პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს" - მამუკა ლომაშვილს პირველი შვილი შეეძინა
"ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს" - მამუკა ლომაშვილს პირველი შვილი შეეძინა

პა­რო­დის­ტი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი მამა გახ­და. ცოტა ხნის წინ ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი შე­ე­ძი­ნა. მისი მე­უღ­ლე და ჩვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ნი­კო­ლო­ზი 3 კი­ლოგ­რამ­სა და 850 გრამს იწო­ნის.

ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა იტა­ლი­ა­ში, რო­მის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გაჩ­ნდა, ამი­ტომ მამა შვი­ლის და­ბა­დე­ბას ვერც სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში და­ეს­წრო და ვერც - მის მიღ­მა, ის ცოლ-შვილს თბი­ლის­ში გულ­შე­მატ­კივ­რობ­და...

- ორი თვის წინ მე და ნინო იტა­ლი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. ჩემი მე­უღ­ლე იქ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავს...

- ალ­ბათ გა­და­წყვე­ტი­ლიც გვქონ­დათ, რომ ნი­კო­ლო­ზი იქ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, არა?

- კი გვინ­დო­და, რომ ნი­კო­ლო­ზი იქ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე თბი­ლის­ში უამ­რა­ვი გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე მქონ­და, მა­ლე­ვე უკან დავ­ბრუნ­დი. ნინო კი იქ დავ­ტო­ვე. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ღვთის მად­ლით, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ორი­ვე მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს და აი, ახ­ლაც, დედა-შვი­ლი იტა­ლი­ის ქუ­ჩებ­ში არი­ან სა­სე­ირ­ნოდ გა­სუ­ლე­ბი...

- რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან?

- სავ­რა­უ­დოდ სა­ა­ხალ­წლოდ, ნინო უკვე სა­ბუ­თებს ამ­ზა­დებს, თუ სა­კონ­სუ­ლო­ში არ გა­აწ­ვა­ლეს და არ შე­ა­ფერ­ხეს, ორი­ვე ახალ წელს აქ იქ­ნე­ბა. მე კი მათ­თვის სახ­ლს ვამ­ზა­დებ, პა­ტა­რა რე­მონ­ტი მაქვს, რა­ღა­ცებს ვა­წეს­რი­გებ...

ისე, რომ მოვ­დი­ო­დი, ნინო გა­ვაფრ­თხი­ლე: ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში სა­ხე­ლი სწო­რად ჩა­წე­რონ-მეთ­ქი. თურ­მე რო­დე­საც მოწ­მო­ბას ავ­სებ­დნენ, იტა­ლი­ე­ლებს უკი­თხვათ, - დედა რო­მე­ლია, - ნინო თუ მა­მუ­კაო? ნინო იქ ხომ მამ­კა­ცებს ჰქვი­ათ, ა-ზე კი მათ­თან მამ­კა­ცის სა­ხე­ლი არ მთავ­რდე­ბა. ამი­ტომ არც მა­მუ­კა მი­იჩ­ნი­ეს მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლად. ასე რომ, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩი, რომ ნი­კო­ლო­ზის დე­დად არ გა­მა­ფორ­მეს...

- უკვე გა­აც­ნო­ბი­ე­რე, რომ მამა ხარ?

- ჯერ ვერა, მხო­ლოდ იმას ვცდი­ლობ და ვზრუ­ნავ, რომ ნი­კო­ლოზს სახ­ლი მო­ვუ­წეს­რი­გო...

- ისე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, შენი პა­რო­დი­ის ობი­ექ­ტი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი აღარ არის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მის იმი­ტა­ცი­ას კი­დევ გა­ა­კე­თებ?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მი­შას პა­რო­დია, კი­დევ მა­გარ "ხოდ­შია". ამა­ში კი­დევ ერთხელ იმ დღეს დავ­რწმუნ­დი, რო­დე­საც ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის სა­ყიდ­ლად მი­ვე­დი. ხალ­ხი შე­მო­მეხ­ვია, მე­ფე­რე­ბოდ­ნენ, მი­ცი­ნოდ­ნენ, მე­სალ­მე­ბოდ­ნენ და მივ­ხვდი, რომ მიშა ჯერ­ჯე­რო­ბით "მო­და­შია".

- იქ­ნებ შენ გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და არა მი­შას?

- არა ნამ­დვი­ლად. ერთხელ ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტიც ჩა­ვა­ტა­რე: სცერ­ნა­ზე ჩემი ხმით ვი­ლა­პა­რა­კე ის ტექ­სტი, რაც პა­რო­დი­ის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­ინც მი­ი­ღო...

ისე, 21 დე­კემ­ბერს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში "პა­რო­დი­ის თე­ატ­რის" 15 წლის­თა­ვის­თვის მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტი გვექ­ნე­ბა და მე რა თქმა უნდა, კვლავ "მიშა" ვიქ­ნე­ბი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლა­უ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს" - მამუკა ლომაშვილს პირველი შვილი შეეძინა

"ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს" - მამუკა ლომაშვილს პირველი შვილი შეეძინა

პაროდისტი მამუკა ლომაშვილი მამა გახდა. ცოტა ხნის წინ ვაჟი, ნიკოლოზი შეეძინა. მისი მეუღლე და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ნიკოლოზი 3 კილოგრამსა და 850 გრამს იწონის.

ვინაიდან პატარა იტალიაში, რომის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში გაჩნდა, ამიტომ მამა შვილის დაბადებას ვერც სამშობიარო ბლოკში დაესწრო და ვერც - მის მიღმა, ის ცოლ-შვილს თბილისში გულშემატკივრობდა...

- ორი თვის წინ მე და ნინო იტალიაში გავემგზავრეთ. ჩემი მეუღლე იქ წლების განმავლობაში მუშაობდა და უამრავი მეგობარი ჰყავს...

- ალბათ გადაწყვეტილიც გვქონდათ, რომ ნიკოლოზი იქ დაბადებულიყო, არა?

- კი გვინდოდა, რომ ნიკოლოზი იქ დაბადებულიყო, მაგრამ ვინაიდან მე თბილისში უამრავი გადაუდებელი საქმე მქონდა, მალევე უკან დავბრუნდი. ნინო კი იქ დავტოვე. ვნერვიულობდი, მაგრამ ღვთის მადლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ორივე მშვენივრად გრძნობს თავს და აი, ახლაც, დედა-შვილი იტალიის ქუჩებში არიან სასეირნოდ გასულები...

- როდის დაბრუნდებიან?

- სავრაუდოდ საახალწლოდ, ნინო უკვე საბუთებს ამზადებს, თუ საკონსულოში არ გააწვალეს და არ შეაფერხეს, ორივე ახალ წელს აქ იქნება. მე კი მათთვის სახლს ვამზადებ, პატარა რემონტი მაქვს, რაღაცებს ვაწესრიგებ...

ისე, რომ მოვდიოდი, ნინო გავაფრთხილე: ყურადღება მიაქციე, ბავშვის დაბადების მოწმობაში სახელი სწორად ჩაწერონ-მეთქი. თურმე როდესაც მოწმობას ავსებდნენ, იტალიელებს უკითხვათ, - დედა რომელია, - ნინო თუ მამუკაო? ნინო იქ ხომ მამკაცებს ჰქვიათ, ა-ზე კი მათთან მამკაცის სახელი არ მთავრდება. ამიტომ არც მამუკა მიიჩნიეს მამაკაცის სახელად. ასე რომ, ბეწვზე გადავრჩი, რომ ნიკოლოზის დედად არ გამაფორმეს...

- უკვე გააცნობიერე, რომ მამა ხარ?

- ჯერ ვერა, მხოლოდ იმას ვცდილობ და ვზრუნავ, რომ ნიკოლოზს სახლი მოვუწესრიგო...

- ისე, საქართველოში მთავრობა შეიცვალა, შენი პაროდიის ობიექტი პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ არის თანამდებობაზე. მის იმიტაციას კიდევ გააკეთებ?

- წარმოიდგინეთ, რომ მიშას პაროდია, კიდევ მაგარ "ხოდშია". ამაში კიდევ ერთხელ იმ დღეს დავრწმუნდი, როდესაც ელიავას ბაზრობაზე სამშენებლო მასალების საყიდლად მივედი. ხალხი შემომეხვია, მეფერებოდნენ, მიცინოდნენ, მესალმებოდნენ და მივხვდი, რომ მიშა ჯერჯერობით "მოდაშია".

- იქნებ შენ გგულშემატკივრობენ და არა მიშას?

- არა ნამდვილად. ერთხელ ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატარე: სცერნაზე ჩემი ხმით ვილაპარაკე ის ტექსტი, რაც პაროდიისთვის იყო განკუთვნილი, მაყურებელმა მაინც მიიღო...

ისე, 21 დეკემბერს ფილარმონიაში "პაროდიის თეატრის" 15 წლისთავისთვის მიძღვნილი კონცერტი გვექნება და მე რა თქმა უნდა, კვლავ "მიშა" ვიქნები...

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება