ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ მენცელმა საინტერესო და უჩვეულო მისიით 46 ქვეყანაში იმოგზაურა. მან ადგილობრივ ოჯახებს სთხოვა, ეჩვენებინათ მისთვის 1 კვირის სამყოფი რაციონი და მისი ღირებულებაც გაემხილათ. მენცელმა ამ ფოტო-პროექტისთვის შემოსავლების, ბავშვების რაოდენობის და ცხოვრების სტილის მიხედვით საშუალო სტატისტიკური ოჯახები შეარჩია. ფოტოგრაფმა პროექტს "მშიერი მსოფლიო" უწოდა.
ეს მელანდერების ოჯახია გერმანიიდან. ოთხსულიანი ოჯახის 1 კვირის რაციონმა 375.39 ევრო შეადგინა. ეს დაახლოებით 500 დოლარია. ოჯახის საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი ხახვით, ბეკონით ან ქაშაყით, შემწვარი ატრია კვერცხითა და ყველით, პიცა, ვანილის პუდინგი. ფოტოზე ჩანს, უპირატესობას ანიჭებენ ხორცს და ხორცპროდუქტებს, პურს, ბოსტნეულს, ინდუსტრიულ უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებს.
ეს ლუქსემბურგის ქალაქ ერპელდანგედან კუტენ-კასესების ოჯახია. მათი ოთსულიანი ოჯახის კვირის რაციონი 347.64 ევრო დაჯდა (დაახლ. 465.84 $) . ოჯახის საყვარელი კერძი კრევეტებიანი პიცა, თურქული ქაბაბი და ღვინოში მომზადებული ქათამია. ფოტოზე ჩანს, რომ ძირითადად მოიხმარენ პურეულს, ხილს, პიცას, ალკოჰოლურ სასმელებს.
ლემონების 4 სულიანი ოჯახი ქალაქ მონტრედან, საფრანგეთიდან, ყოველ კვირას საკვებზე 315.17 ევროს ხარჯავს (419.95$) . ოჯახის საყვარელი კერძია პასტა კარბონარა, გარგრის ღვეზელები, ტაილანდური კერძები. ფოტოს მიხედვით, მათ რაციონში ნახევარფაბრიკატები და მზა საკვები სჭარბობს, ხილი კი შედარებით მცირე რაოდენობითაა.
ამ ფოტოზე ბრაუნების ოჯახია ავსტრალიის ქალაქ რივიერ-ვიუდან. 1 კვირის სამყოფი საკვები მათ 7 სულიან ოჯახს 481.14 ავსტრალიური დოლარი უჯდებათ (376.45$). მათი საყვარელი საჭმელი ავსტრალიური ატამი, ღვეზელები და იოგურტია. ფოტოზე ჩანს, რომ უპირატესობას ანიჭებენ ხორცს, ხილს, მაღაზიის სასმელებს და რაფინირებულ პროდუქტებს.
მელანსონების ოჯახი კანადის არქტიკული ნაწილიდან, იკალუიტიდანაა. მათი 5 საულიანი ოჯახის რაციონმა 345 დოლარი შეადგინა. მათი საყვარელი საჭმელია მარტოკბილასა (ზღვის ცხოველი) და თეთრი დათვის ხორცი, ყველიანი პიცა და საზამთრო. ფოტოს მიხედვით, ისინი მოიხმარენ ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და ინდუსტრიულ საკვებს.
ეს რევისების ოჯახია ჩრდილო კაროლინიდან, აშშ-დან. 4 ადამიანისთვის სამყოფ 1 კვირის მარაგში მათ 341.98$ გადაიხადეს. მათი საყვარელი საჭმელია სპაგეტი, კარტოფილი, ქათამი კუნჟუტით. ფოტოზე ჩანს, რომ დიდი რაოდენობით მოიხმარენ ჩიპსებს, რაფინირებულ პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ხორცს და ხორცის მზა პროდუქტებს, მაღაზიის სასმელებს.