ჟურნალისტი თეა ადეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინაუგურაციაზე დამსწრე მაღალჩინოსანთა მეუღლეების ჩაცმულობას აფასებს.
"მაკა ჩიჩუა ისედაც მომწონს, მაგრამ დღეს დათუნა სულიკაშვილის კაბებმა კიდვ უფრო გაალამაზეს! ნუ ოფიციალური ინაუგურაციის დროს, ცოტა ზედმეტი დეკოლტე იყო, მაგრამ ვაპატიოთ - პირველ ლედით ხო მაინც არ დანიშნეს. :))) ოფიციალური ეტიკეტის მიხედვით, პიჯაკზე ღილები დაჯდომის დროს უნდა შეიხსნა, ამიტომ პრეზიდენტის ჩახსნილი პიჯაკ-პალტო პროტოკოლს უნდა შეესწორებინა გამოსვლისთანავე! ეკატერინე ხვედელიძე იყო ძალიან ელეგანტურად და სწორად ჩაცმული (როგორც ყოველთვის). გამოჩენისთანავე ვიცანი Dior-ის სტილი, ლაბუტინიც თავისთავად. ნუნუკა თამაზაშვილის პალტო ვერ გამოვიცანი, მაგრამ კარგი პირველი ლედი გვყავს ნამდვილად! ანუკა არეშიძეს მგონი საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვა, ვერ დავაზუსტეთ სამწუხაროდ, მაგრამ ყველაზე ლამაზი და საყვარელი იყო !!! რაც შეეხება ალასანიას ცოლს - ესმერალდას მაგონებს თავისი ცოტა ექსტრავაგანტული გარეგნობით და სითამამით... ეს წყვილი ჩემი ფავორიტია. სერგეენკო და მისი მეუღლე საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს კაცი მისი მეუღლის დანახვის შემდეგ უფრო ლაღი და თავისუფალი ადამიანი გახდა ჩემთვის. დღეს სიუჟეტი მქონდა ამ დეტალებზე და მხოლოდ ამიტომ დავწერე, თორემ მოდის ჟურნალისტად ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ :))))", - წერს თეა.