მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა
ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა

ევ­რო­კავ­შირ­მა ქარ­თველ მე­ზღვა­ურ­თა დიპ­ლო­მე­ბი აღი­ა­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ევ­რო­კო­მი­სი­ის ევ­რო­პის სა­ზღვაო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გე­მე­ბი­დან გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ზე (Committee on Safe Seas and the Prevention of Pollution from Ships (COSS)) მიმ­დი­ნა­რე წლის 22 ნო­ემ­ბერს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დე­ლე­გა­ტებ­მა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ქარ­თველ მე­ზღვა­ურ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბას მხა­რი ერ­თხმად და­უ­ჭი­რეს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, ქარ­თველ მე­ზღვა­უ­რებს მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­საქმდნენ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გე­მებ­ზე", _ გან­მარ­ტა­ვენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 2010 წლის ნო­ემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი მე­ზღვა­უ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც სა­ზღვაო სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო (არა­სა­თა­ნა­დო სწავ­ლის დონე, არ­სე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზე­ბი, მე­ზღვა­ურ­თა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა, ყალ­ბი დიპ­ლო­მე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ა.შ.).

"2010 წლის ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხო დახ­ლო­ე­ბით 3700 ქარ­თველ მე­ზღვა­ურს (მარ­თვის და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის დო­ნე­ე­ბი), რო­მელ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სე­ბი გემ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მერ­ყე­ობ­და 1 500 დო­ლა­რი­დან 15 000 დო­ლა­რამ­დე. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად კი, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და­კარ­გეს. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და მის სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­და", _ აცხა­დე­ბენ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე თქმით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და სა­ზღვაო-სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლომ მე­ზღვა­ურ­თა სწავ­ლე­ბი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. "2012 წლის 16-25 ოქ­ტომ­ბერს ევ­რო­პის სა­ზღვაო უსაფრ­თხო­ე­ბის (EMSA) სა­ა­გენ­ტომ ქ. ბა­თუმ­ში სსიპ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ზღვაო სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აუ­დი­ტი ჩა­ა­ტა­რა. მ.წ. 22 ნო­ემ­ბრის ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი, სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აუ­დი­ტის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ქარ­თველ მე­ზღვა­ურ­თა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა გუ­ლის­ხმობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ზღვა­ურ­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას­თან", _ გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად 18 000-ამდე მე­ზღვა­უ­რია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი აჭა­რის რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობს. შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჭა­რა­ში და­საქ­მე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდას ხელს შე­უ­წყობს. ამას­თან, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ზღვაო ქვეყ­ნის იმიჯ­ზე.

"მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პრო­ფე­სი­ად ით­ვლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად გა­იზ­რდე­ბა მო­თხოვ­ნა რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­ზღვაო სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე. იმე­დი გვაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს გლო­ბა­ლურ სა­ზღვაო ბა­ზარ­ზე, რო­გორც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ხე­ლის მიმ­წო­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა. აქვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მე­ზღვა­ურ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სფე­რო­ში გა­ტა­რე­ბულ რე­ფორ­მებ­ში", _ აცხა­დე­ბენ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა

ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა

ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ევროკომისიის ევროპის საზღვაო უსაფრთხოებისა და გემებიდან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების კომიტეტზე (Committee on Safe Seas and the Prevention of Pollution from Ships (COSS)) მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ მეზღვაურებს მიეცათ უფლება და შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე", _ განმარტავენ სამინისტროში.

მათივე განცხადებით, 2010 წლის ნოემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შეჩერების თაობაზე, რისი საფუძველიც საზღვაო სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა იყო (არასათანადო სწავლის დონე, არსებული საკანონმდებლო ხარვეზები, მეზღვაურთა სერტიფიკატების ფალსიფიკაციისაგან დამცავი ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა, ყალბი დიპლომების დამზადება და ა.შ.).

"2010 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილება შეეხო დახლოებით 3700 ქართველ მეზღვაურს (მართვის და ექსპლუატაციის დონეები), რომელთა ყოველთვიური ხელფასები გემზე მუშაობისას მერყეობდა 1 500 დოლარიდან 15 000 დოლარამდე. ამ გადაწყვეტილების შედეგად კი, აღნიშნულმა პირებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების მიერ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა", _ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების, სასწავლო პროგრამების განახლებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მუდმივი მონიტორინგის შედეგად საქართველომ მეზღვაურთა სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემა გააუმჯობესა. "2012 წლის 16-25 ოქტომბერს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების (EMSA) სააგენტომ ქ. ბათუმში სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო სასწავლო დაწესებულებების აუდიტი ჩაატარა. მ.წ. 22 ნოემბრის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი, სწორედ ზემოხსენებული აუდიტის შედეგების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული. ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარება გულისხმობს, რომ საქართველოში არსებული მეზღვაურთა განათლების სისტემა სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან", _ განაცხადეს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, საქართველოში ამჟამად 18 000-ამდე მეზღვაურია რეგისტრირებული, რომელთა უდიდესი ნაწილი აჭარის რეგიონში ცხოვრობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აჭარაში დასაქმების მნიშვნელოვნად ზრდას ხელს შეუწყობს. ამასთან, გადაწყვეტილება დადებითად აისახება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯზე.

"მეზღვაურის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება და შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოში არსებულ საზღვაო სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს გლობალურ საზღვაო ბაზარზე, როგორც კვალიფიციური მუშახელის მიმწოდებელი ქვეყანა. აქვე, უნდა აღინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განსაკუთრებული წვლილი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში გატარებულ რეფორმებში", _ აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ