პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება"
"სააკაშვილს დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" რეს­პონ­დენ­ტი მომ­ღე­რა­ლი და "მის სა­ქარ­თვე­ლო 2004-ის" ხალ­ხის სიმ­პა­თია ნა­თია დუმ­ბა­ძეა. ნა­თი­ამ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა და რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ბოლო დროს ვერც სიმ­ღე­რას ახერ­ხებს:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი სა­ერ­თოდ აღარ იმარ­თე­ბა, ამი­ტომ დიდი ხა­ნია არ­სად მიმ­ღე­რია. ვმუ­შა­ობ "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", რო­გორ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, ზუს­ტად ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, ვარ სტუ­დენ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რი და თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ­ში, პიარ-მე­ნე­ჯე­რი ვი­ყა­ვი. ვა­წყობ­დი სხვა­დას­ხვა სა­ხის აქ­ცი­ებს და სპორ­ტსმე­ნებს ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვას­წავ­ლი­დი. კონ­ტრაქ­ტი და­მიმ­თავ­რდა და სამ­სა­ხუ­რი შე­ვიც­ვა­ლე.

- რო­გორ ას­წავ­ლი­დი სპორ­ტსმე­ნებს ქველ­მოქ­მე­დე­ბას?

- ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი თა­ვა­დაც ეწე­ვი­ან ქველ­მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ მე ორ­გა­ნი­ზე­ბას ვუ­წევ­დი ამ ყვე­ლა­ფერს. სხვა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც მქონ­და, ძი­რი­თა­დად კი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ო­დით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა.

- ვინ გეხ­მა­რე­ბა ბავ­შვის აღ­ზრდა­ში?

- დედა, დე­დამ­თი­ლი და ჩემი მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი მაქვს. ჩემ­სა და ბა­ჩოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად მი­დი­ო­და, მაგ­რამ მერე რთუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა: ბა­ჩოს ისე­თი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და, რომ იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დი და ამის გამო ძა­ლი­ან ვბრა­ზობ­დი, ამას და­ერ­თო ჩემი ორ­სუ­ლო­ბაც, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობთ თავს. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ გვქო­ნია.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჭორი გავ­რცელ­და, თით­ქოს "მე­სა­მის" არ­სე­ბო­ბის გამო მე­უღ­ლეს და­შორ­დი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი ირი­ნა ონაშ­ვილ­თა­ნაც მო­გი­ვი­და კონ­ფლიქ­ტი...

- მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქო­ნია ამ ხმებს. მე და ირი­ნას არას­დროს გვი­ჩხუ­ბია, ათი წე­ლია ვმე­გობ­რობთ. "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით და მას შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით. ისე, მი­ლი­ო­ნი ჭორი არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა ახ­ლაც ჭო­რა­ობ­დეს ვინ­მე.

- ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, რო­გორ მოხ­ვდი ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან?

- ეს იყო მისი შეხ­ვედ­რა "კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სტუ­დენ­ტებ­თან, ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი გა­მეც­ნო და ცოტა ხნის წინ მო­მე­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ შო­რი­დან იც­ნობ­და ჩემს მე­უღ­ლეს, ბაჩო ბა­ტა­ტუ­ნაშ­ვილს.

- რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა სა­ა­კაშ­ვილ­მა შენ­ზე?

- ძა­ლი­ან კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. როცა შეხ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი დას­რულ­და, ალა-ფურ­შეტ­ზე მიგ­ვიწ­ვია, სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მას­თან სა­უ­ბა­რი. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელს ეხუმ­რა და და­ვი­ხო­ცეთ სი­ცი­ლით.

- რაზე გა­ე­ხუმ­რა?

- არ მახ­სოვს.

- ისე­თი აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რიც წარ­მო­გედ­გი­ნა?

- ად­რეც კარ­გი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და მას­ზე. მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა ბევ­რი ლა­მა­ზი შე­ნო­ბა ააგო, ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს ლა­მაზ ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბა. ბევ­რი ისე­თი რამ გა­ა­კე­თა რაც სხვამ ვერ შეძ­ლო. ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა ვერ მო­ას­წრო, მინ­და, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, ის საქ­მე გა­აგ­რძე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და იმ გზას და­ად­გეს, რაც მი­შამ გა­ა­კე­თა ჩვენ­თვის.

- რას უსურ­ვებ სა­ა­კაშ­ვილს?

- არ ვიცი. დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ვუ­სურ­ვებ, რად­გან მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მი­ნა­წყენ­დე­ბა. თუ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი აა­შე­ნებს ქვე­ყა­ნას და ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს დაბ­რუ­ნე­ბას არ ვუ­სურ­ვებ­დი, მაგ­რამ თუ არ გაგ­რძელ­და აღმშე­ნებ­ლო­ბა, მა­შინ ვი­სურ­ვებ, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დეს.

- მახ­სოვს, ადრე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნე და ახა­ლი შს მი­ნის­ტრი გა­აკ­რი­ტი­კე...

- პატ­რულ­ზე პოს­ტი არა­სო­დეს და­მი­წე­რია. არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა. ისე კი, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა პატ­რუ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა და სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ეს ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში ზის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სააკაშვილს დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება"

"სააკაშვილს დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება"

რუბრიკა "ფსიქოს" რესპონდენტი მომღერალი და "მის საქართველო 2004-ის" ხალხის სიმპათია ნათია დუმბაძეა. ნათიამ გათხოვების შემდეგ მოდელობას თავი დაანება და როგორც თვითონ ამბობს, ბოლო დროს ვერც სიმღერას ახერხებს:

-  მოგეხსენებათ, რომ საქართველოში კონცერტები საერთოდ აღარ იმართება, ამიტომ დიდი ხანია არსად მიმღერია. ვმუშაობ "კავკასიის უნივერსიტეტში", როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთი სამსახური მაქვს, ვარ სტუდენტური ღონისძიებების მენეჯერი და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მანამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ საკალათბურთო კლუბში, პიარ-მენეჯერი ვიყავი. ვაწყობდი სხვადასხვა სახის აქციებს და სპორტსმენებს ქველმოქმედებას ვასწავლიდი. კონტრაქტი დამიმთავრდა და სამსახური შევიცვალე.

-  როგორ ასწავლიდი სპორტსმენებს ქველმოქმედებას?

-  ქართველი სპორტსმენები თავადაც ეწევიან ქველმოქმედებას, მაგრამ მე ორგანიზებას ვუწევდი ამ ყველაფერს. სხვა მოვალეობებიც მქონდა, ძირითადად კი ქველმოქმედებას ვეწეოდით, რადგან საქართველოში ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება.

-  ვინ გეხმარება ბავშვის აღზრდაში?

-  დედა, დედამთილი და ჩემი მეუღლე მეხმარებიან, რადგან ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემსა და ბაჩოს ურთიერთობაში თავიდან ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ მერე რთული პერიოდი დადგა: ბაჩოს ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ იშვიათად ვხედავდი და ამის გამო ძალიან ვბრაზობდი, ამას დაერთო ჩემი ორსულობაც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არ გვქონია.

-  რამდენიმე თვის წინ ჭორი გავრცელდა, თითქოს "მესამის" არსებობის გამო მეუღლეს დაშორდი, ამასთან დაკავშირებით კი ირინა ონაშვილთანაც მოგივიდა კონფლიქტი...

-  მსგავსი არაფერი მომხდარა, არანაირი საფუძველი არ ჰქონია ამ ხმებს. მე და ირინას არასდროს გვიჩხუბია, ათი წელია ვმეგობრობთ. "მის საქართველოში" ერთად ვმონაწილეობდით და მას შემდეგ დავმეგობრდით. ისე, მილიონი ჭორი არსებობს, შეიძლება ახლაც ჭორაობდეს ვინმე.

-  ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შენი და მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ვნახე, როგორ მოხვდი ყოფილ პრეზიდენტთან?

-  ეს იყო მისი შეხვედრა "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებთან, ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გამეცნო და ცოტა ხნის წინ მომეცა ამის საშუალება. აღმოჩნდა, რომ შორიდან იცნობდა ჩემს მეუღლეს, ბაჩო ბატატუნაშვილს.

-  როგორი შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა შენზე?

-  ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. როცა შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, ალა-ფურშეტზე მიგვიწვია, სასიამოვნო იყო მასთან საუბარი. ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ეხუმრა და დავიხოცეთ სიცილით.

-  რაზე გაეხუმრა?

-  არ მახსოვს.

-  ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინა?

-  ადრეც კარგი წარმოდგენა მქონდა მასზე. მიშა სააკაშვილმა ბევრი ლამაზი შენობა ააგო, ყველას სიამოვნებს ლამაზ ბათუმში დასვენება. ბევრი ისეთი რამ გააკეთა რაც სხვამ ვერ შეძლო. ბევრი რამის გაკეთება ვერ მოასწრო, მინდა, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ის საქმე გააგრძელოს ახალმა ხელისუფლებამ და იმ გზას დაადგეს, რაც მიშამ გააკეთა ჩვენთვის.

-  რას უსურვებ სააკაშვილს?

-  არ ვიცი. დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება. თუ ახალი პრეზიდენტი ააშენებს ქვეყანას და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, სააკაშვილს დაბრუნებას არ ვუსურვებდი, მაგრამ თუ არ გაგრძელდა აღმშენებლობა, მაშინ ვისურვებ, მიშა სააკაშვილი დაბრუნდეს.

-  მახსოვს, ადრე ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნე და ახალი შს მინისტრი გააკრიტიკე...

-  პატრულზე პოსტი არასოდეს დამიწერია. არაფერი მახსენდება. ისე კი, ვანო მერაბიშვილმა პატრულის ჩამოყალიბებით დიდი საქმე გააკეთა და სამწუხაროა, რომ დღეს ეს ადამიანი ციხეში ზის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება