მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესო ბერულაშვილის გმირი და ანტიგმირი
ბესო ბერულაშვილის გმირი და ანტიგმირი

შე­უძ­ლე­ბე­ლია, იუ­მო­რისტ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილს და­ე­ლა­პა­რა­კო და კარგ ხა­სი­ათ­ზე არ და­გა­ყე­ნოს. აქამ­დე ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სწო­რედ ასე­თი ხა­სი­ა­თის იყო, ამ­ჯე­რად კი პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დი. ის ახალ გუნდს დიდი იმე­დით უყუ­რებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ბა­ტონ­მა ბე­სომ, ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს ისე­თი ანეკ­დო­ტი გვი­ამ­ბო, რომ ჩვე­ნი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა ამ­ჯე­რა­დაც შეძ­ლო...

- სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ნა­ირ სი­ახ­ლეს მი­ვე­სალ­მე­ბი. მი­ხა­რია, რომ ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში ახალ­გაზ­რდე­ბის გუნ­დი ჩა­უდ­გა. მათ გა­უ­მარ­ჯოთ! ახლა ჭი­და­ო­ბის დრო აღარ არის, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ნი სა­ერ­თო საქ­მის­თვის უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ.

- როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრე­ბის პოსტზე ახალ­გაზ­რდე­ბი და­ნიშ­ნა, ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ­ჯე­რად და­ნიშ­ნუ­ლი ახალ­გაზ­რდა მი­ნის­ტრე­ბი საქ­მეს კარ­გად გა­ა­კე­თე­ბენ?

- მგო­ნი, ახალ­გაზ­რდო­ბის ასაკ­მა და­იკ­ლო. ადრე თუ 30 წლის ადა­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რდად ით­ვლე­ბო­და, ახლა ასე აღარ არის. იმ­დე­ნი რა­ღაც მოხ­და, რომ ცხოვ­რე­ბამ ყვე­ლა დაგ­ვა­ბე­რა...

- ე.ი. ფიქ­რობთ, რომ 30 წლის მი­ნის­ტრე­ბი საქ­მეს თავს კარ­გად გა­არ­თმე­ვენ?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მინ­და, რომ ასე იყოს. ერთი მი­ნის­ტრი რომ ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­ა­კე­თებს, ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი.

- რო­მე­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი?

- ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე. ღა­რი­ბაშ­ვილს თქვენ ასე ნუ უყუ­რებთ. ახალ­გაზ­რდა ასა­კით არის, თო­რემ რამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს?! მხო­ლოდ ასაკ­ზე ნუ გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას.

- პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­ცთუ ისე დიდი აქვს, სულ ერთი წე­ლია, ამ სფე­რო­ში ჩა­ერ­თო.

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გი მე­ნე­ჯე­რია. ჩვენს ქვე­ყა­ნას კი, სწო­რედ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი სჭირ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა კა­ცია, სა­უ­კე­თე­სო მა­მის შვი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, თავს ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­არ­თმევს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ასე იყოს, რად­გან კარ­გად ვიც­ნობ მის ოჯახს.

- ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის იმე­დი რა­ტომ­ღა გაქვთ, მა­საც კარ­გად იც­ნობთ?

- ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, როცა ალექ­სან­დრეს მამა გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და დიდ პა­ტივ­საც ვცემ­დი. ვიცი, რომ ალექ­სან­დრე უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი და უპა­ტი­ოს­ნე­სი ბი­ჭია. ახლა მას ყვე­ლა­ნი გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ. როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და, სწო­რედ მა­შინ დარ­ჩა მა­მის გა­რე­შე. თქვენ წა­ი­კი­თხეთ მისი ბი­ოგ­რა­ფია და შე­ი­ტყობთ, რომ მა­მა­მი­სი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი იყო.

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად შვი­ლი და­ნიშ­ნეს და არა - მამა.

- ტრა­დი­ცი­ებ­სა და აღ­ზრდა­საც ხომ აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა? მინ­და, რომ ალექ­სან­დრე კარ­გი მი­ნის­ტრი იყოს.

- ბა­ტო­ნო ბესო, ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­კე­თე­ბულ რო­მელ საქ­მეს გა­მო­არ­ჩევ­დით?

- დი­დად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ეს თემა ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი შექ­მნა, რო­მე­ლიც და­ფა­სე­ბუ­ლი უნდა იყოს. კარ­გად გა­კე­თე­ბულ და გა­ნა­თე­ბულ გზა­ზე ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ან­მა უნდა ია­როს და არა - პა­ტი­ვაყ­რილ­მა. ისეთ არ­ჩევ­ნებს ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი, რომ არც ვე­ლო­დი, ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა თუ გვექ­ნე­ბო­და. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი იმ დღეს ლა­ღად გრძნობ­და თავს და თა­ვი­სუფ­ლად გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. ეს პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბაა. ქვეყ­ნის შე­ნე­ბა თუ გვინ­და, ჩხუბს უნდა მო­ვეშ­ვათ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბი დგა­ნან ორი­ვე მხა­რეს. უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ. თუ ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი დას­ჭირ­დე­ბათ, ჩვენ მათი ხიდი ვიქ­ნე­ბით.

- ე.ი. თქვენ მა­ინც კო­ა­ბი­ტა­ცი­ის მომ­ხრე ხართ.

- მინ­და, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი შე­იყ­ვა­რონ. ყვე­ლა­ზე მე­ტად სიყ­ვა­რუ­ლი გვაკ­ლია და ამი­ტომ არა­ფე­რი გა­მოგ­ვდის. ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს, მაგ­რამ გა­გი­ჟე­ბით არ გვიყ­ვარს. ამას რომ მო­ვა­ხერ­ხებთ, მერე აფხა­ზეთ­საც და­ვიბ­რუ­ნებთ და შე­იძ­ლე­ბა, ნი­კოფ­სი­ა­საც გა­დავ­წვდეთ... პატ­რი­არ­ქის სტი­ქა­რო­სა­ნი ვარ და ამი­ტომ ქარ­თვე­ლი და­საძ­რა­ხად არ მე­მე­ტე­ბა, თუმ­ცა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს. და­ნა­შა­ულ­ზე ყვე­ლამ პა­სუ­ხი უნდა აგოს. ბო­დი­ში მა­ინც უნდა მო­ი­ხა­დონ, იქ­ნებ ხალ­ხი ჰპა­ტი­ობს?

- ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კარ­გი საქ­მე­ე­ბი­დან რო­მე­ლი და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- ყვე­ლა­ზე კარ­გი, რაც მათ გა­ა­კე­თეს, ეს პატ­რუ­ლია. კი­დევ არა­ერ­თი კარ­გი რამ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­როვ­ნე­ბის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის ხარ­ჯზე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. როცა ადა­მი­ა­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლია, მას რაც არ უნდა გა­უ­კე­თო, არა­ფე­რი მოს­წონს. ათი ეკ­ლე­სია რომ აა­შე­ნო და ერთი და­ან­გრიო, მა­ინც და­მან­გრევ­ლად მო­გიხ­სე­ნი­ებს ხალ­ხი. მოკ­ლედ, არ მე­მე­ტე­ბა ჩემი ხალ­ხი სა­ლან­ძღა­ვად. ვი­ღა­ცამ მკი­თხა, - ერთი გმი­რი და ერ­თიც ან­ტიგ­მი­რი და­მი­სა­ხე­ლეო. გმი­რი ქარ­თვე­ლი ერია. რა­საც ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი გვე­უბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ვუ­ჯე­როთ. ქარ­თველ ადა­მი­ანს კი ან­ტიგ­მი­რად ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ამის­თვის არა­ვინ მე­მე­ტე­ბა.

- სა­უბ­რის ბო­ლოს გავმხი­ა­რულ­დეთ და ერთი ანეკ­დო­ტი გვი­ამ­ბეთ.

- ორმა პატ­რულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­ა­ჩე­რა და უთხრეს: მა­მაო, ღერ­ძუ­ლა ხაზი გა­დაკ­ვე­თე­თო. კი, შვი­ლო ჩემო, ვიცი, მაგ­რამ რა ვქნა, ჯა­კუზ­ში წა­ვი­ქე­ცი, ხელი ვიღ­რძე და საჭე ვე­ღარ და­ვი­მორ­ჩი­ლეო. - კარ­გი, მა­მაო, მიბ­რძან­დი­თო, - უთხრეს. ცოტა ხან­ში ერ­თმა პატ­რულ­მა მე­ო­რეს ჰკი­თხა: - ჯა­კუ­ზი რა არი­სო? - რა ვიცი, ისე მე­კი­თხე­ბი, თით­ქოს ეკ­ლე­სი­უ­რი ვი­ყოო, - უპა­სუ­ხა მე­ო­რე პატ­რულ­მა.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბესო ბერულაშვილის გმირი და ანტიგმირი

ბესო ბერულაშვილის გმირი და ანტიგმირი

შეუძლებელია, იუმორისტ ბესო ბერულაშვილს დაელაპარაკო და კარგ ხასიათზე არ დაგაყენოს. აქამდე ჩვენი ინტერვიუები სწორედ ასეთი ხასიათის იყო, ამჯერად კი პოლიტიკაზე სასაუბროდ დავუკავშირდი. ის ახალ გუნდს დიდი იმედით უყურებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ბატონმა ბესომ, ინტერვიუს ბოლოს ისეთი ანეკდოტი გვიამბო, რომ ჩვენი გამხიარულება ამჯერადაც შეძლო...

- საერთოდ ყველანაირ სიახლეს მივესალმები. მიხარია, რომ ქვეყანას სათავეში ახალგაზრდების გუნდი ჩაუდგა. მათ გაუმარჯოთ! ახლა ჭიდაობის დრო აღარ არის, პირიქით, ყველანი საერთო საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ.

- როცა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრების პოსტზე ახალგაზრდები დანიშნა, ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ამჯერად დანიშნული ახალგაზრდა მინისტრები საქმეს კარგად გააკეთებენ?

- მგონი, ახალგაზრდობის ასაკმა დაიკლო. ადრე თუ 30 წლის ადამიანი ახალგაზრდად ითვლებოდა, ახლა ასე აღარ არის. იმდენი რაღაც მოხდა, რომ ცხოვრებამ ყველა დაგვაბერა...

- ე.ი. ფიქრობთ, რომ 30 წლის მინისტრები საქმეს თავს კარგად გაართმევენ?

- ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე იყოს. ერთი მინისტრი რომ ყველაფერს კარგად გააკეთებს, ეს დანამდვილებით ვიცი.

- რომელი, ირაკლი ღარიბაშვილი?

- ალექსანდრე ჭიკაიძე. ღარიბაშვილს თქვენ ასე ნუ უყურებთ. ახალგაზრდა ასაკით არის, თორემ რამხელა გამოცდილება აქვს?! მხოლოდ ასაკზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას.

- პოლიტიკური გამოცდილება არცთუ ისე დიდი აქვს, სულ ერთი წელია, ამ სფეროში ჩაერთო.

- გასაგებია, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი მენეჯერია. ჩვენს ქვეყანას კი, სწორედ კარგი მენეჯერი სჭირდება. ახალგაზრდა კაცია, საუკეთესო მამის შვილი და შესაბამისად, თავს ყველაფერს კარგად გაართმევს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, რომ ასე იყოს, რადგან კარგად ვიცნობ მის ოჯახს.

- ალექსანდრე ჭიკაიძის იმედი რატომღა გაქვთ, მასაც კარგად იცნობთ?

- ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ალექსანდრეს მამა გავიცანი, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ძალიან მიყვარდა და დიდ პატივსაც ვცემდი. ვიცი, რომ ალექსანდრე უკეთილშობილესი და უპატიოსნესი ბიჭია. ახლა მას ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ. როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, სწორედ მაშინ დარჩა მამის გარეშე. თქვენ წაიკითხეთ მისი ბიოგრაფია და შეიტყობთ, რომ მამამისი საუკეთესო ქართველი იყო.

- გასაგებია, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრად შვილი დანიშნეს და არა - მამა.

- ტრადიციებსა და აღზრდასაც ხომ აქვს დიდი მნიშვნელობა? მინდა, რომ ალექსანდრე კარგი მინისტრი იყოს.

- ბატონო ბესო, ამ ერთი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" გაკეთებულ რომელ საქმეს გამოარჩევდით?

- დიდად პოლიტიზებული არასოდეს ვყოფილვარ, ეს თემა ნაკლებად მაინტერესებს. მაინც ვფიქრობ, რომ თავისუფლება ყველაზე მთავარია. ღმერთმა ადამიანი შექმნა, რომელიც დაფასებული უნდა იყოს. კარგად გაკეთებულ და განათებულ გზაზე ღირსეულმა ადამიანმა უნდა იაროს და არა - პატივაყრილმა. ისეთ არჩევნებს ვიყავი მიჩვეული, რომ არც ველოდი, ასეთი თავისუფლება თუ გვექნებოდა. ყველა ჩვენგანი იმ დღეს ლაღად გრძნობდა თავს და თავისუფ­ლად გააკეთა არჩევანი. ეს პირველი წარმატებაა. ქვეყნის შენება თუ გვინდა, ჩხუბს უნდა მოვეშვათ. არაჩვეულებრივი ქართველები დგანან ორივე მხარეს. უნდა გაერთიანდნენ. თუ ხელოვანი ხალხი დასჭირდებათ, ჩვენ მათი ხიდი ვიქნებით.

- ე.ი. თქვენ მაინც კოაბიტაციის მომხრე ხართ.

- მინდა, რომ ქართველებმა ერთმანეთი შეიყვარონ. ყველაზე მეტად სიყვარული გვაკლია და ამიტომ არაფერი გამოგვდის. ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ გაგიჟებით არ გვიყვარს. ამას რომ მოვახერხებთ, მერე აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და შეიძლება, ნიკოფსიასაც გადავწვდეთ... პატრიარქის სტიქაროსანი ვარ და ამიტომ ქართველი დასაძრახად არ მემეტება, თუმცა რასაკვირველია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ, იქნებ ხალხი ჰპატიობს?

- ძველი ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიდან რომელი დაგამახსოვრდათ?

- ყველაზე კარგი, რაც მათ გააკეთეს, ეს პატრულია. კიდევ არაერთი კარგი რამ გაუკეთებიათ, მაგრამ ეს ყველაფერი პიროვნების ღირსების შელახვის ხარჯზე არ უნდა ყოფილიყო. როცა ადამიანი შეურაცხყოფილი და ღირსებააყრილია, მას რაც არ უნდა გაუკეთო, არაფერი მოსწონს. ათი ეკ­ლესია რომ ააშენო და ერთი დაანგრიო, მაინც დამანგრევლად მოგიხსენიებს ხალხი. მოკლედ, არ მემეტება ჩემი ხალხი სალანძღავად. ვიღაცამ მკითხა, - ერთი გმირი და ერთიც ანტიგმირი დამისახელეო. გმირი ქართველი ერია. რასაც ჩვენი უწმინდესი გვეუბნება, ყველაფერი უნდა დავუჯეროთ. ქართველ ადამიანს კი ანტიგმირად ვერ დავასახელებ. ამისთვის არავინ მემეტება.

- საუბრის ბოლოს გავმხიარულდეთ და ერთი ანეკდოტი გვიამბეთ.

- ორმა პატრულმა სასულიერო პირი გააჩერა და უთხრეს: მამაო, ღერძულა ხაზი გადაკვეთეთო. კი, შვილო ჩემო, ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ჯაკუზში წავიქეცი, ხელი ვიღრძე და საჭე ვეღარ დავიმორჩილეო. - კარგი, მამაო, მიბრძანდითო, - უთხრეს. ცოტა ხანში ერთმა პატრულმა მეორეს ჰკითხა: - ჯაკუზი რა არისო? - რა ვიცი, ისე მეკითხები, თითქოს ეკლესიური ვიყოო, - უპასუხა მეორე პატრულმა.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია