საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი საკონცერტო ტურნეს იწყებს

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი საკონცერტო ტურნეს იწყებს

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის კარლა ბრუნის საკონცერტო ტურნე რამდენიმე დღეში პარიზში გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება.

ტურნეს მსვლელოვისას ბრუნი მისი ახალი, მეოთხე სტუდიური ალბომიდან - Little French songs სიმღერებს შეასრულებს. ბრუნი საფრანგეთის დედაქალაში სამ კონცერტს გამართავს, შემდეგ კი სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. ნიკოლა სარკოზის მეუღლის საკონცერტო პროგრამა საზღვარგარეთ კონცერტებსაც მოიცავს - ბრუნი შვეიცარიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ავსტრიის, გერმანიის, აშშ-სა და კანადის მაყურებლის წინაშე წარსდგება. პარიზში ბრუნის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 30-50 ევრო ღირს.

ბრუნის ახალი ალბომი Little French songs აპრილში გამოვიდა. ალბომის გამოსვლას ჯერ კიდევ 2011 წელს ელოდნენ, მაგრამ ის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადაიდო - ბრუნის არ სურდა, რომ ალბომის გამოსვლას მისი მეუღლის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელი შეეშალა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება