მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრეივიკთან დაკავშირებული საპასუხო წერილი, რომელმაც ლიპარტელიანის დედა გაოცებული დატოვა
ბრეივიკთან დაკავშირებული საპასუხო წერილი, რომელმაც ლიპარტელიანის დედა გაოცებული დატოვა

2011 წლის 22 ივ­ლისს ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. მი­ზე­ზი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის დე­ი­დაშ­ვი­ლის, 26 წლის მაია მი­ქა­უ­ტა­ძის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა. მის გა­და­სარ­ჩე­ნად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა - ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა გახ­და სა­ჭი­რო. "კვი­რის პა­ლიტ­რა" თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის დე­დას, ლე­ი­ლა ასა­თი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

- ჩემი დის­შვი­ლი თამ­თას ტო­ლია. ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. მა­ი­ას მწვა­ვე ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და 26 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

სას­წრა­ფოდ ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა. თურ­ქე­თის კლი­ნი­კამ ხარჯთაღ­რი­ცხვა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, რა­მაც თავ­ზა­რი დაგ­ვცა - 160 ათა­სი დო­ლა­რი. სას­წრა­ფოდ შე­ვად­გი­ნეთ გა­სა­ყი­დი ქო­ნე­ბის ნუს­ხა, მაგ­რამ ცხა­დია, ეს ვერ გვიშ­ვე­ლის...

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მოგ­ვი­ყო 10 ათა­სი დო­ლა­რი, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. თხოვ­ნით მივ­მარ­თავ კე­თილ ადა­მი­ა­ნებს: თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის იმე­დი გვაქვს, თამ­თა უკვე დავ­კარ­გეთ და იქ­ნებ მა­ი­ას სი­ცო­ცხლე მა­ინც შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. მა­ი­ას ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, აღარ გვე­გო­ნა, თუ უფრო რთუ­ლი ფორ­მით გა­უ­მე­ორ­დე­ბო­და, მაგ­რამ... თამ­თას ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, ერთი თვე თით­ქმის არა­ფერს ჭამ­და, სულ ტი­რო­და. ყვე­ლას ვთხოვ: ნუ მივ­ცემთ სიკ­ვდილს სი­ცო­ცხლე­ზე გა­მარ­ჯვე­ბის უფ­ლე­ბას!

- თამ­თას მკვლელ­ზე არა­ფე­რი შე­გი­ტყვი­ათ?

- წე­რი­ლი მივ­წე­რე ნორ­ვე­გი­ის სა­სა­მარ­თლო­სა და ტე­რაქ­ტში და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლე­ბის კო­მი­ტეტს, რო­მე­ლიც "ბერ­გენ­ტი­დენ­ტეს" (ქა­ლაქ ბერ­გენ­ში გა­მო­მა­ვა­ლი გა­ზე­თია) რე­დაქ­ცი­ა­ში გავ­გზავ­ნე, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია. ამ გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყ­ვნენ, და­ინ­ტე­რეს­დნენ, რომ თამ­თას სა­ხელ­ზე ბავ­შვი ავიყ­ვა­ნეთ. გვეხ­ვეწ­ნენ, ინ­ტერ­ვიუ მიგ­ვე­ცა. ახლა ჩვენ დაგ­ვჭირ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე არც კი გვი­პა­სუ­ხეს.

- რა მის­წე­რეთ?

- ის, რომ მკვლე­ლი გან­ცხრო­მა­ში არ უნდა ცხოვ­რობ­დეს. მან თუ გა­მუდ­მე­ბით და­ნა­შა­ულ­ზე არ იფიქ­რა, ცოდ­ვას ვე­რა­სო­დეს შე­ი­ნა­ნებს. შვილს ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს, მაგ­რამ ბრე­ი­ვიკს უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდე­ბის გან­წი­რუ­ლი ხმა სულ უნდა ჩა­ეს­მო­დეს. ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბა­სა და სა­სა­მარ­თლოს ბრე­ი­ვი­კის ამ უსა­შინ­ლეს და­ნა­შა­ულ­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ. ბრე­ი­ვიკ­მა 77 კაცი მოკ­ლა, 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე 68 ახალ­გაზ­რდას წა­მე­ბით ამო­ხა­და სული. ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის უნი­ა­თო­ბაა ის, რომ იმ ავადსახ­სე­ნე­ბელ დღეს ბავ­შვე­ბის დაც­ვის­თვის არა­ფე­რი გა­ა­კე­თა. 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვლელს ბავ­შვე­ბის ხოც­ვა რო­გორ და­ა­ნე­ბეს?! მთავ­რო­ბას თა­ვი­სი უნი­ა­თო­ბის მი­საჩ­ქმა­ლად კი­დეც აწყობ­და ბრე­ი­ვი­კის შე­უ­რა­ცხა­დად გა­მო­ცხა­დე­ბა. ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­მო­სა­ვა­ლიც კი იყო. ახლა თურ­მე უნდა და­ვი­ჯე­რო, რომ ბრე­ი­ვი­კი შე­უ­რა­ცხა­დია იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე წელი ემ­ზა­დე­ბო­და ამის­თვის - წერ­და მა­ნი­ფესტს, ამ­ზა­დებ­და ია­რაღს, რის­თვი­საც უცხო­ე­თი­დან სა­ჭი­რო მა­სა­ლა შე­მოჰ­ქონ­და. სხვა­თა შო­რის, ბრე­ი­ვიკ­მა არ გათ­ქვა თა­ვი­სი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა. არა­თუ შე­უ­რა­ცხა­დი, საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნია და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ მალე გა­მო­უშ­ვან.

- ეს რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხოს ბრე­ი­ვიკ­მა, რო­მელ­საც 21 წელი აქვს მის­ჯი­ლი (სას­ჯე­ლის 5 წლით გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით)?

- გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა ეს პირ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლი მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნე­ბულ კე­თილ­მო­წყო­ბილ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ბრე­ი­ვი­კი ერთ-ორ წე­ლი­წად­ში სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას მო­ი­თხოვს და კო­მი­სია ჩათ­ვლის, რომ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში აღარ არის და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ალ­ბათ, ამით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა მის­თვის კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, და სტუ­დენ­ტო­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მა. გა­მოვ­ხა­ტე პრო­ტეს­ტი და სხვა შვილმკვდა­რი მშობ­ლის­გან ისე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, გა­ვოც­დი - ერთ-ერ­თმა დე­დამ ასე­თი წე­რი­ლი მომ­წე­რა: "ალ­ბათ, ჩვენ შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბის ბრა­ლია, რომ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ. რა­ტომ არ უნდა ის­წავ­ლოს ბრე­ი­ვიკ­მა, დაე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან დე­მოკ­რა­ტი­ის დო­ნით და ეს გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ამ სა­კი­თხზე სხვა­დას­ხვა ხედ­ვა გვაქვს". ეს პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვი­ღე. ვფიქ­რობ, გა­ვუგ­ზავ­ნო კი­დევ ერთი წე­რი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ბრეივიკთან დაკავშირებული საპასუხო წერილი, რომელმაც ლიპარტელიანის დედა გაოცებული დატოვა

ბრეივიკთან დაკავშირებული საპასუხო წერილი, რომელმაც ლიპარტელიანის დედა გაოცებული დატოვა

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მიზეზი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილის, 26 წლის მაია მიქაუტაძის სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მის გადასარჩენად ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება - ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო. "კვირის პალიტრა" თამთა ლიპარტელიანის დედას, ლეილა ასათიანს დაუკავშირდა:

- ჩემი დისშვილი თამთას ტოლია. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მაიას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და 26 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რაც საქართველოში არ კეთდება. თურქეთის კლინიკამ ხარჯთაღრიცხვა გამოგვიგზავნა, რამაც თავზარი დაგვცა - 160 ათასი დოლარი. სასწრაფოდ შევადგინეთ გასაყიდი ქონების ნუსხა, მაგრამ ცხადია, ეს ვერ გვიშველის...

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო 10 ათასი დოლარი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა დამატებითი თანხები მოსაძიებელია. თხოვნით მივმართავ კეთილ ადამიანებს: თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, თამთა უკვე დავკარგეთ და იქნებ მაიას სიცოცხლე მაინც შეგვინარჩუნოთ. მაიას ბავშვობაში გადატანილი ჰქონდა მძიმე დაავადება, აღარ გვეგონა, თუ უფრო რთული ფორმით გაუმეორდებოდა, მაგრამ... თამთას ამბავი ძალიან განიცადა, ერთი თვე თითქმის არაფერს ჭამდა, სულ ტიროდა. ყველას ვთხოვ: ნუ მივცემთ სიკვდილს სიცოცხლეზე გამარჯვების უფლებას!

- თამთას მკვლელზე არაფერი შეგიტყვიათ?

- წერილი მივწერე ნორვეგიის სასამართლოსა და ტერაქტში დაღუპული ახალგაზრდების მშობლების კომიტეტს, რომელიც "ბერგენტიდენტეს" (ქალაქ ბერგენში გამომავალი გაზეთია) რედაქციაში გავგზავნე, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ამ გაზეთის ჟურნალისტები ცოტა ხნის წინ საქართველოში იყვნენ, დაინტერესდნენ, რომ თამთას სახელზე ბავშვი ავიყვანეთ. გვეხვეწნენ, ინტერვიუ მიგვეცა. ახლა ჩვენ დაგვჭირდა ინფორმაციის გავრცელება და ელექტრონულ ფოსტაზე არც კი გვიპასუხეს.

- რა მისწერეთ?

- ის, რომ მკვლელი განცხრომაში არ უნდა ცხოვრობდეს. მან თუ გამუდმებით დანაშაულზე არ იფიქრა, ცოდვას ვერასოდეს შეინანებს. შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ბრეივიკს უდანაშაულო ახალგაზრდების განწირული ხმა სულ უნდა ჩაესმოდეს. ნორვეგიის მთავრობასა და სასამართლოს ბრეივიკის ამ უსაშინლეს დანაშაულზე არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. ბრეივიკმა 77 კაცი მოკლა, 90 წუთის განმავლობაში კუნძულ უტოიაზე 68 ახალგაზრდას წამებით ამოხადა სული. ნორვეგიის მთავრობის უნიათობაა ის, რომ იმ ავადსახსენებელ დღეს ბავშვების დაცვისთვის არაფერი გააკეთა. 90 წუთის განმავლობაში მკვლელს ბავშვების ხოცვა როგორ დაანებეს?! მთავრობას თავისი უნიათობის მისაჩქმალად კიდეც აწყობდა ბრეივიკის შეურაცხადად გამოცხადება. ეს პროკურატურისთვის გამოსავალიც კი იყო. ახლა თურმე უნდა დავიჯერო, რომ ბრეივიკი შეურაცხადია იმიტომ, რომ რამდენიმე წელი ემზადებოდა ამისთვის - წერდა მანიფესტს, ამზადებდა იარაღს, რისთვისაც უცხოეთიდან საჭირო მასალა შემოჰქონდა. სხვათა შორის, ბრეივიკმა არ გათქვა თავისი თანამზრახველების ვინაობა. არათუ შეურაცხადი, საკმაოდ ჭკვიანია და ყველაფერს აკეთებს, რომ მალე გამოუშვან.

- ეს როგორ უნდა მოახერხოს ბრეივიკმა, რომელსაც 21 წელი აქვს მისჯილი (სასჯელის 5 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით)?

- გაგვაღიზიანა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს პირსისხლიანი მკვლელი მისთვის სპეციალურად აშენებულ კეთილმოწყობილ კლინიკაში გადაიყვანონ. დარწმუნებული ვართ, ბრეივიკი ერთ-ორ წელიწადში სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს და კომისია ჩათვლის, რომ ის საზოგადოებისთვის საშიში აღარ არის და გაათავისუფლებენ. ალბათ, ამით დაგვირგვინდება მისთვის კეთილმოწყობილი აპარტამენტების გამოყოფა სასჯელაღსრულების ადგილზე, და სტუდენტობის უფლების მიცემა. გამოვხატე პროტესტი და სხვა შვილმკვდარი მშობლისგან ისეთი პასუხი მივიღე, გავოცდი - ერთ-ერთმა დედამ ასეთი წერილი მომწერა: "ალბათ, ჩვენ შორის კულტურული განსხვავების ბრალია, რომ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ. რატომ არ უნდა ისწავლოს ბრეივიკმა, დაე, განათლებული დაუბრუნდეს საზოგადოებას. ჩვენი ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან დემოკრატიის დონით და ეს განაპირობებს, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა ხედვა გვაქვს". ეს პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღე. ვფიქრობ, გავუგზავნო კიდევ ერთი წერილი.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია