშენ­და 1999 წელს. ეს გახ­ლავთ სამ­რევ­ლო ტა­ძა­რი, ნავ­სად­გუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გეგ­მა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი ტა­ძარ­თან მი­სას­ვლე­ლი გზის გა­და­კეტ­ვას გუ­ლის­ხმობს და შე­უძ­ლე­ბელს ხდის მრევ­ლის­თვის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ეპარ­ქი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის ტა­ძარ­ში მოხ­ვედ­რას, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იწ­ვევს პრო­ტეს­ტის გან­ცდას. რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტა­ძარ­ში ლოც­ვის, ნათ­ლო­ბის, ქორ­წი­ნე­ბის მსურ­ვე­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი ვი­ზი­ტო­რი და­კავ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვის მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რით? ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი რამ არის! იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბა და და­ცუ­ლი იქ­ნას მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, რათა ეკ­ლე­სი­ას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა - შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­აგ­რძე­ლოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, სა­ჭი­როა ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ა­სა და კორ­პო­რა­ცია ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურს შო­რის გა­ფორმ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

1. წმი­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია და მისი დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის და­დე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რე­ბას და მის სი­ახ­ლო­ვეს და­უშ­ვე­ბე­ლად მიგ­ვაჩ­ნია ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და მის უსაფრ­თხო­ე­ბას ან შე­ა­ჩე­რებ­და მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

2. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ეკ­ლე­სი­ა­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­სა და მრევლს უნდა ჰქონ­დეს ტა­ძარ­თან და­უბ­რკო­ლებ­ლად და უსაფრ­თხოდ მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

3. და­უშ­ვებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ტა­ძარ­ში მის­ვლის მსურ­ველ­თათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვის და­წე­სე­ბა, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად იქ­ნე­ბო­და ტაძ­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა.

4. ტა­ძარ­ში მიმ­სვლელ­თათ­ვის უნდა შე­იქ­მნას უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს მი­სას­ვლე­ლი გზის გა­მი­ჯვნას ნავ­სად­გუ­რის სა­რე­ჟი­მო ტე­რი­ტო­რი­ის­გან.

5. მე­ო­თხე პუნ­ქტის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად მიგ­ვაჩ­ნია ეს­ტა­კა­დის (ზე­მო­დან გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის) მო­წყო­ბა, რომ­ლის პრო­ექ­ტიც უნდა შე­თან­ხმდეს ეკ­ლე­სი­ას­თან, რათა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ის, რომ მრევ­ლში არი­ან მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბიც, ინ­ვა­ლი­დე­ბიც, რო­მელ­თათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო.

6. მე-12 ნავ­მი­სად­გო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა და­ი­წყოს მხო­ლოდ მას შემ­დგომ, რაც ტა­ძარ­თან მი­სას­ვლე­ლი გზა გა­ი­მიჯ­ნე­ბა სა­რე­ჟი­მო ზო­ნი­დან, ან მო­ე­წყო­ბა ხიდი იმ პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­ზე­დაც ზე­მოთ (მე-5 პუნ­ქტში) არის აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ IPM ტერ­მი­ნა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა პა­ტივს მი­ა­გებს იმ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ა­სა და ცხოვ­რე­ბის წესს, სა­დაც ახორ­ცი­ე­ლებს სა­კუ­თარ კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ გან­ვლი­ლი ორი წლის უშე­დე­გო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფო­თის ნავ­სად­გუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დღეს მა­ინც შეძ­ლებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ტაძ­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის გა­და­კეტ­ვა და მით უფრო - მისი ხელ­ყო­ფის აზ­რად გავ­ლე­ბაც", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფოთისა და ხობის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფოთისა და ხობის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფოთისა და ხობის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფოთისა და ხობის ეპარქია, ფოთის ნავსადგურის მიმდებარედ არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საკითხთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 18 იანვარს, ინტერნეტში გავრცელდა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ფოთის ნავსადგურის მიმდებარედ არსებულ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას. დღეის მდგომარეობით ცნობილი გახდა, რომ IPM ტერმინალის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ნავსადგურის ტერიტორიაზე მე-12 ნავმისადგომთან ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის დაწყება. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობა აშენდა 1999 წელს. ეს გახლავთ სამრევლო ტაძარი, ნავსადგურის ხელმძღვანელობის გეგმა და მისი განხორციელების სამშენებლო პროექტი ტაძართან მისასვლელი გზის გადაკეტვას გულისხმობს და შეუძლებელს ხდის მრევლისთვის, სასულიერო პირებისა და ეპარქიის თანამშრომლებისათვის ტაძარში მოხვედრას, რაც ყოვლად დაუშვებელია და მორწმუნე ადამიანებში იწვევს პროტესტის განცდას. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ტაძარში ლოცვის, ნათლობის, ქორწინების მსურველი ან ნებისმიერი ვიზიტორი დაკავდეს სპეციალური საშვის მიღების პროცედურით? ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის! იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი უსიამოვნება და დაცული იქნას მორწმუნე ადამიანების უფლებები, ასევე, რათა ეკლესიას მიეცეს საშუალება - შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში, საჭიროა ფოთისა და ხობის ეპარქიასა და კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

1. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობა, საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკუთრებას და მის სიახლოვეს დაუშვებელად მიგვაჩნია ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის უსაფრთხოებას ან შეაჩერებდა მის ფუნქციონირებას.

2. სასულიერო პირებს, ეკლესიაში დასაქმებულ ადამიანებსა და მრევლს უნდა ჰქონდეს ტაძართან დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მისვლის საშუალება.

3. დაუშვებლად მიგვაჩნია ტაძარში მისვლის მსურველთათვის სპეციალური საშვის დაწესება, რაც პრაქტიკულად იქნებოდა ტაძრის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.

4. ტაძარში მიმსვლელთათვის უნდა შეიქმნას უსაფრთხო გადაადგილების პირობები, რაც გულისხმობს მისასვლელი გზის გამიჯვნას ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიისგან.

5. მეოთხე პუნქტის ალტერნატივად მიგვაჩნია ესტაკადის (ზემოდან გადასასვლელი ხიდის) მოწყობა, რომლის პროექტიც უნდა შეთანხმდეს ეკლესიასთან, რათა გათვალისწინებული იქნას ის, რომ მრევლში არიან მოხუცებულებიც, ინვალიდებიც, რომელთათვის განსაკუთრებით ხელშემწყობი პირობებია საჭირო.

6. მე-12 ნავმისადგომის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდგომ, რაც ტაძართან მისასვლელი გზა გაიმიჯნება სარეჟიმო ზონიდან, ან მოეწყობა ხიდი იმ პირობების გათვალისწინებით, რაზედაც ზემოთ (მე-5 პუნქტში) არის აღნიშნული.

ვიმედოვნებთ, რომ IPM ტერმინალის ხელმძღვანელობა პატივს მიაგებს იმ ქვეყნის მოსახლეობის კულტურას, ტრადიციასა და ცხოვრების წესს, სადაც ახორციელებს საკუთარ კომერციულ საქმიანობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ განვლილი ორი წლის უშედეგო მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობა დღეს მაინც შეძლებს იმის გაცნობიერებას, რომ არ შეიძლება ტაძრისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და მით უფრო - მისი ხელყოფის აზრად გავლებაც", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა