პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა..."
"თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა..."

ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტამ­დე ორი დღე რჩე­ბა. ევ­რო­პის მდუ­მა­რე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის­თვის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით იბ­რძვის, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იუშ­ჩენ­კო აცხა­დებს: "გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ევ­რო­პამ ბრძო­ლა წა­ა­გო, უკ­რა­ი­ნა არ არის იდე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ უნდა მი­ი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც არის. ორი ნა­ბი­ჯი­ღა დარ­ჩა და უკ­რა­ი­ნა სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში, ასე­ვე ევ­რა­ზი­უ­ლი სივ­რცის უფსკრულ­შია. ჩვენ ად­ვი­ლად გა­დავფრინ­დე­ბით სი­ნათ­ლი­დან სიბ­ნე­ლე­ში". უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ ჯერი სა­ქარ­თვე­ლო­ზე მიდ­გა, რუსი ოკუ­პან­ტე­ბი უკვე ქა­რე­ლის სოფ­ლებ­ში გა­მოჩ­ნდნენ და ტრა­ფა­რე­ტე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და­ი­წყეს. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ ოკუ­პან­ტე­ბი მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბა­ზე გა­დავ­ლენ, რამ­დე­ნად ახ­ლოა სი­ნათ­ლი­დან სიბ­ნე­ლე­ში გა­დაფ­რე­ნა? რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის გამო სა­ქარ­თვე­ლო? ევ­რო­კავ­ში­რი თუ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი?

ექ­სპერ­ტი პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში და ად­ვო­კა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი "ალი­ას" კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, ჩვენ ვხე­დავთ, რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. რუ­სე­თი არ თმობს უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნამ­დე იყო სომ­ხე­თი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ პუ­ტი­ნის ძლი­ე­რი ზე­წო­ლის გამო და­ნებ­და. ახლა ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას, თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა ითხოვს. რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ფასი ევ­რო­კავ­ში­რის სა­ნაც­ვლოდ?

- პუ­ტინ­მა გა­სა­გე­ბად და მკვეთ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ 2015 წელს დას­რულ­დე­ბა ევ­რა­ზი­ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კავ­ში­რის შექ­მნა, ამის­თვის კი ზუს­ტად ერთი წელი გვრჩე­ბა. ამი­ტომ, ან სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის წევ­რი, ან მო­უ­წევს რუ­სეთ­თან შებ­რძო­ლე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა. ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა.

- უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ე­რი აზა­რო­ვი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას გა­ზის კონ­ტრაქ­ტის გა­და­ხედ­ვით ემუქ­რე­ბა, ევ­რო­კაშ­ვი­რი კი, ამ სა­კი­თხის ეკო­ნო­მი­კურ კომ­პენ­სა­ცი­ას არ აპი­რებს. ევ­რო­კავ­ში­რის იგ­ნო­რი ნიშ­ნავს თუ არა, რომ პო­ზი­ცი­ებს თმობს და სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­შიც ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცე­ვა?

- გარ­და იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის მთე­ლი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ზეა მიბ­მუ­ლი და ბი­უ­ჯეტს ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად და­არ­ტყამს, არის პო­ლი­ტი­კუ­რი საფრ­თხე­ე­ბიც. ნუ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი არის ეთ­ნი­კუ­რად რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, ასე­ვე, ნუ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ყი­რი­მი სა­და­ვო სა­კი­თხად რჩე­ბა. რუ­სე­ბი დღემ­დე თვლი­ან, რომ ყი­რი­მი არის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია და უკ­რა­ი­ნას­თან სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბა წა­მოს­წევს ყი­რი­მის სა­კითხს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, რომ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის­თვის და მსოფ­ლიო მი­ი­ღებ­და შუ­ა­ზე გა­ყო­ფილ უკ­რა­ი­ნას. ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ საფრ­თხე­ებს უქ­მნის უკ­რა­ი­ნას, მა­შა­სა­და­მე ეს უღირს, უკ­რა­ი­ნა არ წარ­მო­ად­გენს დე­რე­ფანს, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში რუ­სე­თის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ფუნ­ქცია, ის არის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის­თვის, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით ჰყავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, თურ­ქმე­ნე­თი და მთე­ლი შუა აზია. თუ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, მა­შინ ვერც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, ვერც თურ­ქმე­ნე­თი­სა და შუა აზი­ის ტვირ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვერ გა­ივ­ლის, დე­რე­ფა­ნი ჩა­ი­კე­ტე­ბა, მათ ერ­თა­დერთ გა­სავ­ლე­ლად რჩე­ბათ ირა­ნი და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ირა­ნი იზო­ლი­რე­ბუ­ლია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ვის­წრაფ­ვით და­სავ­ლე­თის­კენ, ეს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში სა­ერ­თოდ არ შე­დის. ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს არის სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფა­ნი და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა რუ­სე­თის­თვის, რა თქმა უნდა, არის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც, უფრო მეტი ფასი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნას.

- გა­მო­დის, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­ცი­ლე­ბით მკაცრ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს.

- რა თქმა უნდა, ჩვენ რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს გა­წყვე­ტი­ლი, რუ­სეთ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად გახ­სნა ბა­ზა­რი, ეს ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს გა­ა­კე­თა, სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ტვირ­თე­ბი არ გა­უშ­ვა, რუ­სე­თი ამ ნა­ბი­ჯით შე­ე­ცა­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის და­ე­ნახ­ვე­ბი­ნა, რომ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ის დგამს. თუ ჩვენ ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან კა­ტე­გო­რი­უ­ლი და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მე ვფიქ­რობ, რომ საფრ­თხე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ექ­მნე­ბა, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბო­ბენ არა­ქარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში რუ­სებ­მა სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბონ და ეს­კა­ლა­ცი­ის ახალ კე­რად აქ­ცი­ონ. გაჩ­ნდე­ბა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბი, იქ­ნე­ბა ახა­ლი პრო­ვო­ცი­რე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით და რუ­სე­ბი ყვე­ლა­ფერს ეც­დე­ბი­ან, სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო. რუ­სეთს ეს უღირს, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შევა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში, თუ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს იძუ­ლე­ბით არ შე­ათ­რევს. სა­ქარ­თვე­ლო­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად პრო­და­სავ­ლუ­რია და ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შევა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში, თუ პირ­ველ ნა­ბიჯს სა­ქარ­თვე­ლო არ გა­დად­გამს. თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, - თურ­ქმე­ნეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მათ ნივ­თებს არ ატა­რებს. რა თქმა უნდა, რუ­სე­თი ამ სა­კი­თხსაც გა­მო­ი­ყე­ნებს და აზერ­ბა­ი­ჯანს შე­უქ­მნის პრობ­ლე­მას კას­პი­ის ზღვის კონ­ტროლ­ზე და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე. მოკ­ლედ, ეს არის ერთი დიდი ჯაჭ­ვი, თუ სამ­ხრეთ კავ­კა­სია უარს გა­ნა­ცხა­დებს ევ­რა­ზი­ულ კაშ­ვირ­ზე, რუ­სე­თი აუ­ცი­ლებ­ლად რე­გი­ონ­ში ყველ­გან ცე­ცხლს გა­ა­ჩა­ღებს. მოკ­ლედ, ყვე­ლა პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნას აქვს ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი რო­მელ­საც რუ­სე­თი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს და და­ძა­ბავს ვი­თა­რე­ბას კავ­კა­სი­ა­ში, თუ არ მოხ­დე­ბა რუ­სეთ­თან ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა. მოკ­ლედ, რუ­სე­თი ამას ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­ინც გა­ა­კე­თებს, თუ კავ­კა­სია არ და­ნებ­დე­ბა.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უნდა ელა­პა­რა­კოს თუ არა რუ­სეთს ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით და უნდა ევაჭ­როს თუ არა და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბით?

- მთავ­რო­ბას სა­ფიქ­რა­ლი ის კი არა აქვს, რო­გორ გა­უ­წი­ოს რუ­სეთს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­უ­წევს, ჩვენ არ ვართ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რე­ბი, არა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბით არ ვართ და­ცუ­ლი. ევ­რო­კავ­შირ­თან პა­რა­ფი­რე­ბის­თვის ვერ მიგ­ვიღ­წე­ვია, რა დროს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. მი­ნი­მუმ 10 წე­ლია პრო­ცე­დუ­რუ­ლად გა­სავ­ლე­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე რომ ვი­ფიქ­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ასო­ცი­რე­ბის წევ­რი გავ­ხდეთ, პა­რა­ფი­რე­ბა არ ნიშ­ნავს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბას. პა­რა­ფი­რე­ბი­დან ასო­ცი­რე­ბამ­დე სამი წელი სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას, რომ რე­ფორ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამი­ტომ, ეს არის ძა­ლი­ან შორ­სმი­მა­ვა­ლი გზა. მე­ო­რე, შე­უძ­ლია კი ევ­რო­პას, დღეს სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის­გან და­იც­ვას?..

- ევ­რო­პამ უკვე დაგ­ვა­ნახ­ვა, რომ მან ვერ და­იც­ვა უკ­რა­ი­ნა... ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა­ზე კი­ე­ვის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლურ­მა ბა­ქო­მაც უარი გა­ნა­ცხა­და...

- ომის დროს სად იყო ევ­რო­კავ­ში­რი? ევ­რო­პა არ იყო შუ­ა­მავ­ლად რომ მოგ­ვევ­ლი­ნა? რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი რომ გა­უ­ფორ­მა და ერთი-მე­ხუ­თე­დი რომ დაგ­ვა­კარ­გვი­ნა, ზუს­ტად იმის­თვის, რომ ომი არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. იცით, რას გვე­ტყვით? ქარ­თვე­ლებს გვერ­ჩივ­ნა, ომი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ოღონდ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ფორ­მე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ფორ­მე­ბით ჩვენ მი­ვი­ღეთ იუ­რი­დი­უ­ლი შე­დე­გი, რა­საც ჩვენ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვცვლით. აი, სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბით კი შე­დეგს შევ­ცვლი­დით. ვი­ღა­ცა და­იღ­ლე­ბო­და სის­ხლისღვრით და ვი­ღა­ცას შუ­ა­გულ რუ­სეთ­ში მეტი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და. ასე იქ­ნე­ბო­და. ევ­რო­პამ კი არ დაგ­ვიც­ვა, არა­მედ წაგ­ვარ­თვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. პრო­ევ­რო­პე­ლებს გინდ ეწყი­ნოთ და გინდ არა, ეს არის სი­მარ­თლე. სარ­კო­ზიმ, რო­მე­ლიც იმ დროს იყო ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით მოვ­ლე­ნი­ლი, შეძ­ლო შუ­ა­მავ­ლო­ბა პუ­ტინ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უი­რი­დი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პას დიდი სურ­ვი­ლი აქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­რო­პას და ჩა­მო­შორ­დეს რუ­სე­თის გავ­ლე­ნას, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ძალ­მო­სი­ლე­ბა და რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნია იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სუ­ლი საფრ­თხის­გან და­იც­ვას.

თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა­ზე კი­ე­ვის შემ­დეგ ბა­ქოც უარს აბ­მობს, ეს იცით, რას ნიშ­ნავს? რუ­სეთ­მა ყვე­ლა გზა ჩაგ­ვი­კე­ტა. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და უნა­რი არ შეს­წევს, რუ­სუ­ლი საფრ­თხის­გან დაგ­ვიც­ვას. რუ­სეთს კი აქვს უნა­რი ბო­ლომ­დე დაგ­ვან­გრი­ოს. ამი­ტომ, ხომ არ არის სა­ფიქ­რა­ლი, რომ მო­ი­ძებ­ნოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი. მა­გა­ლი­თად, აი, რაში ვხე­დავ გა­მო­სა­ვალს, - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რო­მელც რუ­სეთ­მა აღი­ა­რა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მსოფ­ლიო რუ­კა­ზე რჩე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ტე­რი­ტო­რი­ის სა­ზღვრებ­ში შე­მა­ვა­ლი ორი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვიდ­რე მსოფ­ლი­ოს მო­უხ­დე­ნია და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აღი­ა­რე­ბა, მა­ნამ­დე გვაქვს ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა. ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შან­სი, იქით წა­უ­ყე­ნოს რუ­სეთს ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბი, თუ შენ გინ­და სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ევ­რა­ზი­ის წევ­რი, მა­შინ რუ­სეთ­მა კე­თი­ლი ინე­ბოს და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­აბ­რუ­ნოს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში შე­იძ­ლე­ბა შეს­ვლა ევ­რა­ზი­ის კავ­შირ­ში, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ხა­ლე­ო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, რა უფრო უღირს სა­მო­მავ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, ის, რომ სა­მუ­და­მოდ და­კარ­გოს აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, თუ რუ­სე­თის ხე­ლით­ვე და­ი­ბი­რ­უ­ნოს და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. არა­ფე­რი დამ­ღუპ­ვე­ლი ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში არ იქ­ნე­ბა, თუ რუ­სე­თი და­იშ­ლე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად ეს კავ­ში­რიც და­იშ­ლე­ბა და გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ამ კავ­ში­რი­დან გა­მო­ვა.

- და მა­ინც, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შეს­წევს უნა­რი, რომ გა­მოწ­ვე­ვებს გა­უძ­ლოს და უპა­სუ­ხოს?

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს უნდა თუ არ უნდა, 6 თვე­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­დად­გამს იმ ნა­ბიჯს, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ეს მთავ­რო­ბა არის დრო­ე­ბი­თი, ვა­დამ­დელ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა უნდა გა­არ­კვი­ოს ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვინც დღეს კო­ა­ლი­ცი­ა­ში. მე თქვენ გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. თუ მე ვთვლი და ვფიქ­რობ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც ხომ აკე­თებს პო­ლი­ტი­კურ გათ­ვლებს. აი, დად­გა დრო და რუ­სეთ­მა და­გი­ყე­ნა სა­კი­თხი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის გა­რე­შე და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა უკ­რა­ი­ნა­ზე მწვა­ვე ვი­თა­რე­ბა, სა­ჭი­რო გახ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე. წი­ნას­წარ ხომ ვი­ცით, რომ ეს პარ­ლა­მენ­ტი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს. უნდა ღა­რი­ბაშ­ვილს ისე­თი პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მას თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ა­ტო­ვე­ბი­ნებს? არ უნდა... ამი­ტომ, ის აქამ­დე არ მი­იყ­ვანს საქ­მეს, მას აუ­ცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბა თა­ვი­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ამი­ტომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ამო­ცა­ნა არის, რომ მაქ­სი­მუმ 8 თვეს ეს მთავ­რო­ბა ამუ­შა­ოს ამ შე­მად­გენ­ლო­ბით და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ახ­დი­ნოს გა­ფილ­ტვრა რო­გორც მისი პარ­ტი­ის შიგ­ნით, ასე­ვე კო­ა­ლი­ცი­ის. ის ეტყვის, იყა­რეთ კენ­ჭი, ვინც მო­ი­გებთ, მო­ი­გებთ. კო­ა­ლი­ცი­ი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლად რო­მე­ლი მო­ი­გებს არ­ჩევ­ნებს?.. ვერც ერთი... გა­მო­რი­ცუხ­ლია, "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­გონ არ­ჩევ­ნე­ბი, ასე­თი ბედი ელის სხვა პარ­ტი­ებ­საც. და­მი­ჯე­რეთ, თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ შანსს ხე­ლი­დან გა­უშ­ვებს, გახ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის­თვის თო­ჯი­ნა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ფი­გუ­რაა და კარ­გად აქვს გათ­ვლი­ლი, რა რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

"თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა..."

"თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა..."

ვილნიუსის სამიტამდე ორი დღე რჩება. ევროპის მდუმარების ფონზე, რუსეთი უკრაინისთვის ყველა საშუალებით იბრძვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო აცხადებს: "გაერთიანებულმა ევროპამ ბრძოლა წააგო, უკრაინა არ არის იდეალური, მაგრამ უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ორი ნაბიჯიღა დარჩა და უკრაინა საბაჟო კავშირში, ასევე ევრაზიული სივრცის უფსკრულშია. ჩვენ ადვილად გადავფრინდებით სინათლიდან სიბნელეში". უკრაინის შემდეგ ჯერი საქართველოზე მიდგა, რუსი ოკუპანტები უკვე ქარელის სოფლებში გამოჩნდნენ და ტრაფარეტების დამონტაჟება დაიწყეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპანტები მავთულხლართების გავლებაზე გადავლენ, რამდენად ახლოა სინათლიდან სიბნელეში გადაფრენა? რა საფრთხეების წინაშე დგას ვილნიუსის სამიტის გამო საქართველო? ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში და ადვოკატი ვალერი გელბახიანი "ალიას" კითხვებს პასუხობს.

- საქართველოს ახალი ხელისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. რუსეთი არ თმობს უკრაინას, უკრაინამდე იყო სომხეთი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პუტინის ძლიერი ზეწოლის გამო დანებდა. ახლა ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებას, თავისუფალ ბაზარს მხოლოდ საქართველო და მოლდოვა ითხოვს. რა იქნება ჩვენი ფასი ევროკავშირის სანაცვლოდ?

- პუტინმა გასაგებად და მკვეთრად განაცხადა, რომ 2015 წელს დასრულდება ევრაზიის სახელმწიფოების კავშირის შექმნა, ამისთვის კი ზუსტად ერთი წელი გვრჩება. ამიტომ, ან საქართველო გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, ან მოუწევს რუსეთთან შებრძოლება და ყველანაირი დაძაბულობის საკუთარ თავზე აღება. ეს დაძაბულობა კი ძალიან მაღალი ხარისხის იქნება.

- უკრაინის პრემიერი აზაროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას გაზის კონტრაქტის გადახედვით ემუქრება, ევროკაშვირი კი, ამ საკითხის ეკონომიკურ კომპენსაციას არ აპირებს. ევროკავშირის იგნორი ნიშნავს თუ არა, რომ პოზიციებს თმობს და საქართველოს შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცევა?

- გარდა იმისა, რომ უკრაინის მთელი ბიზნესი რუსეთზეა მიბმული და ბიუჯეტს ეს ყველაფერი ცუდად დაარტყამს, არის პოლიტიკური საფრთხეებიც. ნუ გავიწყდებათ, რომ უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი არის ეთნიკურად რუსული წარმოშობის მოსახლეობა, ასევე, ნუ გავიწყდებათ, რომ ყირიმი სადავო საკითხად რჩება. რუსები დღემდე თვლიან, რომ ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია და უკრაინასთან საკითხის გამწვავება წამოსწევს ყირიმის საკითხს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი გამოყენებული იქნებოდა სეპარატისტული მოძრაობისთვის და მსოფლიო მიიღებდა შუაზე გაყოფილ უკრაინას. ვინაიდან რუსეთი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს უქმნის უკრაინას, მაშასადამე ეს უღირს, უკრაინა არ წარმოადგენს დერეფანს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ევრაზიულ კავშირში რუსეთის შემდეგ უკრაინა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო. მაგრამ საქართველოს აქვს აბსოლუტურად სხვა ფუნქცია, ის არის ძვირადღირებული რუსეთისთვის, ვიდრე უკრაინა, რადგან საქართველოს გვერდით ჰყავს აზერბაიჯანი, თურქმენეთი და მთელი შუა აზია. თუ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ვერც აზერბაიჯანული, ვერც თურქმენეთისა და შუა აზიის ტვირთები საქართველოზე ვერ გაივლის, დერეფანი ჩაიკეტება, მათ ერთადერთ გასავლელად რჩებათ ირანი და მოგეხსენებათ, რომ ირანი იზოლირებულია მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისწრაფვით დასავლეთისკენ, ეს რუსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სატრანზიტო დერეფანი და მისი მნიშვნელობა რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, არის სასიცოცხლო ინტერესების მატარებელი. ამიტომაც, უფრო მეტი ფასი აქვს საქართველოს, ვიდრე უკრაინას.

- გამოდის, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ გაცილებით მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს.

- რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი, რუსეთმა შეგნებულად გახსნა ბაზარი, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს გააკეთა, სააკაშვილმა რუსეთის ბაზარზე ტვირთები არ გაუშვა, რუსეთი ამ ნაბიჯით შეეცადა ქართველი ხალხისთვის დაენახვებინა, რომ პირველ ნაბიჯებს ის დგამს. თუ ჩვენ ვიქნებით ძალიან კატეგორიული დასავლეთის მიმართულებით, მე ვფიქრობ, რომ საფრთხეები საქართველოსაც შეექმნება, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში არსებობენ არაქართული რეგიონები და არ არის გამორიცხული, რომ სამცხე-ჯავახეთში რუსებმა სიტუაცია დაძაბონ და ესკალაციის ახალ კერად აქციონ. გაჩნდება სეპარატისტული ნიშნები, იქნება ახალი პროვოცირება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით და რუსები ყველაფერს ეცდებიან, საომარ ვითარებამდე მიიყვანონ საქართველო. რუსეთს ეს უღირს, რადგან აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ შევა ევრაზიულ კავშირში, თუ რუსეთი საქართველოს იძულებით არ შეათრევს. საქართველოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, აზერბაიჯანის ეკონომიკა მთლიანად პროდასავლურია და ის არავითარ შემთხვევაში არ შევა ევრაზიულ კავშირში, თუ პირველ ნაბიჯს საქართველო არ გადადგამს. თუმცა აქვე გეტყვით, - თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის იმდენად დაძაბულია ურთიერთობა, რომ აზერბაიჯანი მათ ნივთებს არ ატარებს. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საკითხსაც გამოიყენებს და აზერბაიჯანს შეუქმნის პრობლემას კასპიის ზღვის კონტროლზე და ნავთობის მოპოვებაზე. მოკლედ, ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, თუ სამხრეთ კავკასია უარს განაცხადებს ევრაზიულ კაშვირზე, რუსეთი აუცილებლად რეგიონში ყველგან ცეცხლს გააჩაღებს. მოკლედ, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს ისეთი პრობლემები რომელსაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს და დაძაბავს ვითარებას კავკასიაში, თუ არ მოხდება რუსეთთან ევრაზიულ კავშირზე მოლაპარაკება. მოკლედ, რუსეთი ამას ძალის გამოყენებით მაინც გააკეთებს, თუ კავკასია არ დანებდება.

- ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ახალი ხელისუფლება, უნდა ელაპარაკოს თუ არა რუსეთს ულტიმატუმის ენით და უნდა ევაჭროს თუ არა დაკარგული ტერიტორიებით?

- მთავრობას საფიქრალი ის კი არა აქვს, როგორ გაუწიოს რუსეთს წინააღმდეგობა, წინააღმდეგობას ფიზიკურად ვერ გაუწევს, ჩვენ არ ვართ ევროკავშირისა და ნატოს წევრები, არანაირი უსაფრთხოების ზომებით არ ვართ დაცული. ევროკავშირთან პარაფირებისთვის ვერ მიგვიღწევია, რა დროს ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზეა საუბარი. მინიმუმ 10 წელია პროცედურულად გასავლელი, ევროკავშირის წევრობაზე რომ ვიფიქროთ. რაც შეეხება იმას, რომ ასოცირების წევრი გავხდეთ, პარაფირება არ ნიშნავს ევროკავშირთან ასოცირებას. პარაფირებიდან ასოცირებამდე სამი წელი სჭირდება ქვეყანას, რომ რეფორმები განახორციელოს. ამიტომ, ეს არის ძალიან შორსმიმავალი გზა. მეორე, შეუძლია კი ევროპას, დღეს საქართველო რუსეთისგან დაიცვას?..

- ევროპამ უკვე დაგვანახვა, რომ მან ვერ დაიცვა უკრაინა... ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე კიევის შემდეგ ოფიციალურმა ბაქომაც უარი განაცხადა...

- ომის დროს სად იყო ევროკავშირი? ევროპა არ იყო შუამავლად რომ მოგვევლინა? რუსეთს საქართველოს ტერიტორიები რომ გაუფორმა და ერთი-მეხუთედი რომ დაგვაკარგვინა, ზუსტად იმისთვის, რომ ომი არ გაგრძელებულიყო. იცით, რას გვეტყვით? ქართველებს გვერჩივნა, ომი გაგრძელებულიყო, ოღონდ ტერიტორიების გაფორმება არ მომხდარიყო. ტერიტორიების გაფორმებით ჩვენ მივიღეთ იურიდიული შედეგი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვცვლით. აი, საომარი ვითარებით კი შედეგს შევცვლიდით. ვიღაცა დაიღლებოდა სისხლისღვრით და ვიღაცას შუაგულ რუსეთში მეტი პრობლემები შეექმნებოდა. ასე იქნებოდა. ევროპამ კი არ დაგვიცვა, არამედ წაგვართვა ტერიტორიები. პროევროპელებს გინდ ეწყინოთ და გინდ არა, ეს არის სიმართლე. სარკოზიმ, რომელიც იმ დროს იყო ევროკავშირის ეგიდით მოვლენილი, შეძლო შუამავლობა პუტინსა და სააკაშვილს შორის, რომ ეს ტერიტორიები უირიდიულად გაფორმებულიყო რუსეთის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ევროპას დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას და ჩამოშორდეს რუსეთის გავლენას, მაგრამ არანაირი ძალმოსილება და რესურსი არ გააჩნია იმის, რომ საქართველო რუსული საფრთხისგან დაიცვას.

თქვენ განაცხადეთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე კიევის შემდეგ ბაქოც უარს აბმობს, ეს იცით, რას ნიშნავს? რუსეთმა ყველა გზა ჩაგვიკეტა. ევროპასა და ამერიკას არანაირი რესურსი და უნარი არ შესწევს, რუსული საფრთხისგან დაგვიცვას. რუსეთს კი აქვს უნარი ბოლომდე დაგვანგრიოს. ამიტომ, ხომ არ არის საფიქრალი, რომ მოიძებნოს კონკრეტული გამოსავალი. მაგალითად, აი, რაში ვხედავ გამოსავალს, - საქართველოს ტერიტორიების პრობლემები აქვს, რომელც რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, თუმცა ჯერჯერობით მსოფლიო რუკაზე რჩება როგორც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის საზღვრებში შემავალი ორი სეპარატისტული დე ფაქტო ხელისუფლება. ვიდრე მსოფლიოს მოუხდენია დაკარგული ტერიტორიების პოლიტიკური და დიპლომატიური აღიარება, მანამდე გვაქვს ასეთი მოცემულობა. ამიტომ, საქართველოს აქვს შანსი, იქით წაუყენოს რუსეთს ულტიმატუმები, თუ შენ გინდა საქართველო გახდეს ევრაზიის წევრი, მაშინ რუსეთმა კეთილი ინებოს და ჩვენი ტერიტორიები დააბრუნოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება შესვლა ევრაზიის კავშირში, მაგრამ ეს საკითხი საქართველოს მოსახალეობის გადასაწყვეტია, რა უფრო უღირს სამომავლოდ საქართველოს სახელმწიფოს, ის, რომ სამუდამოდ დაკარგოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, თუ რუსეთის ხელითვე დაიბირუნოს დაკარგული ტერიტორიები. არაფერი დამღუპველი ევრაზიულ კავშირში არ იქნება, თუ რუსეთი დაიშლება, ავტომატურად ეს კავშირიც დაიშლება და გამთლიანებული საქართველო, ამ კავშირიდან გამოვა.

- და მაინც, ახალ ხელისუფლებას შესწევს უნარი, რომ გამოწვევებს გაუძლოს და უპასუხოს?

- ირაკლი ღარიბაშვილს უნდა თუ არ უნდა, 6 თვეში აუცილებლად გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს მთავრობა არის დროებითი, ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა უნდა გაარკვიოს ქართველი ამომრჩევლის დამოკიდებულება, ვინც დღეს კოალიციაში. მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ აუცილებლად იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ მე ვთვლი და ვფიქრობ, ღარიბაშვილიც ხომ აკეთებს პოლიტიკურ გათვლებს. აი, დადგა დრო და რუსეთმა დაგიყენა საკითხი ალტერნატივის გარეშე და საქართველოში შეიქმნა უკრაინაზე მწვავე ვითარება, საჭირო გახდა გადაწყვეტილება ევრაზიულ კავშირში შესვლაზე. წინასწარ ხომ ვიცით, რომ ეს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. უნდა ღარიბაშვილს ისეთი პარლამენტი, რომელიც მას თანამდებობას დაატოვებინებს? არ უნდა... ამიტომ, ის აქამდე არ მიიყვანს საქმეს, მას აუცილებლად ეყოლება თავისი უმრავლესობა პარლამენტში, ამიტომ ღარიბაშვილის ამოცანა არის, რომ მაქსიმუმ 8 თვეს ეს მთავრობა ამუშაოს ამ შემადგენლობით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საშუალებით მოახდინოს გაფილტვრა როგორც მისი პარტიის შიგნით, ასევე კოალიციის. ის ეტყვის, იყარეთ კენჭი, ვინც მოიგებთ, მოიგებთ. კოალიციიდან დამოუკიდებლად რომელი მოიგებს არჩევნებს?.. ვერც ერთი... გამორიცუხლია, "რესპუბლიკელებმა" დამოუკიდებლად მოიგონ არჩევნები, ასეთი ბედი ელის სხვა პარტიებსაც. დამიჯერეთ, თუ ღარიბაშვილი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, გახდება პარლამენტისთვის თოჯინა. ღარიბაშვილი ძლიერი ფიგურაა და კარგად აქვს გათვლილი, რა როგორ უნდა გააკეთოს.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა