პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქველმოქმედი, რომელიც ავღანელ ბავშვებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარება
ქართველი ქველმოქმედი, რომელიც ავღანელ ბავშვებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარება

სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში 5 ჩე­მოდ­­ნით, ფაქ­ტობ­რი­ვად - ბე­დის ანა­ბა­რა წა­სუ­ლი 18 წლის გო­გო­ნა, დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­ა­ნის­ტი და ქველ­მოქ­მე­დი გახ­ლავთ. ნინო ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭის მქო­ნე ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, ფრან­კფურ­ტში სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა აქვს, ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­წლი­ურ­ად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურსს - "ოქ­როს კლა­ვიშს" მარ­თავს და კი­დევ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ახორ­ციე­ლებს. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ნინო ავ­ღა­ნეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და...

ცოტა ხნის წინ, ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში ლა­მა­ზი სა­ღა­მო მო­ა­წყო. სტუმ­რებს ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბე­ბის მოს­მე­ნის გარ­და, ნი­ნოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კით ტკბო­ბაც შე­ეძ­ლოთ. პი­ა­ნისტს დიდი სურ­ვი­ლი აქვს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ლო­ნუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი გაგ­რძელ­დეს.

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა ისეთ დროს მო­მიხ­და, როცა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი დან­გრე­უ­ლი იყო. ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, კონ­ცერ­ტებ­ზე სან­თლის შუქ­ზე ვუკ­რავ­დით. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი სე­მესტრის და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე, ქა­ლაქ ფრან­კფურ­ტში გა­ვემ­გზავ­რე. იქ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე და ძა­ლი­ან რთუ­ლად მი­სა­ღე­ბი სტი­პენ­დია მი­ვი­ღე. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცია (ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში) და­ვა­არ­სე. იმავდრო­უ­ლად, პი­ა­ნისტ ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი - "ოქ­როს კლა­ვი­ში"ჩა­ვა­ტა­რე, რო­მე­ლიც მას მერე ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვე­ბი ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მოჰ­ყავთ, რო­გო­რიც არის: ავ­ღა­ნე­თი, ირა­ნი, პა­ლეს­ტი­ნა... მინ­და, შუ­ა­გულ ფრან­კფურ­ტში, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ბავ­შვე­ბი მუ­სი­კის მეშ­ვე­ო­ბით და­ვა­ახ­ლო­ვო, მათ ერ­თმა­ნე­თი შე­ვაყ­ვა­რო. ახ­ლა­ხან მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი მე­ექ­ვსედ ჩა­ვა­ტა­რეთ. მას­ში 73 ბავ­შვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მათ შო­რის, 22 ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ. გერ­მა­ნე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის გარ­და, ჟი­უ­რის წევ­რად თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი - გი­ორ­გი ჟორ­და­ნი­აც მი­ვიწ­ვი­ეთ. პა­ტა­რებს პრი­ზე­ბი, ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი გა­და­ვე­ცით. ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი - 10 წლის ილია ლომ­თა­თი­ძე, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია, ვუნ­დერ­კინ­დი ვუ­წო­დო, ისე გე­ნი­ა­ლუ­რად უკ­რავ­და, რომ უბ­რა­ლოდ პირ­ველ ად­გილს ვერ და­ი­კა­ვებ­და, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მო­ნაკ­ლი­სი დაგ­ვეშ­ვა და გრან-პრი გა­და­ვე­ცით. ილია 22 ნო­ემ­ბერს, ფრან­კფურ­ტში, 2500 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა და და­უკ­რავს. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი ახა­ლი თა­ო­ბა გვყავს.

- ავ­ღა­ნეთ­ში თქვე­ნი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- ნა­ტომ ქა­ბულ­ში, ავ­ღა­ნე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა აა­შე­ნა. ჰოდა, ამ ქვე­ყა­ნა­ში მეც ნა­ტოს ეგი­დით გა­ვემ­გზავ­რე და 2 კვი­რა ქა­ბულ­ში გა­ვა­ტა­რე. ავ­ღა­ნეთ­ში ბავ­შვებს ვას­წავ­ლი­დი, თან - კონ­ცერ­ტზე ვუკ­რავ­დი. ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბიც მო­ვი­ნა­ხუ­ლე, რომ­ლებ­მაც თბი­ლად მი­მი­ღეს. იქ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­ზე გახ­ლდით და სუფ­რაც და­მახ­ვედ­რეს. ბა­ზა­ზე მი­სულ­მა მათ­თვის ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა და­ვუ­კა­რი... სა­ერ­თოდ, ავ­ღა­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა დიდ რისკს უკავ­შირ­დე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, სი­ცო­ცხლეს ვწი­რავ­დი. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, - არ გე­ში­ნი­აო? მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა ისე მინ­დო­და, რომ მარ­თლაც, არ შემ­ში­ნე­ბია. ქა­ბულ­ში ზუს­ტად 2 კვი­რა გა­ვა­ტა­რე. იქა­უ­რი ბავ­შვე­ბი მხო­ლოდ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ გაკ­ვე­თილს რა­ღაც­ნა­ი­რად ვუ­ტა­რებ­დი (იღი­მის). ამა­სო­ბა­ში, ავ­ღა­ნუ­რიც ვის­წავ­ლე.

- ახა­ლი წე­ლი­წა­დი რის­კი­ა­ნად და­გი­წყი­ათ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გქონ­დათ?

- ზუს­ტად ავ­ღა­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჟე­ნე­ვა­ში, ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში მი­მიწ­ვი­ეს და ავ­ღა­ნე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის "მშვი­დო­ბის დეს­პა­ნის"წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. ავ­ღა­ნეთ­ში იან­ვარ­შიც მივ­დი­ვარ - მიწ­ვე­უ­ლი ვარ. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა დამ­ხვდე­ბა...

- მარ­ტო მი­ემ­გზავ­რე­ბით?

- დიახ. სხვა­თა შო­რის, ქა­ბულ­ში ყოფ­ნი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, თავ­ზე ჩადრწაკ­რუ­ლი ქუ­ჩებ­შიც თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ო­დი. იქ გავ­ლის ყვე­ლას ეში­ნია, მაგ­რამ პი­რა­დად მე, ინ­ცი­დენ­ტი არ შემმ­თხვე­ვია.

- ავ­ღა­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი არი­ან?

- ძა­ლი­ან! მუ­სი­კას ენის ცოდ­ნა არ სჭი­რე­ბა - შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა უთ­ქმე­ლად გა­გი­გოს. ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სა­ცი­ლო და ბავ­შვუ­რი იყო. მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ბევრ გო­გოს მამა სცემს, რად­გან რე­ლი­გია მათ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სწავ­ლას უკ­რძა­ლავს. ამი­ტომ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა გა­და­წყვი­ტა, ბავ­შვთა სახ­ლი და­ე­არ­სე­ბი­ნა, სა­დაც სა­ცხოვ­რებ­ლად მშობ­ლე­ბის­გან და­ჩაგ­რუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი პა­ტა­რე­ბი მიჰ­ყავს.

- როცა ბავ­შვი სრულ­წლო­ვა­ნი ხდე­ბა, ბავ­შვთა სახ­ლი­დან მი­დის?

- როცა ქა­ბულ­ში არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლას ამ­თავ­რე­ბენ, ბავ­შვთა სახ­ლში რჩე­ბი­ან და სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ. ბევ­რი მათ­გა­ნი ამე­რი­კა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, რად­გან ავ­ღა­ნეთ­ში დარ­ჩე­ნა არ სურთ... გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ ქა­ბულ­ში 4 უნი­ვერ­სი­ტე­ტია. იქ ბევ­რი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი სტუ­დენ­ტი გა­ვი­ცა­ნი.

- ბავ­შვთა სახ­ლში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რე­ბის მშობ­ლებ­თან დი­რექ­ტორს პრობ­ლე­მე­ბი არ ექ­მნე­ბა?

- დიდი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა, მაგ­რამ ბა­ტო­ნი აჰ­მად სარ­მას­ტი (დი­რექ­ტო­რი) ოჯა­ხებს სტი­პენ­დი­ებს უნიშ­ნავს ანუ სი­ჩუ­მის სა­ნაც­ვლოდ, მათ ფულს აძ­ლევს. შარ­შან "ოქ­როს კლა­ვიშ­ში"2 ავ­ღა­ნე­ლი ბიჭი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. წელს მინ­დო­და, გო­გო­ნე­ბი ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ავ­ღა­ნე­თი­დან 2 გო­გო­ნა გვეს­ტუმ­რა, რომ­ლებ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­უკ­რეს.

- ალ­ბათ ავ­ღა­ნე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ბავ­შვე­ბის გამ­გზავ­რე­ბაც დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არა?

- რა თქმა უნდა! იმ გო­გო­ნე­ბი­დან ერთს მშობ­ლე­ბი არ ჰყავს - ომში და­ი­ღუპ­ნენ, მე­ო­რეს კი მხო­ლოდ დედა ჰყავს. ამი­ტომ დიდი პრობ­ლე­მა არ შეგვქმნია... ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებს ვკი­თხე: რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნის შვი­ლი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე თუ უკ­რავს-მეთ­ქი? აღ­მოჩ­ნდა, რომ 4 ჯა­რის­კა­ცის შვი­ლი უკ­რავ­და. იდეა გა­მიჩ­ნდა, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე: პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მივ­წე­რე, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ფი­ნან­სა და ფრან­კფურ­ტში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ულა­მა­ზე­სი კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი, ავ­ღა­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის შვი­ლე­ბი ერ­თად უკ­რავ­დნენ. ძალ­ზე ემო­ცი­უ­რი სა­ღა­მო იყო...

- კონ­კურ­სის, ასო­ცი­ა­ცი­ის, სკო­ლის შექ­მნა რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

- სა­ზღვარ­გა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც გერ­მა­ნი­აა, თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ ბევ­რი შრო­მის, დის­ციპ­ლი­ნის, კონ­ტაქ­ტუ­რო­ბის წყა­ლო­ბით მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე ნა­წი­ლობ­რივ, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლი: რად­გან კონ­ტაქ­ტე­ბი მჭირ­დე­ბო­და, მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში გავ­წევ­რდი, რო­მე­ლიც ან­გე­ლა მერ­კელს ეკუთ­ვნის. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ და ქალ­ბა­ტონ ან­გე­ლას პერ­სო­ნა­ლუ­რა­დაც არა­ერ­თხელ შევ­ხვედ­რი­ვარ. პარ­ტი­უ­ლო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი გზა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ხომ იცით, კულ­ტუ­რა და პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ახ­ლა­ხან გერ­მა­ნი­ა­ში არ­ჩევ­ნე­ბი იყო, მე კი პარ­ტი­ის­თვის კონ­ცერ­ტებს ვმარ­თავ­დით. ივ­ლის­ში, ქალ­ბა­ტო­ნი ან­გე­ლა ჰე­სე­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვი­და, შეგ­ვხვდა. ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. როცა ხე­დავს, რომ უცხო­ე­ლი მისი პარ­ტი­ის­თვის ასე აქ­ტი­უ­რობს და შრო­მობს, ამას ძა­ლი­ან აფა­სებს... ჰე­სენ­ში ძლი­ე­რი მი­ნის­ტრე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩვენს მუ­სი­კა­ლურ კონ­კურსს ისე­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა აქვს, რომ სა­დაც მივ­დი­ვარ, დარ­ბაზს ყველ­გან უფა­სოდ გვით­მო­ბენ. ყო­ველ­წლი­უ­რად ჰე­სე­ნის მი­წის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მეხ­მა­რე­ბა - მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ბი­უ­ჯე­ტი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხით გვა­ფი­ნან­სე­ბენ. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ის "დედა"გახ­ლავთ, რო­მელ­მაც "გა­მაშ­ვი­ლა", გერ­მა­ნია კი ის, რო­მელ­მაც მი­მი­ღო და გამ­ზარ­და. გერ­მა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ყო­ველ­თვის იმას ვცდი­ლობ, გერ­მა­ნია-სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ვამ­ყა­რო, გა­ვაღ­რმა­ვო. 18 მარტს ფრან­კფურ­ტის "კო­მერცბან­კში"ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ და 200-მდე უმ­სხვი­ლე­სი გერ­მა­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რი ქარ­თველ ინ­ვეს­ტო­რებს შეხ­ვდე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­ტომ არის, რომ ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მეტი თან­ხა მო­ვი­ძიო და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თო. მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. ჩვენ 5 ელექტრო­ნუ­ლი პი­ა­ნი­ნო, 100 სა­ნო­ტო წიგ­ნი ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, მერე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი მცხე­თის, გო­რის, ფო­თის, ქუ­თა­ი­სის, სა­ჩხე­რი­სა და თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე სკო­ლას გა­და­ვე­ცით. ამას­თა­ნა­ვე, მას­ტერკლა­სე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ, 10 ბავ­შვი შე­ვარ­ჩი­ეთ და პა­ტა­რე­ბი ფრან­კფურ­ტში 10 დღით წა­ვიყ­ვა­ნე, რა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ შეგ­ვი­წყო ხელი. ეს ბავ­შვე­ბი ფრან­კფურ­ტის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში გერ­მა­ნულ ენას სწავ­ლობ­დნენ, შუ­ა­დღი­სას ექ­სკურ­სი­ა­ზე მი­დი­ოდ­ნენ, სა­ღა­მოს კი მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­დათ.

- დიდი ხა­ნია, რაც ფრან­კფურ­ტში მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა გახ­სე­ნით?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წე­ლია. რო­გორც კი კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ვამ­თავ­რე, სკო­ლის გახ­სნა მო­მინ­და. ვი­ნა­ი­დან სტუ­დენტს არც ერთი ბან­კი არ ენ­დო­ბა, ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა გერ­მა­ნელ­მა პრო­ფე­სორ­მა - ურ­ლიშ სტა­შა­იდ­მა (რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე - თამ­რი­კო გე­ლაშ­ვი­ლი ჰყავს) მი­თხრა: ისე­თი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, მშრო­მე­ლი და მონ­დო­მე­ბუ­ლი ხარ, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჩემ­გან მი­ი­ღეო. თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ისე მი­ჭირ­და, რომ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ვცხოვ­რობ­დი, ბი­ნის ქი­რის გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ მქონ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი ვიშ­რო­მე, რომ მალე ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა შევ­ძე­ლი და უფრო მე­ტიც - ახლა სკო­ლას დიდი ფარ­თო­ბი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი აქვს... ჩვე­ნი სკო­ლა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია და თით­ქმის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი მშობ­ლი­ურ ენა­ზე უტარ­დე­ბა.

გა­სულ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ავ­ჭა­ლა­ში არ­სე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში ბავ­შვებს მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა გა­ვუხ­სე­ნი, ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ჩა­მო­ვუ­ტა­ნე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ვუ­ნიშ­ნე. ამ ბავ­შვებ­თან ერ­თად, მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას ვა­პი­რებთ. ვფიქ­რობ, ეს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში მყოფ ბავ­შვს, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტზე დაკ­ვრას ის­წავ­ლის, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მერე, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სურ­ვი­ლი აღარ გა­უჩ­ნდე­ბა.

- სკო­ლის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ?

- ბავ­შვებ­საც და არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ის დი­რექ­ტორს - ტატო გელ­ბა­ქი­ან­საც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ბავ­შვებს ვკი­თხე, - რო­მე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი გინ­დათ-მეთ­ქი და რაც მთხო­ვეს, ჩა­მო­ვუ­ტა­ნე... სკო­ლის გახს­ნის შემ­დეგ მათ­თან სამ­ჯერ ვი­ყა­ვი. ყო­ვე­ლი მის­ვლი­სას მე­უბ­ნე­ბი­ან, - აი, ეს ვის­წავ­ლე­თო და რა­ღა­ცებს უკ­რა­ვენ, მღე­რი­ან...

- ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბით?

- მი­მაჩ­ნია, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ჟა­მად ფოთს და ფრან­კფურტს "ვა­მე­გობ­რებთ".

- მა­ინ­ცდა­მა­ინც ფოთი რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ?

- ფოთი "წა­მომ­ყვა". ამ ქა­ლა­ქის მერს სურს, რომ საქ­მე აკე­თოს. მა­გა­ლი­თად, სა­ჩხე­რე­ში ჩემს ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე რე­აქ­ცია არ ჰქო­ნი­ათ - იქ ბავ­შვე­ბის­თვის არა­ფერს აკე­თე­ბენ. მალე ფრან­კფურ­ტში სა­ჩხე­რე­ლი ბავ­შვე­ბის კონ­ცერ­ტი გვექ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ჩხე­რე სა­ერ­თოდ არ აფი­ნან­სებს, ყვე­ლა ხარჯს თა­ვად ვფა­რავ...

- ვიდ­რე წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ი­წყებ­დით, რო­გორ ცხოვ­რობ­დით? სტუ­დენ­ტო­ბი­სას თავს რით ირ­ჩენ­დით?

- ოჯახს ჩემი რჩე­ნა არ შე­ეძ­ლო, მაგ­რამ 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტი­პენ­დია მქონ­და. შემ­დეგ იყო პე­რი­ო­დი, როცა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტის ტუ­ა­ლე­ტებს ვა­ლა­გებ­დი. სა­ერ­თოდ, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შრო­მას არ ვთა­კი­ლობ.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- 18 წლის ვი­ყა­ვი, როცა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე, მაგ­რამ არ მინ­დო­და, ჩემი ქმა­რი გერ­მა­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის მო­ძებ­ნა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მერე ბედ­მა გა­მი­ღი­მა: სტუ­დენ­ტო­ბი­სას დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნა ვი­ყი­დეთ - გვინ­დო­და, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის­თვის გვე­ყუ­რე­ბი­ნა. ან­ტე­ნის და­ყე­ნე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ებ­რა­ელ ქარ­თველ და-ძმას მი­ვა­კი­თხე. სტუმ­რე­ბი ჰყავ­დათ და მათ შო­რის, ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც იყო. როცა შე­ი­ტყო, რაც მჭირ­დე­ბო­და, მე­ო­რე დღეს­ვე გვეს­ტუმ­რა და დაგ­ვეხ­მა­რა. ან­ტე­ნის და­ყე­ნე­ბი­დან 1 თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით (იცი­ნის). არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­­ვი მე­უღ­ლე მყავს. მო­რა­ლუ­რად თუ ფი­ნან­სუ­რად, ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას. პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კოს-თე­ო­ლო­გია, მაგ­რამ ამ­ჟა­მად, სა­კუ­თარ დიდ ფირ­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

- თქვე­ნი დაც მუ­სი­კო­სია?

- არა, მაგ­რამ სიმ­ღე­რის ნიჭი აქვს. ეკო­ნო­მის­ტი გახ­ლავთ - ფრან­კფურ­ტის ბან­კში მუ­შა­ობს. ჩემ გარ­და, ოჯახ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი არ გვყავს, მაგ­რამ დე­დის და მა­მის მხრი­დან ყვე­ლა მღე­რის, მა­მას გე­ნი­ა­ლუ­რი ბა­რი­ტო­ნი აქვს... ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან: მშობ­ლე­ბი ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას გა­ძა­ლებ­დნე­ნო? ჩემ­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბი­ათ. 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმღე­რო­დი და ვცეკ­ვავ­დი. ოჯახ­ში პირ­ვე­ლი პი­ა­ნი­ნო რომ იყი­დეს, თურ­მე, ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვუკ­რავ­დი, რომ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს. სხვა ბავ­შვე­ბი თუ ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ, მე ხან­და­ხან 10 სა­ა­თიც ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ჰოდა, მშობ­ლებ­მა სა­ჩუქ­რად რო­ი­ა­ლი მი­ყი­დეს... ამ­ჟა­მად, მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ერ­თად ყოფ­ნა­საც ხში­რად ვა­ხერ­ხებთ.

- გერ­მა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე გა­და­ე­წყვეთ, არა?

- ასეა და ახლა აქა­უ­რო­ბას ვე­ღარ ვე­წყო­ბი: სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა ხდე­ბა, ყვე­ლა იგ­ვი­ა­ნებს და ჩემი გეგ­მე­ბი თავ­და­ყი­რა დგე­ბა, ეს კი არ მომ­წონს. მი­მაჩ­ნია, რომ დის­ციპ­ლი­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია... რა თქმა უნდა, თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა გა­მი­ჭირ­და: მა­გა­ლი­თად, როცა ონ­კა­ნი­დან წყა­ლი მო­ვუშ­ვი და მივ­ხვდი, და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ამან დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­მაგ­დო. მა­გი­ჟებ­და, რომ მე­ზობ­ლის­თვის წი­ნას­წარ უნდა მეთ­ქვა, თუ რო­დის ვეს­ტუმ­რე­ბო­დი. იქ კაცი ქალს რეს­ტო­რან­ში თუ და­პა­ტი­ჟებს, ორი­ვემ თა­ვი­სი და­ნა­ხარ­ჯი უნდა გა­და­ი­ხა­დოს... ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, მაგ­რამ ახლა მივ­ხვდი, რომ ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ნორ­მა­ლუ­რია. რა­ტომ? - ფუ­ლის შოვ­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია და იქ ამი­სათ­ვის დღე და ღამე შრო­მო­ბენ. თა­ნაც, იქ ქალს იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი აქვს, რაც - კაცს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორ გან­ვი­თარ­და?

- ალ­ბათ იმი­ტომ მო­მე­წო­ნა, რომ პა­ე­მან­ზე და­ნა­ხარჯს ყო­ველ­თვის თა­ვად იხ­დი­და (იცი­ნის). მის გვერ­დით თავს ქა­ლად ვგრძნობ­დი. მას მერე, რაც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ვე­უბ­ნე­ბი: და­ნა­ხარ­ჯი ცალ-ცალ­კე გა­და­ვი­ხა­დოთ-მეთ­ქი. ასეთ დროს გიჟ­დე­ბა და მე­უბ­ნე­ბა: ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? გე­პა­ტი­ჟე­ბი და ოფი­ცი­ან­ტთან თავს ნუ მომჭრიო (იცი­ნის)! და­ბო­ლოს, შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და მე­უღ­ლეს თა­ნად­გო­მის­თვის დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველი ქველმოქმედი, რომელიც ავღანელ ბავშვებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარება

ქართველი ქველმოქმედი, რომელიც ავღანელ ბავშვებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარება

საქართველოდან გერმანიაში 5 ჩემოდ­­ნით, ფაქტობრივად - ბედის ანაბარა წასული 18 წლის გოგონა, დღეს უკვე წარმატებული პიანისტი და ქველმოქმედი გახლავთ. ნინო ყამბეგაშვილი მუსიკალური ნიჭის მქონე ბავშვებს ეხმარება, ქართულ-გერმანული კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისთვის აქტიურად მუშაობს, ფრანკფურტში საკუთარი მუსიკალური სკოლა აქვს, ბავშვებისათვის ყოველწლიურ­ად, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს - "ოქროს კლავიშს" მართავს და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ახორციე­ლებს. ნიჭიერი ბავშვების დასახმარებლად, ნინო ავღანეთშიც იმყოფებოდა...

ცოტა ხნის წინ, ნინო საქართველოში ჩამოვიდა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმში ლამაზი საღამო მოაწყო. სტუმრებს ქართველი ხელოვანების საინტერესო მოგონებების მოსმენის გარდა, ნინოს მიერ შესრულებული მუსიკით ტკბობაც შეეძლოთ. პიანისტს დიდი სურვილი აქვს, რომ საინტერესო სალონური საღამოები გაგრძელდეს.

- სამწუხაროდ, საქართველოში ცხოვრება ისეთ დროს მომიხდა, როცა ქვეყანაში ყველაფერი დანგრეული იყო. ნიჭიერთა ათწლედში სწავლის პერიოდში, კონცერტებზე სანთლის შუქზე ვუკრავდით. კონსერვატორიაში პირველი კურსის პირველი სემესტრის დახურვისთანავე, ქალაქ ფრანკფურტში გავემგზავრე. იქ კონსერვატორიაში ჩავაბარე და ძალიან რთულად მისაღები სტიპენდია მივიღე. სწავლის დამთავრების შემდეგ, ქართულ-გერმანული ასოციაცია (ეკონომიკისა და კულტურის სფეროში) დავაარსე. იმავდროულად, პიანისტ ბავშვთა საერთაშორისო კონკურსი - "ოქროს კლავიში"ჩავატარე, რომელიც მას მერე ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილე ბავშვები ისეთი ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ, როგორიც არის: ავღანეთი, ირანი, პალესტინა... მინდა, შუაგულ ფრან­კფურტში, სხვადასხვა ეროვნების ბავშვები მუსიკის მეშვეობით დავაახლოვო, მათ ერთმანეთი შევაყვარო. ახლახან მუსიკალური კონკურსი მეექვსედ ჩავატარეთ. მასში 73 ბავშვი მონაწილეობდა და მათ შორის, 22 ქართველი გახლდათ. გერმანელი მუსიკოსების გარდა, ჟიურის წევრად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი - გიორგი ჟორდანიაც მივიწვიეთ. პატარებს პრიზები, ფულადი პრემიები გადავეცით. ერთ-ერთი კონკურსანტი - 10 წლის ილია ლომთათიძე, რომელსაც შემიძლია, ვუნდერკინდი ვუწოდო, ისე გენიალურად უკრავდა, რომ უბრალოდ პირველ ადგილს ვერ დაიკავებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გამონაკლისი დაგვეშვა და გრან-პრი გადავეცით. ილია 22 ნოემბერს, ფრანკფურტში, 2500 ადამიანის წინაშე წარდგება და დაუკრავს. მეამაყება, რომ ასეთი ახალი თაობა გვყავს.

- ავღანეთში თქვენი ვიზიტის შესახებ გვიამბეთ.

- ნატომ ქაბულში, ავღანელი ბავშვებისთვის მუსიკალური სკოლა ააშენა. ჰოდა, ამ ქვეყანაში მეც ნატოს ეგიდით გავემგზავრე და 2 კვირა ქაბულში გავატარე. ავღანეთში ბავშვებს ვასწავლიდი, თან - კონცერტზე ვუკრავდი. ქართველი ჯარისკაცებიც მოვინახულე, რომლებმაც თბილად მიმიღეს. იქ ახალი წლის დღესასწაულზე გახლდით და სუფრაც დამახვედრეს. ბაზაზე მისულმა მათთვის ყანჩელის მუსიკა დავუკარი... საერთოდ, ავღანეთში გამგზავრება დიდ რისკს უკავშირდებოდა. ფაქტობრივად, სიცოცხლეს ვწირავდი. ყველა მეკითხებოდა, - არ გეშინიაო? მაგრამ ამის გაკეთება ისე მინდოდა, რომ მართლაც, არ შემშინებია. ქაბულში ზუსტად 2 კვირა გავატარე. იქაური ბავშვები მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ გაკვეთილს რაღაცნაირად ვუტარებდი (იღიმის). ამასობაში, ავღანურიც ვისწავლე.

- ახალი წელიწადი რისკიანად დაგიწყიათ. წარმატებული წელი გქონდათ?

- ზუსტად ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჟენევაში, ევროპის პარლამენტში მიმიწვიეს და ავღანელი ბავშვებისთვის გაწეული სამსახურისთვის "მშვიდობის დესპანის"წოდება მომანიჭეს. ავღანეთში იანვარშიც მივდივარ - მიწვეული ვარ. მაინტერესებს, რა დამხვდება...

- მარტო მიემგზავრებით?

- დიახ. სხვათა შორის, ქაბულში ყოფნისას, მოსწავლეებთან ერთად, თავზე ჩადრწაკრული ქუჩებშიც თავისუფ­ლად დავდიოდი. იქ გავლის ყველას ეშინია, მაგრამ პირადად მე, ინციდენტი არ შემმთხვევია.

- ავღანელი მოსწავლეების შესახებ გვიამბეთ. ნიჭიერი ბავშვები არიან?

- ძალიან! მუსიკას ენის ცოდნა არ სჭირება - შეიძლება, ადამიანმა უთქმელად გაგიგოს. ჩვენი კომუნიკაცია ძალიან საინტერესო, სასაცილო და ბავშვური იყო. მუსიკის გაკვეთილიდან შინ დაბრუნებულ ბევრ გოგოს მამა სცემს, რადგან რელიგია მათ კლასიკური მუსიკის სწავლას უკრძალავს. ამიტომ სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, ბავშვთა სახლი დაეარსებინა, სადაც საცხოვრებლად მშობლებისგან დაჩაგრული და შეურაცხყოფილი პატარები მიჰყავს.

- როცა ბავშვი სრულწლოვანი ხდება, ბავშვთა სახლიდან მიდის?

- როცა ქაბულში არსებულ ერთადერთ მუსიკალურ სკოლას ამთავრებენ, ბავშვთა სახლში რჩებიან და სწავლას უნივერსიტეტში განაგრძობენ. ბევრი მათგანი ამერიკაში მიემგზავრება, რადგან ავღანეთში დარჩენა არ სურთ... გასაკვირია, მაგრამ ქაბულში 4 უნივერსიტეტია. იქ ბევრი მიზანდასახული, ინტელექტუალი სტუდენტი გავიცანი.

- ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარების მშობლებთან დირექტორს პრობლემები არ ექმნება?

- დიდი პრობლემები ექმნება, მაგრამ ბატონი აჰმად სარმასტი (დირექტორი) ოჯახებს სტიპენდიებს უნიშნავს ანუ სიჩუმის სანაცვლოდ, მათ ფულს აძლევს. შარშან "ოქროს კლავიშში"2 ავღანელი ბიჭი მონაწილეობდა. წელს მინდოდა, გოგონები ჩამოსულიყვნენ. ავღანეთიდან 2 გოგონა გვესტუმრა, რომლებმაც არაჩვეულებრივად დაუკრეს.

- ალბათ ავღანეთიდან გერმანიაში ბავშვების გამგზავრებაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, არა?

- რა თქმა უნდა! იმ გოგონებიდან ერთს მშობლები არ ჰყავს - ომში დაიღუპნენ, მეორეს კი მხოლოდ დედა ჰყავს. ამიტომ დიდი პრობლემა არ შეგვქმნია... ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს ვკითხე: რომელიმე თქვენგანის შვილი ფორტეპიანოზე თუ უკრავს-მეთქი? აღმოჩნდა, რომ 4 ჯარისკაცის შვილი უკრავდა. იდეა გამიჩნდა, რომელიც მალევე განვახორციელე: პროექტის შესახებ ირაკლი ალასანიას მივწერე, რომელმაც დაგვაფინანსა და ფრანკფურტში კლასიკური მუსიკის ულამაზესი კონცერტი გავმართეთ, სადაც გერმანელი, ავღანელი და ქართველი ჯარისკაცების შვილები ერთად უკრავდნენ. ძალზე ემოციური საღამო იყო...

- კონკურსის, ასოციაციის, სკოლის შექმნა როგორ მოახერხეთ?

- საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, თავის დამკვიდრება ძნელია, მაგრამ ბევრი შრომის, დისციპლინის, კონტაქტურობის წყალობით მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ეს ყველაფერი მე ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შევძელი: რადგან კონტაქტები მჭირდებოდა, მმართველ პოლიტიკურ პარტიაში გავწევრდი, რომელიც ანგელა მერკელს ეკუთვნის. ძალიან აქტიური ვარ და ქალბატონ ანგელას პერსონალურადაც არაერთხელ შევხვედრივარ. პარტიულობა და პოლიტიკური გზა ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხომ იცით, კულტურა და პოლიტიკა ძალიან მჭიდრო კავშირშია. ახლახან გერმანიაში არჩევნები იყო, მე კი პარტიისთვის კონცერტებს ვმართავდით. ივლისში, ქალბატონი ანგელა ჰესენის დედაქალაქში ჩამოვიდა, შეგვხვდა. ის ძალიან ჭკვიანი და თბილი ადამიანია. როცა ხედავს, რომ უცხოელი მისი პარტიისთვის ასე აქტიურობს და შრომობს, ამას ძალიან აფასებს... ჰესენში ძლიერი მინისტრები გვყავს, რომლებიც ასევე მეხმარებიან. ჩვენს მუსიკალურ კონკურსს ისეთი დახასიათება აქვს, რომ სადაც მივდივარ, დარბაზს ყველგან უფასოდ გვითმობენ. ყოველწლიურად ჰესენის მიწის კულტურის სამინისტრო მეხმარება - მუსიკალური კონკურსის ჩასატარებლად, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხით გვაფინანსებენ. მოკლედ, საქართველო ჩემთვის ის "დედა"გახლავთ, რომელმაც "გამაშვილა", გერმანია კი ის, რომელმაც მიმიღო და გამზარდა. გერმანია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა და ყოველთვის იმას ვცდილობ, გერმანია-საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობები გავამყარო, გავაღრმავო. 18 მარტს ფრანკფურტის "კომერცბანკში"ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმს განვახორციელებ და 200-მდე უმსხვილესი გერმანელი ინვესტორი ქართველ ინვესტორებს შეხვდება. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ეს ავტომატურად იძლევა შესაძლებლობას, მეტი თანხა მოვიძიო და კულტურის სფეროში ბევრი კარგი საქმე გავაკეთო. მაისში საქართველოში გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ 5 ელექტრონული პიანინო, 100 სანოტო წიგნი ჩამოვიტანეთ, მერე კი ეს ყველაფერი მცხეთის, გორის, ფოთის, ქუთაისის, საჩხერისა და თბილისის გარეუბანში არსებულ რამდენიმე სკოლას გადავეცით. ამასთანავე, მასტერკლასები ჩავატარეთ, 10 ბავშვი შევარჩიეთ და პატარები ფრანკფურტში 10 დღით წავიყვანე, რაშიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ შეგვიწყო ხელი. ეს ბავშვები ფრანკფურტის მუსიკალურ სკოლაში გერმანულ ენას სწავლობდნენ, შუადღისას ექსკურსიაზე მიდიოდნენ, საღამოს კი მუსიკის გაკვეთილები ჰქონდათ.

- დიდი ხანია, რაც ფრანკფურტში მუსიკალური სკოლა გახსენით?

- დაახლოებით, 5 წელია. როგორც კი კონსერვატორია დავამთავრე, სკოლის გახსნა მომინდა. ვინაიდან სტუდენტს არც ერთი ბანკი არ ენდობა, ჩემმა ახლობელმა გერმანელმა პროფესორმა - ურლიშ სტაშაიდმა (რომელსაც ქართველი მეუღლე - თამრიკო გელაშვილი ჰყავს) მითხრა: ისეთი მიზანდასახული, მშრომელი და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული თანხა ჩემგან მიიღეო. თავდაპირველად, მატერიალურად ისე მიჭირდა, რომ მუსიკალურ სკოლაში ვცხოვრობდი, ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობაც არ მქონდა, მაგრამ იმდენი ვიშრომე, რომ მალე ფეხზე წამოდგომა შევძელი და უფრო მეტიც - ახლა სკოლას დიდი ფართობი, საკონცერტო დარბაზები აქვს... ჩვენი სკოლა ინტერნაციონალურია და თითქმის ყველა მოსწავლეს გაკვეთილები მშობლიურ ენაზე უტარდება.

გასულ ზაფხულს საქართველოში, ავჭალაში არსებულ არასრულწლოვანთა კოლონიაში ბავშვებს მუსიკალური სკოლა გავუხსენი, ახალი ინსტრუმენტები ჩამოვუტანე, მასწავლებლები დავუნიშნე. ამ ბავშვებთან ერთად, მე და ჩემი კოლეგები კონცერტის გამართვას ვაპირებთ. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან არასრულწლოვანთა კოლონიაში მყოფ ბავშვს, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ისწავლის, გათავისუფლების მერე, დანაშაულის ჩადენის სურვილი აღარ გაუჩნდება.

- სკოლის გახსნასთან დაკავშირებულ ინიციატივას პატიმრობაში მყოფები როგორ შეხვდნენ?

- ბავშვებსაც და არასრულწლოვან­თა კოლონიის დირექტორს - ტატო გელბაქიანსაც ძალიან გაუხარდათ. ბავშვებს ვკითხე, - რომელი მუსიკალური ინსტრუმენტები გინდათ-მეთქი და რაც მთხოვეს, ჩამოვუტანე... სკოლის გახს­ნის შემდეგ მათთან სამჯერ ვიყავი. ყოველი მისვლისას მეუბნებიან, - აი, ეს ვისწავლეთო და რაღაცებს უკრავენ, მღერიან...

- ამჟამად საქართველოში რა მიზნით იმყოფებით?

- მიმაჩნია, რომ რეგიონული მუსიკალური სკოლების მხარდაჭერის პროექტი მნიშვნელოვანია. ამჟამად ფოთს და ფრანკფურტს "ვამეგობრებთ".

- მაინცდამაინც ფოთი რატომ შეარჩიეთ?

- ფოთი "წამომყვა". ამ ქალაქის მერს სურს, რომ საქმე აკეთოს. მაგალითად, საჩხერეში ჩემს ინიციატივაზე რეაქცია არ ჰქონიათ - იქ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებენ. მალე ფრანკფურტში საჩხერელი ბავშვების კონცერტი გვექნება, რომელსაც საჩხერე საერთოდ არ აფინანსებს, ყველა ხარჯს თავად ვფარავ...

- ვიდრე წარმატებულ საქმიანობას დაიწყებდით, როგორ ცხოვრობდით? სტუდენტობისას თავს რით ირჩენდით?

- ოჯახს ჩემი რჩენა არ შეეძლო, მაგრამ 1 წლის განმავლობაში სტიპენდია მქონდა. შემდეგ იყო პერიოდი, როცა სტომატოლოგიური კაბინეტის ტუალეტებს ვალაგებდი. საერთოდ, მიზნის მისაღწევად შრომას არ ვთაკილობ.

- დაოჯახებული ხართ?

- 18 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში გავემგზავრე, მაგრამ არ მინდოდა, ჩემი ქმარი გერმანელი ყოფილიყო. თავდა­პირველად, ღირსეული ქართველი მამაკაცის მოძებნა გამიჭირდა, მაგრამ მერე ბედმა გამიღიმა: სტუდენტობისას დასთან ერთად ვცხოვრობდი. სატელიტური ანტენა ვიყიდეთ - გვინდოდა, ქართული ტელეარხებისთვის გვეყურებინა. ანტენის დაყენებაში დასახმარებლად მეზობლად მცხოვრებ ებრაელ ქართველ და-ძმას მივაკითხე. სტუმრები ჰყავდათ და მათ შორის, ჩემი მომავალი მეუღლეც იყო. როცა შეიტყო, რაც მჭირდებოდა, მეორე დღესვე გვესტუმრა და დაგვეხმარა. ანტენის დაყენებიდან 1 თვეში დავქორწინდით (იცინის). არაჩვეულებრი­­ვი მეუღლე მყავს. მორალურად თუ ფინანსურად, ყოველთვის მხარში მიდგას. პროფესიით ისტორიკოს-თეოლოგია, მაგრამ ამჟამად, საკუთარ დიდ ფირმას ხელმძღვანელობს.

- თქვენი დაც მუსიკოსია?

- არა, მაგრამ სიმღერის ნიჭი აქვს. ეკონომისტი გახლავთ - ფრანკფურტის ბანკში მუშაობს. ჩემ გარდა, ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არ გვყავს, მაგრამ დედის და მამის მხრიდან ყველა მღერის, მამას გენიალური ბარიტონი აქვს... ხშირად მეკითხებიან: მშობლები ამ პროფესიის არჩევას გაძალებდნენო? ჩემთვის არასოდეს არაფერი დაუძალებიათ. 4 წლის ვიყავი, როცა სიამოვნებით ვმღეროდი და ვცეკვავდი. ოჯახში პირველი პიანინო რომ იყიდეს, თურმე, ისეთი ენთუზიაზმით ვუკრავდი, რომ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს. სხვა ბავშვები თუ ეზოში თამაშობდნენ, მე ხანდახან 10 საათიც ვმეცადინეობდი. ჰოდა, მშობლებმა საჩუქრად როიალი მიყიდეს... ამჟამად, მშობლები თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ ერთად ყოფნასაც ხშირად ვახერხებთ.

- გერმანული ცხოვრების სტილზე გადაეწყვეთ, არა?

- ასეა და ახლა აქაურობას ვეღარ ვეწყობი: საქართველოში ყველაფერი ნელ-ნელა ხდება, ყველა იგვიანებს და ჩემი გეგმები თავდაყირა დგება, ეს კი არ მომწონს. მიმაჩნია, რომ დისციპლინა აუცილებელია... რა თქმა უნდა, თავდაპირველად გერმანიაში ცხოვრება გამიჭირდა: მაგალითად, როცა ონკანიდან წყალი მოვუშვი და მივხვდი, დალევა არ შეიძლებოდა, ამან დეპრესიაში ჩამაგდო. მაგიჟებდა, რომ მეზობლისთვის წინასწარ უნდა მეთქვა, თუ როდის ვესტუმრებოდი. იქ კაცი ქალს რესტორანში თუ დაპატიჟებს, ორივემ თავისი დანახარჯი უნდა გადაიხადოს... ეს ყველაფერი მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ასეთი საქციელი ნორმალურია. რატომ? - ფულის შოვნა ძალიან ძნელია და იქ ამისათვის დღე და ღამე შრომობენ. თანაც, იქ ქალს იგივე უფლებები აქვს, რაც - კაცს.

- საინტერესოა, მომავალ მეუღლესთან თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდა?

- ალბათ იმიტომ მომეწონა, რომ პაემანზე დანახარჯს ყოველთვის თავად იხდიდა (იცინის). მის გვერდით თავს ქალად ვგრძნობდი. მას მერე, რაც ჩვენი ურთიერთობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიზარდა, ვეუბნები: დანახარჯი ცალ-ცალკე გადავიხადოთ-მეთქი. ასეთ დროს გიჟდება და მეუბნება: ასე როგორ შეიძლება? გეპატიჟები და ოფიციანტთან თავს ნუ მომჭრიო (იცინის)! დაბოლოს, შემთხვევით ვისარგებლებ და მეუღლეს თანადგომისთვის დიდ მადლობას გადავუხდი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია