პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეოს გზაში შიშის გრძნობა ჰქონდა" - გელა დაიაური ცოლის გარდაცვალებას იხსენებს
"თეოს გზაში შიშის გრძნობა ჰქონდა" - გელა დაიაური ცოლის გარდაცვალებას იხსენებს

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სხვე­ბის­თვის უსა­ზღვრო სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი მო­აქვთ, ისი­ნი, თით­ქოს სა­დღაც მი­იჩ­ქა­რი­ა­ნო, უმოკ­ლეს დრო­ში ამ­ბო­ბენ თა­ვი­ანთ სათ­ქმელს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტო­ვე­ბენ ამ ცოდ­ვილ მი­წას. მათ სა­ნაც­ვლოდ კი რჩე­ბა სი­ცა­რი­ე­ლე, რომ­ლის ამოვ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რედ ასე­თი პი­როვ­ნე­ბა იყო "მთის ბულ­ბუ­ლად" წო­დე­ბუ­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის ტრა­გი­კულ­მა აღ­სას­რულ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა: 2010 წლის 22 ივ­ლისს თე­ო­ნა და მისი ახ­ლობ­ლე­ბი მთი­ელ­თა უძ­ვე­ლე­სი დღე­სას­წა­უ­ლი­დან, ათენ­გე­ნო­ბი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მუ­ცოს­თან ახ­ლოს, სო­ფელ ხო­ნე­ში, მან­ქა­ნა მო­ცურ­და და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ამ ტრა­გე­დი­ამ შვი­დი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, მათ შო­რის იყ­ვნენ თე­ო­ნა და მისი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზე­ბი - ჯარ­ჯი და დე­მეტ­რე. თე­ო­ნა აღარ არის, მაგ­რამ დარ­ჩა მისი ხმა - ხა­ვერ­დო­ვა­ნი და სევ­დი­ა­ნი, რო­გორც ქარ­თუ­ლი ზეცა, იდუ­მა­ლი და მშვე­ნი­ე­რი, რო­გორც ჩვე­ნი მთე­ბი და მდი­ნა­რე­ე­ბია... თე­ო­ნას მე­უღ­ლეს, პოეტ გელა და­ი­ა­ურს, ბუ­ნებ­რი­ვია, უჭირს წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა, მაგ­რამ მა­ინც გულ­წრფე­ლად ლა­პა­რა­კობს თა­ვის გან­ცდებ­ზე და იმა­ზე, რაც ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­და­ი­ტა­ნა:

- ძა­ლი­ან ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი თეო და რით მი­იქ­ცია მან ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. თით­ქოს გუ­შინ იყო: მე და ჩემი მე­გო­ბა­რი, პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი, პირ­ველ ხევ­სუ­რულ სა­ღა­მოს ვა­ტა­რებ­დით "მზი­ურ­ში", 2007 წლის 26 ივ­ლი­სი იყო. მო­ვიწ­ვი­ეთ მუ­სი­კო­სე­ბი, მთის მომ­ღერ­ლე­ბი. სწო­რედ ამ სა­ღა­მო­ზე გა­მო­ვი­და თე­ო­ნა და მის­მა უც­ნა­ურ­მა, გა­მორ­ჩე­ულ­მა ხმამ მა­შინ­ვე მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. თით­ქოს მთე­ლი მისი სული და სხე­უ­ლიც კი მღე­რო­და. იმის შემ­დეგ, ყო­ველ წე­ლი­წადს ვა­ტა­რებთ ამ სა­ღა­მოს, რო­მე­ლიც დღეს უკვე თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლის სა­ხელს ატა­რებს. თეო მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­მაც­ნეს. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მხიბ­ლავს ცო­ცხა­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე თვი­თონ ცოტა მძი­მე და სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ და ეტყო­ბა, ამის გა­მოც. მა­შინ არც მი­ფიქ­რია, რომ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს შევ­ხვდი. შემ­დეგ მთა­ში წა­ვე­დი და იქ "მზი­ურ­ში" გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო წა­ვი­ღე, მარ­ტო თეოს გა­მოს­ვლას ვუ­ყუ­რებ­დი და ვხვდე­ბო­დი, რომ უკვე სხვა რა­ღაც მჭირ­და. მერე თან­და­თან და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თმა­ნეთს. რო­გორ ვიხ­სე­ნებ თეოს? - ის იყო სი­ცო­ცხლის წყა­რო, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხა­ლისს, იმედს, ენერ­გი­ას გაძ­ლევს და და­დე­ბით აუ­რა­ში გახ­ვევს. ერთი შე­ხედ­ვით სუს­ტი ჩან­და, მაგ­რამ თით­ქოს აღა­რაფ­რის გე­ში­ნო­და, როცა მის გვერ­დით იყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა თეოს ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბაც ჰქონ­და ნა­ნა­ხი, ბევ­რი პრობ­ლე­მაც ჰქონ­და, მაგ­რამ ამას მა­ლავ­და და გა­რეგ­ნუ­ლად სულ სხვა ადა­მი­ა­ნი ჩან­და. ის ისე­თი იყო, რო­გო­რიც მე მჭირ­დე­ბო­და და ალ­ბათ, მა­საც ვჭირ­დე­ბო­დი ისე­თი, რო­გო­რიც ვარ...

- ამ­ბო­ბენ, ქა­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია აქ­ვთო. ათენ­გე­ნო­ბა­ზე მი­მა­ვალს თუ ჰქონ­და ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა?

- სა­ლო­ცავ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, ჩვენ­თან, მთა­ში, თუ იტყვი, რომ სა­ლო­ცავ­ში უნდა მიხ­ვი­დე, ესე იგი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მიხ­ვი­დე, სი­ტყვას არ უნდა გა­და­უხ­ვიო. მახ­სოვს, რომ ვყოყ­მა­ნობ­დით, თით­ქოს წას­ვლაც არ გვინ­დო­და, იყო წუ­თე­ბი, როცა დარ­ჩე­ნა­საც ვა­პი­რებ­დით. არ ვიცი, ეს რა იყო - წი­ნათ­გრძნო­ბა თუ სხვა რამ, მაგ­რამ ახლა რომ ვფიქ­რობ, თეოს გზა­ში ში­შის გრძნო­ბაც ჰქონ­და, არა­და, იმ გზა­ზე არა­ერ­თხელ იყო ნამ­ყო­ფი. მარ­თლა არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა ამ ყვე­ლა­ფერს. სა­ჭეს­თან ჩემი ნათ­ლი­მა­მა იჯდა, დღეს ბევ­რი ამ­ბობს, რომ მან სიჩ­ქა­რეს გა­და­ა­ჭარ­ბა, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა: მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და მან­ქა­ნა ვე­ღარ და­ი­მორ­ჩი­ლა. ავა­რი­ის შემ­დეგ, როცა მან­ქა­ნი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს, ვი­კი­თხე - გა­დარ­ჩა ვინ­მე-მეთ­ქი? და მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, რომ ჩემს ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გრა. რამ გა­და­მარ­ჩი­ნა? - ალ­ბათ იმან, რომ ჩემ უკან იდგა ხალ­ხი, რო­მელ­საც ვუყ­ვარ­დი, რო­მე­ლიც მე მი­ყუ­რებ­და, მე უნდა გა­მემხნე­ვე­ბი­ნა ისი­ნი. არ მახ­სოვს, პირ­ველ დღე­ებ­ში რას ვა­კე­თებ­დი და რო­გორ. თით­ქოს გა­ვი­ყი­ნე და არ­სე­ბო­ბა შევ­წყვი­ტე.

- თქვენ ბევ­რის­თვის ხართ მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა შე­ებ­რძო­ლოს ადა­მი­ა­ნი მწუ­ხა­რე­ბას და რო­გორ უნდა მო­ე­რი­ოს. - ბევ­რი და­ი­ღუ­პე­ბო­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­ლოთ­დე­ბო­და ან ნარ­კო­მა­ნი გახ­დე­ბო­და.

- ჩვენ­თან, მთა­ში, ხში­რად ხდე­ბა ტრა­გე­დია: ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ზვავს ერ­თად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­უკ­ლავს, ამი­ტომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ეჩ­ვე­ვი სიმ­ტკი­ცეს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც მზად ხარ სიძ­ნე­ლე­ე­ბის­თვის. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნი არა­სო­დეს ელო­დე­ბა უბე­დუ­რე­ბას და როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე დგე­ბი, ამის გა­და­ტა­ნა ყვე­ლა­ზე ძნე­ლია. მე სულ ვამ­ბობ - მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არა­ვის გა­მო­აც­დე­ვი­ნოს ღმერ­თმა. ამა­ზე მძი­მეს ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ნა­ხავს. უმ­ძი­მე­სი გა­და­სა­ტა­ნია შვი­ლის სიკ­ვდი­ლიც, იმ­დე­ნად მძი­მე, რომ ამა­ზე ლა­პა­რა­კიც ძნე­ლია. იმ დღე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც მახ­სოვს, იყო ის, რომ პატ­რი­არ­ქი ითხოვ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რას. ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და, თით­ქოს თავს ვიკ­ლავ­დი, რა­ზეც არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. მი­მიყ­ვა­ნეს პატ­რი­არ­ქთან და ის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი თუ ორ­მო­ცი წუთი, როცა მე­სა­უბ­რე­ბო­და, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. იქი­დან რომ გა­მო­ვე­დი, თით­ქოს სულ სხვა ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა, როცა პატ­რი­არ­ქი შენს ტკი­ვილს იზი­ა­რებს. მი­თხრა, როცა მო­გინ­დე­ბა, მოდი და ჩემ­თან იყა­ვიო. რა თქმა უნდა, ვერ გავ­კად­ნი­ერ­დი და აღარ შე­მი­წუ­ხე­ბია, მაგ­რამ ის დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ავა­რი­ის შემ­დეგ მქონ­და პე­რი­ო­დი, როცა ორი კვი­რა გა­დაბ­მუ­ლად ვსვამ­დი და სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­ცი­ე­ლი არც თეოს ეკად­რე­ბო­და, არც ჩემს გვარ­სა და ოჯახს, არც სამ­შობ­ლოს. ამის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში მე თვი­თონ დავ­რე­კე და ჩემი სურ­ვი­ლით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. არ და­გი­მა­ლავთ: ალ­ბათ დღე არ გა­ივ­ლის, თეო დღე­ში ათ­ჯერ მა­ინც არ გა­მახ­სენ­დეს, მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ ისი­ნი უფალ­თან არი­ან, ვიცი, რომ თუ სწო­რად ვი­ცხოვ­რებ, მეც უფალ­თან მი­ვალ, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ვაგ­რძე­ლო და კარ­გი საქ­მე­ე­ბი ვა­კე­თო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"თეოს გზაში შიშის გრძნობა ჰქონდა" - გელა დაიაური ცოლის გარდაცვალებას იხსენებს

"თეოს გზაში შიშის გრძნობა ჰქონდა" - გელა დაიაური ცოლის გარდაცვალებას იხსენებს

არიან ადამიანები, რომლებსაც სხვებისთვის უსაზღვრო სითბო და სიხარული მოაქვთ, ისინი, თითქოს სადღაც მიიჩქარიანო, უმოკლეს დროში ამბობენ თავიანთ სათქმელს და მოულოდნელად ტოვებენ ამ ცოდვილ მიწას. მათ სანაცვლოდ კი რჩება სიცარიელე, რომლის ამოვსება შეუძლებელია. სწორედ ასეთი პიროვნება იყო "მთის ბულბულად" წოდებული თეონა ქუმსიაშვილი, რომლის ტრაგიკულმა აღსასრულმა მთელი საქართველო შეძრა: 2010 წლის 22 ივლისს თეონა და მისი ახლობლები მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ თეონა და მისი პატარა ანგელოზები - ჯარჯი და დემეტრე. თეონა აღარ არის, მაგრამ დარჩა მისი ხმა - ხავერდოვანი და სევდიანი, როგორც ქართული ზეცა, იდუმალი და მშვენიერი, როგორც ჩვენი მთები და მდინარეებია... თეონას მეუღლეს, პოეტ გელა დაიაურს, ბუნებრივია, უჭირს წარსულის გახსენება, მაგრამ მაინც გულწრფელად ლაპარაკობს თავის განცდებზე და იმაზე, რაც ამ ტრაგედიის შემდეგ გადაიტანა:

- ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ გავიცანი თეო და რით მიიქცია მან ჩემი ყურადღება. თითქოს გუშინ იყო: მე და ჩემი მეგობარი, პაატა ვარდანაშვილი, პირველ ხევსურულ საღამოს ვატარებდით "მზიურში", 2007 წლის 26 ივლისი იყო. მოვიწვიეთ მუსიკოსები, მთის მომღერლები. სწორედ ამ საღამოზე გამოვიდა თეონა და მისმა უცნაურმა, გამორჩეულმა ხმამ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. თითქოს მთელი მისი სული და სხეულიც კი მღეროდა. იმის შემდეგ, ყოველ წელიწადს ვატარებთ ამ საღამოს, რომელიც დღეს უკვე თეონა ქუმსიაშვილის სახელს ატარებს. თეო მისმა მეგობრებმა გამაცნეს. საერთოდ, ძალიან მხიბლავს ცოცხალი, ხალისიანი ადამიანები, მე თვითონ ცოტა მძიმე და სერიოზული ვარ და ეტყობა, ამის გამოც. მაშინ არც მიფიქრია, რომ მომეწონა, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ ადამიანს შევხვდი. შემდეგ მთაში წავედი და იქ "მზიურში" გადაღებული ვიდეო წავიღე, მარტო თეოს გამოსვლას ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ უკვე სხვა რაღაც მჭირდა. მერე თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს. როგორ ვიხსენებ თეოს? - ის იყო სიცოცხლის წყარო, ადამიანი, რომელიც ხალისს, იმედს, ენერგიას გაძლევს და დადებით აურაში გახვევს. ერთი შეხედვით სუსტი ჩანდა, მაგრამ თითქოს აღარაფრის გეშინოდა, როცა მის გვერდით იყავი. შეიძლება თეოს ბევრი გაჭირვებაც ჰქონდა ნანახი, ბევრი პრობლემაც ჰქონდა, მაგრამ ამას მალავდა და გარეგნულად სულ სხვა ადამიანი ჩანდა. ის ისეთი იყო, როგორიც მე მჭირდებოდა და ალბათ, მასაც ვჭირდებოდი ისეთი, როგორიც ვარ...

- ამბობენ, ქალებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთო. ათენგენობაზე მიმავალს თუ ჰქონდა ცუდი წინათგრძნობა?

- სალოცავში აუცილებლად უნდა მივსულიყავით, ჩვენთან, მთაში, თუ იტყვი, რომ სალოცავში უნდა მიხვიდე, ესე იგი, აუცილებლად უნდა მიხვიდე, სიტყვას არ უნდა გადაუხვიო. მახსოვს, რომ ვყოყმანობდით, თითქოს წასვლაც არ გვინდოდა, იყო წუთები, როცა დარჩენასაც ვაპირებდით. არ ვიცი, ეს რა იყო - წინათგრძნობა თუ სხვა რამ, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, თეოს გზაში შიშის გრძნობაც ჰქონდა, არადა, იმ გზაზე არაერთხელ იყო ნამყოფი. მართლა არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საჭესთან ჩემი ნათლიმამა იჯდა, დღეს ბევრი ამბობს, რომ მან სიჩქარეს გადააჭარბა, მაგრამ ასე არ ყოფილა: მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და მანქანა ვეღარ დაიმორჩილა. ავარიის შემდეგ, როცა მანქანიდან გამომიყვანეს, ვიკითხე - გადარჩა ვინმე-მეთქი? და მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა, რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი დაინგრა. რამ გადამარჩინა? - ალბათ იმან, რომ ჩემ უკან იდგა ხალხი, რომელსაც ვუყვარდი, რომელიც მე მიყურებდა, მე უნდა გამემხნევებინა ისინი. არ მახსოვს, პირველ დღეებში რას ვაკეთებდი და როგორ. თითქოს გავიყინე და არსებობა შევწყვიტე.

- თქვენ ბევრისთვის ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა შეებრძოლოს ადამიანი მწუხარებას და როგორ უნდა მოერიოს. - ბევრი დაიღუპებოდა, ბოლოს და ბოლოს, გალოთდებოდა ან ნარკომანი გახდებოდა.

- ჩვენთან, მთაში, ხშირად ხდება ტრაგედია: ყოფილა შემთხვევა, რომ ზვავს ერთად რამდენიმე ადამიანი მოუკლავს, ამიტომ ძალაუნებურად ეჩვევი სიმტკიცეს და ფსიქოლოგიურადაც მზად ხარ სიძნელეებისთვის. თუმცა, ადამიანი არასოდეს ელოდება უბედურებას და როცა ფაქტის წინაშე დგები, ამის გადატანა ყველაზე ძნელია. მე სულ ვამბობ - მეუღლის გარდაცვალება არავის გამოაცდევინოს ღმერთმა. ამაზე მძიმეს ცხოვრებაში ვერავინ ვერაფერს ნახავს. უმძიმესი გადასატანია შვილის სიკვდილიც, იმდენად მძიმე, რომ ამაზე ლაპარაკიც ძნელია. იმ დღეებიდან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც მახსოვს, იყო ის, რომ პატრიარქი ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. ალბათ იმიტომაც, რომ ჭორები გავრცელდა, თითქოს თავს ვიკლავდი, რაზეც არასოდეს მიფიქრია. მიმიყვანეს პატრიარქთან და ის ნახევარი საათი თუ ორმოცი წუთი, როცა მესაუბრებოდა, არასოდეს დამავიწყდება. იქიდან რომ გამოვედი, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვიყავი. საოცარი გრძნობაა, როცა პატრიარქი შენს ტკივილს იზიარებს. მითხრა, როცა მოგინდება, მოდი და ჩემთან იყავიო. რა თქმა უნდა, ვერ გავკადნიერდი და აღარ შემიწუხებია, მაგრამ ის დღე ჩემს ცხოვრებაში მაინც გამორჩეული იყო. ავარიის შემდეგ მქონდა პერიოდი, როცა ორი კვირა გადაბმულად ვსვამდი და სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ჩემი საქციელი არც თეოს ეკადრებოდა, არც ჩემს გვარსა და ოჯახს, არც სამშობლოს. ამის შემდეგ სამსახურში მე თვითონ დავრეკე და ჩემი სურვილით დავიწყე მუშაობა. არ დაგიმალავთ: ალბათ დღე არ გაივლის, თეო დღეში ათჯერ მაინც არ გამახსენდეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ისინი უფალთან არიან, ვიცი, რომ თუ სწორად ვიცხოვრებ, მეც უფალთან მივალ, ამიტომ ცხოვრება უნდა გავაგრძელო და კარგი საქმეები ვაკეთო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა

"თამბაქოს ინდუსტრია ექიმებისგან მოითხოვს, მწეველს მომაკვდინებელი პროდუქტი გამოუწერონ" -  "თამბაქოს კონტროლის ალიანსი"

"სასამართლო გადაწყვეტილება პანსიონის ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს... მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება" - რას გეგმავს ომბუდსმენის აპარატი