პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაუხადა თუ არა თანხა გიგი უგულავამ კოტიკო თოლორაიას მხარდაჭერისთვის?
გადაუხადა თუ არა თანხა გიგი უგულავამ კოტიკო თოლორაიას მხარდაჭერისთვის?

შო­უ­მე­ნი კო­ტი­კო თო­ლო­რა­ია, რო­მე­ლიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახალ სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ცოტა ხნის წინ მამა გახ­და. პა­ტა­რა გაბ­რი­ე­ლი ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

- უბედ­ნი­ე­რე­სი კაცი ვარ. ჩემი ცოლ-შვი­ლი უკვე ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან, ბავ­შვი ჩავ­კოც­ნე, გა­მო­ვუც­ვა­ლე, ვა­ბა­ნა­ვე, და­ვა­ძი­ნე და მივ­ხვდი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აზრი მი­ე­ცა.

- გაბ­რი­ე­ლი რა­ტომ და­არ­ქვით?

- არ ვი­ცო­დით, გოგო იყო თუ ბიჭი. ჩემი ცოლი მორ­წმუ­ნეა და მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ჩა­უ­ფიქ­რე­ბია, ბიჭი თუ გა­მიჩ­ნდე­ბა, გაბ­რი­ელს და­ვარ­ქმე­ვო. თან გაბ­რი­ე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხე­ლია. როცა ჩემი შვი­ლი და­ი­ბა­და, ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი ამე­რი­კა­ში იყო, ჩემს გარ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვის­თვის გა­ვა­კე­თეთ, მისი მო­მავ­ლის­თვის, ჩემი მე­უღ­ლე ბერკლის აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტია, ისიც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა.

- მე­უღ­ლე რო­გორ ეჩ­ვე­ვა გარ­თო­ბის მოყ­ვა­რულ და სულ და­კა­ვე­ბულ ქმარს?

- ეს მარ­თლაც მძი­მე თე­მაა. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე ვერ ვნა­ხო ცოლ-შვი­ლი. მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მო­დი­ო­და, წი­ნას­წარ გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ ერ­თმა­ნეთს იშ­ვი­ა­თად ვნა­ხავ­დით. ჩემ­ზე მე­ტად არა­ვის უნდა ცოლ-შვილ­თან ყოფ­ნა, მაგ­რამ ერთი კვი­რაც რომ წა­ვი­დე სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად, ოთხი­ვე სამ­სა­ხუ­რი უნდა დავ­კარ­გო. მირ­ჩევ­ნია, ამ რე­ჟიმ­ში ვი­ცხოვ­რო და ჩემი შვი­ლი რომ წა­მო­იზ­რდე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვახ­ვედ­რო. ახლა სახ­ლიც კი არა მაქვს.

- "ბაბ­ნი­კის" იმი­ჯი გაქვს, არა­ერთ ცნო­ბილ გო­გოს­თან "და­გა­წყვი­ლეს"...

- როცა ცოლ-შვი­ლი არ მყავ­და, სა­დაც მინ­დო­და, იქ გა­ვივ­ლი­დი. ახლა სურ­ვი­ლიც არ მაქვს, სად­მე ვი­ა­რო.

- მე­უღ­ლის ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას უარს ამ­ბობ­დი ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა­ზე?

- ამ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ნე­ბუ­ლად ვა­რი­დებ­დი თავს გარ­თო­ბას, არ­სად "დავ­ძვრე­ბო­დი", კლუბ­შიც არ დავ­დი­ო­დი, რომ ვინ­მეს ფოტო არ გა­და­ე­ღო. რო­გო­რია ორ­სუ­ლი ცო­ლის­თვის იმის მტკი­ცე­ბა, რომ უბ­რა­ლოდ, მე­გო­ბარ­თან ერ­თად ერ­თო­ბო­დი?

- ვი­ცით, რომ გიგი უგუ­ლა­ვას აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყა­ვი, ახ­ლაც ასეა?

- თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ღიად და­ვუ­ჭი­რეთ მხა­რი გიგი უგუ­ლა­ვას. მი­მაჩ­ნია, რომ უგუ­ლა­ვა ერ­თა­დერ­თი მე­რია, ვინც რა­ღაც გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის­თვის. თუ ახა­ლი პრე­მი­ე­რი გა­ა­კე­თებს რა­ი­მე სა­სი­კე­თოს ქვეყ­ნის­თვის, ასე­ვე მო­ვიქ­ცე­ვი - მხარ­საც და­ვუ­ჭერ და თა­ნაც გა­დავ­ყვე­ბი.

- ამ­ბო­ბენ, რომ უგუ­ლა­ვამ საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­გი­ხა­და ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლიც იყა­ვი...

- რას ამ­ბობთ, დღემ­დე ვა­ლე­ბი მაქვს, ჩემს სა­ბან­კო ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­ხე­დონ და ნა­ხა­ვენ, რო­გორ ვიხ­დი ბან­კის ვა­ლებს. ერ­თა­დერ­თხელ მომ­ცეს 60 ლიტ­რი საწ­ვა­ვის ტა­ლო­ნი. დე­დის დღეს, 3 მარტს, სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლით მო­ვა­წყვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში - ტორ­ტი მი­ვუ­ტა­ნეთ, ფული შე­ვუგ­რო­ვეთ. ერ­თა­დერ­თი, რაც მახ­სოვს პრო­ექ­ტი­დან "ჩემი ხმა გი­გის", საწ­ვა­ვის ტა­ლო­ნია, გე­ფი­ცე­ბით, ლა­რიც არ ამი­ღია. ვე­რა­ვის და­არ­წმუ­ნებ, რომ ჯიგ­რუ­ლად და­ვუ­ჭი­რე მხა­რი პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს. ჩვენ­თან ხომ ამის კულ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს. მივ­ხვდი, რომ პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რია, შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი, აქ­ცია მო­გი­წყოს და მე­ო­რე დღეს ფინ­ჯან ყა­ვას­თან გი­თხრას, რომ მას უბ­რა­ლოდ ეს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ პო­ლი­ტი­კა ჩემი საქ­მე არ არის. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და სხვა მი­ნის­ტრებ­საც და­ვუ­ჭერ მხარს, თუ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­მე­წო­ნე­ბა, ჯერ ერთი წელი გა­ვი­და და ვნა­ხოთ, რას გა­ა­კე­თე­ბენ მო­მა­ვალ­ში...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გადაუხადა თუ არა თანხა გიგი უგულავამ კოტიკო თოლორაიას მხარდაჭერისთვის?

გადაუხადა თუ არა თანხა გიგი უგულავამ კოტიკო თოლორაიას მხარდაჭერისთვის?

შოუმენი კოტიკო თოლორაია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ მამა გახდა. პატარა გაბრიელი ამერიკაში დაიბადა და საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.

-  უბედნიერესი კაცი ვარ. ჩემი ცოლ-შვილი უკვე ჩამოვიდა ამერიკიდან, ბავშვი ჩავკოცნე, გამოვუცვალე, ვაბანავე, დავაძინე და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა.

-  გაბრიელი რატომ დაარქვით?

-  არ ვიცოდით, გოგო იყო თუ ბიჭი. ჩემი ცოლი მორწმუნეა და მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუფიქრებია, ბიჭი თუ გამიჩნდება, გაბრიელს დავარქმევო. თან გაბრიელი საერთაშორისო სახელია. როცა ჩემი შვილი დაიბადა, ყველა ჩემიანი ამერიკაში იყო, ჩემს გარდა. ეს ყველაფერი ბავშვისთვის გავაკეთეთ, მისი მომავლისთვის, ჩემი მეუღლე ბერკლის აკადემიის სტუდენტია, ისიც ამერიკის მოქალაქეა.

-  მეუღლე როგორ ეჩვევა გართობის მოყვარულ და სულ დაკავებულ ქმარს?

-  ეს მართლაც მძიმე თემაა. ხანდახან შეიძლება რამდენიმე დღე ვერ ვნახო ცოლ-შვილი. მარიამი საქართველოში რომ მოდიოდა, წინასწარ გავაფრთხილე, რომ ერთმანეთს იშვიათად ვნახავდით. ჩემზე მეტად არავის უნდა ცოლ-შვილთან ყოფნა, მაგრამ ერთი კვირაც რომ წავიდე სადმე დასასვენებლად, ოთხივე სამსახური უნდა დავკარგო. მირჩევნია, ამ რეჟიმში ვიცხოვრო და ჩემი შვილი რომ წამოიზრდება, უზრუნველყოფილი ცხოვრება დავახვედრო. ახლა სახლიც კი არა მაქვს.

-  "ბაბნიკის" იმიჯი გაქვს, არაერთ ცნობილ გოგოსთან "დაგაწყვილეს"...

-  როცა ცოლ-შვილი არ მყავდა, სადაც მინდოდა, იქ გავივლიდი. ახლა სურვილიც არ მაქვს, სადმე ვიარო.

-  მეუღლის ამერიკაში ყოფნისას უარს ამბობდი ძველებურად ცხოვრებაზე?

-  ამ 7 თვის განმავლობაში შეგნებულად ვარიდებდი თავს გართობას, არსად "დავძვრებოდი", კლუბშიც არ დავდიოდი, რომ ვინმეს ფოტო არ გადაეღო. როგორია ორსული ცოლისთვის იმის მტკიცება, რომ უბრალოდ, მეგობართან ერთად ერთობოდი?

-  ვიცით, რომ გიგი უგულავას აქტიური მხარდამჭერი იყავი, ახლაც ასეა?

-  თვითმმართველობის არჩევნებზე მე და ჩემმა მეგობრებმა ღიად დავუჭირეთ მხარი გიგი უგულავას. მიმაჩნია, რომ უგულავა ერთადერთი მერია, ვინც რაღაც გააკეთა თბილისისთვის. თუ ახალი პრემიერი გააკეთებს რაიმე სასიკეთოს ქვეყნისთვის, ასევე მოვიქცევი - მხარსაც დავუჭერ და თანაც გადავყვები.

-  ამბობენ, რომ უგულავამ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაგიხადა ამ მხარდაჭერისთვის და პრივილეგირებულიც იყავი...

-  რას ამბობთ, დღემდე ვალები მაქვს, ჩემს საბანკო ისტორიაში ჩაიხედონ და ნახავენ, როგორ ვიხდი ბანკის ვალებს. ერთადერთხელ მომცეს 60 ლიტრი საწვავის ტალონი. დედის დღეს, 3 მარტს, საკუთარი ჯიბის ფულით მოვაწყვეთ ღონისძიება ქალთა კოლონიაში - ტორტი მივუტანეთ, ფული შევუგროვეთ. ერთადერთი, რაც მახსოვს პროექტიდან "ჩემი ხმა გიგის", საწვავის ტალონია, გეფიცებით, ლარიც არ ამიღია. ვერავის დაარწმუნებ, რომ ჯიგრულად დავუჭირე მხარი პოლიტიკურ ლიდერს. ჩვენთან ხომ ამის კულტურა არ არსებობს. მივხვდი, რომ პოლიტიკა ბინძურია, შეიძლება მოგივარდეს ადამიანი, აქცია მოგიწყოს და მეორე დღეს ფინჯან ყავასთან გითხრას, რომ მას უბრალოდ ეს უნდა გაეკეთებინა. მაშინ მივხვდი, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა მინისტრებსაც დავუჭერ მხარს, თუ მათი საქმიანობა მომეწონება, ჯერ ერთი წელი გავიდა და ვნახოთ, რას გააკეთებენ მომავალში...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება