პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა პაპუაშვილი - "დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ"
ზაზა პაპუაშვილი - "დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის პოსტზე და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა მი­უ­ღე­ბე­ლია. დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ნარ­მა­ნია მე­ტო­ქე­ო­ბას ვერ გა­უ­წევს.

"კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მაქვს. და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რას თბი­ლი­სის მე­რად ვერ გან­ვი­ხი­ლავ. ნარ­მა­ნია, რო­გორც თბი­ლი­სის მე­რის კან­დი­და­ტი, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი არ არის. მას პი­როვ­ნუ­ლად არა­ნა­ი­რად არ ვე­ხე­ბი. რო­გორც მი­ნის­ტრმა, ბევ­რი რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ა­კე­თა. თბი­ლი­სი ცოტა სხვა თემა მგო­ნია - სხვა მგრძნო­ბი­ა­რე­ბაა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნდა მოხ­დეს. თბი­ლის­მა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­და­ი­ტა­ნა. ეს ქა­ლა­ქი მუდ­მი­ვი ბრძო­ლის რე­ჟიმ­ში იყო და, რომ ვერ წა­აქ­ცია იმ ჯა­ლა­ლე­დინ­მა, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჰქვია, ამი­ტო­მაც გა­და­ი­ტა­ნა პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში. თბი­ლის­ში შეს­ძლებს, თა­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რა­ზე და გა­მო­ი­ნა­ხე­ბა ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. გა­მოჩ­ნდე­ბი­ან მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­საც ნარ­მა­ნია მე­ტო­ქე­ო­ბას ვერ გა­უ­წევს" - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

სა­ა­გენ­ტოს კი­თხვა­ზე, მისი ეს პო­ზი­ცია ნიშ­ნავს თუ არა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ნარ­მა­ნი­ას ხმა არ მის­ცეს, პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "არც კო­ა­ლი­ცი­ა­ში და არც პარ­ლა­მენ­ტში იმი­ტომ არ ვარ, რომ მა­რი­ო­ნე­ტი­ვით ხელი ავ­წიო და დავ­წიო. მაქვს ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი, ჩემი გემო პირ­ში და ჩემი სის­ხლი სჩ­ქეფს ძარ­ღვებ­ში. კო­ა­ლი­ცი­ამ და­ა­სა­ხე­ლა ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა - კი ბა­ტო­ნო, და­ა­სა­ხე­ლა, ხალ­ხმა შე­იძ­ლე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლოს. თბი­ლი­სის მერ­მა ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. არ­სე­ბობს ნი­უ­ან­სე­ბი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მერი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ზაზა პაპუაშვილი - "დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ"

ზაზა პაპუაშვილი - "დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ"

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაზა პაპუაშვილისთვის დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა მიუღებელია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს.

"კოალიციის პოლიტსაბჭოსგან განსხვავებული აზრი მაქვს. დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ. ნარმანია, როგორც თბილისის მერის კანდიდატი, ჩემთვის მისაღები არ არის. მას პიროვნულად არანაირად არ ვეხები. როგორც მინისტრმა, ბევრი რამ შესანიშნავად გააკეთა. თბილისი ცოტა სხვა თემა მგონია - სხვა მგრძნობიარებაა. ამ შემთხვევაში ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. თბილისმა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანა. ეს ქალაქი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში იყო და, რომ ვერ წააქცია იმ ჯალალედინმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, ამიტომაც გადაიტანა პარლამენტი ქუთაისში. თბილისში შესძლებს, თავად ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატურაზე და გამოინახება ღირსეული ადამიანი. გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომელსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაზა პაპუაშვილმა.

სააგენტოს კითხვაზე, მისი ეს პოზიცია ნიშნავს თუ არა, რომ გადაწყვეტილი აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ნარმანიას ხმა არ მისცეს, პაპუაშვილმა განაცხადა: "არც კოალიციაში და არც პარლამენტში იმიტომ არ ვარ, რომ მარიონეტივით ხელი ავწიო და დავწიო. მაქვს ჩემი მოსაზრებები, ჩემი გემო პირში და ჩემი სისხლი სჩქეფს ძარღვებში. კოალიციამ დაასახელა ნარმანიას კანდიდატურა - კი ბატონო, დაასახელა, ხალხმა შეიძლება ალტერნატიული კანდიდატურა დაასახელოს. თბილისის მერმა ბევრი კომპონენტი უნდა დააკმაყოფილოს. არსებობს ნიუანსები, რომელსაც თბილისის მერი უნდა აკმაყოფილებდეს".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა