სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს
პატრიარქი - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს

წმინ­და გი­ორ­გი­სა და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო გამ­თლი­ან­დე­ბა, დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სვე­ტი­ცხო­ველ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

უწ­მინ­დეს­მა ქა­და­გე­ბი­სას წმინ­და გი­ორ­გის მო­წა­მე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენ უნდა გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, რა არის ჩვენ­თვის ფა­სე­უ­ლი და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ იგი.

"უნდა გა­დავ­ხე­დოთ რა არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ვინ ვართ ჩვენ, რა გაგ­ვაჩ­ნია, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ და საით მივ­დი­ვართ, რო­გორ ვხე­დავთ ჩვენს მო­მა­ვალს. ჩვენ არ უნდა და­ვემ­სგავ­სოთ მთი­დან და­გო­რე­ბულ ლოდს. სა­ქარ­თვე­ლო უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნაა და ეს უმ­თავ­რე­სად სუ­ლი­ე­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ჩვე­ნი ენა, კულ­ტუ­რა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ეს უდი­დე­სი სა­უნ­ჯეა, რო­მე­ლიც არ უნდა დავ­კარ­გოთ. წმინ­და გი­ორ­გის ლოც­ვით სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ამას", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­აქ­მა.

ქა­და­გე­ბი­სას უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლია, იგი იცავს მას ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბი­სა­გან. მი­სი­ვე თქმით, წმინ­და გი­ორ­გის და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო გამ­თლი­ან­დე­ბა, დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა.

"ტყუ­ი­ლად არ ამ­ბობს იო­ა­ნე ზო­სი­მე "ამას ენა­სა შინა და­მარ­ხულ არს", ლა­ზა­რე აღ­დგა მკვდრე­თით, ასე­ვე აღ­სდგე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და მე­ო­რედ მოს­ვლის ჟამს, რო­გორც იო­ა­ნე ზო­სი­მე ამ­ბობს - ერე­ბი გა­ნი­კი­თხე­ბი­ან ქარ­თუ­ლი­თა ენი­თა. რით და­იმ­სა­ხუ­რა სა­ქარ­თვე­ლომ ეს? და­იმ­სა­ხუ­რა იმით, რომ მთელს მსოფ­ლი­ო­ში დაკ­ნინ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ჯილ­დო ღვთი­სა­გან", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა ყვე­ლა გი­ორ­გის. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, ასე­ვე ედუ­არდ გი­ორ­გი შე­ვარ­დნა­ძეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

პატ­რი­არ­ქმა გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა ორი წლის გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონს. უწ­მინ­დეს­მა ამ­ბი­ონ­ზე მი­იწ­ვია ტა­ძარ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა. პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და გი­ორ­გი სი­კე­თის ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოა და სი­კე­თე უსურ­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა კი ნიშ­ნად პა­ტი­ვის­ცე­მი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს გულ­ზე და­სა­კი­დე­ბე­ლი მი­ნან­ქრის წმინ­და გი­ორ­გის ხატი აჩუ­ქა.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ეპის­კო­პო­სად კურ­თხე­ვა და ან­გე­ლო­ზის დღე მი­უ­ლო­ცა დღეს ახ­ლად ნა­კურთხ მარ­ნე­უ­ლი­სა და ხუ­ჯა­ბის ეპის­კო­პოსს გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ანს. პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ ახ­ლად ნა­კურ­თხი ეპის­კო­პო­სი იქ­ნე­ბა არა მარ­ტო იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის, არა­მედ მთე­ლი იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­სა და სხვე­ბის სუ­ლი­ე­რი მამა. ნიშ­ნად ამი­სა, მას გა­დას­ცა სამ­ღვდელთმთავ­რო კვერ­თხი, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის თქმით, არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სიმ­ბო­ლო. უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მღვდელთმთავ­რო­ბა დიდი პა­ტი­ვი და უმ­ძი­მე­სი ჯვა­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პატრიარქი - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს

პატრიარქი - ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს

წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ქადაგებისას წმინდა გიორგის მოწამეობრივი ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, რა არის ჩვენთვის ფასეული და შევინარჩუნოთ იგი.

"უნდა გადავხედოთ რა არის ჩვენი ცხოვრება, ვინ ვართ ჩვენ, რა გაგვაჩნია, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და ეს უმთავრესად სულიერებაში გამოიხატება. ჩვენი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო შეინარჩუნებს ამას", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა.

ქადაგებისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველია, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრებისაგან. მისივე თქმით, წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, საქართველო გაბრწყინდება.

"ტყუილად არ ამბობს იოანე ზოსიმე "ამას ენასა შინა დამარხულ არს", ლაზარე აღდგა მკვდრეთით, ასევე აღსდგება საქართველო, ჩვენი კულტურა და მეორედ მოსვლის ჟამს, როგორც იოანე ზოსიმე ამბობს - ერები განიკითხებიან ქართულითა ენითა. რით დაიმსახურა საქართველომ ეს? დაიმსახურა იმით, რომ მთელს მსოფლიოში დაკნინდება ჭეშმარიტი სარწმუნოება, საქართველო გაბრწყინდება და ეს იქნება ჯილდო ღვთისაგან", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა დღევანდელი დღე მიულოცა ყველა გიორგის. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ასევე ედუარდ გიორგი შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს და სრულიად საქართველოს.

პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული მიულოცა ორი წლის გიორგი ბაგრატიონს. უწმინდესმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა და სიკეთე უსურვა სრულიად საქართველოს. კათოლიკოს-პატრიარქმა კი ნიშნად პატივისცემისა, საქართველოს პრემიერს გულზე დასაკიდებელი მინანქრის წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.

ქადაგების ბოლოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეპისკოპოსად კურთხევა და ანგელოზის დღე მიულოცა დღეს ახლად ნაკურთხ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსს გიორგი ჯამდელიანს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი იქნება არა მარტო იქ მცხოვრები ქართველების, არამედ მთელი იქაური მოსახლეობის, აზერბაიჯანელებისა და სხვების სულიერი მამა. ნიშნად ამისა, მას გადასცა სამღვდელთმთავრო კვერთხი, რომელიც პატრიარქის თქმით, არის უფლებამოსილების სიმბოლო. უწმინდესმა აღნიშნა, რომ მღვდელთმთავრობა დიდი პატივი და უმძიმესი ჯვარია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია