პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფრი" და "ჩიფსები" კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავენ
"ფრი" და "ჩიფსები" კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავენ

ხრა­შუ­ნა კარ­ტო­ფი­ლი "ფრი" და "ჩიფ­სე­ბი" ზედ­მე­ტი ცხი­მი­ა­ნო­ბი­სა და მა­რი­ლის შემ­ცვე­ლო­ბის გამო ჯან­საღ საკ­ვე­ბად არა­სო­დეს მი­იჩ­ნე­ო­და. ახლა კი მეც­ნი­ე­რებ­მა ის მი­ზე­ზე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის გა­მოც ამ საკ­ვებს ახ­ლოს აღა­რა­ვინ უნდა გა­ე­კა­როს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ საკ­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "აკ­რი­ლა­მი­დი" კი­ბოს გა­მომ­წვე­ვია.

მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ აკ­რი­ლა­მი­დი კარ­ტო­ფილ­სა და ცო­მე­ულ­ში მა­შინ წარ­მო­იქ­მნე­ბა, როცა მათ ცხიმ­ში ფე­რის გა­მუ­ქე­ბამ­დე წვა­ვენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა გროვ­დე­ბა რო­გორც "ფრი­სა" და "ჩიფ­სებ­ში", ასე­ვე ე.წ. "სუ­ხა­რი­კებ­ში", "პე­ჩე­ნი­ებ­ში", კრე­კე­რებ­სა და ყა­ვა­შიც კი.

აკ­რი­ლა­მი­დის ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ნივ­თი­ე­რე­ბის მა­ღალ­მა დო­ზამ საც­დელ მღრღნე­ლებს სიმ­სივ­ნე გა­ნუ­ვი­თა­რა. ადა­მი­ა­ნის­თვის ამ ნივ­თი­ე­რე­ბის სა­რის­კო დოზა ჯერ კი­დევ შეს­წავ­ლას მო­ი­თხოვს, თუმ­ცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია კვლე­ვის შე­დე­გე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია და სა­კი­თხის და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლას ითხოვს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მწარ­მო­ებ­ლებს ურ­ჩე­ვენ პრო­დუქ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად ისე­თი ჯი­შის კარ­ტო­ფი­ლი გა­მო­ი­ყე­ნონ, რო­მელ­შიც შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბა და­ბა­ლია. ასე­ვე ურ­ჩე­ვენ შე­ამ­ცი­რონ ფრი­ტი­ურ­ში წვის ტემ­პე­რა­ტუ­რა და პრო­დუქ­ცი­ის შე­ნახ­ვის მე­თო­დე­ბი. მათი თქმით, კარ­ტო­ფი­ლის უფრო მსხვილ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რაც პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია americaru.com-ის მი­ხედ­ვით.

"ფრი" და "ჩიფსები" კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავენ

"ფრი" და "ჩიფსები" კიბოს გამომწვევ ნივთიერებას შეიცავენ

ხრაშუნა კარტოფილი "ფრი" და "ჩიფსები" ზედმეტი ცხიმიანობისა და მარილის შემცველობის გამო ჯანსაღ საკვებად არასოდეს მიიჩნეოდა. ახლა კი მეცნიერებმა ის მიზეზებიც აღმოაჩინეს, რის გამოც ამ საკვებს ახლოს აღარავინ უნდა გაეკაროს. აღმოჩნდა, რომ ამ საკვების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერება "აკრილამიდი" კიბოს გამომწვევია.

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ აკრილამიდი კარტოფილსა და ცომეულში მაშინ წარმოიქმნება, როცა მათ ცხიმში ფერის გამუქებამდე წვავენ. აქედან გამომდინარე, ეს საშიში ნივთიერება გროვდება როგორც "ფრისა" და "ჩიფსებში", ასევე ე.წ. "სუხარიკებში", "პეჩენიებში", კრეკერებსა და ყავაშიც კი.

აკრილამიდის ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნივთიერების მაღალმა დოზამ საცდელ მღრღნელებს სიმსივნე განუვითარა. ადამიანისთვის ამ ნივთიერების სარისკო დოზა ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებით შეშფოთებულია და საკითხის დამატებით შესწავლას ითხოვს.

სპეციალისტები მწარმოებლებს ურჩევენ პროდუქციის შესაქმნელად ისეთი ჯიშის კარტოფილი გამოიყენონ, რომელშიც შაქრის შემცველობა დაბალია. ასევე ურჩევენ შეამცირონ ფრიტიურში წვის ტემპერატურა და პროდუქციის შენახვის მეთოდები. მათი თქმით, კარტოფილის უფრო მსხვილ ნაჭრებად დაჭრაც პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს