საპატრიარქოს კლინიკაში დედამ და შვილმა ერთდროულად იმშობიარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს, გამთენიისას 44 წლის ქალბატონმა მეხუთედ იმშობიარა და ფიზიოლოგიური გზით ვაჟი, ალექსანდრე გააჩინა, რომლის წონა 4.200 გრამია.
დედასთან ერთად 24 წლის შვილსაც მოუწია მშობიარობის პერიოდი და მან საკეისრო კვეთით პირველი შვილი - თამარი გააჩინა, რომლის წონა 3.700 გრამია.
როგორც კლინიკის ექიმები აცხადებენ, დედისა და შვილის ერთდროულად მშობიარობა იშვიათი მოვლენაა და მსგავსი დამთხვევები შესაძლოა, 10 წელიწადში ერთხელ დაფიქსირდეს.