მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ბოისა: "მე და ჩემი მეუღლე ხშირად და-ძმა ვგონივართ"
 ვლადიმერ ბოისა: "მე და ჩემი მეუღლე ხშირად და-ძმა ვგონივართ"

ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი მალე ფე­დე­რა­ცი­ის ახალ პრე­ზი­დენტს აირ­ჩევს. ფე­დე­რა­ცი­ას 2001 წლი­დან ბე­სიკ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ­ჯე­რად პრე­ზი­დენ­ტო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს ვე­ტე­რან­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა მი­ხე­ილ ახვლე­დი­ან­მა, კახა შენ­გე­ლი­ამ, რო­მე­ლიც ასე­ვე ყო­ფი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლია. კახა "ბრუკ­ლინ ნეთ­სის"ღირ­სე­ბის დამ­ცველ თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას მა­მაა. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტია ვლა­დი­მერ ბო­ი­სა, რო­მე­ლიც ბო­ლოს სლო­ვე­ნი­ა­ში თა­მა­შობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლის მომსწრე გავ­ხდე­ბით. ცხა­რე დე­ბა­ტე­ბი, თუ ვინ ჩა­უდ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურთს სა­თა­ვე­ში, უკვე და­წყე­ბუ­ლია. ჩვენ ვლა­დი­მერ ბო­ი­სას გა­ვე­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა არა მხო­ლოდ ამ სა­კი­თხზე.

- ბოლო დროს ქარ­თულ კა­ლათ­ბურთში სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა. მალე ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს აირ­ჩე­ვენ. თქვენ ერთ-ერთი კან­დი­და­ტი ხართ. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მე არა­ნა­ი­რად არ მე­ხე­ბა. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მინ­და, ქარ­თულ კა­ლათ­ბურთს და­ვეხ-მარო. მწვრთნე­ლებ­სა და მე­ნე­ჯე­რებ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და მსურს, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თულ კა­ლათ­ბურთს მო­ვახ­მა­რო. შე­მიძ­ლია, რო­გორც კა­ლათ­ბურ­თელ­მა კი არა, რო­გორც კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, არ­ჩევ­ნებ­ში თქვე­ნი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი ვი­ნაა?

- ყვე­ლა კან­დი­და­ტი კონ­კუ­რენ­ტია. მთა­ვა­რია, ვინ რას ფიქ­რობს და ვის რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა. ახლა ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის თქმა, ვი­ნაა ძლი­ე­რი. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტია.

- პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში, რას შეც­ვლით?

- ამ თე­მა­ზე ბევ­რი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია. ყვე­ლამ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა კა­ლათ­ბურ­თი არ არის ისეთ დო­ნე­ზე, რო­გორც სა­ჭი­როა და ყვე­ლა­ფე­რი აქე­და­ნაა და­სა­წყე­ბი. მწვრთნე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა და თა­მა­შის დო­ნის ამაღ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ყვე­ლა კან­დი­დატ­მა იცის ეს პრობ­ლე­მე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­დგე­ნი­სას ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა.

- კა­ლათ­ბურ­თი­დან თქვე­ნი წას­ვლა, მგო­ნი, ადრე იყო.

- ამ თე­მა­ზე ბევ­რი ვი­ფიქ­რე. კარ­გი გუნ­დი თუ მი­მიწ­ვევ­და, კი­დევ ვი­თა­მა­შებ­დი. სლო­ვე­ნი­ა­ში კონ­ტრაქ­ტი და­მიმ­თავ­რდა. კარგ გუნ­დებ­ში მი­თა­მა­შია, ამი­ტომ არ მინ­დო­და ისეთ გუნდში თა­მა­ში, რო­მე­ლიც მერ­ვე-მე­ცხრე ად­გი­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძვის. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ერ­თოდ და­მე­ნე­ბე­ბი­ნა თავი კა­ლათ­ბურ­თის­თვის.

- კა­ლათ­ბურ­თის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გორ შე­იც­ვა­ლა?

- კვი­რა­ში სამ­ჯერ და ოთხჯერ თუ არ ვი­ვარ­ჯებ, ცუ­დად ვგრძნობ თავს. ბევ­რს დავ­რბი­ვარ და ვცუ­რავ. კა­ლათ­ბურთთან ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა მაქვს. ხან­და­ხან ბავ­შვებ­თან თუ მი­ვალ და ვა­ნახ­ვებ, რო­გორ ითა­მა­შონ. ხუთი ხუთ­ზე და ერთი ერ­თზე მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დარ ვთა­მა­შობ. ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კა­ლათ­ბურთში ვვარ­ჯი­შობ და ნარ­კო­ტი­კი­ვი­თაა ჩემ­თვის. ჯერ მხო­ლოდ ერთი წე­ლია, რაც ამ სპორ­ტი­დან წა­მო­ვე­დი.

- თქვე­ნი ძმის ცეკ­ვას "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში"რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- როცა ცეკ­ვას იწყებ, მო­გე­ბა გინ­და. ისე­ვე რო­გორც სპორ­ტში, ცეკ­ვა­შიც ასეა. ჩემი აზ­რით, ტო­ლი­კას ცეკ­ვა კარ­გად გა­მოს­დის. მხო­ლოდ მე­ო­რე ტურ­ში არ გა­მო­უ­ვი­და, და­ნარ­ჩე­ნი ნომ­რე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ჩემი აზ­რით, ისე კარ­გად ცეკ­ვავ­და, რომ ფი­ნალ­ში უნდა მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. ტო­ლი­კას პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი იყო. მან და­ა­ნახ­ვა მა­ყუ­რე­ბელს, რომ სპორ­ტსმე­ნებ­საც შე­უძ­ლი­ათ კარ­გად ცეკ­ვა. ტო­ლი­კამ და­ამ­ტკი­ცა, მა­ღალ სპორ­ტსმე­ნებს შე­და­რე­ბით და­ბალ და მოქ­ნილ მსა­ხი­ო­ბებ­ზე კარ­გად შე­უძ­ლი­ათ ცეკ­ვა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვლადიმერ ბოისა: "მე და ჩემი მეუღლე ხშირად და-ძმა ვგონივართ"

 ვლადიმერ ბოისა: "მე და ჩემი მეუღლე ხშირად და-ძმა ვგონივართ"

ქართული კალათბურთი მალე ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ფედერაციას 2001 წლიდან ბესიკ ლიპარტელიანი ხელმძღვანელობს. ამჯერად პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვეს ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ ახვლედიანმა, კახა შენგელიამ, რომელიც ასევე ყოფილი კალათბურთელია. კახა "ბრუკლინ ნეთსის"ღირსების დამცველ თორნიკე შენგელიას მამაა. პრეზიდენტობის კანდიდატია ვლადიმერ ბოისა, რომელიც ბოლოს სლოვენიაში თამაშობდა. სავარაუდოდ, დაძაბული ბრძოლის მომსწრე გავხდებით. ცხარე დებატები, თუ ვინ ჩაუდგება საქართველოს კალათბურთს სათავეში, უკვე დაწყებულია. ჩვენ ვლადიმერ ბოისას გავესაუბრეთ, თუმცა არა მხოლოდ ამ საკითხზე.

- ბოლო დროს ქართულ კალათბურთში სიტუაცია დაიძაბა. მალე ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. თქვენ ერთ-ერთი კანდიდატი ხართ. არჩევნებში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?

- კალათბურთის ფედერაციაში არსებული დაპირისპირება მე არანაირად არ მეხება. არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, ქართულ კალათბურთს დავეხ-მარო. მწვრთნელებსა და მენეჯერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და მსურს, ეს გამოცდილება ქართულ კალათბურთს მოვახმარო. შემიძლია, როგორც კალათბურთელმა კი არა, როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთო.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნებში თქვენი მთავარი კონკურენტი ვინაა?

- ყველა კანდიდატი კონკურენტია. მთავარია, ვინ რას ფიქრობს და ვის როგორ წარმოუდგენია ქართული კალათბურთის განვითარება. ახლა ძალიან ძნელია იმის თქმა, ვინაა ძლიერი. ჯერჯერობით ყველა ძლიერი კონკურენტია.

- პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, რას შეცვლით?

- ამ თემაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. ყველამ იცის, რომ საქართველოში ბავშვთა კალათბურთი არ არის ისეთ დონეზე, როგორც საჭიროა და ყველაფერი აქედანაა დასაწყები. მწვრთნელებთან მუშაობა და თამაშის დონის ამაღლება აუცილებელია. საქართველოში ქალთა კალათბურთი არ არის განვითარებული. ფედერაციის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა იცის ეს პრობლემები და დარწმუნებული ვარ, წარდგენისას ერთმანეთის მსგავსი პროექტები იქნება.

- კალათბურთიდან თქვენი წასვლა, მგონი, ადრე იყო.

- ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე. კარგი გუნდი თუ მიმიწვევდა, კიდევ ვითამაშებდი. სლოვენიაში კონტრაქტი დამიმთავრდა. კარგ გუნდებში მითამაშია, ამიტომ არ მინდოდა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც მერვე-მეცხრე ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. გადავწყვიტე, საერთოდ დამენებებინა თავი კალათბურთისთვის.

- კალათბურთისთვის თავის დანებების შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

- კვირაში სამჯერ და ოთხჯერ თუ არ ვივარჯებ, ცუდად ვგრძნობ თავს. ბევრს დავრბივარ და ვცურავ. კალათბურთთან ნაკლები შეხება მაქვს. ხანდახან ბავშვებთან თუ მივალ და ვანახვებ, როგორ ითამაშონ. ხუთი ხუთზე და ერთი ერთზე მეგობრებთან ერთადარ ვთამაშობ. ლამის მთელი ცხოვრება კალათბურთში ვვარჯიშობ და ნარკოტიკივითაა ჩემთვის. ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ამ სპორტიდან წამოვედი.

- თქვენი ძმის ცეკვას "ცეკვავენ ვარსკვლავებში"როგორ შეაფასებდით?

- როცა ცეკვას იწყებ, მოგება გინდა. ისევე როგორც სპორტში, ცეკვაშიც ასეა. ჩემი აზრით, ტოლიკას ცეკვა კარგად გამოსდის. მხოლოდ მეორე ტურში არ გამოუვიდა, დანარჩენი ნომრები ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ისე კარგად ცეკვავდა, რომ ფინალში უნდა მოხვედრილიყო. ტოლიკას პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იყო. მან დაანახვა მაყურებელს, რომ სპორტსმენებსაც შეუძლიათ კარგად ცეკვა. ტოლიკამ დაამტკიცა, მაღალ სპორტსმენებს შედარებით დაბალ და მოქნილ მსახიობებზე კარგად შეუძლიათ ცეკვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"