მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიფტების საქმე" - სად მიდის "ჩაყლაპული" 5 და 10 თეთრიანები
"ლიფტების საქმე" - სად მიდის "ჩაყლაპული" 5 და 10 თეთრიანები

ძვე­ლი, ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ლიფ­ტე­ბი კარ­გა ხა­ნია თბი­ლი­სის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის მო­ბი­ნად­რე­თა პრობ­ლე­მად და თა­ვის ტკი­ვი­ლად იქცა. ამ სფე­რო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე თვალ­საზ­რისს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი და მე­რი­ის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნო­დარ ჭუმ­ბა­ძე გა­მო­ხა­ტა­ვენ.

არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი: - თბი­ლის­ში ლიფ­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა არა­ერთ პრობ­ლე­მას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ლიფ­ტე­ბი, გა­დახ­დის გა­უმჭვირ­ვა­ლე და არა­ე­ფექ­ტუ­რი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა - 4-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი თვე­ში ლიფ­ტით მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 ლარს იხ­დის და ზუს­ტად არა­ვინ იცის, სად მი­დის ეს თან­ხა. მო­სახ­ლე­ო­ბა ჩი­ვის "ჩაყ­ლა­პულ" 5 და 10-თეთ­რი­ა­ნებ­ზე, ხში­რია ლიფ­ტე­ბის ავა­რი­უ­ლი გა­ჩე­რე­ბა, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მგზავ­რთა სი­ცო­ცხლეს. ხან ტრო­სი წყდე­ბა, ხან მგზავ­რი შახ­ტა­ში ვარ­დე­ბა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვი­სას ლიფ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ კომ­პა­ნი­ას სან­ქცია არ ეკის­რე­ბა. ლიფ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია და კა­ბი­ნა­ში გა­ჭე­დილს ხში­რად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც უწევს ცდა. ქა­ლა­ქის მე­რია უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ აცხა­დებს, რომ სის­ტე­მის მარ­თვა მისი საქ­მე არ არის და რომ ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბია, თუმ­ცა, ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 674 100 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი ლიფ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, თუკი მე­რია არ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მა­შინ ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბი რა­ტომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ასე­თი სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­მო­ყო­ფის ფონ­ზე, ლიფ­ტე­ბის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას? რა­ტომ ვერ მოგ­ვარ­და ავა­რი­უ­ლი ლიფ­ტე­ბის პრობ­ლე­მა "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქად" წო­დე­ბულ თბი­ლის­ში? ჩვე­ნი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ბა­რა­თე სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა, ლიფ­ტით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მეტ­რო­მა­ნის ბა­რა­თე­ბით უნდა მოხ­დეს, გა­მო­ცხად­დეს ტენ­დე­რი და შე­ირ­ჩეს კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო სა­ბა­რა­თე სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას, არა­მედ კორ­პუ­სებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ლი­ფტე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

ნო­დარ ჭუმ­ბა­ძე: - მაშ­ვე­ლებს გვი­ძა­ხე­ბენ, როცა დენი გა­ი­თი­შე­ბა ან ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის დროს ლიფ­ტი "იჭე­დე­ბა". მათი ნა­წი­ლი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია, ან შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ უბ­ნის პა­ტა­რა ხუ­ლიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ლიფ­ტე­ბით ერ­თო­ბი­ან. კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ათი გა­მო­ძა­ხე­ბა გვქონ­დეს, ავა­რი­ულ შემ­თხვე­ვებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ლიფ­ტის შემ­კე­თე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც უწე­ვენ დახ­მა­რე­ბას.

- გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, როცა მგზავრს დიდ­ხანს მო­უხ­და ლიფ­ტში ყოფ­ნა?

- ეს იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, ახალ კორ­პუს­ში... ხში­რად მე­პატ­რო­ნე­ე­ბი პირ­ველ-მე­ო­რე სარ­თუ­ლებს მთლი­ა­ნად ქო­ლა­ვენ და როცა ლიფ­ტი ამ სარ­თუ­ლე­ბის სი­მაღ­ლე­ზე ჩერ­დე­ბა, კედ­ლის გა­მონ­გრე­ვა გვი­წევს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო და თით­ქმის ერთ სა­ა­თი მო­უხ­და მო­ქა­ლა­ქეს ლიფ­ტში ყოფ­ნა, სა­ნამ კე­დელს გა­მო­ვან­გრევ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, მშე­ნებ­ლე­ბი ლიფ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბი­სა და სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

ესა­უბ­რა ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ლიფტების საქმე" - სად მიდის "ჩაყლაპული" 5 და 10 თეთრიანები

"ლიფტების საქმე" - სად მიდის "ჩაყლაპული" 5 და 10 თეთრიანები

ძველი, ამორტიზებული ლიფტები კარგა ხანია თბილისის მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეთა პრობლემად და თავის ტკივილად იქცა. ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე თვალსაზრისს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ნოდარ ჭუმბაძე გამოხატავენ.

არჩილ კაიკაციშვილი: - თბილისში ლიფტებით მომსახურება არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული: ამორტიზებული ლიფტები, გადახდის გაუმჭვირვალე და არაეფექტური, ძვირად ღირებული სისტემა - 4-სულიანი ოჯახი თვეში ლიფტით მომსახურებისთვის დაახლოებით 20-25 ლარს იხდის და ზუსტად არავინ იცის, სად მიდის ეს თანხა. მოსახლეობა ჩივის "ჩაყლაპულ" 5 და 10-თეთრიანებზე, ხშირია ლიფტების ავარიული გაჩერება, რაც საფრთხეს უქმნის მგზავრთა სიცოცხლეს. ხან ტროსი წყდება, ხან მგზავრი შახტაში ვარდება. უბედური შემთხვევისას ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელ კომპანიას სანქცია არ ეკისრება. ლიფტების მომსახურე კერძო კომპანიები თითზე ჩამოსათვლელია და კაბინაში გაჭედილს ხშირად რამდენიმე საათიც უწევს ცდა. ქალაქის მერია უპასუხისმგებლოდ აცხადებს, რომ სისტემის მართვა მისი საქმე არ არის და რომ ამაზე პასუხისმგებელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებია, თუმცა, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 674 100 ლარია დახარჯული ლიფტების ფუნქციონირებისთვის, თუკი მერია არ იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ ამხანაგობები რატომ ვერ უზრუნველყოფენ ასეთი სოლიდური თანხის გამოყოფის ფონზე, ლიფტების გამართულ მუშაობას? რატომ ვერ მოგვარდა ავარიული ლიფტების პრობლემა "სინათლის ქალაქად" წოდებულ თბილისში? ჩვენი აზრით, აუცილებელია საბარათე სისტემის შემოღება, ლიფტით მგზავრობის საფასურის გადახდა მეტრომანის ბარათებით უნდა მოხდეს, გამოცხადდეს ტენდერი და შეირჩეს კომპანიები, რომლებიც არა მარტო საბარათე სისტემის შემოღებას, არამედ კორპუსებში თანამედროვე მოდერნიზებული ლი­ფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფენ.

ნოდარ ჭუმბაძე: - მაშველებს გვიძახებენ, როცა დენი გაითიშება ან ტექნიკური ხარვეზის დროს ლიფტი "იჭედება". მათი ნაწილი ამორტიზებულია, ან შეიძლება იყვნენ უბნის პატარა ხულიგნები, რომლებიც ლიფტებით ერთობიან. კვირის განმავლობაში შეიძლება ათი გამოძახება გვქონდეს, ავარიულ შემთხვევებში მოსახლეობას ლიფტის შემკეთებელი კომპანიებიც უწევენ დახმარებას.

- გქონიათ შემთხვევა, როცა მგზავრს დიდხანს მოუხდა ლიფტში ყოფნა?

- ეს იყო ვაჟა-ფშაველაზე, ახალ კორპუსში... ხშირად მეპატრონეები პირველ-მეორე სართულებს მთლიანად ქოლავენ და როცა ლიფტი ამ სართულების სიმაღლეზე ჩერდება, კედლის გამონგრევა გვიწევს, ამ შემთხვევაშიც ასე იყო და თითქმის ერთ საათი მოუხდა მოქალაქეს ლიფტში ყოფნა, სანამ კედელს გამოვანგრევდით. სამწუხაროდ, მშენებლები ლიფტის მომსახურების წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების მხრივ მოსალოდნელ გართულებებს არ ითვალისწინებენ, რაც მიუღებელია.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია