მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"
"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"

მო­მა­ვა­ლი წლი­დან თბი­ლი­სის მე­რია ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის გა­მაგ­რე­ბას და­ი­წყებს, რის­თვი­საც თბი­ლი­სის ბი­ჯე­ტი­დან 25 მი­ლი­ო­ნი ლარი უკვე გა­მო­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა ამის­თვის 35 მი­ლი­ო­ნი ლა­რია სა­ჭი­რო. საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის თე­მურ გრი­გა­ლაშ­ვი­ლის თქმით, დარ­ჩე­ნი­ლი 10 მი­ლი­ო­ნის და­მა­ტე­ბა ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ქა­ლა­ქის მე­რი­ას ტრანსფე­რი 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შე­უმ­ცი­რა.

თუმ­ცა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთვა­რო­ბა ამ სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს და საქ­მე მო­სახ­ლე­ო­ბის სა­სი­კე­თოდ გა­და­წყდე­ბა.

"მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის კა­პი­ტა­ლუ­რი გა­მაგ­რე­ბაა. თუ ჩვენ ამ ქმე­დე­ბას დრო­უ­ლად არ და­ვი­წყებ­დით, ჩნდე­ბო­და საფრ­თხე, რომ 130 000 ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ეს იმის ფონ­ზე, როცა 10 000 ოჯა­ხი პრაქ­ტი­კუ­ლად, უსახ­ლკა­როა ან ისეთ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს, რომ მას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ ჰქვია.

"ამის­თვის ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით. მიმ­დი­ნა­რე­ობს კორ­პუ­სე­ბის ტენ­დერე­ბი და თე­ბერ­ვლი­დან უკვე და­ი­წყე­ბა კორ­პუ­სე­ბის სრუ­ლი გა­მაგ­რე­ბა. ამის­თვის მე­რი­ას 25 მლნ ლარი აქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა 35 მლნ-ია სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა. ამას­თან, რო­გორც ში­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, უნდა და­ი­წყოს ქა­ლაქ­ში "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" დე­მონ­ტა­ჟი.

"საკ­რე­ბუ­ლომ უნდა და­ი­წყოს "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" დე­მონ­ტა­ჟი და ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ ახა­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ ბი­ნე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ "ხრუშ­ჩოვ­კებ­ში" ცხოვ­რო­ბენ და ამას­თან, ქა­ლაქს შე­ვუქ­მნით სა­ბი­ნაო ფონდს. ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე", - აცხა­დებს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე.

თე­მურ გრიგ­ლაშ­ვილს ე.წ ხრუშ­ჩოვ­კე­ბის დე­მონ­ტაჟ­ზე არა­ფე­რი სმე­ნია. ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სე­ბის გა­მაგ­რე­ბის პრო­ექტს კი პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს. ამ­ბობს, რომ თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სია, რომ­ლე­ბიც გა­მაგ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა მისი თქმით, ერთ წე­ლი­წად­ში ეს პრობ­ლე­მე­ბი ვერ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

"ე.წ ხრუშ­ჩოვ­კე­ბის დე­მონ­ტაჟ­ზე დღეს წა­ვი­კი­თხე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მაგ­რე­ბას, ცალ­სა­ხად პო­ზი­ტი­უ­რი სა­კი­თხია და მხარ­და­ჭე­რის გარ­და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

"ზო­გა­დად თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ავა­რი­უ­ლი კორ­პუ­სია და რამ­დე­ნა­დაც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ეს არ არის შერ­ჩე­უ­ლი ერთი, რო­მე­ლი­მე უბ­ნის მი­ხედ­ვით. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრობ­ლე­მა ერთ წე­ლი­წად­ში ვერ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, თუმ­ცა კარ­გია, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რომ იდ­გმე­ბა და რა­ღაც ნა­წი­ლი კორ­პუ­სე­ბი­სა გა­მაგრდე­ბა.

"გა­მაგ­რე­ბის პრო­ცეს­ში მოხ­დე­ბა თუ არა მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამა თუ იმ კორ­პუ­სი­დან, უც­ნო­ბია. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხზე და ასე­ვე ამ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­ზეც და­ი­წყე­ბა მუ­შა­ო­ბა. ამა­ზე შე­სა­ბა­მის დას­კვნას ექ­სპერ­ტე­ბი და­დე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ იტა­ლი­უ­რი ეზო­ე­ბის გა­მაგ­რე­ბას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­სე­ბობს რა­ღაც პრო­ექ­ტი. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბა, არ ვიცი. ჩემი აზ­რით, ეს გა­მაგ­რე­ბა მხო­ლოდ კორ­პუ­სებს არ უნდა ეხე­ბო­დეს, იმი­ტომ, რომ ამ ეზო­ებ­შიც ბევ­რი სახ­ლია, რომ­ლე­ბიც გა­მაგ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

"მაგ­რამ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტ­ზე - ცნო­ბი­ლია, რომ ცენ­ტრა­ლურ­მა მთვა­რო­ბამ თბი­ლი­სის ტრანსფე­რი 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შე­ამ­ცი­რა და თუ იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თი­ლი ნება, ამის­თვის გა­მო­ყო­ფილ 25 მი­ლი­ონ ლარს კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა 10 მი­ლი­ო­ნი ლარი და სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ შეს­რულ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რესს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" გრი­გა­ლაშ­ვილ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის გი­ორ­გი მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ას ბი­უ­ჯე­ტი იმ­დე­ნად არ აქვს შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რომ კორ­პუ­სე­ბის გა­მაგ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას.

"ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბა­ზე. იტა­ლი­უ­რი ეზო­ე­ბის და ძვე­ლი უბ­ნე­ბის გა­მაგ­რე­ბას, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლი­სის მე­რი­ას ბი­უ­ჯე­ტი იმ­დე­ნად არ აქვს შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ამ მხრივ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას 168 მი­ლი­ო­ნი ლარი აქვს და­უ­ხარ­ჯა­ვი, სწო­რედ ამის გამო არ მის­ცა ცენ­ტრა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ ის 50 მი­ლი­ო­ნი ლარი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი მათ, რომ ვი­ღა­ცამ რამე და­აკ­ლო.

"ე.წ. ხრუშ­ჩოვ­კე­ბის დე­მონ­ტა­ჟი კი ჯერ არ და­ი­წყე­ბა, ამის მხო­ლოდ პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ იქი­დან მი­ი­ღოს და­ფი­ნან­სე­ბა და დო­ნორ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­მოგ­ვი­ყონ ფული ამ კორ­პუ­სე­ბის ად­გილ­ზე უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­მა­ზი კორ­პუ­სე­ბის ასა­შე­ნებ­ლად", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი.

"ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" დე­მონ­ტა­ჟის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს არ­ქი­ტექ­ტო­რი მე­რაბ ჩხენ­კე­ლი, თუმ­ცა მისი თქმით, მთავ­რო­ბამ ეს ისე უნდა გა­ა­კე­თოს, რომ ხალ­ხი არ და­ზა­რალ­დეს.

"ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" დე­მონ­ტა­ჟი სა­ჭი­როა, მაგ­რამ რო­გორ მოხ­დე­ბა ეს, კაც­მა არ იცის. სა­ხელ­მწი­ფომ ისე უნდა გა­ა­კე­თოს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­ზა­რალ­დეს და ეს პრო­ცე­სე­ბი არ გა­ჭი­ა­ნურ­დეს. ისე არ მოხ­დეს, რომ და­ან­გრე­ვენ და მერე გა­პარ­ტა­ხე­ბულ სახ­ლებს და­ტო­ვე­ბენ, რო­გორც აკე­თებ­დნენ ხოლ­მე", - გვი­თხრა ჩხენ­კელ­მა.

თიკო ოს­მა­ნო­ვა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"

"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"

მომავალი წლიდან თბილისის მერია ავარიული კორპუსების გამაგრებას დაიწყებს, რისთვისაც თბილისის ბიჯეტიდან 25 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია, თუმცა ამისთვის 35 მილიონი ლარია საჭირო. საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თემურ გრიგალაშვილის თქმით, დარჩენილი 10 მილიონის დამატება ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ქალაქის მერიას ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეუმცირა.

თუმცა გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილის მთვარობა ამ საკითხზე იმსჯელებს და საქმე მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება.

"მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებაა. თუ ჩვენ ამ ქმედებას დროულად არ დავიწყებდით, ჩნდებოდა საფრთხე, რომ 130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო. ეს იმის ფონზე, როცა 10 000 ოჯახი პრაქტიკულად, უსახლკაროა ან ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ მას საცხოვრებელი არ ჰქვია.

"ამისთვის ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. მიმდინარეობს კორპუსების ტენდერები და თებერვლიდან უკვე დაიწყება კორპუსების სრული გამაგრება. ამისთვის მერიას 25 მლნ ლარი აქვს შემოთავაზებული, თუმცა 35 მლნ-ია საჭირო", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა. ამასთან, როგორც შიხიაშვილმა განაცხადა, უნდა დაიწყოს ქალაქში "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი.

"საკრებულომ უნდა დაიწყოს "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი და ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი კორპუსების მშენებლობა, რომლითაც დავაკმაყოფილებთ ბინებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ "ხრუშჩოვკებში" ცხოვრობენ და ამასთან, ქალაქს შევუქმნით საბინაო ფონდს. ეს პროექტი განხორციელდება კერძო ინვესტორების და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

თემურ გრიგლაშვილს ე.წ ხრუშჩოვკების დემონტაჟზე არაფერი სმენია. ავარიული კორპუსების გამაგრების პროექტს კი პოზიტიურად აფასებს. ამბობს, რომ თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია, რომლებიც გამაგრებას საჭიროებს, თუმცა მისი თქმით, ერთ წელიწადში ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრება.

"ე.წ ხრუშჩოვკების დემონტაჟზე დღეს წავიკითხე, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება გამაგრებას, ცალსახად პოზიტიური საკითხია და მხარდაჭერის გარდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.

"ზოგადად თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს არ არის შერჩეული ერთი, რომელიმე უბნის მიხედვით. ბუნებრივია, ეს პრობლემა ერთ წელიწადში ვერ აღმოიფხვრება, თუმცა კარგია, პირველი ნაბიჯები რომ იდგმება და რაღაც ნაწილი კორპუსებისა გამაგრდება.

"გამაგრების პროცესში მოხდება თუ არა მოსახლეობის გამოყვანა ამა თუ იმ კორპუსიდან, უცნობია. ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ასევე ამ პროექტზე, რომელზეც დაიწყება მუშაობა. ამაზე შესაბამის დასკვნას ექსპერტები დადებენ.

რაც შეეხება ე.წ იტალიური ეზოების გამაგრებას, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით აქვს თუ არა კონკრეტული მოსაზრება, არ ვიცი. ჩემი აზრით, ეს გამაგრება მხოლოდ კორპუსებს არ უნდა ეხებოდეს, იმიტომ, რომ ამ ეზოებშიც ბევრი სახლია, რომლებიც გამაგრებას საჭიროებს.

"მაგრამ ეს დამოკიდებულია დედაქალაქის ბიუჯეტზე - ცნობილია, რომ ცენტრალურმა მთვარობამ თბილისის ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეამცირა და თუ იქნება ხელისუფლების კეთილი ნება, ამისთვის გამოყოფილ 25 მილიონ ლარს კიდევ დაემატება 10 მილიონი ლარი და სამუშაოები ჩვეულებრივ შესრულდება. იმედი მაქვს, ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებს", - უთხრა "რეზონანსს" გრიგალაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, თბილისის მერიას ბიუჯეტი იმდენად არ აქვს შემცირებული, რომ კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნას.

"ამ ეტაპზე საუბარია ავარიული შენობების გამაგრებაზე. იტალიური ეზოების და ძველი უბნების გამაგრებას, რამდენადაც ვიცი, "თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებს. თბილისის მერიას ბიუჯეტი იმდენად არ აქვს შემცირებული, რომ მოსახლეობას ამ მხრივ რაღაც პრობლემები შეექმნას.

"დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის მერიას 168 მილიონი ლარი აქვს დაუხარჯავი, სწორედ ამის გამო არ მისცა ცენტრალურმა მთავრობამ ის 50 მილიონი ლარი, აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები მათ, რომ ვიღაცამ რამე დააკლო.

"ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი კი ჯერ არ დაიწყება, ამის მხოლოდ პროექტი არსებობს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა, რომ იქიდან მიიღოს დაფინანსება და დონორმა ორგანიზაციებმა გამოგვიყონ ფული ამ კორპუსების ადგილზე უფრო თანამედროვე ლამაზი კორპუსების ასაშენებლად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მუსხელიშვილი.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი, თუმცა მისი თქმით, მთავრობამ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ხალხი არ დაზარალდეს.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟი საჭიროა, მაგრამ როგორ მოხდება ეს, კაცმა არ იცის. სახელმწიფომ ისე უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეს პროცესები არ გაჭიანურდეს. ისე არ მოხდეს, რომ დაანგრევენ და მერე გაპარტახებულ სახლებს დატოვებენ, როგორც აკეთებდნენ ხოლმე", - გვითხრა ჩხენკელმა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია