Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას
რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას

რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას, რო­გორ უნ­და დაძ­ლი­ოს მწუ­ხა­რე­ბა ისე, რომ არ გა­ბო­როტ­დეს და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ არ შე­იპყ­როს? - ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მღვდელ მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზას ირ­ჩევს, ისიც უნ­და იცო­დეს, რომ თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ჯვა­რი უნ­და ატა­როს. შე­იძ­ლე­ბა ეს ჯვა­რი ძა­ლი­ან მძი­მე იყოს, მაგ­რამ მის ტა­რე­ბა­ში უფ­ლის შემ­წე­ო­ბის იმე­დი უნ­და ჰქონ­დეს. ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და ამ გზა­ზე ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ლი ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი აქვს გა­სავ­ლე­ლი. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ: გან­საც­დე­ლი ისე გა­მობ­რ­ძ­მედს ადა­მი­ანს, რო­გორც ქუ­რა­ში დან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლი - ოქ­რო­სო. ამა­ვე დროს, მწუ­ხა­რე­ბა და უბე­დუ­რე­ბა მწა­რე წამ­ლის როლ­საც ას­რუ­ლებს.

- მა­მაო, რო­გორ უნ­და გა­ვი­გოთ ეს?

- ახ­ლა­ვე აგიხ­ს­ნით: გან­საც­დე­ლი ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად აქარ­ვებს ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას, წმენ­დს ჩვენს ფიქ­რებ­სა და აზ­რებს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ გან­საც­დე­ლის დროს მი­დის უფალ­თან და ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბას იწყებს. მწუ­ხა­რე­ბა სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლებს და აძ­ლი­ე­რებს ადა­მი­ანს, სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას აჩ­ვევს, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას სძენს და ისიც ნელ-ნე­ლა გა­ნიწ­მენ­დს თა­ვის სულს ცოდ­ვი­ლი ზრახ­ვე­ბი­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­სა­გან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კარ­გად არის, ჰგო­ნია, რომ მის გარ­შე­მო მყოფ­ნი ზუს­ტად ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. გა­ლა­ღე­ბუ­ლი კა­ცი სრულ­ყო­ფი­ლად ვერ შე­იგ­რ­ძ­ნობს იმის ტკი­ვილს, ვინც ავა­დაა, ვი­საც დი­დი მწუ­ხა­რე­ბა და­ატყ­და თავს, ვინც ცხოვ­რე­ბი­სა­გან და­ჩაგ­რუ­ლია. მოვ­ლე­ნი­ლი გან­საც­დე­ლის შე­დე­გად კი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თუნ­დაც ერთ ტკბილ სიტყ­ვას, ან ერთ გა­ღი­მე­ბა­საც ძა­ლი­ან დი­დი შვე­ბა მო­აქვს. ასეთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: რა ხდე­ბა ოჯახ­ში, სა­დაც ავად­მ­ყო­ფია? - რა თქმა უნ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას უვ­ლი­ან, ზოგ­ჯერ ხე­ლი­თაც აჭ­მე­ვენ, მას­ზე ზრუ­ნა­ვენ და ამ ყუ­რა­დღე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო ისი­ნიც იწ­მინ­დე­ბი­ან. ავად­მ­ყო­ფი ტკი­ვი­ლი­თა და მოთ­მი­ნე­ბით იწ­მინ­დე­ბა, ხო­ლო მომ­ვ­ლე­ლე­ბი - მი­სი მოვ­ლით. ავად­მ­ყო­ფი თით­ქოს­და, აბა­თი­ლებს იმ ადა­მი­ან­თა ცოდ­ვებს, ვინც მას უვ­ლის და ტკი­ვი­ლებს უმ­სუ­ბუ­ქებს.

- რო­დე­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ან ახალ­გაზ­რ­და, უცოდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ახ­ლობ­ლე­ბი ვერ იტე­ვენ ამ მწუ­ხა­რე­ბას და ზოგ­ჯერ უფალს გმო­ბენ...

- ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, მაგ­რამ ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში არ უნ­და ჩა­ვარ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ცით: ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბით ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მწუ­ხა­რე­ბის გა­მო იმედს კარ­გავს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ღვთის არ­სე­ბო­ბას უარ­ყოფს. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა არ უნ­და მოგ­ვე­რი­ოს, მან ადა­მი­ა­ნი ვერ უნ­და და­ჯაბ­ნოს, პი­რი­ქით, გან­საც­დე­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის დროს უფ­რო მე­ტად უნ­და აღ­ვი­ჭურ­ვოთ ღვთის რწმე­ნი­თა და იმე­დით. ასეთ დროს ადა­მი­ან­მა ყუ­რა­დღე­ბით უნ­და გა­და­ხე­დოს თა­ვის ცხოვ­რე­ბას, იქ­ნებ წარ­სულ­ში რა­ღაც ცოდ­ვას სჩა­დი­ო­და და თა­ვის და­ნა­შა­ულს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, იქ­ნებ ვი­ღა­ცას ვნებ­და და ამას ვერ ხე­დავ­და. გან­საც­დე­ლი, გა­ჭირ­ვე­ბა აფხიზ­ლებს კაცს. ზოგ­ჯერ უფალს მარ­თ­ლაც გაჰ­ყავს ამ ქვეყ­ნი­დან უცოდ­ვე­ლი არ­სე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ღვთის ნე­ბი­თა და დაშ­ვე­ბით ხდე­ბა. სხვა­თა შო­რის, ძველ აღ­თ­ქ­მა­ში წე­რია: ნუ სცო­დავ, თო­რემ პა­სუხს ან შენ, ან შენს შვილ­სა და შვი­ლიშ­ვილს მოვ­თხო­ვო. ცოდ­ვა შე­იძ­ლე­ბა შვიდ თა­ო­ბა­ზეც გა­და­ვი­დეს, თუ ჩამ­დენ­მა არ მო­ი­ნა­ნია. ტრა­გი­კულ შემ­თხ­ვე­ვას ან უცა­ბედ სიკ­ვ­დილს ყო­ველ­თ­ვის აქვს ფა­რუ­ლი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში და უთ­ქ­ვამს: კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ჩემ­მა წი­ნა­პარ­მა ეკ­ლე­სია და­ან­გ­რია, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი მოკ­ლა, ხა­ტი შე­უ­რაცხ­ყო და იმის შემ­დეგ ჩვენ­მა გვარ­მა ვერ გა­ი­ხა­რაო. ასე­თი ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი ან თვი­თონ ის­ჯე­ბა, ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სი ოჯა­ხის წევ­რი იხ­დის სა­ზღა­ურს. ამა­ვე დროს, შე­იძ­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ან­მა ვი­ღაც გა­ამ­წა­რა ან მოკ­ლა, ან არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა მი­სი შვილს ან შვი­ლიშ­ვილს მო­უხ­დეს ამის გა­მო პა­სუ­ხის­გე­ბა.

- დღეს ბევ­რის­თ­ვის ცოდ­ვა აღარ არის სიძ­ვა, მრუ­შო­ბა, მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი და ბევ­რი სხვა რამ, რაც ად­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დიდ სირ­ცხ­ვი­ლად მი­აჩ­ნ­დათ.

- გე­თან­ხ­მე­ბით. მი­მო­ვი­ხე­დოთ ირ­გ­ვ­ლივ რა ხდე­ბა: გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ უხამს რეკ­ლა­მებს, გვეს­მის უხამ­სი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ღვთის გმო­ბი­თა და უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­ში რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის ნაც­ვ­ლად ცხო­ვე­ლურ ინ­ს­ტინ­ქ­ტებს აღ­ვი­ძებს, მე­რე ეს ბინ­ძუ­რი ნა­ლე­ქი ადა­მი­ა­ნის სულ­ში გროვ­დე­ბა და ათას­გ­ვარ სი­მა­ხინ­ჯეს წარ­მო­შობს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ნარ­კო­ტიკ­სა და აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე. დღეს ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბაც კი სტან­დარ­ტე­ბით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი: რა­ტომ­ღაც სურთ, რომ ყვე­ლას ერ­თი სი­მაღ­ლე, წო­ნა და მკერ­დის ზო­მა ჰქონ­დეს. არა­და, ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ისე­თია მშვე­ნი­ე­რი, რო­გო­რიც უფალ­მა შექ­მ­ნა. თუ ვი­ღა­ცის წე­ლის ზო­მა და თვა­ლის ფე­რი დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს შე­ე­ფე­რე­ბა, ის უეც­რად ხდე­ბა ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი, ისე, რომ მის ზნე­ო­ბა­ზე, მის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. ეს არის სწო­რედ ეშ­მა­კის მი­ერ და­გე­ბუ­ლი მა­ხე: ბო­როტ ძა­ლას სურს შექ­მ­ნას ერ­თ­გ­ვა­რო­ვან ადა­მი­ან­თა მა­სა, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლად აზ­როვ­ნებს, უგუ­ნუ­რია და ყვე­ლა­ნა­ირ ცოდ­ვა­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლი.

- მა­მაო, ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი გა­ღა­ტაკ­და, ბევ­რს ვა­ლი და­ე­დო და მა­მაპა­პი­სე­უ­ლი ქო­ნე­ბა და­კარ­გა. ზო­გი­ერ­თი ამ გა­საც­დელ­საც ვერ უძ­ლებს - გან­საც­დელს, რო­მელ­საც სი­დუხ­ჭი­რე ჰქვია...

- მო­დით, დავ­ფიქ­რ­დეთ, იქ­ნებ ეს ქო­ნე­ბა უკა­ნო­ნო, უფ­ლი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი გზე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იყო დაგ­რო­ვი­ლი? ქურ­დ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მას ად­რე თუ გვი­ან და­ი­ჭე­რენ, ბო­როტ­მოქ­მედ­მაც იცის, რომ ად­რე თუ გვი­ან სას­ჯე­ლი უწევს. უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნილ­მა ქო­ნე­ბა­მაც იცის ასე­თი რამ: მის მფლო­ბელს მუდ­მი­ვი ში­ში აქვს, რომ ად­რე თუ გვი­ან და­კარ­გავს მას. უმე­ტეს­წი­ლად ეს ში­ში მარ­თ­ლ­დე­ბა და ქა­რის მო­ტა­ნილს ქა­რი წა­ი­ღებს ხოლ­მე: ან ამ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ავად­დე­ბა, ან ცუდ გზას ად­გე­ბა და ერთ დროს შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღა­რი­ბი და უქო­ნე­ლი ხდე­ბა. ასე­თი ქო­ნე­ბა ხში­რად სას­ჯე­ლად იქ­ცე­ვა ხოლ­მე მთე­ლი მი­სი ოჯა­ხი­სათ­ვის. ამის გა­მო უფ­ლის გმო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ღვთა­ებ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბი იმი­სთ­ვის არ­სე­ბობს, რომ ჩვე­ნი სი­სუს­ტე და­ვი­ნა­ხოთ, რომ გა­მოვ­ს­წორ­დეთ და უფ­ლის იმე­დით ვი­ა­როთ ამ წუ­თი­სოფ­ლის გზა­ზე. უფა­ლი უხ­ვად გვაძ­ლევს თა­ვის წყა­ლო­ბას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­ფა­სოთ. გულ­წ­რ­ფე­ლად უნ­და გვიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­საც­დელ­საც ად­ვი­ლად გა­და­ვი­ტანთ და ყვე­ლა­ზე დი­დი მწუ­ხა­რე­ბი­და­ნაც კი გან­წ­მენ­დილ­ნი და გან­მ­ტ­კი­ცე­ბულ­ნი გა­მო­ვალთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას

რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას

რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს ადა­მი­ა­ნი თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბას, რო­გორ უნ­და დაძ­ლი­ოს მწუ­ხა­რე­ბა ისე, რომ არ გა­ბო­როტ­დეს და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ არ შე­იპყ­როს? - ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა მღვდელ მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზას ირ­ჩევს, ისიც უნ­და იცო­დეს, რომ თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ჯვა­რი უნ­და ატა­როს. შე­იძ­ლე­ბა ეს ჯვა­რი ძა­ლი­ან მძი­მე იყოს, მაგ­რამ მის ტა­რე­ბა­ში უფ­ლის შემ­წე­ო­ბის იმე­დი უნ­და ჰქონ­დეს. ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და ამ გზა­ზე ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ლი ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი აქვს გა­სავ­ლე­ლი. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ: გან­საც­დე­ლი ისე გა­მობ­რ­ძ­მედს ადა­მი­ანს, რო­გორც ქუ­რა­ში დან­თე­ბუ­ლი ცეცხ­ლი - ოქ­რო­სო. ამა­ვე დროს, მწუ­ხა­რე­ბა და უბე­დუ­რე­ბა მწა­რე წამ­ლის როლ­საც ას­რუ­ლებს.

- მა­მაო, რო­გორ უნ­და გა­ვი­გოთ ეს?

- ახ­ლა­ვე აგიხ­ს­ნით: გან­საც­დე­ლი ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად აქარ­ვებს ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვი­სა­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას, წმენდს ჩვენს ფიქ­რებ­სა და აზ­რებს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ გან­საც­დე­ლის დროს მი­დის უფალ­თან და ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბას იწყებს. მწუ­ხა­რე­ბა სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლებს და აძ­ლი­ე­რებს ადა­მი­ანს, სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას აჩ­ვევს, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას სძენს და ისიც ნელ-ნე­ლა გა­ნიწ­მენდს თა­ვის სულს ცოდ­ვი­ლი ზრახ­ვე­ბი­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­სა­გან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კარ­გად არის, ჰგო­ნია, რომ მის გარ­შე­მო მყოფ­ნი ზუს­ტად ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. გა­ლა­ღე­ბუ­ლი კა­ცი სრულ­ყო­ფი­ლად ვერ შე­იგ­რ­ძ­ნობს იმის ტკი­ვილს, ვინც ავა­დაა, ვი­საც დი­დი მწუ­ხა­რე­ბა და­ატყ­და თავს, ვინც ცხოვ­რე­ბი­სა­გან და­ჩაგ­რუ­ლია. მოვ­ლე­ნი­ლი გან­საც­დე­ლის შე­დე­გად კი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თუნ­დაც ერთ ტკბილ სიტყ­ვას, ან ერთ გა­ღი­მე­ბა­საც ძა­ლი­ან დი­დი შვე­ბა მო­აქვს. ასეთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: რა ხდე­ბა ოჯახ­ში, სა­დაც ავად­მ­ყო­ფია? - რა თქმა უნ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას უვ­ლი­ან, ზოგ­ჯერ ხე­ლი­თაც აჭ­მე­ვენ, მას­ზე ზრუ­ნა­ვენ და ამ ყუ­რადღე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო ისი­ნიც იწ­მინ­დე­ბი­ან. ავად­მ­ყო­ფი ტკი­ვი­ლი­თა და მოთ­მი­ნე­ბით იწ­მინ­დე­ბა, ხო­ლო მომ­ვ­ლე­ლე­ბი - მი­სი მოვ­ლით. ავად­მ­ყო­ფი თით­ქოს­და, აბა­თი­ლებს იმ ადა­მი­ან­თა ცოდ­ვებს, ვინც მას უვ­ლის და ტკი­ვი­ლებს უმ­სუ­ბუ­ქებს.

- რო­დე­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ან ახალ­გაზ­რ­და, უცოდ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ახ­ლობ­ლე­ბი ვერ იტე­ვენ ამ მწუ­ხა­რე­ბას და ზოგ­ჯერ უფალს გმო­ბენ...

- ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, მაგ­რამ ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში არ უნ­და ჩა­ვარ­დეს, იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ცით: ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბით ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მწუ­ხა­რე­ბის გა­მო იმედს კარ­გავს, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ღვთის არ­სე­ბო­ბას უარ­ყოფს. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა არ უნ­და მოგ­ვე­რი­ოს, მან ადა­მი­ა­ნი ვერ უნ­და და­ჯაბ­ნოს, პი­რი­ქით, გან­საც­დე­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის დროს უფ­რო მე­ტად უნ­და აღ­ვი­ჭურ­ვოთ ღვთის რწმე­ნი­თა და იმე­დით. ასეთ დროს ადა­მი­ან­მა ყუ­რადღე­ბით უნ­და გა­და­ხე­დოს თა­ვის ცხოვ­რე­ბას, იქ­ნებ წარ­სულ­ში რა­ღაც ცოდ­ვას სჩა­დი­ო­და და თა­ვის და­ნა­შა­ულს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, იქ­ნებ ვი­ღა­ცას ვნებ­და და ამას ვერ ხე­დავ­და. გან­საც­დე­ლი, გა­ჭირ­ვე­ბა აფხიზ­ლებს კაცს. ზოგ­ჯერ უფალს მარ­თ­ლაც გაჰ­ყავს ამ ქვეყ­ნი­დან უცოდ­ვე­ლი არ­სე­ბე­ბი, მაგ­რამ ეს ღვთის ნე­ბი­თა და დაშ­ვე­ბით ხდე­ბა. სხვა­თა შო­რის, ძველ აღ­თ­ქ­მა­ში წე­რია: ნუ სცო­დავ, თო­რემ პა­სუხს ან შენ, ან შენს შვილ­სა და შვი­ლიშ­ვილს მოვ­თხო­ვო. ცოდ­ვა შე­იძ­ლე­ბა შვიდ თა­ო­ბა­ზეც გა­და­ვი­დეს, თუ ჩამ­დენ­მა არ მო­ი­ნა­ნია. ტრა­გი­კულ შემ­თხ­ვე­ვას ან უცა­ბედ სიკ­ვ­დილს ყო­ველ­თ­ვის აქვს ფა­რუ­ლი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­სუ­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში და უთ­ქ­ვამს: კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ჩემ­მა წი­ნა­პარ­მა ეკ­ლე­სია და­ან­გ­რია, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი მოკ­ლა, ხა­ტი შე­უ­რაცხ­ყო და იმის შემ­დეგ ჩვენ­მა გვარ­მა ვერ გა­ი­ხა­რაო. ასე­თი ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი ან თვი­თონ ის­ჯე­ბა, ან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სი ოჯა­ხის წევ­რი იხ­დის საზღა­ურს. ამა­ვე დროს, შე­იძ­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ან­მა ვი­ღაც გა­ამ­წა­რა ან მოკ­ლა, ან არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა მი­სი შვილს ან შვი­ლიშ­ვილს მო­უხ­დეს ამის გა­მო პა­სუ­ხის­გე­ბა.

- დღეს ბევ­რის­თ­ვის ცოდ­ვა აღარ არის სიძ­ვა, მრუ­შო­ბა, მე­უღ­ლის ღა­ლა­ტი და ბევ­რი სხვა რამ, რაც ად­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დიდ სირ­ცხ­ვი­ლად მი­აჩ­ნ­დათ.

- გე­თან­ხ­მე­ბით. მი­მო­ვი­ხე­დოთ ირ­გ­ვ­ლივ რა ხდე­ბა: გა­მუდ­მე­ბით ვხე­დავთ უხამს რეკ­ლა­მებს, გვეს­მის უხამ­სი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ღვთის გმო­ბი­თა და უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი... ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­ში რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის ნაც­ვ­ლად ცხო­ვე­ლურ ინ­ს­ტინ­ქ­ტებს აღ­ვი­ძებს, მე­რე ეს ბინ­ძუ­რი ნა­ლე­ქი ადა­მი­ა­ნის სულ­ში გროვ­დე­ბა და ათას­გ­ვარ სი­მა­ხინ­ჯეს წარ­მო­შობს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ნარ­კო­ტიკ­სა და აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე. დღეს ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბაც კი სტან­დარ­ტე­ბით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი: რა­ტომ­ღაც სურთ, რომ ყვე­ლას ერ­თი სი­მაღ­ლე, წო­ნა და მკერ­დის ზო­მა ჰქონ­დეს. არა­და, ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ისე­თია მშვე­ნი­ე­რი, რო­გო­რიც უფალ­მა შექ­მ­ნა. თუ ვი­ღა­ცის წე­ლის ზო­მა და თვა­ლის ფე­რი დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს შე­ე­ფე­რე­ბა, ის უეც­რად ხდე­ბა ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი, ისე, რომ მის ზნე­ო­ბა­ზე, მის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. ეს არის სწო­რედ ეშ­მა­კის მი­ერ და­გე­ბუ­ლი მა­ხე: ბო­როტ ძა­ლას სურს შექ­მ­ნას ერ­თ­გ­ვა­რო­ვან ადა­მი­ან­თა მა­სა, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლად აზ­როვ­ნებს, უგუ­ნუ­რია და ყვე­ლა­ნა­ირ ცოდ­ვა­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლი.

- მა­მაო, ბო­ლო წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი გა­ღა­ტაკ­და, ბევრს ვა­ლი და­ე­დო და მა­მაპა­პი­სე­უ­ლი ქო­ნე­ბა და­კარ­გა. ზო­გი­ერ­თი ამ გა­საც­დელ­საც ვერ უძ­ლებს - გან­საც­დელს, რო­მელ­საც სი­დუხ­ჭი­რე ჰქვია...

- მო­დით, დავ­ფიქ­რ­დეთ, იქ­ნებ ეს ქო­ნე­ბა უკა­ნო­ნო, უფ­ლი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი გზე­ბი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით იყო დაგ­რო­ვი­ლი? ქურ­დ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მას ად­რე თუ გვი­ან და­ი­ჭე­რენ, ბო­როტ­მოქ­მედ­მაც იცის, რომ ად­რე თუ გვი­ან სას­ჯე­ლი უწევს. უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნილ­მა ქო­ნე­ბა­მაც იცის ასე­თი რამ: მის მფლო­ბელს მუდ­მი­ვი ში­ში აქვს, რომ ად­რე თუ გვი­ან და­კარ­გავს მას. უმე­ტეს­წი­ლად ეს ში­ში მარ­თ­ლ­დე­ბა და ქა­რის მო­ტა­ნილს ქა­რი წა­ი­ღებს ხოლ­მე: ან ამ ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ავად­დე­ბა, ან ცუდ გზას ად­გე­ბა და ერთ დროს შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღა­რი­ბი და უქო­ნე­ლი ხდე­ბა. ასე­თი ქო­ნე­ბა ხში­რად სას­ჯე­ლად იქ­ცე­ვა ხოლ­მე მთე­ლი მი­სი ოჯა­ხი­სათ­ვის. ამის გა­მო უფ­ლის გმო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ღვთა­ებ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბი იმი­სთ­ვის არ­სე­ბობს, რომ ჩვე­ნი სი­სუს­ტე და­ვი­ნა­ხოთ, რომ გა­მოვ­ს­წორ­დეთ და უფ­ლის იმე­დით ვი­ა­როთ ამ წუ­თი­სოფ­ლის გზა­ზე. უფა­ლი უხ­ვად გვაძ­ლევს თა­ვის წყა­ლო­ბას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­ფა­სოთ. გულ­წ­რ­ფე­ლად უნ­და გვიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­საც­დელ­საც ად­ვი­ლად გა­და­ვი­ტანთ და ყვე­ლა­ზე დი­დი მწუ­ხა­რე­ბი­და­ნაც კი გან­წ­მენ­დილ­ნი და გან­მ­ტ­კი­ცე­ბულ­ნი გა­მო­ვალთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია