ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი

ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი

როგორც ამბობენ, ჯანსაღი ფლირტი არამხოლოდ გრძელვადიანი ურთიერთობების დასაწყებად "მოთელვითი სამუშაოების" კუთხით წარმოადგენს კარგ საშუალებას, არამედ ადამიანს თვითშეფასების ამაღლებასა და საკუთარი თავის რწმენის გამტკიცებაშიც უწყობს ხელს. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ადამიანებს, ხშირად აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ ფლირტის მიმართ...

ვერძი

ვერძისთვის ფლირტი ეს მხიარული თამაშია, თუმცა ძირითად შემთხვევაში ვერძი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფლირტაობს, თუ მისი გული აბსოლუტურად თავისუფალია. ასეთ დროს შეიძლება მან ახლადგაცნობილ ადამიანს პირდაპირ მიახალოს, რომ ეს უკანასკნელი საშინლად სექსუალურია და მას ძალიან იზიდავს. თუმცა, ფლირტის მოთხოვნილება ვერძში, უფრო საკუთარი თავის რწმენის გამყარებას ემსახურება ვიდრე იდეალური პარტნიორის პოვნას.

ლომი

ლომისთვის ფლირტი ისეთივე ბუნებრივი და ორგანული რამაა, როგორც სუნთქვა ან ჭამის პროცესი. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ ლომები კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან, კატას კი მოგეხსენებათ შესანიშნავად გამოსდის სხვებისთვის თავის მოწონება. ამიტომ ნებისმიერი სქესის ლომი არაჩვეულებრივად ლამაზად ფლირტაობს, ამაში მათ ბადალი არ მოეძებნებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე მეტად გამოირჩევიან სასიყვარულო თავგადასავლების სიმრავლით, ამიტომ ფლირტი და მშვილდოსანი განუყოფელი ფრაზაა. მშვილდოსანს უყვარს და ეხერხება ფლირტი, ამასთანავე მისი საქციელი ბუნებრიობის ჩარჩოებს არასოდეს სცდება. იგი მთელი გულით არის ხოლმე ჩაბმული სასურველი ობიექტის მონადირების საქმეში.

კურო

კურო ფლირტს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებს, თუკი ინტერესის ობიექტის მხრიდან თუნდაც მცირე, მაგრამ შესამჩნევი ნაბიჯი უკვე გადმოდგმულია. საიმისოდ, რომ ემოციურად გაიხსნას, კუროს მყარი საფუძველი ესაჭიროება, რისი აუცილებელი პირობაც პარტნიორის მხრიდან გამოხატული სიმპათიაა. ასეთ შემთხვევაში კურო სიამოვნებით ერთვება ფლირტში და საკმაოდ ოსტატურად ახერხებს მისთვის სასურველი ადამიანის გაოცებას.

თევზები

თევზები ბუნებით ემოციური და მორცხვი ნიშანია. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, სანამ ინტერესის ობიექტი თავად გააქტიურდება და იქეთ გამოიჩენს ინიციატივას. თუმცა ფლირტიც არის და ფლირტიც, თევზებთან ეს ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია, იმიტომ რომ ნებისმიერი მოკლევადიანი რომანის დროსაც კი მათ სურვილი აქვთ პარტნიორთან ერთ მთლიანობად იქცნენ. რასაც განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, ალკოჰოლთან დამეგობრება და დეპრესია მოსდევს თევზებისთვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს