Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, რიტმის და ბლუზის ფიუჟენი რუსთაველის დიდ სცენაზე
ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, რიტმის და ბლუზის ფიუჟენი რუსთაველის დიდ სცენაზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯაზს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არა­სო­დეს აკ­ლდა. ჯა­ზის სიყ­ვა­რუ­ლი, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის იმპრო­ვი­ზა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­დი­რე­ბუ­ლია ჩვენ­ში. ამი­ტო­მაც ყო­ველ ახალ კონ­ცერტს დიდი მო­ლო­დი­ნი ახ­ლავს, ყო­ველ ახალ ჯაზ-შემ­სრუ­ლე­ბელს, ჯგუფს, ბენ­დს კი ერუ­დი­რე­ბუ­ლი, მცოდ­ნე მსმე­ნე­ლი და სა­თა­ნა­დო შემ­ფა­სე­ბე­ლი ჰყავს.

10 დე­კემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დიდი სცე­ნა ჯა­ზის, ჰიპ-ჰო­პის და რიტ­მის და ბლუ­ზის სინ­თეზს, ე.წ. Fusion-ს და­ეთ­მო­ბა. ბენ­დი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლურ ცხოვ­რე­ბას "სის­ხლს გა­და­უს­ხამს", სა­გან­გე­ბოდ კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვა. Beka & Logic Project ბენ­დის ლი­დე­რი, "კლა­ვი­შის ვუნ­დერ­კინ­დად" წო­დე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლი ჯაზ -ვირ­ტუ­ო­ზი ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლია. ამ ჯგუფ­მა პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი - Chillin' In Batumi ნიუ-იორკში ჩა­წე­რა და მისი პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მარ­თვას თბი­ლის­ში გეგ­მავს.

ბენ­დის შე­მად­გე­ლო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნილ­ნი არი­ან მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი და ჯა­ზის სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რე­ბულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში (მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში) რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე მუ­სი­კო­სე­ბი - დი­ჯეი ლო­ჯი­ქი (ელექტრო­ნუ­ლი მა­გი­და და მიქ­სე­რი), ჯე­იმს ჰარ­ტი (ელექტრო-პი­ა­ნი­ნო), ლა­მონტ მა­კე­ი­ნი (ელექტრო-ბას გი­ტა­რა), ჯა­ლილ შო (ალტო-საქ­სო­ფო­ნი), ჯას­ტინ ტა­ი­სო­ნი (და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი) და ჯა­ზის და ჰიპ-ჰო­პის სა­უ­კე­თე­სო ათ ვო­კა­ლის­ტთა რი­ცხვში შე­მა­ვა­ლი მუ­სი­კო­სი, რენე ნე­უფ­ვი­ლი.

ამ ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცია ჯაზ-კლუბ Birdland-ში, კონ­ცერ­ტის ლა­ივ­ში ონ­ლა­ინ ტრანსლი­რე­ბა, ალ­ბო­მის ჩა­წე­რა ნიუ-იორკში Premier Studio-სა და Audio Piranha-ში და მისი გა­მო­ცე­მა გან­ხორ­ცი­ელ­და ბე­ქას კომ­პა­ნია Exitus Entertainment-ის მიერ, რო­მელ­საც ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია "სილ­ქნეტ­მა" გა­უ­წია მხარ­და­ჭე­რა. ალ­ბო­მის პრო­დი­უ­სე­რე­ბი არი­ან გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია. მისი ჩა­წე­რის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე უზ­რუნ­ველ­ყო გრე­მის მფლო­ბელ­მა ინ­ჟი­ნერ­მა, პაბ­ლო არა­ი­ამ. ალ­ბო­მის ფოტო გა­ფორ­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო უინ­ტონ მარ­სა­ლი­სის და ჩიკ კო­რე­ას ფო­ტოგ­რაფ­მა, ერ­ნესტ გრე­გო­რიმ.

ოცი გრე­მის მფლო­ბე­ლი ჩიკ კო­რეა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აფა­სებს ბე­ქას ტა­ლანტს და შე­მოქ­მე­დე­ბას და მას ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ელ­ჩად მო­იხ­სე­ნი­ებს. სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა ბე­ქამ ამ ალ­ბომ­ში ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია Endless Youth. ლე­გენ­და­რულ­მა ბა­სის­ტმა სტენ­ლი კლარ­კმა ბე­ქას გა­მო­ჩე­ნა მსოფ­ლიო არე­ნა­ზე გა­უ­თა­ნაბ­რა უდი­დე­სი მუ­სი­კო­სის, ტონი უი­ლი­ამ­სის დე­ბი­უტს მა­ილს დე­ვი­სის ჯგუფ­ში. ლენი უა­ით­მა მას უწო­და მხცო­ვა­ნი სული ახალ­გაზ­რდა სხე­ულ­ში. თე­ლო­ნი­უს მონ­კის შვი­ლის, ცნო­ბი­ლი დრა­მე­რის, თი­ჯეი მონ­კის გან­ცვიფ­რე­ბას არ ჰქონ­და სა­ზღვა­რი თუ სა­ი­დან აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბულ ბე­ქას ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი სუ­ინ­გი.

ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სი, ბილ მილ­კოვ­სკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თა­მა­მად ათავ­სებს იმა­ვე დო­ნე­ზე, რო­მელ­ზეც არი­ან ფი­უ­ჟე­ნის ჟან­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი Return To Forever, Weather Report და Headhunter, რო­მელ­თა შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან ჩიკ კო­რეა, ჯო ზა­ვი­ნუ­ლი და ჰერ­ბი ჰენ­კო­კი. ალ­ბო­მი Chillin' in Batumi-ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, მისი აზ­რით "ფი­უ­ჟენს ბოლო 40 წლის მან­ძილ­ზე არ ჰქო­ნია ასე­თი ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბა და არ ყო­ფი­ლა ასე პო­ზი­ტი­უ­რად და­მუხ­ტუ­ლი".

ალ­ბო­მის ციფ­რუ­ლი ვერ­სია გა­ყიდ­ვა­შია 2013 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ინ­ტერ­ნეტ-მა­ღა­ზი­ებ­ში (iTunes, Amazon, CDBaby, და სხვ.), ხოლო მისი ფი­ზი­კუ­რი ვერ­სია გა­ყიდ­ვა­ში გა­მო­დის მისი თბი­ლის­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას. მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­გეგ­მი­ლია ალ­ბო­მის სა­კონ­ცერ­ტო წარ­დგე­ნე­ბი ევ­რო­პის, აზი­ის, აფ­რი­კის, ავ­სტრა­ლი­ის და სამ­ხრეთ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე.

ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სი, ბილ მილ­კოვ­სკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თა­მა­მად ათავ­სებს იმა­ვე დო­ნე­ზე, რო­მელ­ზეც არი­ან ფი­უ­ჟე­ნის ჟან­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი Return To Forever, Weather Report და Headhunter, რო­მელ­თა შემ­ქმნე­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სად არი­ან ჩიკ კო­რეა, ჯო ზა­ვი­ნუ­ლი და ჰერ­ბი ჰენ­კო­კი. ალ­ბო­მი Chillin' in Batumi-ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, მისი აზ­რით "ფი­უ­ჟენს ბოლო 40 წლის მან­ძილ­ზე არ ჰქო­ნია ასე­თი ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბა და არ ყო­ფი­ლა ასე პო­ზი­ტი­უ­რად და­მუხ­ტუ­ლი".

კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი" სი­ა­მა­ყით წარ­მო­უდ­გენს მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს ჯგუფ Beka & Logic Project-ს და მის პირ­ველ ალ­ბომს Chillin' in Batumi და მად­ლო­ბას უხ­დის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე თი­თო­ე­ულ პირს.

კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი დღე­ი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სა­ლა­რო­ებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

კონ­ცერ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან Radisson Blu Iveria, ჟურ­ნა­ლი National Geographic, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2" და რა­დიო Jazz FM.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, რიტმის და ბლუზის ფიუჟენი რუსთაველის დიდ სცენაზე

ჯაზის, ჰიპ-ჰოპის, რიტმის და ბლუზის ფიუჟენი რუსთაველის დიდ სცენაზე

საქართველოში ჯაზს გულშემატკივარი არასოდეს აკლდა. ჯაზის სიყვარული, ქართული ფოლკლორის იმპროვიზაციებიდან გამომდინარე, კოდირებულია ჩვენში. ამიტომაც ყოველ ახალ კონცერტს დიდი მოლოდინი ახლავს, ყოველ ახალ ჯაზ-შემსრულებელს, ჯგუფს, ბენდს კი ერუდირებული, მცოდნე მსმენელი და სათანადო შემფასებელი ჰყავს.

10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდი სცენა ჯაზის, ჰიპ-ჰოპის და რიტმის და ბლუზის სინთეზს, ე.წ. Fusion-ს დაეთმობა. ბენდი, რომელიც თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას "სისხლს გადაუსხამს", საგანგებოდ კომპანია სილქნეტის მოწვევით ჩამოვა. Beka & Logic Project ბენდის ლიდერი, "კლავიშის ვუნდერკინდად" წოდებული, ქართველი ჯაზ -ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილია. ამ ჯგუფმა პირველი ალბომი - Chillin' In Batumi ნიუ-იორკში ჩაწერა და მისი პრეზენტაციის გამართვას თბილისში გეგმავს.

ბენდის შემადგელობაში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში სახელგანთქმული და ჯაზის საუკეთესოდ აღიარებულ ფესტივალებში (მათ შორის საქართველოში) რეგულარულად მონაწილე მუსიკოსები - დიჯეი ლოჯიქი (ელექტრონული მაგიდა და მიქსერი), ჯეიმს ჰარტი (ელექტრო-პიანინო), ლამონტ მაკეინი (ელექტრო-ბას გიტარა), ჯალილ შო (ალტო-საქსოფონი), ჯასტინ ტაისონი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯაზის და ჰიპ-ჰოპის საუკეთესო ათ ვოკალისტთა რიცხვში შემავალი მუსიკოსი, რენე ნეუფვილი.

ამ ჯგუფის ჩამოყალიბება, რეპეტიციები, პრეზენტაცია ჯაზ-კლუბ Birdland-ში, კონცერტის ლაივში ონლაინ ტრანსლირება, ალბომის ჩაწერა ნიუ-იორკში Premier Studio-სა და Audio Piranha-ში და მისი გამოცემა განხორციელდა ბექას კომპანია Exitus Entertainment-ის მიერ, რომელსაც ყველა ჩამოთვლილ ეტაპზე კომპანია "სილქნეტმა" გაუწია მხარდაჭერა. ალბომის პროდიუსერები არიან გიორგი რამიშვილი და გიორგი შენგელაია. მისი ჩაწერის ტექნიკური მხარე უზრუნველყო გრემის მფლობელმა ინჟინერმა, პაბლო არაიამ. ალბომის ფოტო გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო უინტონ მარსალისის და ჩიკ კორეას ფოტოგრაფმა, ერნესტ გრეგორიმ.

ოცი გრემის მფლობელი ჩიკ კორეა განსაკუთრებულად აფასებს ბექას ტალანტს და შემოქმედებას და მას ქვეყნის საუკეთესო ელჩად მოიხსენიებს. სწორედ მას მიუძღვნა ბექამ ამ ალბომში ერთ-ერთი მუსიკალური კომპოზიცია Endless Youth. ლეგენდარულმა ბასისტმა სტენლი კლარკმა ბექას გამოჩენა მსოფლიო არენაზე გაუთანაბრა უდიდესი მუსიკოსის, ტონი უილიამსის დებიუტს მაილს დევისის ჯგუფში. ლენი უაითმა მას უწოდა მხცოვანი სული ახალგაზრდა სხეულში. თელონიუს მონკის შვილის, ცნობილი დრამერის, თიჯეი მონკის განცვიფრებას არ ჰქონდა საზღვარი თუ საიდან აქვს საქართველოში დაბადებულ ბექას ასეთი ბუნებრივი სუინგი.

ცნობილი კრიტიკოსი, ბილ მილკოვსკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თამამად ათავსებს იმავე დონეზე, რომელზეც არიან ფიუჟენის ჟანრის ლეგენდარული ჯგუფები Return To Forever, Weather Report და Headhunter, რომელთა შემქმნელები არიან ჩიკ კორეა, ჯო ზავინული და ჰერბი ჰენკოკი. ალბომი Chillin' in Batumi-ის მოსმენის შემდეგ, მისი აზრით "ფიუჟენს ბოლო 40 წლის მანძილზე არ ჰქონია ასეთი ვირტუოზული და ინტელექტუალური ჟღერადობა და არ ყოფილა ასე პოზიტიურად დამუხტული".

ალბომის ციფრული ვერსია გაყიდვაშია 2013 წლის სექტემბრიდან ინტერნეტ-მაღაზიებში (iTunes, Amazon, CDBaby, და სხვ.), ხოლო მისი ფიზიკური ვერსია გაყიდვაში გამოდის მისი თბილისში პრეზენტაციისას. მომავალი წლიდან დაგეგმილია ალბომის საკონცერტო წარდგენები ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.

ცნობილი კრიტიკოსი, ბილ მილკოვსკი, ჯგუფ Beka & Logic Project-ს თამამად ათავსებს იმავე დონეზე, რომელზეც არიან ფიუჟენის ჟანრის ლეგენდარული ჯგუფები Return To Forever, Weather Report და Headhunter, რომელთა შემქმნელები შესაბამისად არიან ჩიკ კორეა, ჯო ზავინული და ჰერბი ჰენკოკი. ალბომი Chillin' in Batumi-ის მოსმენის შემდეგ, მისი აზრით "ფიუჟენს ბოლო 40 წლის მანძილზე არ ჰქონია ასეთი ვირტუოზული და ინტელექტუალური ჟღერადობა და არ ყოფილა ასე პოზიტიურად დამუხტული".

კომპანია "სილქნეტი" სიამაყით წარმოუდგენს მუსიკის მოყვარულებს ჯგუფ Beka & Logic Project-ს და მის პირველ ალბომს Chillin' in Batumi და მადლობას უხდის ამ პროექტში მონაწილე თითოეულ პირს.

კონცერტის ბილეთები დღეიდან რუსთაველის თეატრის სალაროებში გაიყიდება.

კონცერტის მხარდამჭერები არიან Radisson Blu Iveria, ჟურნალი National Geographic, ტელეკომპანია "რუსთავი2" და რადიო Jazz FM.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი