სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეამაყება, რომ ვარ, ანრის და" - როგორ გარდაქმნის მაგდა ჯოხაძე "ერთი ერთში" კონკურსანტებს
"მეამაყება, რომ ვარ, ანრის და" - როგორ გარდაქმნის მაგდა ჯოხაძე "ერთი ერთში" კონკურსანტებს

მაგ­და ჯო­ხა­ძე უკვე წლე­ბია ვო­კა­ლის პე­და­გო­გია. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, მის არა­ერთ ნა­მო­წა­ფარს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­უღ­წე­ვია, რი­თაც ის ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რია. ამი­ტომ, პრო­ფე­სია, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. მაგ­დას ბოლო დროს ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­უჩ­ნდა, - ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ზე პრო­ექ­ტში "ერთი ერ­თში" მუ­შა­ობს, კონ­კურ­სან­ტე­ბის ვო­კა­ლის პე­და­გო­გია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის მომ­ღე­რალ ანრი ჯო­ხა­ძის უფ­რო­სი დაა. მოკ­ლედ, შო­უ­ში ორი ჯო­ხა­ძე - მაგ­და და ან­რია ჩარ­თუ­ლი და არც ერთი აკ­ლებს მონ­დო­მე­ბას, რომ პრო­ექ­ტი რე­ი­ტინ­გუ­ლი იყოს.

- მაგ­და, რო­გორ მოხ­ვდი პრო­ექ­ტში "ერთი ერ­თში"?

- პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რის­გან, გვან­ცა კი­ლა­სო­ნი­ას­გან შე­ვი­ტყვე და თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც მან შე­მომ­თა­ვა­ზა.

- რო­გორც გა­ირ­კვა, კონ­კურ­სან­ტე­ბის ვო­კა­ლის პე­და­გო­გი ხარ. რთუ­ლია?

- მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და იმ­დე­ნად აზარ­ტუ­ლი ვარ, ვერც კი ვგრძნობ სირ­თუ­ლე­ებს...

- გარ­და იმი­სა, რომ მათ ნომ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი, შენ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ მათ­თვის სიმ­ღე­რე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­შიც?

- სიმ­ღე­რებს მუ­სი­კა­ლურ რე­დაქ­ტორ­თან, გვან­ცა კი­ლა­სო­ნი­ას­თან და შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თად ვარ­ჩევთ...

- ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, არა?

- შრო­მა­ტე­ვა­დია, რად­გან პრო­ექ­ტში და­უშ­ვე­ბე­ლია იმპრო­ვი­ზა­ცია. შეს­რუ­ლე­ბა მე­ლო­დი­ის სი­ზუს­ტე­სა და ტემ­ბრა­ლურ მიმსგავ­სე­ბას მო­ი­თხოვს. გარ­და ამი­სა, სწო­რად უნდა მი­აგ­ნონ მომ­ღერ­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რა, სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბა, მი­მი­კა...

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც პე­და­გო­გო­ბით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი და რა ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ობ­დი და მუ­შა­ობ?

- მაქვს პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის 16 წლის სტა­ჟი. დღემ­დე ვმუ­შა­ობ, რო­გორც ბავ­შვებ­თან, ასე­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან და ჩემ­ზე უფ­რო­სებ­თა­ნაც კი. თუ ტრა­ბახ­ში არ ჩა­მო­მარ­თმევთ, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მყავს აღ­ზრდი­ლი...

- "ერთი ერ­თში" საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მომ­ღერ­ლე­ბის ჯგუ­ფია შეკ­რე­ბი­ლი. თი­თო­ე­ულს ალ­ბათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, არა?

- თი­თო­ე­უ­ლი სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნია და თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მაგ­რამ ამ შემ­თხვა­ში, სხვა რა­მეს­თან გვაქვს საქ­მე, - მათ­თვის ის პე­და­გო­გი ვარ, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, ვო­კა­ლუ­რად რო­გორ და­ემ­სგავ­სონ იმ მომ­ღე­რალს, რო­მელ­საც ასა­ხი­ე­რე­ბენ.

- იმ სა­ო­ცარ ჯგუფ­ში არის შენი ნი­ჭი­ე­რი და არა­ო­დი­ნა­რუ­ლი ძმა, ანრი ჯო­ხა­ძე. რას ნიშ­ნავს შენ­თვის მას­თან მუ­შა­ო­ბა. გე­მორ­ჩი­ლე­ბა? ად­ვი­ლად იღებს შენს მი­თი­თე­ბებს თუ მას არც სჭირ­დე­ბა ეს?

- რო­გორ არ სჭირ­დე­ბა, მან კარ­გად იცის, მე­ო­რე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ყური რას ნიშ­ნავს, ამ­დე­ნად, შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მისი რომლი ნო­მე­რი მო­გე­წო­ნა და რო­მე­ლი­მე თუ და­უ­წუ­ნე?

- ამ პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან ერ­თად გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ ძმის შე­ფა­სე­ბის­გან. ანრი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ შოუს დგამს შო­უ­ში...

- რო­გო­რია, იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი და სკან­და­ლუ­რი მომ­ღერ­ლის და?

- მე­ა­მა­ყე­ბა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გრძნო­ბაა, იყო ასე­თი უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნის და...

- ზო­გა­დად რას გვე­ტყვი პრო­ექ­ტზე, რო­მელ­შიც მუ­შა­ობ? ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბი მოგ­წონს? ობი­ექ­ტუ­რად აფა­სე­ბენ თუ მი­კერ­ძო­ე­ბას აქვს ად­გი­ლი?

- ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა არის ჟი­უ­რის პი­რა­დი აზრი ამა თუ იმ მომ­ღე­რალ­ზე და არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის. მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, თა­ვი­სი სიმ­პა­თია ამა თუ იმ მომ­ღერ­ლის მი­მართ, ესე­მეს-ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­ფიქ­სი­როს, რაც ქუ­ლებ­ზე, ანუ სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე აი­სა­ხე­ბა...

- სა­ბო­ლო­ოდ რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა შოუ, რა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია?

- წი­ნას­წარ რა­მის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ პრო­ექტს აქვს ერთი პლუ­სი, - სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის არის თი­თო­ე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი და რო­გო­რი გარ­და­სახ­ვის უნა­რი აქვს.

- მოდი, შენს მე­ო­რე ძმა­ზეც გვი­თხა­რი რამე, რად­გა­ნაც ძმებ­მა - ან­რიმ და ომარ­მა კლი­პი გა­და­ი­ღეს. ეს მათი სა­ო­ცა­რი ძმო­ბი­სა და დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბის დას­ტუ­რია. რო­გორ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ნა­მუ­შე­ვარს რო­გორ შე­უ­ფა­სებ?

- ომარ ჯო­ხა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვო­კა­ლის­ტია - ლი­რი­კო-დრა­მა­ტუ­ლი ტე­ნო­რი გახ­ლავთ. ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს იტა­ლი­ა­ში, ჰყავს მე­უღ­ლე (სოპ­რა­ნო) ნინო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ქალ-ვაჟი - ნი­კო­ლა და ანა-მა­რია. მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის დროს, ან­რიმ შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა, ძმებს ჩა­ე­წე­რათ ეთერ ჭე­ლი­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სიმ­ღე­რა - "თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი". ომა­რი მო­ი­ხიბ­ლა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ კომ­პო­ზი­ტო­რის თხოვ­ნით, ამ ნა­მუ­შევ­რის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბრწყინ­ვა­ლე მომ­ღე­რა­ლი - ალე­კო ხო­მე­რი­კი გახ­ლდათ; სახე გა­ე­ბად­რა და და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნია, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­საც შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ის.

ამ ბოლო დროს პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით",ქუ­ლებ­ში" ვარ გა­დაჭ­რი­ლი და ამ სა­ო­ცარ ნა­მუ­შე­ვარს, ჩემს ორ უნი­ჭი­ე­რეს ძმას უმაღ­ლე­სი ქუ­ლით ვუ­ფა­სებ. პი­რა­დად მე ამ კლიპს ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ვუ­ყუ­რებ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"მეამაყება, რომ ვარ, ანრის და" - როგორ გარდაქმნის მაგდა ჯოხაძე "ერთი ერთში" კონკურსანტებს

"მეამაყება, რომ ვარ, ანრის და" - როგორ გარდაქმნის მაგდა ჯოხაძე "ერთი ერთში" კონკურსანტებს

მაგდა ჯოხაძე უკვე წლებია ვოკალის პედაგოგია. როგორც აღნიშნავს, მის არაერთ ნამოწაფარს საერთაშორისო კონკურსზე წარმატებისთვის მიუღწევია, რითაც ის ამაყი და ბედნიერია. ამიტომ, პროფესია, რომელსაც ემსახურება, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მაგდას ბოლო დროს ახალი სამსახური გამოუჩნდა, - ტელეკომპანია GDS-ზე პროექტში "ერთი ერთში" მუშაობს, კონკურსანტების ვოკალის პედაგოგია.

აღსანიშნავია, რომ ის მომღერალ ანრი ჯოხაძის უფროსი დაა. მოკლედ, შოუში ორი ჯოხაძე - მაგდა და ანრია ჩართული და არც ერთი აკლებს მონდომებას, რომ პროექტი რეიტინგული იყოს.

- მაგდა, როგორ მოხვდი პროექტში "ერთი ერთში"?

- პროექტის შესახებ ტელევიზიის მუსიკალური რედაქტორისგან, გვანცა კილასონიასგან შევიტყვე და თანამშრომლობაც მან შემომთავაზა.

- როგორც გაირკვა, კონკურსანტების ვოკალის პედაგოგი ხარ. რთულია?

- მიყვარს ჩემი პროფესია და იმდენად აზარტული ვარ, ვერც კი ვგრძნობ სირთულეებს...

- გარდა იმისა, რომ მათ ნომრების მომზადებაში ეხმარები, შენვე მონაწილეობ მათთვის სიმღერების შერჩევის პროცესშიც?

- სიმღერებს მუსიკალურ რედაქტორთან, გვანცა კილასონიასთან და შემსრულებელთან ერთად ვარჩევთ...

- ალბათ, ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, არა?

- შრომატევადია, რადგან პროექტში დაუშვებელია იმპროვიზაცია. შესრულება მელოდიის სიზუსტესა და ტემბრალურ მიმსგავსებას მოითხოვს. გარდა ამისა, სწორად უნდა მიაგნონ მომღერლის დამახასიათებელი მანერა, სასცენო მოძრაობა, მიმიკა...

- რამდენი წელია, რაც პედაგოგობით ხარ დაკავებული და რა ასაკის ადამიანებთან მუშაობდი და მუშაობ?

- მაქვს პედაგოგიური საქმიანობის 16 წლის სტაჟი. დღემდე ვმუშაობ, როგორც ბავშვებთან, ასევე აბიტურიენტებთან და ჩემზე უფროსებთანაც კი. თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მყავს აღზრდილი...

- "ერთი ერთში" საკმაოდ საინტერესო მომღერლების ჯგუფია შეკრებილი. თითოეულს ალბათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, არა?

- თითოეული საოცრად კარგი ადამიანია და თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ ამ შემთხვაში, სხვა რამესთან გვაქვს საქმე, - მათთვის ის პედაგოგი ვარ, რომელიც მიუთითებს, ვოკალურად როგორ დაემსგავსონ იმ მომღერალს, რომელსაც ასახიერებენ.

- იმ საოცარ ჯგუფში არის შენი ნიჭიერი და არაოდინარული ძმა, ანრი ჯოხაძე. რას ნიშნავს შენთვის მასთან მუშაობა. გემორჩილება? ადვილად იღებს შენს მითითებებს თუ მას არც სჭირდება ეს?

- როგორ არ სჭირდება, მან კარგად იცის, მეორე პროფესიონალის ყური რას ნიშნავს, ამდენად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ.

- განსაკუთრებულად მისი რომლი ნომერი მოგეწონა და რომელიმე თუ დაუწუნე?

- ამ პროექტიდან გამომდინარე, რადგან ერთად გვიწევს მუშაობა, ყოველთვის თავს ვიკავებ ძმის შეფასებისგან. ანრი არის ადამიანი, რომელიც საოცარ შოუს დგამს შოუში...

- როგორია, იყო პოპულარული და სკანდალური მომღერლის და?

- მეამაყება და არაჩვეულებრივი გრძნობაა, იყო ასეთი უნიჭიერესი ადამიანის და...

- ზოგადად რას გვეტყვი პროექტზე, რომელშიც მუშაობ? ჟიურის შეფასებები მოგწონს? ობიექტურად აფასებენ თუ მიკერძოებას აქვს ადგილი?

- ჟიურის შეფასება არის ჟიურის პირადი აზრი ამა თუ იმ მომღერალზე და არა საზოგადოების. მაყურებელს საშუალება აქვს, თავისი სიმპათია ამა თუ იმ მომღერლის მიმართ, ესემეს-ის საშუალებით დააფიქსიროს, რაც ქულებზე, ანუ საბოლოო შედეგებზე აისახება...

- საბოლოოდ რა შედეგით დასრულდება შოუ, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლია?

- წინასწარ რამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ პროექტს აქვს ერთი პლუსი, - საზოგადოება დაინახავს, რა შესაძლებლობების არის თითოეული მომღერალი და როგორი გარდასახვის უნარი აქვს.

- მოდი, შენს მეორე ძმაზეც გვითხარი რამე, რადგანაც ძმებმა - ანრიმ და ომარმა კლიპი გადაიღეს. ეს მათი საოცარი ძმობისა და დედმამიშვილობის დასტურია. როგორ პროფესიონალი, ნამუშევარს როგორ შეუფასებ?

- ომარ ჯოხაძე პროფესიონალი ვოკალისტია - ლირიკო-დრამატული ტენორი გახლავთ. ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, ჰყავს მეუღლე (სოპრანო) ნინო გოგიჩაიშვილი და ქალ-ვაჟი - ნიკოლა და ანა-მარია. მათი საქართველოში სტუმრობის დროს, ანრიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და დაჟინებით მოითხოვა, ძმებს ჩაეწერათ ეთერ ჭელიძის არაჩვეულებრივი სიმღერა - ,,თბილისის ქუჩები". ომარი მოიხიბლა იმ ინფორმაციით, რომ კომპოზიტორის თხოვნით, ამ ნამუშევრის პირველი შემსრულებელი ბრწყინვალე მომღერალი - ალეკო ხომერიკი გახლდათ; სახე გაებადრა და დასაშვებად მიიჩნია, საოპერო მომღერალსაც შეესრულებინა ის.

ამ ბოლო დროს პროექტის წყალობით, ,,ქულებში" ვარ გადაჭრილი და ამ საოცარ ნამუშევარს, ჩემს ორ უნიჭიერეს ძმას უმაღლესი ქულით ვუფასებ. პირადად მე ამ კლიპს ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება