Playboy-ს დამაარსებლის, 87 წლის ჰიუ ჰეფნერის ქორწინება შესაძლოა, კრახით დასრულდეს.
როგორც მილიარდერის მეგობრები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, ჰეფნერის ცოლი, 27 წლის კრისტალ ჰარისი უბედურია. კრისტალის განცხადება, თითქოს ასაკობრივი სხვაობა (60 წელი) მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა, ტყუილი აღმოჩნდა.
"კრისტალი ქმრის განდეგილმა ცხოვრებამ დაღალა. ჰეფნერი მთელი დღე პიჟამათი დადის და სახლიდან გასვლა არ სურს. წყვილის ღამის ცხოვრება ასეთია: საღამოს ვახშამი და ლოგინში ტელევიზორის ყურება. კრისტალი იმაზეც ბრაზდება, რომ ხშირად ქმარს ფილმის დასრულებამდე უკვე სძინავს", - წერს ჟურნალი Star.
მომზადებულია Star-ის მიხედვით.