საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან: "აქ ყველა ერთმანეთს აგინებს, ტყუილი უყვართ ძალიან..."
ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან: "აქ ყველა ერთმანეთს აგინებს, ტყუილი უყვართ ძალიან..."

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ბლო­გერ აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლის "ჩი­ნე­ლი ბი­ჭის წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან". Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ტექსტს.

"დედა რო­გორ ხარ, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე... ხუნ­ხუა, სინ­გი, ტუნ­გი, ლიო, სე­ენ­დი, და­ო­ლი, კიმი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც მე­ნატ­რე­ბი­ან. რომ ჩა­მო­ვალ, ისეთ ნას­კებს და საც­ვლებს ჩა­მო­ვუ­ტან, ათ­ჯერ შე­უძ­ლი­ათ ჩა­იც­ვან და არ და­ი­ხე­ვა...

ეხლა ღა­მის 11 სა­ა­თია. ჩემს მე­ზობ­ლად მო­ხუ­ცი კაცი გარ­და­იც­ვა­ლა, ქელე­ხია და მთვრა­ლი ჭი­რი­სუფ­ლე­ბი მღე­რი­ან. მა­ინც არ მა­ძი­ნე­ბენ და გა­დავ­წყვი­ტე წე­რი­ლი მოგ­წე­როთ

მე არა­მი­შავს, კარ­გად ვარ. ერთ-ერთ უბან­ში თხუთ­მე­ტი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ოთა­ხი ვი­ქი­რა­ვეთ და ეხლა ერ­თად ვცხოვ­რობთ მე, ლუსი, ლი­ან­გი, ტენ­გი, ჩან­გი, დინი, ხაი შან­გი, ვონ­გი, და სან­გი.

წა­მოს­ვლამ­დე, რაც ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე გა­მე­გო, ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ყო­ფი­ლა: ქუ­ჩა­ში სულ ბრი­უს ლის მე­ძა­ხი­ან. ბავ­შვე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, შენ მო­ე­რე­ვი, თუ რემ­ბო­ვო. ჩვენს დად­გმულ დახ­ლს, რომ­ლის აწყო­ბას მთელ დი­ლას ვან­დო­მებთ, მოვ­ლენ და ხუთ წუთ­ში გვაშ­ლე­ვი­ნე­ბი­ნე­ბენ; ერ­თმა­ნეთ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი მე მირ­ტყა­მენ. შენი და მა­მას დამ­ზა­დე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ფეხ­საც­მე­ლე­ბი კარ­გად იყი­დე­ბა. უფრო კარ­გად რო გა­ი­ყი­დოს, ვამ­ბობ: "მო­პა­რუ­ლია" - რა­ღაც ჯადსნუ­რი სი­ტყვაა ალ­ბათ.

ჩვე­ნი სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სიც და­ბა­ლი და ღა­რი­ბია, ჩვე­ნი კარ­გად ეს­მის. თვი­თონ ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და ცოტა ხალ­ხი ცხოვ­რობს. და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც ჩვენს სო­ფელ­ში. უც­ნა­უ­რი ხალ­ხია. მა­გა­ლი­თად ერთი კვი­რის წინ ვნა­ხე რო­გორ მოკ­ლა ცე­მით ერ­თმა ბიჭ­მა მე­ო­რე დე­დის შე­გი­ნე­ბის­თვის და შემ­დეგ რო­გორ ყვე­ბო­და ამ ამ­ბავს და თან თა­ვის სა­კუ­თარ დე­დას აგი­ნებ­და. ვნა­ხე, რო­გორ სვამ­და ერთი კაცი ორ ლიტ­რი­ა­ნი სას­მი­სით და თი­თებ­ში სი­გა­რე­ტით ჯან­მრთე­ლო­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს; ვნა­ხე ბა­ნა­ნე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­მელ­საც ბა­ნა­ნი არა­სო­დეს უჭა­მია, იმი­ტომ, რომ ძვი­რი ღირს; ვნა­ხე ყუ­რძნის არა­ყი, რო­მე­ლიც ბაზ­რო­ბა­ზე ერთი ჭიქა ათი ცენ­ტი ღირს და ზუს­ტად იგი­ვე არა­ყი კა­ფე­ში - ათი დო­ლა­რი; აქ ძა­ლი­ან ღა­რი­ბე­ბი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბიც, კი მსუქ­ნე­ბი არი­ან; ჩვენ ჩუს­ტებს, კე­ტებს და წე­ბოს აქ სხვა­ნა­ი­რად აფა­სე­ბენ - ძვი­რი ღირს.

არ მეს­მის, რა­ტომ იტან­ჯა­ვენ თავს შიმ­ში­ლით, როცა ამ­დე­ნი უპატ­რო­ნო ძაღ­ლი დარ­ბის ქუ­ჩა­ში. ჩემს უბან­ში თხუთ­მე­ტი უპატ­რო­ნო ძაღ­ლი ცხოვ­რობ­და. მაგ­რამ ამ ბოლო დროს ვაჭ­რო­ბა ცუ­დად მიმ­დის და ექ­ვსი­ღა დამ­რჩა. უკვე აცივ­და და ბუ­ზე­ბიც აღარ იშო­ვე­ბა. იმ დღეს ბა­ყა­ყით სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ აქა­უ­რებ­მა არ და­მაკ­ვლე­ვი­ნეს - "წვი­მა მო­ვაო."

ქარ­თუ­ლი უკვე კარ­გად ვის­წავ­ლე. ლა­პა­რა­კი ცოტა მი­ჭირს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მეს­მის, რა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან. ძი­რი­თა­დად მა­გი­ნე­ბენ, ხოლ­მე, მაგ­რამ აღარ მწყინს. აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს აგი­ნებს. ტყუ­ი­ლი უყ­ვართ ძა­ლი­ან. ყვე­ლა ცდი­ლობს მო­გა­ტყუ­ოს. თა­ვი­დან ესეც მწყინ­და, მაგ­რამ აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ატყუ­ებს და აღარ მწყინს. ნაც­ნო­ბი ბევ­რი არ მყავს, მაგ­რამ ისე ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს, რომ ვერ ვარ­ჩევ ხოლ­მე, რო­მე­ლი რო­მე­ლია - ყვე­ლას მრგვა­ლი თვა­ლე­ბი აქვს.

სა­დაც ვცხოვ­რობთ, ამ ქა­ლაქს თბი­ლი­სი ჰქვია და აღ­მო­სავ­ლე­თის, ანუ აე­რო­პორ­ტის მხრი­დან ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. შუ­ა­ში მდი­ნა­რე ჩა­მო­უ­დის, რო­მელ­შიც ნა­გავს ყრი­ან და თავს იხ­რჩო­ბენ.

დი­ა­სახ­ლის­მა ჩვე­ნი ოთა­ხი­დან მა­ცი­ვა­რი გა­ი­ტა­ნა. შე­გიძ­ლია ხუნ­ხუ­აც გა­მო­უშ­ვა, ისიც და­ე­ტე­ვა. აქ რომ ჩა­მო­ვა, სა­ნამ მი­პო­ვის, ფრთხი­ლად იყოს. ამათ, როცა მთვრა­ლე­ბი არი­ან, ჩხუ­ბი იცი­ან, თუმ­ცა ფხიზ­ლე­ბი არა­ფერს და­გი­შა­ვე­ბენ, მარ­ტო შე­გა­გი­ნე­ბენ და მორ­ჩა. ვაგ­ზლის ბაზ­რო­ბა იკი­თხოს და ად­ვი­ლად მო­მაგ­ნებს. ეს არის სულ დედა მერე კი­დევ მოგ­წერ, როცა დრო მექ­ნე­ბა.

გკოც­ნით ყვე­ლას.

თქვე­ნი ტობი ვონ­გი."

იხი­ლეთ წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან: "აქ ყველა ერთმანეთს აგინებს, ტყუილი უყვართ ძალიან..."

ჩინელი ბიჭის წერილი საქართველოდან: "აქ ყველა ერთმანეთს აგინებს, ტყუილი უყვართ ძალიან..."

სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს ბლოგერ აკა სინჯიკაშვილის "ჩინელი ბიჭის წერილი  საქართველოდან". Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტექსტს.

"დედა როგორ ხარ, ძალიან მომენატრე... ხუნხუა, სინგი, ტუნგი, ლიო, სეენდი, დაოლი, კიმი და ოჯახის სხვა წევრებიც მენატრებიან. რომ ჩამოვალ, ისეთ ნასკებს და საცვლებს ჩამოვუტან, ათჯერ შეუძლიათ ჩაიცვან და არ დაიხევა...

ეხლა ღამის 11 საათია. ჩემს მეზობლად მოხუცი კაცი გარდაიცვალა, ქელეხია და მთვრალი ჭირისუფლები მღერიან. მაინც არ მაძინებენ და გადავწყვიტე წერილი მოგწეროთ

მე არამიშავს, კარგად ვარ. ერთ-ერთ უბანში თხუთმეტი კვადრატული მეტრი ოთახი ვიქირავეთ და ეხლა ერთად ვცხოვრობთ მე, ლუსი, ლიანგი, ტენგი, ჩანგი, დინი, ხაი შანგი, ვონგი, და სანგი.

წამოსვლამდე, რაც ქართველების სტუმართმოყვარეობაზე გამეგო, ყველაფერი პირიქით ყოფილა: ქუჩაში სულ ბრიუს ლის მეძახიან. ბავშვები მეკითხებიან, შენ მოერევი, თუ რემბოვო. ჩვენს დადგმულ დახლს, რომლის აწყობას მთელ დილას ვანდომებთ, მოვლენ და ხუთ წუთში გვაშლევინებინებენ; ერთმანეთზე გაბრაზებულები მე მირტყამენ. შენი და მამას დამზადებული იტალიური ფეხსაცმელები კარგად იყიდება. უფრო კარგად რო გაიყიდოს, ვამბობ: "მოპარულია" - რაღაც ჯადსნური სიტყვაა ალბათ.

ჩვენი სახლის დიასახლისიც დაბალი და ღარიბია, ჩვენი კარგად ესმის. თვითონ ქვეყანა ძალიან პატარაა და ცოტა ხალხი ცხოვრობს. დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენს სოფელში. უცნაური ხალხია. მაგალითად ერთი კვირის წინ ვნახე როგორ მოკლა ცემით ერთმა ბიჭმა მეორე დედის შეგინებისთვის და შემდეგ როგორ ყვებოდა ამ ამბავს და თან თავის საკუთარ დედას აგინებდა. ვნახე, როგორ სვამდა ერთი კაცი ორ ლიტრიანი სასმისით და თითებში სიგარეტით ჯანმრთელობის სადღეგრძელოს; ვნახე ბანანების გამყიდველი, რომელსაც ბანანი არასოდეს უჭამია, იმიტომ, რომ ძვირი ღირს; ვნახე ყურძნის არაყი, რომელიც ბაზრობაზე ერთი ჭიქა ათი ცენტი ღირს და ზუსტად იგივე არაყი კაფეში - ათი დოლარი; აქ ძალიან ღარიბები და გაჭირვებულებიც, კი მსუქნები არიან; ჩვენ ჩუსტებს, კეტებს და წებოს აქ სხვანაირად აფასებენ - ძვირი ღირს.

არ მესმის, რატომ იტანჯავენ თავს შიმშილით, როცა ამდენი უპატრონო ძაღლი დარბის ქუჩაში. ჩემს უბანში თხუთმეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა. მაგრამ ამ ბოლო დროს ვაჭრობა ცუდად მიმდის და ექვსიღა დამრჩა. უკვე აცივდა და ბუზებიც აღარ იშოვება. იმ დღეს ბაყაყით სადილის მომზადება მინდოდა, მაგრამ აქაურებმა არ დამაკვლევინეს - "წვიმა მოვაო."

ქართული უკვე კარგად ვისწავლე. ლაპარაკი ცოტა მიჭირს, მაგრამ ყველაფერი კარგად მესმის, რასაც მეუბნებიან. ძირითადად მაგინებენ, ხოლმე, მაგრამ აღარ მწყინს. აქ ყველა ერთმანეთს აგინებს. ტყუილი უყვართ ძალიან. ყველა ცდილობს მოგატყუოს. თავიდან ესეც მწყინდა, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს ატყუებს და აღარ მწყინს. ნაცნობი ბევრი არ მყავს, მაგრამ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ვერ ვარჩევ ხოლმე, რომელი რომელია - ყველას მრგვალი თვალები აქვს.

სადაც ვცხოვრობთ, ამ ქალაქს თბილისი ჰქვია და აღმოსავლეთის, ანუ აეროპორტის მხრიდან ძალიან ლამაზია. შუაში მდინარე ჩამოუდის, რომელშიც ნაგავს ყრიან და თავს იხრჩობენ.

დიასახლისმა ჩვენი ოთახიდან მაცივარი გაიტანა. შეგიძლია ხუნხუაც გამოუშვა, ისიც დაეტევა. აქ რომ ჩამოვა, სანამ მიპოვის, ფრთხილად იყოს. ამათ, როცა მთვრალები არიან, ჩხუბი იციან, თუმცა ფხიზლები არაფერს დაგიშავებენ, მარტო შეგაგინებენ და მორჩა. ვაგზლის ბაზრობა იკითხოს და ადვილად მომაგნებს. ეს არის სულ დედა მერე კიდევ მოგწერ, როცა დრო მექნება.

გკოცნით ყველას.

თქვენი ტობი ვონგი."

იხილეთ წყარო

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან" - თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი