სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღო­ღეთ­ში ეწ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი ბა­ნე­რე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს. ბა­ნერ­ზე წარ­წე­რა სხვა მო­სა­ზღვრე სოფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენა­ზეა.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, და­ვით სუ­ჯაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ქარ­თულ­მა მხა­რემ უკვე მი­ა­წო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და პარტნი­ორ ქვეყ­ნებს.

"ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ამ­სახ­ვე­ლი ტრა­ფა­რე­ტე­ბის მონ­ტა­ჟი ხდე­ბა. ეს ტრა­ფა­რე­ტე­ბის მონ­ტა­ჟი ხდე­ბა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ და­მუ­შა­ვე­ბულ მი­წებ­ზე. მო­სახ­ლე­ო­ბის და­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაძ­ლი­ე­რებთ პატ­რუ­ლი­რე­ბას. ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებს. ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვე­ლო მი­სია ჩარ­თუ­ლია ამ სა­კი­თხში. ამ სა­კითხს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­ტანთ ჟე­ნე­ვის შეხ­ვედ­რა­ზე და ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში შეხ­ვედ­რა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სუ­ჯაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ღოღეთში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში ეწ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ბანერზე წარწერა სხვა მოსაზღვრე სოფლებისგან განსხვავებით ქართულ და ინგლისურ ენაზეა.

როგორც ტელეკომპანია "იმედს" შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა განუცხადა, ინფორმაცია ამის შესახებ ქართულმა მხარემ უკვე მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს.

"ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ამსახველი ტრაფარეტების მონტაჟი ხდება. ეს ტრაფარეტების მონტაჟი ხდება ჩვენი მოსახლეობის მიერ დამუშავებულ მიწებზე. მოსახლეობის დაცულობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავაძლიერებთ პატრულირებას. ინფორმაცია მივაწოდეთ დიპლომატიურ მისიებს. ევროკავშირის სადამკვირველო მისია ჩართულია ამ საკითხში. ამ საკითხს აუცილებლად გავიტანთ ჟენევის შეხვედრაზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე", - განაცხადა სუჯაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?