კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყველას თვალწინ
მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყველას თვალწინ

პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ინ­ტერ­სეს იწ­ვევს. გთა­ვა­ზობთ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბის, კან­ცლე­რე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა

ბა­რაკ ობა­მა მი­შელ რო­ბინ­სონს 1989 წლის ივ­ნის­ში შეხ­ვდა, მა­შინ იგი ჩი­კა­გო­ში ოფის Sidley Austin-ში ად­ვო­კა­ტად მუ­შა­ობ­და. თა­ვი­დან მი­შე­ლი ბა­რაკს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და, მაგ­რამ ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს მათ შეხ­ვედ­რა და­ი­წყეს. ისი­ნი 1991 წელს და­ი­ნიშ­ნენ და 1992 წელს და­ქორ­წინ­დნენ.

ობა­მე­ბის პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­ლია 1998 წელს და­ი­ბა­და, მე­ო­რე- ნა­ტა­შა 2001 წელს.

რო­დე­საც წყვი­ლი ჩი­კა­გო­ში ცხოვ­რობ­და, გო­გო­ნე­ბი ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მდე­ბა­რე კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც ბა­რაკ ობა­მა აშშ-ის კონ­გრეს­ში აირ­ჩი­ეს და ოჯა­ხი ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლად Sidwell Friends-ში გა­და­ვიდ­ნენ.

სკო­ლა პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის მუდ­მი­ვად იქ ყოფ­ნით არ წუხ­დე­ბა, რაც ჩი­კა­გო­ში, კენ­ვუ­დის რა­ი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე არ ით­ქმის, სა­დაც საპ­რე­ზი­დენ­ტო წყვი­ლის სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ისი­ნი იქ მი­დი­ან, მთე­ლი კვარ­ტა­ლი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა, რაც პრე­ზი­დენ­ტის მე­ზობ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას არ­თუ­ლებს.

ობა­მას ნა­ხე­ვარ­და მაია სო­ე­ტო­რო-ენგი ჰყავს, რო­მე­ლიც დე­დას მე­ო­რე ინ­დო­ნე­ზი­ე­ლი მე­უღ­ლის­გან გა­უჩ­ნდა. პრე­ზი­დენტს ასე­ვე კე­ნი­ე­ლი მა­მის­გან ექ­ვსი ნა­ხე­ვარძმა ჰყავს.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­უღ­ლე­სა და ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტებს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე კი­თხვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით პა­სუ­ხობს.

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ვიდ კე­მე­რო­ნი

დე­დივ კე­მე­რონ­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სა­მან­ტა გვენ­დო­ლინ შე­ფილ­დი დის, კლე­რის წყა­ლო­ბით გა­იც­ნო, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბი­სას კლერ­მა სა­მან­ტა იტა­ლი­ა­ში, ტოს­კა­ნა­ზე კე­მე­რონ­თან ერ­თად არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად და­პა­ტი­ჟა. წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ იქ და­ი­წყო. ისი­ნი 1996 წელს კემ­ბრი­ჯში და­ქორ­წინ­დნენ. ხუთ წე­ლი­წად­ში კე­მე­რო­ნი პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩი­ეს.

წყვილს ოთხი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. პირ­ველს, აი­ვან რე­ჯი­ნალ­და იე­ნას ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა და ეპი­ლეფ­სი­ის მძი­მე ფორ­მა ჰქონ­და და გა­მუდ­მე­ბულ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ვიდ კე­მე­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც ვა­ჟის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ექი­მებ­მა მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ უამ­ბეს, დარ­ტყმა იგ­რძნო, ისე­თი თით­ქოს სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­მა გა­და­უ­ა­რა. "თა­ვი­დან დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბი, ოც­ნე­ბა­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის არ­სე­ბულ სხვა­ო­ბას მის­ტი­რი, მაგ­რამ ეს გა­დის, რად­გან ბავ­შვი უბ­რა­ლოდ შე­სა­ნიშ­ნა­ვია",- გა­ამ­ხი­ლა კე­მე­რონ­მა.

2009 წლს აი­ვა­ნი 6 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კე­მე­რონს კი­დევ ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მე­ო­რე ვა­ჟის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ დე­ვიდ კე­მე­რონ­მა ახალ­შო­ბი­ლის მო­სავ­ლე­ლად დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შვი­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სკო­ლა­ში და­დი­ან.

2010 წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მას, 77 წლის იან კე­მე­რონს, საფ­რან­გეთ­ში დას­ვე­ნე­ბი­სას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა. მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამ დღეს და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სია გა­და­დო და სას­წრა­ფოდ საფ­რან­გეთ­ში გაფ­რინ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრი­ტა­ნე­თის ლი­დე­რის კან­ცე­ლა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, იან კე­მე­რო­ნი ვა­ჟის მის­ვლი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

პრე­მი­ე­რის მამა ერთი კვი­რის მერე და­ა­საფ­ლა­ვეს, დე­ვიდ კე­მე­რონ­მა ლონ­დონ­ში რო­მის პა­პის გა­მოს­ვლა გა­მო­ტო­ვა.

ის­რა­ე­ლის პრე­მირ-მი­ნის­ტრი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ

ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის მშფოთ­ვა­რე და სა­ჯა­რო იყო.

ნე­თა­ნი­აჰუს პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მი­რი­ამ ვე­იც­მა­ნი იყო, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დროს გა­იც­ნო. ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისი­ნი აშშ-ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავრნენ, სა­დაც და­ქორ­წინ­დნენ. 1978 წელს, რო­დე­საც მი­რი­ა­მი ბავ­შვს ელო­დე­ბო­და, მისი მე­უღ­ლე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ბრი­ტა­ნელ ფლერ კე­იტსს შეხ­ვდა, მათ რო­მა­ნი გა­ა­ბეს. მი­რი­ამ­მა მალე ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო და მათი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და.

1981 წელს ნე­თა­ნი­აჰუფლერ კე­იტსზე და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ეს ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ სამი წელი გაგ­რძელ­და.

1991 წელს ნე­თა­ნი­აჰუ მე­სა­მედ ბორტგამ­ცი­ლე­ბელ სარა ბენ-არ­ცი­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კი-თელ-ავი­ვის რე­ის­ზე თვითმფრი­ნავ­ში გა­იც­ნო. მათ ორი ვაჟი - ია­ი­რი (ის­რა­ე­ლის ჯარ­ში კაპ­ლა­რად მსა­ხუ­რობს) და ავ­ნე­რი (ბიბ­ლი­ის შეს­წავ­ლა­ში ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნი) შე­ე­ძი­ნათ.

1993 წელს ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ რუტ ბარ­თან რო­მა­ნი ჰქონ­და. სარა ნე­თა­ნი­აჰუმ მას აპა­ტია.

სარა ნე­თა­ნი­აჰუს ყო­ფილ­მა მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა არა­ერ­თხელ უჩივ­ლეს. ისი­ნი მას სი­სას­ტი­კე­ში და ხელ­ფა­სის და­კა­ვე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბას არ მა­ლავს, მაგ­რამ არც გან­სა­კუთ­რე­ბულ აფი­ში­რე­ბას ეწე­ვა.

გვა­რი მერ­კე­ლი მან მისი პირ­ვე­ლი ქმრის­გან ულ­რიხ მერ­კე­ლის­გან და­ი­ტო­ვა. იგი 1977-1982 წლებ­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე იო­ა­ჰიმ ზა­უ­ე­რი მან 1981 წელს გა­იც­ნო, მაგ­რამ წყვი­ლი მხო­ლოდ 1998-ში და­ქორ­წინ­და.

ან­გე­ლა მერ­კელს შვი­ლე­ბი არ ჰყავს, ხოლო იო­ა­ჰიმ ზა­უ­ერს წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ზრდას­რუ­ლი ვაჟი ჰყავს. ზა­უ­ე­რი პრო­ფე­სი­ით კვან­ტუ­რი ქი­მი­კო­სია. არ უყ­ვარს პრე­სის ყუ­რა­დღბა, მაგ­რამ მას არც ემა­ლე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ან­გე­ლა მერ­კელს ძაღ­ლე­ბი დი­დად არ უყ­ვარს, სა­მა­გი­ე­როდ ფეხ­ბურ­თი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ხან­და­ხან ბუნ­დეს­ტაგ­ში მატ­ჩე­ბის ტრანსლა­ცი­ას უყუ­რებს.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი

ფრან­სუა ოლან­დი 30 წელ­ზე მეტ ხანს სე­გო­ლენ რუ­ა­ი­ალ­თან ერ­თად სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც რო­გორც ფრან­სუა, საფ­რან­გე­თის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია. მათ ოთხი შვი­ლი ჰყავთ.

2007 წელს ერთი თვის შემ­დეგ, რაც სე­გო­ლენ რუ­ა­ი­ალ­მა ნი­კო­ლა სარ­კო­ზის­თან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო, მან და ოლან­დმა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შორ­დე­ბოდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­იტ­ზე გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფრან­სუა ოლან­დს ახა­ლი მე­გო­ბა­რი ქალი - ჟურ­ნა­ლის­ტი ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი ჰყავს. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას საფ­რან­გეთ­ში ჭო­რე­ბი მოჰ­ყვა. რად­გან იქ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გან­ხილ­ვა მი­ღე­ბუ­ლი არაა. მაგ­რამ მალე თა­ვად ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა ოლანდთან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა.

2008 წელს ფრან­სუა ოლან­დმა და სე­გო­ლენ რუ­ა­ი­ალ­მა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის პოსტზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რე­ბი წა­რად­გი­ნეს. ოლან­დმა გა­ი­მარ­ჯვა.

2012 წელს ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლერს Twitter-ში უხერ­ხუ­ლი გან­ცხა­დე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია, რო­მელ­საც ფრან­გულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ ვა­ლე­რიმ მისი საყ­ვარ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოპო­ნენტს - ოლი­ვე ფა­ლორ­ნის სა­ჯა­როდ და­უ­ჭი­რა მხა­რი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად გა­ი­მარ­ჯვა. "ეს შეც­დო­მა იყო, რო­მელ­საც ვნა­ნობ. ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა ფრან­გულ გა­ზეთ Ouest France-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, აღი­ა­რა, რომ მის ახალ სტა­ტუსს ჯერ მხო­ლოდ ეჩ­ვე­ვა და ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ აღარ შე­უძ­ლია ისე მო­იქ­ცეს, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყველას თვალწინ

მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყველას თვალწინ

პოლიტიკური ლიდერების პირადი ცხოვრება საზოგადოების დიდ ინტერსეს იწვევს. გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტების, კანცლერებისა და პრემიერ-მინისტრების ოჯახური ცხოვრების დეტალებს.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა მიშელ რობინსონს 1989 წლის ივნისში შეხვდა, მაშინ იგი ჩიკაგოში ოფის Sidley Austin-ში ადვოკატად მუშაობდა. თავიდან მიშელი ბარაკს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ზაფხულის ბოლოს მათ შეხვედრა დაიწყეს. ისინი 1991 წელს დაინიშნენ და 1992 წელს დაქორწინდნენ.

ობამების პირველი ქალიშვილი მალია 1998 წელს დაიბადა, მეორე- ნატაშა 2001 წელს.

როდესაც წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობდა, გოგონები ჩიკაგოს უნივერსიტეტთან მდებარე კერძო სკოლაში სწავლობდნენ. მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა აშშ-ის კონგრესში აირჩიეს და ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა, პრეზიდენტის ქალიშვილები სასწავლებლად Sidwell Friends-ში გადავიდნენ.

სკოლა პრეზიდენტის დაცვის მუდმივად იქ ყოფნით არ წუხდება, რაც ჩიკაგოში, კენვუდის რაიონის მაცხოვრებლებზე არ ითქმის, სადაც საპრეზიდენტო წყვილის სახლი მდებარეობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი იქ მიდიან, მთელი კვარტალი დაცვის სამსახურების გაათმაგებული ყურადღების ცენტრში ექცევა, რაც პრეზიდენტის მეზობლების ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.

ობამას ნახევარდა მაია სოეტორო-ენგი ჰყავს, რომელიც დედას მეორე ინდონეზიელი მეუღლისგან გაუჩნდა. პრეზიდენტს ასევე კენიელი მამისგან ექვსი ნახევარძმა ჰყავს.

პრეზიდენტი საზოგადოებაში მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად ხშირად ჩნდება და ჟურნალისტებს ოჯახურ ცხოვრებაზე კითხვებს სიამოვნებით პასუხობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი

დედივ კემერონმა მომავალი მეუღლე სამანტა გვენდოლინ შეფილდი დის, კლერის წყალობით გაიცნო, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. კოლეჯის დამთავრებისას კლერმა სამანტა იტალიაში, ტოსკანაზე კემერონთან ერთად არდადეგების გასატარებლად დაპატიჟა. წყვილის სიყვარული სწორედ იქ დაიწყო. ისინი 1996 წელს კემბრიჯში დაქორწინდნენ. ხუთ წელიწადში კემერონი პარლამენტში არჩიეს.

წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. პირველს, აივან რეჯინალდა იენას ცერებრალური დამბლა და ეპილეფსიის მძიმე ფორმა ჰქონდა და გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ როდესაც ვაჟის დაბადების შემდეგ ექიმებმა მისი ავადმყოფობის შესახებ უამბეს, დარტყმა იგრძნო, ისეთი თითქოს სატვირთო ავტომობილმა გადაუარა. "თავიდან დეპრესიაში ვარდები, ოცნებასა და რეალობას შორის არსებულ სხვაობას მისტირი, მაგრამ ეს გადის, რადგან ბავშვი უბრალოდ შესანიშნავია",- გაამხილა კემერონმა.

2009 წლს აივანი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კემერონს კიდევ ორი ქალიშვილი და ვაჟი შეეძინა. მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ დევიდ კემერონმა ახალშობილის მოსავლელად დეკრეტული შვებულება აიღო.

პრემიერ-მინისტრის შვილები სახელმწიფო სკოლაში დადიან.

2010 წელს პრემიერ-მინისტრის მამას, 77 წლის იან კემერონს, საფრანგეთში დასვენებისას ინსულტი დაემართა. მთავრობის ხელმძღვანელმა ამ დღეს დაგეგმილი საპარლამენტო სესია გადადო და სასწრაფოდ საფრანგეთში გაფრინდა. როგორც მოგვიანებით ბრიტანეთის ლიდერის კანცელარიამ განაცხადა, იან კემერონი ვაჟის მისვლიდან მალევე გარდაიცვალა.

პრემიერის მამა ერთი კვირის მერე დაასაფლავეს, დევიდ კემერონმა ლონდონში რომის პაპის გამოსვლა გამოტოვა.

ისრაელის პრემირ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ბინიამინ ნეთანიაჰუს პირადი ცხოვრება ყოველთვის მშფოთვარე და საჯარო იყო.

ნეთანიაჰუს პირველი მეუღლე მირიამ ვეიცმანი იყო, რომელიც ისრაელში სამხედრო სამსახურის დროს გაიცნო. ჯარში სამსახურის დასრულების შემდეგ ისინი აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრნენ, სადაც დაქორწინდნენ. 1978 წელს, როდესაც მირიამი ბავშვს ელოდებოდა, მისი მეუღლე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბრიტანელ ფლერ კეიტსს შეხვდა, მათ რომანი გააბეს. მირიამმა მალე ამის შესახებ შეიტყო და მათი ქორწინება დასრულდა.

1981 წელს ნეთანიაჰუ ფლერ კეიტსზე დაქორწინდა, მაგრამ ამჯერად ეს ქორწინება მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.

1991 წელს ნეთანიაჰუ მესამედ ბორტგამცილებელ სარა ბენ-არციზე დაქორწინდა, რომელიც ნიუ-იორკი-თელ-ავივის რეისზე თვითმფრინავში გაიცნო. მათ ორი ვაჟი - იაირი (ისრაელის ჯარში კაპლარად მსახურობს) და ავნერი (ბიბლიის შესწავლაში ეროვნული ჩემპიონი) შეეძინათ.

1993 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ აღიარა, რომ რუტ ბართან რომანი ჰქონდა. სარა ნეთანიაჰუმ მას აპატია.

სარა ნეთანიაჰუს ყოფილმა მოსამსახურეებმა არაერთხელ უჩივლეს. ისინი მას სისასტიკეში და ხელფასის დაკავებაში ადანაშაულებდნენ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირად ცხოვრებას არ მალავს, მაგრამ არც განსაკუთრებულ აფიშირებას ეწევა.

გვარი მერკელი მან მისი პირველი ქმრისგან ულრიხ მერკელისგან დაიტოვა. იგი 1977-1982 წლებში იყო დაქორწინებული. მისი მეორე მეუღლე იოაჰიმ ზაუერი მან 1981 წელს გაიცნო, მაგრამ წყვილი მხოლოდ 1998-ში დაქორწინდა.

ანგელა მერკელს შვილები არ ჰყავს, ხოლო იოაჰიმ ზაუერს წინა ქორწინებიდან ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს. ზაუერი პროფესიით კვანტური ქიმიკოსია. არ უყვარს პრესის ყურადღბა, მაგრამ მას არც ემალება.

ცნობილია, რომ ანგელა მერკელს ძაღლები დიდად არ უყვარს, სამაგიეროდ ფეხბურთითაა გატაცებული და ხანდახან ბუნდესტაგში მატჩების ტრანსლაციას უყურებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი 30 წელზე მეტ ხანს სეგოლენ რუაიალთან ერთად სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა, რომელიც როგორც ფრანსუა, საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

2007 წელს ერთი თვის შემდეგ, რაც სეგოლენ რუაიალმა ნიკოლა სარკოზისთან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მან და ოლანდმა განაცხადეს, რომ შორდებოდნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთ ახალი ამბების საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანსუა ოლანდს ახალი მეგობარი ქალი - ჟურნალისტი ვალერი ტრიერვეილერი ჰყავს. თავდაპირველად ინფორმაციას საფრანგეთში ჭორები მოჰყვა. რადგან იქ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების განხილვა მიღებული არაა. მაგრამ მალე თავად ვალერი ტრიერვეილერმა ოლანდთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

2008 წელს ფრანსუა ოლანდმა და სეგოლენ რუაიალმა სოციალისტური პარტიის ლიდერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს. ოლანდმა გაიმარჯვა.

2012 წელს ვალერი ტრიერვეილერს Twitter-ში უხერხული განცხადებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია, რომელსაც ფრანგულ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ვალერიმ მისი საყვარლის ყოფილი მეუღლის ოპონენტს - ოლივე ფალორნის საჯაროდ დაუჭირა მხარი, რომელმაც არჩევნების შედეგად გაიმარჯვა. "ეს შეცდომა იყო, რომელსაც ვნანობ. ეს აღარ განმეორდება",- განაცხადა ტრიერვეილერმა ფრანგულ გაზეთ Ouest France-თან ინტერვიუში.

ტრიერვეილერმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, აღიარა, რომ მის ახალ სტატუსს ჯერ მხოლოდ ეჩვევა და ვერ გააცნობიერა, რომ აღარ შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა