საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხუბი "მის ქუთაისის" ფინალზე და კონკურსანტები "ქართული ოცნების" დროშებით და მაისურებით
ჩხუბი "მის ქუთაისის" ფინალზე და კონკურსანტები "ქართული ოცნების" დროშებით და მაისურებით

ქუ­თა­ის­ში, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "მის ქუ­თა­ი­სის" შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბით გა­იხ­სნა, შემ­დეგ კი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი­თა და მა­ი­სუ­რე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ.

აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა მა­ყუ­რებ­ლის და ჟი­უ­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა. სა­ა­ბო­ლო­ოდ, "მის ქუ­თა­ი­სის" გა­მო­სავ­ლე­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ჩხუ­ბით დას­რულ­და.

"ღო­ნის­ძი­ე­ბა რომ გა­იხ­სნა, შუქი ჩაქ­რა და დარ­ბაზ­ში ნაც­ნო­ბი კა­ცის ხმა გა­ვი­გო­ნეთ, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ პო­ლი­ტი­კი­დან მი­დი­ო­და და ერთ მუშ­ტად შეკ­რულს გვტო­ვებ­და. ამის შემ­დეგ დარ­ბაზ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი­თა და მა­ი­სუ­რე­ბით 60-მდე ბავ­შვი შე­მო­ვარ­და, რომ­ლე­ბიც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბას ულო­ცავ­დნენ. ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი მა­რი­კა ბერ­ძე­ნა­ძე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია, სცე­ნა­ზე ავარ­და და ორ­გა­ნი­ზა­ტორს უთხრა, ეს რა უბე­დუ­რე­ბაა, ქუ­თა­ისს თქვენ და თქვენ­ნა­ი­რე­ბი ჭრით თავ­სო. კონ­კურ­სის და­სას­რულს ჟი­უ­რი ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის ჩა­მო­სა­წე­რად გა­ვი­და და ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე ჩვენ მარ­თლა ვწყვეტ­დით ერ­თმა­ნეთს, როცა მოვ­რჩით და დარ­ბაზ­ში გა­მო­ვე­დით, ღო­ნის­ძი­ე­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი დაგ­ვხდა. ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა თვი­თონ ჩა­მო­ა­რი­გა წლო­ვა­ნე­ბის მი­ხედ­ვით მი­სე­ბის და ვიცე-მი­სე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი. ჩვენ რომ ვთქვით, რომ ეს ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი ჟი­უ­რის შერ­ჩე­უ­ლი არ იყო, ამა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ყვე­ლას დე­დე­ბი გვა­გი­ნა და კახა კა­ლა­ძეს­თან და­რეკ­ვით დაგ­ვე­მუქ­რა. ჩვენ ვუ­თხა­რით, კა­ლა­ძემ რა უნდა ქნას, დიდი დიდი შუქი გაგ­ვი­თი­შოს-თქო. ერთი სი­ტყვით, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და, ცოდ­ვა-მად­ლის გან­კი­თხვა იყო," - ჰყვე­ბა ჟი­უ­რის წევ­რი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

წყა­რო: Topnews.com.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ჩხუბი "მის ქუთაისის" ფინალზე და კონკურსანტები "ქართული ოცნების" დროშებით და მაისურებით

ჩხუბი "მის ქუთაისის" ფინალზე და კონკურსანტები "ქართული ოცნების" დროშებით და მაისურებით

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარებული "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით გაიხსნა, შემდეგ კი კონკურსის მონაწილეები "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით გამოვიდნენ.

აღნიშნულმა ფაქტმა მაყურებლის და ჟიურის უკმაყოფილება გამოიწვია. მაყურებელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა. სააბოლოოდ, "მის ქუთაისის" გამოსავლენად ჩატარებული სილამაზის კონკურსი ჩხუბით დასრულდა.

"ღონისძიება რომ გაიხსნა, შუქი ჩაქრა და დარბაზში ნაცნობი კაცის ხმა გავიგონეთ, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა და ერთ მუშტად შეკრულს გვტოვებდა. ამის შემდეგ დარბაზში "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით 60-მდე ბავშვი შემოვარდა, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავდნენ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი მარიკა ბერძენაძე, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია, სცენაზე ავარდა და ორგანიზატორს უთხრა, ეს რა უბედურებაა, ქუთაისს თქვენ და თქვენნაირები ჭრით თავსო. კონკურსის დასასრულს ჟიური ნომინაციების ჩამოსაწერად გავიდა და ნომინაციების შერჩევაზე ჩვენ მართლა ვწყვეტდით ერთმანეთს, როცა მოვრჩით და დარბაზში გამოვედით, ღონისძიება უკვე დასრულებული დაგვხდა. ორგანიზატორმა თვითონ ჩამოარიგა წლოვანების მიხედვით მისების და ვიცე-მისების ნომინაციები. ჩვენ რომ ვთქვით, რომ ეს ნომინაციები ჟიურის შერჩეული არ იყო, ამაზე ორგანიზატორმა ყველას დედები გვაგინა და კახა კალაძესთან დარეკვით დაგვემუქრა. ჩვენ ვუთხარით, კალაძემ რა უნდა ქნას, დიდი დიდი შუქი გაგვითიშოს-თქო. ერთი სიტყვით, საშინელება ხდებოდა, ცოდვა-მადლის განკითხვა იყო," - ჰყვება ჟიურის წევრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წყარო: Topnews.com.ge

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა