რა პრეტენზია აქვთ "ერთი ერთშის" ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს

 რა პრეტენზია აქვთ "ერთი ერთშის" ჟიურისთან დათო გომართელსა და ელენე კალანდაძეს

GDS-ზე ახალი პროექტი სულ რამდენიმე კვირაა დაიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში მაყურებელი აქტიურად აზიარებს ვიდეოებს პროექტიდან "ერთი ერთში" . ის ჰოლანდიური კომპანიის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს რვა მონაწილის მიერ ყოველკვირა სხვადასხვა ცნობილი მომღერლის განსახიერებას. მსგავსება იდეალური უნდა იყოს, შესაბამისად, კოსტიუმის ავტორმა და გრიმიორმა მაქსიმალური სიზუსტით უნდა იმუშაონ, გარდა ამისა, პროექტში ჩართული უნდა იყვნენ ქორეოგრაფი და ვოკალის პედაგოგი, ასევე მონაწილეებს უნდა ჩაუტარდეთ დრამის გაკვეთილები. რვავე მონაწილე ყოველკვირა იმდენ გაკვეთილზე დადის, რომ როგორც "ერთი ერთშის" კონკურსანტები დათო გომართელი და ელენე კალანდაძე გვიმხელენ, სხვა არაფრისთვის დრო არ რჩებათ. დათოს ლუი არმსტრონგმა და ელენეს ემი უაინჰაუსმა ჯერჯერობით ყველაზე მეტი სიმპათია დაიმსახურეს. ვნახოთ, თავად როგორ აფასებენ ამ პროექტს და იქ საკუთარ ადგილებს.

დათო:

- ზუსტად აღარ მახსოვს, ვინ დამირეკა ამ პროექტისთვის, მაგრამ როდესაც ტელევიზიაში მოვედი და თემურ გოგოლაძეს, ობობას შევხვდი, შემდეგ - გვანცა კილასონიას, რომლებიც ამ პროექტს ამზადებენ, უკვე ნანახი მქონდა "ერთი-ერთშის" რუსული ვერსია. ამიტომაც დაახლოებით ვიცოდი მის შესახებ. მიუხედავად ბევრი საქმისა, როგორც ყველამ, ყველაფერი გადავდე. ამ პროექტის საშუალებით შეგიძლია, მაყურებელს, შენს თაყვანისმცემელს თავი სხვა კუთხით დაანახვო. დათანხმების შემდეგ გაგვაცნეს ტექნიკური საკითხები და გვითხრეს, რომ იქნებოდა საუკეთესო პირობები. მივიღეთ ყველანაირი მტკიცებულება, რომ ეს პროექტი უცხოურ დონეს არ ჩამოუვარდებოდა და აქედან გა-მომდინარე დავთანხმდით მონაწილეები.

ელენე:

- მეც ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს არხიდან, ელენე კოლელიშვილმა მითხრა, რომ ამგვარი პროექტი იწყებოდა. მე, დათოსგან განსხვავებით, არაფერი ვიცოდი ამ გადაცემის შესახებ. პასუხი საკმაოდ გვიან მივეცი, დაახლოებით ორ კვირას ვფიქრობდი. ეს არ იყო მარტივი პროექტი, რადგან ძალიან ბევრ რაღაცას ვეღარ ვასწრებ მის გამო. მაგალითად, ჩემს სტუდიაში ბავშვებთან ვეღარ მივდივარ და ვოკალის გაკვეთილებს ვეღარ ვუტარებ, ოჯახის წევრები თვალით არ მინახავს. ყველას მოგვიხდა რაღაცების გადადება. გავეცანი შოუს ფორმატს და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. თანაც, როცა გავიგე, ვინ იქნებოდნენ მონაწილეები, გამიხარდა. უკან არ დავიხიე.

- ვოკალისა და ქორეოგრაფიის პედაგოგები ამერიკიდან არიან, რაც თავისთავად საინტერესოა.

- ძალიან დიდი პრაქტიკაა და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მასტერ-კლასია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამერიკელ ვოკალის პედაგოგთან ვიმეცადინოთ. ძალიან მიხარია, რომ ეფრემ შანელთან მაქვს შეხება, ისევე, როგორც სხვა პედაგოგებთან კონტაქტი მახარებს, ქართველებსა თუ უცხოელებთან.

- დათო, რაიმე ახალი თუ აღმოაჩინეთ საკუთარ ხმაში?

- საერთოდ, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, არასდროს უნდა თქვა, რომ ყველაფერი იცი. ალბათ, სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის რაღაცას სწავლობ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. თუნდაც ახალგაზრდა კო #46 13 ლეგებისგან ისწავლი რაღაცას. მაილს დევისი სპეციალურად იყვანდა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომ მათგან ბევრი რამ ესწავლა. ჩემი აზრით, დიდი ფუფუნებაა ასეთ პედაგოგებთან მუშაობა. ამერიკელ პედა-გოგთან მოსახვედრად ამერიკაში წასვლა და ფულის გადახდაა საჭირო, ჩვენ კი აქეთ გვეწვივნენ და გვასწავლიან. ჟიურიში რამდენად ძლიერები არიან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან მადლობლები ვართ გაკვეთილებისთვის.

- რატომ, ფიქრობთ, რომ ჟიურის ორი უცხოელი წევრი ობიექტურად არ გაფასებთ?

- შეფასების კრიტერიუმი ცალკე საკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით, პედაგოგი, რომელიც გასწავლის და იცის შენი პლუს-მინუსები, ჟიურიში არ უნდა იჯდეს. აქ კი ასეა. ჟიურის წევრმა უნდა შეაფასოს ის პროდუქტი, რომელსაც იმ წუთში დაინახავს. შეიძლება, რეპეტიციების დროს რაღაც არ მოგეწონოს, ვერ იმღერო, რადგან ხმა არ გაქვს, განწყობა არ გაქვს, ჟიურის წევრი კი ამ ყველაფერს არ უნდა ხედავდეს. შესაძლოა, რეპეტიციაზე ვერაფერი გააკეთო, მაგრამ "დაგლიჯო" კონცერტზე. შემოქმედ ადამიანზე ბევრი რამ მოქმედებს, ამინდი, განწყობა, რა ხდება ოჯახში. როცა შიდა სამზარეულო იცის, ჟიური "იჭრება" და აღარ იცის, რა უნდა გააკეთოს. არც ერთ კონკურსზე ჟიურის წევრი არ ესწრება რეპეტიციებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტურის შეფასება და არც მხოლოდ ჩემდამი ჟიურის დამოკიდებულება, ზოგადად ვამბობ. იყო საუბარი ჟიურის მეხუთე წევრის დამატებაზე.

- წინა ოთხშაბათს ორივე თქვენგანმა დაბალი შეფასება მიიღო და ამას ხომ არ უკავშირდება?

- გუშინ, უბრალოდ, წერტილი დაესვა ამ ყველაფერს. მანამდე ცოტა ვორჭოფობდით ამ თემაზე, გუშინ კი საბოლოოდ გამოჩნდა. თუმცა ალბათ არ არსებობს შემთხვევა, როცა რომელიმე კონკურსის მონაწილე ჟიურითი ბოლომდე კმაყოფილი იყოს (იცინის).

ელენე:

- მეც ვეთანხმები დათოს. როცა ყოველდღიური შეხება გაქვს ადამიანთან, მერე მისი შეფასება ძნელია. რაც შეეხება ქართულ ჟიურის, არის რაღაც, რაშიც ვეთანხმები და არის შეფასება, რაშიც არ ვეთანხმები. უბრალოდ, ზოგჯერ ნომრის შემდეგ სიტყვიერი შეფასება და საბოლოოდ, ქულების დაწერა ერთმანეთს არ შეესაბამება ხოლმე და ეს გვიჩენს ეჭვს. გეუბნებიან კარგ კომენტარს და დაბალ ქულას გიწერენ ან პირიქით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება