მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესელია სააკაშვილზე: მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს
 ბესელია სააკაშვილზე: მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ეკა ბე­სე­ლია აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა და­ი­კი­თხოს. ამის შე­სა­ხებ ბე­სე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა. ის დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს და ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნე­სის და­ტე­რო­რე­ბის, სხვა­დას­ხვა კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას და სქე­მე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის შემ­დეგ არ­სე­ბობს, ამ კი­თხვებს პა­სუ­ხის უნდა გას­ცეს თა­ვად ბა­ტონ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა, მის­მა გა­რე­მოც­ვა­მაც, გნე­ბავთ ოჯა­ხის წევ­რებ­მა. არა­ვის არ აქვს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა. იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­როა, უნდა ჩა­ტარ­დეს ობი­ექ­ტუ­რი კვლე­ვა. ამ კი­თხვებს პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს. მი­ნი­მუმ ის უნდა და­ი­კი­თხოს და ამის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, თუ რა ტი­პის მა­სა­ლე­ბი გროვ­დე­ბა და რა იკ­ვე­თე­ბა სა­ბო­ლო­ოდ, რა ტი­პის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ჭი­როა,"- წერს ბე­სე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ბესელია სააკაშვილზე: მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს

 ბესელია სააკაშვილზე: მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს. ამის შესახებ ბესელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევა. ის დღეს ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეა, მას განსაკუთრებული იმუნიტეტი არ აქვს და ის კითხვები, რომლებიც ბიზნესის დატერორების, სხვადასხვა კორუფციული საქმიანობისას და სქემების გამოაშკარავების შემდეგ არსებობს, ამ კითხვებს პასუხის უნდა გასცეს თავად ბატონმა სააკაშვილმა, მისმა გარემოცვამაც, გნებავთ ოჯახის წევრებმა. არავის არ აქვს ხელშეუხებლობა. იმ საკითხებზე, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, უნდა ჩატარდეს ობიექტური კვლევა. ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს და ამის შემდეგ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ტიპის მასალები გროვდება და რა იკვეთება საბოლოოდ, რა ტიპის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება მიღებული, მაგრამ ამ ფაქტებზე გამოძიება საჭიროა,"- წერს ბესელია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა