საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშობლოში დაბრუნება გვინდა, ეს არის ჩვენი ოცნება!" - რატომ არ მისცეს ლევან მამალაძეს პოლიტიკური თავშესაფარი
"სამშობლოში დაბრუნება გვინდა, ეს არის ჩვენი ოცნება!" - რატომ არ მისცეს ლევან მამალაძეს პოლიტიკური თავშესაფარი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერი და ბერი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­ლო­დინ­შია. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ქვეყ­ნის გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი პო­ლიტ­დევ­ნი­ლე­ბი­სა თუ პო­ლი­ტძებ­ნი­ლე­ბის ხვედ­რი. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ კო­ა­ბი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას შეძ­ლე­ბენ, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 9-წლი­ა­ნი მა­ხინ­ჯი პო­ლი­ტი­კის მსხვერ­პლი არი­ან.

ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი 11 წელი დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი, ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნო­ბი ქვე­მო ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლე­ვან მა­მა­ლა­ძეა. მას­ზე ბევ­რი თქმუ­ლა, ბევ­რიც და­წე­რი­ლა და ძვე­ლის გახ­სე­ნე­ბით თავს აღარ შე­გა­წყენთ, მხო­ლოდ შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ტო­ვა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი და­უს­წრებ­ლად გა­მო­უ­ტა­ნა და 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას ბრა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, ქრთა­მის აღე­ბა­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის და­მალ­ვა­ში დას­დეს. მისი ქო­ნე­ბა (4-ოთა­ხი­ა­ნი ბინა ატე­ნის ქუ­ჩა­ზე) სა­ხელ­მწი­ფო სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მა­მა­ლა­ძის ოჯა­ხი არ­ნა­ხუ­ლი რეპ­რე­სი­ის მსხვერ­პლი გახ­და - ბი­ძა­მის­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­წო­ლი­სა და შან­ტა­ჟის გამო სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, სცა­დეს დე­დის და­პა­ტიმ­რე­ბაც, მა­მამ ნერ­ვი­უ­ლო­ბას ვერ გა­უძ­ლო და ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა, მე­უღ­ლე სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა, და­ა­პა­ტიმ­რეს სიძე (დის ქმა­რი), ნა­თე­სა­ვე­ბი და­ი­თხო­ვეს სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან.

ლე­ვან მა­მა­ლა­ძე: - ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი, დამ­ნა­შა­ვე და აღ­ვი­რახ­სნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ბა­რე­ბა ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო.

- შეგვძლე­ბია ქარ­თვე­ლებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მე­თო­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა?

- ეს მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა რო­დია, რომ არა ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და ევ­რო­პე­ლე­ბის ნება, მძი­მე შე­დეგს მი­ვი­ღებ­დით. სა­ქარ­თვე­ლოს ბედს ყო­ველ­თვის გა­რე­შე ძა­ლე­ბი წყვეტ­დნენ. მად­ლო­ბა მათ, რომ სის­ხლი არ დაღ­ვა­რეს და სა­ა­კაშ­ვი­ლი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მო­ა­შო­რეს. მათ რომ არ ეღი­ა­რე­ბი­ნათ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა, კარ­გად იცით, რაც მოხ­დე­ბო­და.

- გა­მო­დის, ივა­ნიშ­ვი­ლი და­სავ­ლუ­რი პრო­ექ­ტია, არა­და, მას რუ­სულ პრო­ექ­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

- რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო ხე­ლი­დან გა­უშ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ისევ შე­ეც­დე­ბა გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლუ­რი და ამე­რი­კუ­ლი გავ­ლე­ნა თუ კონ­ტრო­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რუ­სე­თის შან­სი მცირ­დე­ბა... სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­შე­წყო­ბით რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი ჩა­მო­აჭ­რა და ამის იუ­რი­დი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბას ცდი­ლობს.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ივა­ნიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­საც, რად­გან მას ჰქონ­და რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­წევ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას და გა­უ­წია კი­დეც. გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი კი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის­თვის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მოთ­მი­ნე­ბით სავ­სე ფი­ა­ლა აღ­მოჩ­ნდა. მათ კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ხალ­ხი კულ­მი­ნა­ცი­ამ­დე იყო მი­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი გამ­ხდა­რი­ყო, გა­მო­სა­ვა­ლი კი მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა გახ­ლდათ.

- ახა­ლა­ია და­ი­ჭი­რეს, ჭორი გავ­რცელ­და, უშ­ვე­ბე­ნო, მაგ­რამ ჯერ მა­ინც ცი­ხე­შია, მე­რა­ბიშ­ვი­ლიც და­ი­ჭი­რეს... ეს ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა?!

- სა­ნა­ხა­ო­ბა ჩემ­ზე არ მოქ­მე­დებს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამას 9 წელი აკე­თებ­და! თუ იჭერ, და­ნა­შა­უ­ლიც უნდა და­უმ­ტკი­ცო, მყა­რი ფაქ­ტე­ბი­თა და არ­გუ­მენ­ტე­ბით. ახა­ლა­ი­ებ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და - ეს მოკ­ლა, ის და­ახ­რჩო, იმას წა­მე­ბით სული ამო­ხა­დაო, სად წა­ვი­და ეს ხალ­ხი?! ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ახა­ლა­ი­ა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვერ წარ­მო­ად­გენ­დნენ! არ მინ­და სა­ნა­ხა­ო­ბა, რად­გან ამის მსხვერ­პლი მეც ვარ. სწო­რედ მოს­ყი­დუ­ლი პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ით შექ­მნა სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩემ­გან მონ­სტრი. რომ გა­ვე­ნად­გუ­რე­ბი­ნე, რა არ და­მაბ­რა­ლა... მე და ჩემს ოჯახს 11 წე­ლია გვდევ­ნი­ან, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხუშ­ტუ­რებს შე­ე­წი­რა ბი­ძა­ჩე­მის სი­ცო­ცხლე, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის და­წი­ო­კე­ბა. თქვენ ჩემს საქ­მე­ში თუ ჩა­გი­ხე­დავთ?

- არა, მაგ­რამ ბრა­ლი რა­ზეც წა­გი­ყე­ნეს, ვიცი...

- არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, არც ერთი ფაქ­ტი, რომ რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის ქვეყ­ნის, ერის ან ვინ­მეს წი­ნა­შე, არ არ­სე­ბობს! ყბა­და­ღე­ბუ­ლი ოქრო, რან­ჩო­ე­ბი და ნი­ან­გე­ბი საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის დად­გმუ­ლი შოუ იყო, თით­ქოს ლე­ვან მა­მა­ლა­ძე შავი რა­შით და­დი­ო­და ნი­ან­გებ­ზე სა­ნა­დი­რო­დო. სად წა­ვი­და შავი რაში? ან ნა­ნა­დი­რე­ვი ნი­ან­გე­ბი? მიშა ცდი­ლობ­და, ხალ­ხის თვალ­ში უკა­ნას­კნელ კა­ცად წარ­მო­ვე­ჩი­ნე და მერე ქარ­თვე­ლებს ტაში და­ეკ­რათ, ეს რა მონ­სტრი მოგ­ვა­შო­რაო.

ბი­ძა­ჩე­მი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, აშან­ტა­ჟებ­დნენ! ჩემი ძმა გა­აქ­ცი­ეს, სიძე და­ი­ჭი­რეს, მა­მას ინ­სულ­ტი და­მარ­თეს და გარ­და­იც­ვა­ლა, მე­უღ­ლე და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და­მი­წი­ო­კეს, სა­ქარ­თვე­ლო­დან ძლივს და­აღ­წი­ეს თავი, რომ სა­ა­კაშ­ვილს მძევ­ლად არ აეყ­ვა­ნა.

რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო? მი­შას მიერ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბათ და ეს უპირ­ვე­ლე­სად სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნით უნდა და­ი­წყოს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"სამშობლოში დაბრუნება გვინდა, ეს არის ჩვენი ოცნება!" - რატომ არ მისცეს ლევან მამალაძეს პოლიტიკური თავშესაფარი

"სამშობლოში დაბრუნება გვინდა, ეს არის ჩვენი ოცნება!" - რატომ არ მისცეს ლევან მამალაძეს პოლიტიკური თავშესაფარი

საქართველოში ერი და ბერი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. განსაკუთრებით რთულია ქვეყნის გარეთ მყოფი ქართველი პოლიტდევნილებისა თუ პოლიტძებნილების ხვედრი. ისინი ფიქრობენ, რომ კოაბიტაციის დასრულებით უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ 9-წლიანი მახინჯი პოლიტიკის მსხვერპლი არიან.

ჩვენი რუბრიკის სტუმარი 11 წელი დევნილობაში მყოფი, ყველასათვის ნაცნობი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძეა. მასზე ბევრი თქმულა, ბევრიც დაწერილა და ძველის გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ მამალაძემ საქართველო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დატოვა, თუმცა სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შემოსავლების დამალვაში დასდეს. მისი ქონება (4-ოთახიანი ბინა ატენის ქუჩაზე) სახელმწიფო სარგებლობაში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, მამალაძის ოჯახი არნახული რეპრესიის მსხვერპლი გახდა - ბიძამისმა პროკურატურის ზეწოლისა და შანტაჟის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სცადეს დედის დაპატიმრებაც, მამამ ნერვიულობას ვერ გაუძლო და ინსულტით გარდაიცვალა, მეუღლე სამი მცირეწლოვანი შვილით უსახლკაროდ დარჩა, დააპატიმრეს სიძე (დის ქმარი), ნათესავები დაითხოვეს სამსახურებიდან.

ლევან მამალაძე: - ყველაზე სისხლიანი, დამნაშავე და აღვირახსნილი ხელისუფლების ასე უმტკივნეულოდ გადაბარება ცოტა წარმოუდგენელიც კი იყო.

- შეგვძლებია ქართველებს მშვიდობიანი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა?

- ეს მხოლოდ ქართველების დამსახურება როდია, რომ არა ამერიკელებისა და ევროპელების ნება, მძიმე შედეგს მივიღებდით. საქართველოს ბედს ყოველთვის გარეშე ძალები წყვეტდნენ. მადლობა მათ, რომ სისხლი არ დაღვარეს და სააკაშვილი უმტკივნეულოდ მოაშორეს. მათ რომ არ ეღიარებინათ ივანიშვილის გამარჯვება, კარგად იცით, რაც მოხდებოდა.

- გამოდის, ივანიშვილი დასავლური პროექტია, არადა, მას რუსულ პროექტად მოიხსენიებენ.

- რუსეთმა საქართველო ხელიდან გაუშვა. ბუნებრივია, ისევ შეეცდება გავლენის მოპოვებას, მაგრამ საქართველოში დასავლური და ამერიკული გავლენა თუ კონტროლი იმდენად დიდია, რუსეთის შანსი მცირდება... სააკაშვილის ხელშეწყობით რუსეთმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოაჭრა და ამის იურიდიულად გაფორმებას ცდილობს.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ივანიშვილის პერსონასაც, რადგან მას ჰქონდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი, რომლითაც სააკაშვილს გაუწევდა კონკურენციას და გაუწია კიდეც. განმსაზღვრელი ფაქტორი კი ევროპისა და ამერიკისთვის ქართველი ხალხის მოთმინებით სავსე ფიალა აღმოჩნდა. მათ კარგად გააცნობიერეს, რომ ხალხი კულმინაციამდე იყო მისული, შეიძლებოდა პროცესები უმართავი გამხდარიყო, გამოსავალი კი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა გახლდათ.

- ახალაია დაიჭირეს, ჭორი გავრცელდა, უშვებენო, მაგრამ ჯერ მაინც ციხეშია, მერაბიშვილიც დაიჭირეს... ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობა აღდგება?!

- სანახაობა ჩემზე არ მოქმედებს, სააკაშვილი ამას 9 წელი აკეთებდა! თუ იჭერ, დანაშაულიც უნდა დაუმტკიცო, მყარი ფაქტებითა და არგუმენტებით. ახალაიებზე ლეგენდები დადიოდა - ეს მოკლა, ის დაახრჩო, იმას წამებით სული ამოხადაო, სად წავიდა ეს ხალხი?! ვერ წარმოვიდგენდი, თუ ახალაიაზე მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენდნენ! არ მინდა სანახაობა, რადგან ამის მსხვერპლი მეც ვარ. სწორედ მოსყიდული პრესითა და ტელევიზიით შექმნა სააკაშვილმა ჩემგან მონსტრი. რომ გავენადგურებინე, რა არ დამაბრალა... მე და ჩემს ოჯახს 11 წელია გვდევნიან, სააკაშვილის ხუშტურებს შეეწირა ბიძაჩემის სიცოცხლე, ჩემი ახლობლების დაწიოკება. თქვენ ჩემს საქმეში თუ ჩაგიხედავთ?

- არა, მაგრამ ბრალი რაზეც წაგიყენეს, ვიცი...

- არანაირი მტკიცებულება, არც ერთი ფაქტი, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ერის ან ვინმეს წინაშე, არ არსებობს! ყბადაღებული ოქრო, რანჩოები და ნიანგები საქმეში არ არსებობს. ეს ყველაფერი სააკაშვილის დადგმული შოუ იყო, თითქოს ლევან მამალაძე შავი რაშით დადიოდა ნიანგებზე სანადიროდო. სად წავიდა შავი რაში? ან ნანადირევი ნიანგები? მიშა ცდილობდა, ხალხის თვალში უკანასკნელ კაცად წარმოვეჩინე და მერე ქართველებს ტაში დაეკრათ, ეს რა მონსტრი მოგვაშორაო.

ბიძაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, აშანტაჟებდნენ! ჩემი ძმა გააქციეს, სიძე დაიჭირეს, მამას ინსულტი დამართეს და გარდაიცვალა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დამიწიოკეს, საქართველოდან ძლივს დააღწიეს თავი, რომ სააკაშვილს მძევლად არ აეყვანა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო? მიშას მიერ რეპრესირებულებს რეაბილიტაცია სჭირდებათ და ეს უპირველესად სამართლიანობის აღდგენით უნდა დაიწყოს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა